სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება
იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება

19 იან­ვრამ­დე მზე თხის რქის ზო­დი­ა­ქო­შია. თხის რქა არის მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ნი­შა­ნი. უყ­ვარს მარ­თვა, პრო­ცე­სის კონ­ტრო­ლი. სურს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, რა­საც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აღ­წევს. სა­სურ­ვე­ლია, ჩვენც გა­მო­ვავ­ლი­ნოთ თხის რქის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, რათა მი­ვაღ­წი­ოთ მწვერ­ვა­ლებს.

7 იან­ვრი­დან (11 თე­ბერ­ვლამ­დე) მერ­კუ­რი თხის რქა­შია. მერ­კუ­რი 29 დე­კემ­ბრი­დან რეტ­როგ­რა­დულ სვლა­შია. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი ციფ­რებ­თან, ფი­ნან­სებ­თან, მგზავ­რო­ბის დროს არა­ფე­რი და­გა­ვი­წყდეთ, გა­მოგრჩეთ. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ნიშ­ნეთ, რომ არა­ფე­რი გა­მო­გე­პა­როთ. სა­სურ­ვე­ლია, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნოთ უკვე და­წყე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­კე­თებ­ლად, გა­მო­სას­წო­რებ­ლად, გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

3 იან­ვრი­დან ვე­ნე­რა მერ­წყულ­ში იქ­ნე­ბა 27-მდე. მერ­წყუ­ლი ეპა­ტა­ჟუ­რი, შო­კის­მომ­გვრე­ლი, გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი, მე­გობ­რუ­ლი ნი­შა­ნია და ვე­ნე­რაც მას­თან სტუმ­რო­ბის დროს მე­ტად ჰა­ე­რო­ვა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლად გა­და­რე­უ­ლი გახ­დე­ბა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან; უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი მე­გო­ბარ­თან გა­ა­ბას, ფუ­ლის ფლან­გვას რამე ორი­გი­ნა­ლურ­ზე ან და­უ­ფიქ­რე­ბელ­ზე. სა­მა­გი­ე­როდ, სა­უ­კე­თე­სო დროა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ბი­ნის მო­სა­წყო­ბად. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სტილ­თან, გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თან, გა­ერ­თი­ან­დით თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ლა­მა­ზი, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 7 იან­ვარს, კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, 3:08-ზე. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წელს კირჩხიბ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, ერთი იან­ვარ­ში და მე­ო­რე წლის ბო­ლოს - 27 დე­კემ­ბერს. 7 იან­ვა­რის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მზე თხის რქა­შია, მთვა­რე - კირჩხიბ­ში. ემო­ცი­უ­რი დღეა. მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა, ზო­გი­ერ­თის კო­რექ­ტი­რე­ბა. მი­ი­ღებთ გაკ­ვე­თილს, რაც თქვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში სწო­რად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. არ გირ­ჩევთ აჩ­ქა­რე­ბას, ნუ მი­ა­ტო­ვებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

შავი მთვა­რე ლომ­ში გა­და­ვა 8 იან­ვარს და დარ­ჩე­ბა 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე. ლი­ლიტს 9-თვი­ა­ნი ციკ­ლი აქვს, თი­თო­ე­ულ ნი­შან­ში ამ­დენ ხანს რჩე­ბა. ლი­ლი­ტი არაა პლა­ნე­ტა, ესაა ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს ჩვენ­ზე. ეს არის ჩვე­ნი ში­შე­ბი, ცდუ­ნე­ბე­ბი, მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში ყოფ­ნის დროს ის ავ­ლენს მის ცუდ თვი­სე­ბებს. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ლომ­ში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ეგო­ის­ტუ­რო­ბა, ყვე­ლას მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და ტყუ­ი­ლი ბა­ქი­ბუ­ქი. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ბავ­შვებ­თან, მათ მი­ტო­ვე­ბას. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭის გა­მო­სავ­ლე­ნად. იყა­ვით მე­ტად მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორ­თან.

