თვის დასაწყისი საუკეთესო დროა გეგმების შედგენისა და დოკუმენტების მოსამზადებლად. მაგრამ მოქმედებაზე გადასვლას მხოლოდ 18 იანვრის შემდეგ გირჩევთ. ზოგიერთი რომანტიკულ ურთიერთობებსაც გააბამთ, რომელიც უფრო ვნებაზე იქნება დამყარებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თვის შუა რიცხვებში დააკვირდით რას ამბობთ და პირდებით გარშემო მყოფებს. შეიძლება ინანოთ თქვენი გეგმების გაზიარება სხვებისთვის. ან მოგიწევთ პირობის შესრულება, რისთვისაც დრო არ გექნებათ. 21 იანვარს ცვალებადი განწყობის მიუხედავად, შეიძლება გქონდეთ შესანიშნავი იდეები, რომლებიც შეგიძლიათ განახორციელოთ ან მიიღოთ რაიმე მოულოდნელი საჩუქარი. იანვრის მესამე დეკადა შესაფერისი დროა მეგობრებთან კომუნიკაციისთვის, მოგზაურობისთვის, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. გექნებათ საშუალება გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარე. წინა პლანზე გამოდის სოციალური აქტივობები, რომლებიც წარმატებული იქნება.
2023 წლის იანვრის ფინანსები
მუდმივად გექნებათ განცდა, რომ არ არის საკმარისი ფული, რაც გაიძულებთ უფრო მეტად იმუშაოთ. ეს შეიძლება ცუდი იყოს თქვენი კეთილდღეობისთვის, ჯანმრთელობისთვის. თვის მეორე დეკადაში ფრთხილად იყავით ხარჯებთან და ზოგადად ფინანსურ ტრანზაქციებთან. შესაძლოა დანაკარგები. მაგრამ ამ დროს კარგია ახლო მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერა. ასევე, ხელმოწერილი დოკუმენტების გულდასმით წაკითხვა გიხსნით დანაკარგებისგან.
ბიზნესი, სამსახური
18 იანვრამდე მერკური რეტრო ფაზაშია. პლანეტის რეტროგრადულმა გზამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვერძის ავტორიტეტზე. დიდი ყურადღება მიაქციეთ დაგეგმვასა და მიზნების მიღწევას. კარგი პერიოდია ბიზნესსაკითხების მოსაგვარებლად. შესაძლებელია ახალი თანამდებობის დაკავება. აგრეთვე იმ საქმიანი კონტაქტების აღდგენა, რომელიც წარსულში გაწყდა. უბრალოდ არ შეეცადოთ დაუყოვნებლივ გამოავლინოთ ყველაფერი ერთად. დააკვირდით და იფიქრეთ მოქმედებებზე. გარემოში ასევე იქნებიან პიროვნებები, რომლებსაც არ ახარებთ თქვენი დაწინაურება და წარმატება სამსახურში. იყავით დაკვირვებული, იანვარში ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ არა თქვენ გამო ან მიზეზით. ეს ხელს არ უშლის გეგმების განხორციელებას. საქმიანი მოლაპარაკებები წარიმართება უმაღლეს დონეზე, თუ წინასწარ მოემზადებით. თუ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებენ, უარს ნუ იტყვით. მისი დასრულების შემდეგ წარმატებას მიაღწევთ. თანაც, ძალიან მოკლე დროში. შეძლებთ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობას - ეფექტურად და ხარისხიანად.
სიყვარული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ორაზროვანი იქნება, რაც არც არის გასაკვირი მერკურის რეტროგრადულ პერიოდში. შესაძლებელია, დაწყვილება და არა მხოლოდ რომანისთვის, არამედ ოფიციალური ქორწინებისთვის. ურთიერთობის დაკანონება 18-ის მერე ჯობია. იანვრის მეორე დეკადაში მოსალოდნელია ფულის პრობლემები, რის გამოც პარტნიორთან იჩხუბებთ. ასევე, ამ დროს მეგობრებს შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ თქვენს ურთიერთობაზე. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ. უნდა იყოთ უფრო აქტიური, რათა თქვენი ბედნიერება არ გაუშვათ ხელიდან. იყავით კომუნიკაბელური, ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პარტნიორი ჯერ მეგობარი გახდეს, ხოლო შემდეგ შეყვარებული. ეს კარგიცაა, ასე უფრო კარგად გაიცნობთ ერთმანეთს. თუ გყავთ ოჯახი მეტი დრო უნდა დაუთმოთ მეუღლეს და შვილებს. ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად, წადით თეატრში ან კონცერტზე. არ შეიძლება მხოლოდ მუშაობა ეს აუცილებლად გამოიწვევს დეპრესიას. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, დაგეგმეთ მოგზაურობა. და არა აუცილებლად საზღვარგარეთ, შეგიძლიათ იმოგზაუროთ თქვენს მშობლიურ ადგილებში. დროის ერთად გატარების შემდეგ შეამჩნევთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაუმჯობესდა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
დაფიქრდით, როგორ ექცევით თქვენს სხეულს. იანვარში საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიას მიაღწევთ. შედეგად - კარგი განწყობა და ჯანმრთელობა გარანტირებული გექნებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ პროცედურები და დიეტა უნდა იყოს გონივრული. არ ჭამოთ ზედმეტი და არ დალიოთ ალკოჰოლი. ჭარბი წონა კი ფუნთუშებისა და ტკბილეულის შემდეგ ნორმალურია. შეწყვიტეთ ჯდომა სახლში, ტელეფონზე და მონიტორზე მიჯაჭვულობა და წადით სპორტდარბაზში. საჭიროა რეგულარულად ვარჯიში. ნუ დაივიწყებთ მასაჟს, იოგას და სპა-პროცედურებს.
7 იანვრის შემდეგ