9 იან­ვარს მარ­სი ვე­ნე­რას ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დღეა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მოს, დღე­სას­წა­უ­ლის მო­სა­წყო­ბად; სა­ჩუქ­რის მი­სარ­თმე­ვად. თუ ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, გა­მო­უ­ტყდით გრძნო­ბებ­ში.

12 იან­ვარს მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა. მარ­სი 20 აგ­ვის­ტო­დან ტყუპ­ში მდე­ბა­რე­ობს (მარ­სი ტყუ­პი­დან სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვა 25 მარტს) და აქვე მო­უ­წია უკუს­ვლამ. უკვე 13 იან­ვრი­დან შე­გიძ­ლი­ათ საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. იმ სა­კი­თხე­ბის დას­რუ­ლე­ბა, რაც დიდი ხნის წინ და­ი­წყეთ, მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ ან რა­ღაც მი­ზე­ზის გამო ვერ აკე­თებ­დით.

18 იან­ვრი­დან მერ­კუ­რი სვლას გა­ას­წო­რებს და დი­რექ­ტულ ფა­ზა­ში გა­და­ვა. უნდა და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. რათა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა და უკვე ამ დრო­ი­დან შეძ­ლებთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას.

20 იან­ვარს მზე 19 თე­ბერ­ვლამ­დე მერ­წყულს ეს­ტუმ­რე­ბა. მერ­წყუ­ლი არის მო­მავ­ლის ნი­შა­ნი, მო­მარ­თუ­ლი მე­გობ­რუ­ლო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან. და­ი­წყეთ ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ თქვე­ნი გა­ჯე­ტე­ბი. თუმ­ცა, ახ­ლის შე­ძე­ნა ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ ჯო­ბია.

ახალმთვა­რე­ო­ბას მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ლო­დე­ბით 22 იან­ვარს, 00:54-ზე, მერ­წყუ­ლის მე­ო­რე გრა­დუს­ში. ამა­ვე დღეს აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით დგე­ბა ახა­ლი წელი და ვე­ფხვის ად­გილს წლის მმარ­თვე­ლის რან­გში იკა­ვებს წყლის შავი კურ­დღე­ლი. ამ დღეს კარ­გია სურ­ვი­ლე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა. ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი. ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში. შან­სი მო­გე­ცე­მათ, და­ი­წყოთ და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ საქ­მე­ებ­ში. ამას­თან, უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და არ და­ე­ლო­დოთ სხვას. მე­ტად გა­მოვ­ლი­ნეთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. საქ­მე­ე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წოთ ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბამ, სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე დას­წრე­ბამ.

23 იან­ვარს, მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ნე­რა - სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა შე­უ­ერ­თდე­ბა მკაცრ და აკ­რძალ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურნს. ეს იქ­ნე­ბა გრძნო­ბე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოც­დის პე­რი­ო­დი. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ პარტნი­ო­რი გა­ცივ­და თქვენ მი­მართ, ზედ­მე­ტად მკაც­რია ან გზღუ­დავთ. და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ თავს, შეგ­რძნე­ბებს. მოხ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახა­ლი წე­სე­ბის დაკ­ვიდ­რე­ბა. ამას­თან, არ გირ­ჩევთ პარტნი­ო­რის­თვის ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით რისი შე­ძე­ნა გსურთ, არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას, თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რის და­ხარ­ჯვა გა­აზ­რე­ბუ­ლი და ნა­ფიქ­რი უნდა გქონ­დეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­მო­წეთ იმ ნივ­თე­ბის სიას, რის ყიდ­ვა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებთ.

და­ბო­ლოს, 27 იან­ვარს ვე­ნე­რა თევ­ზებს ეს­ტუმ­რე­ბა და დარ­ჩე­ბა 20 თე­ბერ­ვლამ­დე. აქ ვე­ნე­რა თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს. ეს სა­უ­კე­თე­სო დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სი­ლა­მა­ზის შე­საქ­მნე­ლად, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. ამას­თან, იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი; რო­გორც ცნო­ბი­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი ბრმა და ყრუა და არ გირ­ჩევთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო მსხვერ­პლის გა­ღე­ბას, რის­კებ­ზე წას­ვლას. მო­ე­რი­დეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში მოხ­ვედ­რას, ფა­რუ­ლი კავ­ში­რის გაბ­მას. კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ბედ­ნი­ერ იან­ვარს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება

იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: საინტერესო ცვლილებები გველოდება

19 იანვრამდე მზე თხის რქის ზოდიაქოშია. თხის რქა არის მიზანსწრაფული, დისციპლინირებული, პასუხისმგებლიანი ნიშანი. უყვარს მართვა, პროცესის კონტროლი. სურს წარმატების მიღწევა, დაწინაურება, კარიერული წინსვლა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ და საფუძვლიანად აღწევს. სასურველია, ჩვენც გამოვავლინოთ თხის რქის საუკეთესო თვისებები, რათა მივაღწიოთ მწვერვალებს.

7 იანვრიდან (11 თებერვლამდე) მერკური თხის რქაშია. მერკური 29 დეკემბრიდან რეტროგრადულ სვლაშია. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, რომ არ დაუშვათ შეცდომები ციფრებთან, ფინანსებთან, მგზავრობის დროს არაფერი დაგავიწყდეთ, გამოგრჩეთ. ყველაფერი ჩაინიშნეთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. სასურველია, მერკურის რეტროგრადული სვლის დროს არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ეს დრო გამოიყენოთ უკვე დაწყებულების გადასაკეთებლად, გამოსასწორებლად, გასაუმჯობესებლად.

3 იანვრიდან ვენერა მერწყულში იქნება 27-მდე. მერწყული ეპატაჟური, შოკისმომგვრელი, გამომგონებლური, მეგობრული ნიშანია და ვენერაც მასთან სტუმრობის დროს მეტად ჰაეროვანი და რომანტიკულად გადარეული გახდება. საყვარელ ადამიანებს მოუნდებათ მეტი თავისუფლება. არ გირჩევთ ურთიერთობების გაწყვეტას სასიყვარულო პარტნიორთან; უფრო მეტიც, ზოგიერთმა შეიძლება რომანი მეგობართან გააბას, ფულის ფლანგვას რამე ორიგინალურზე ან დაუფიქრებელზე. სამაგიეროდ, საუკეთესო დროა საყვარელ ადამიანთან ერთად საქმეების საკეთებლად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ბინის მოსაწყობად. ზოგიერთს მოუნდება ექსპერიმენტების ჩატარება სტილთან, გარეგნობასთან დაკავშირებით. ამასთან, გაერთიანდით თანამოაზრეებთან ერთად ლამაზი, კეთილი საქმეების საკეთებლად.

სავსემთვარეობას ველოდებით 7 იანვარს, კირჩხიბის ზოდიაქოში, 3:08-ზე. საინტერესო ისაა, რომ წელს კირჩხიბში ორი სავსემთვარეობა გვექნება, ერთი იანვარში და მეორე წლის ბოლოს - 27 დეკემბერს. 7 იანვარის სავსემთვარეობაზე მზე თხის რქაშია, მთვარე - კირჩხიბში. ემოციური დღეა. მოგვიწევს ცხოვრებისეული მოვლენების გადახედვა, ზოგიერთის კორექტირება. მიიღებთ გაკვეთილს, რაც თქვენთვის სამაგალითო იქნება, რაც მომავალში სწორად მოქმედების შესაძლებლობას მოგცემთ. არ გირჩევთ აჩქარებას, ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

შავი მთვარე ლომში გადავა 8 იანვარს და დარჩება 3 ოქტომბრამდე. ლილიტს 9-თვიანი ციკლი აქვს, თითოეულ ნიშანში ამდენ ხანს რჩება. ლილიტი არაა პლანეტა, ესაა ფიქტიური წერტილი, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. ეს არის ჩვენი შიშები, ცდუნებები, მიჯაჭვულობა და დამოკიდებულებები. კონკრეტულ ნიშანში ყოფნის დროს ის ავლენს მის ცუდ თვისებებს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ლომში ყოფნის დროს ადამიანებში მოიმატებს ეგოისტურობა, ყველას მოუნდება საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, ლიდერის თვისებების გამოვლენა და ტყუილი ბაქიბუქი. არ გირჩევთ ურთიერთობის გაფუჭებას ბავშვებთან, მათ მიტოვებას. საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. იყავით მეტად მშვიდი და გააზრებული საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას რომანტიკულ პარტნიორთან.

9 იანვარს მარსი ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება. საუკეთესო დღეა საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული საღამოს, დღესასწაულის მოსაწყობად; საჩუქრის მისართმევად. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებულია, გამოუტყდით გრძნობებში.

12 იანვარს მარსი რეტროგრადული სვლიდან გამოვა. მარსი 20 აგვისტოდან ტყუპში მდებარეობს (მარსი ტყუპიდან საბოლოოდ გამოვა 25 მარტს) და აქვე მოუწია უკუსვლამ. უკვე 13 იანვრიდან შეგიძლიათ საქმეების მოსაგვარებლად გააქტიურება. იმ საკითხების დასრულება, რაც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მიტოვებული გქონდათ ან რაღაც მიზეზის გამო ვერ აკეთებდით.

18 იანვრიდან მერკური სვლას გაასწორებს და დირექტულ ფაზაში გადავა. უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. რათა რამდენიმე დღეში ახალმთვარეობა გველოდება და უკვე ამ დროიდან შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას.

20 იანვარს მზე 19 თებერვლამდე მერწყულს ესტუმრება. მერწყული არის მომავლის ნიშანი, მომართული მეგობრულობასა და თანამშრომლობაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან. დაიწყეთ ახალი პროფესიის ათვისება. გააუმჯობესეთ თქვენი გაჯეტები. თუმცა, ახლის შეძენა ახალმთვარეობის შემდეგ ჯობია.

ახალმთვარეობას მერწყულის ზოდიაქოში ველოდებით 22 იანვარს, 00:54-ზე, მერწყულის მეორე გრადუსში. ამავე დღეს აღმოსავლური კალენდრით დგება ახალი წელი და ვეფხვის ადგილს წლის მმართველის რანგში იკავებს წყლის შავი კურდღელი. ამ დღეს კარგია სურვილებისა და სამომავლო მიზნების ჩამოწერა. ეს არის ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დაწყების პერიოდი. ცვლილებებია მოსალოდნელია მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. შანსი მოგეცემათ, დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ საქმეებში. ამასთან, უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და არ დაელოდოთ სხვას. მეტად გამოვლინეთ ლიდერის თვისებები, იყავით მომართული საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. საქმეების გამო შეიძლება მოგიწოთ ახალი პროფესიის ათვისებამ, სასწავლო კურსებზე დასწრებამ.

23 იანვარს, მერწყულის ზოდიაქოში ვენერა - სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა შეუერთდება მკაცრ და აკრძალვების პლანეტა სატურნს. ეს იქნება გრძნობებისა და ურთიერთობების გამოცდის პერიოდი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი გაცივდა თქვენ მიმართ, ზედმეტად მკაცრია ან გზღუდავთ. დააკვირდით საკუთარ თავს, შეგრძნებებს. მოხდება ურთიერთობების განახლება, ურთიერთობაში ახალი წესების დაკვიდრება. ამასთან, არ გირჩევთ პარტნიორისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ჩამოყალიბდით რისი შეძენა გსურთ, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, თითოეული თეთრის დახარჯვა გააზრებული და ნაფიქრი უნდა გქონდეთ. კარგი იქნება, თუ ჩამოწეთ იმ ნივთების სიას, რის ყიდვასაც უახლოეს მომავალში აპირებთ.

დაბოლოს, 27 იანვარს ვენერა თევზებს ესტუმრება და დარჩება 20 თებერვლამდე. აქ ვენერა თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ეს საუკეთესო დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სილამაზის შესაქმნელად, რომანტიკული შეხვედრებისთვის. ამასთან, იყავით გააზრებული და დაკვირვებული; როგორც ცნობილია, სიყვარული ბრმა და ყრუა და არ გირჩევთ საყვარელი ადამიანის გამო მსხვერპლის გაღებას, რისკებზე წასვლას. მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრას, ფარული კავშირის გაბმას. კარგია ქველმოქმედება, სხვების დახმარება.

ბედნიერ იანვარს გისურვებთ!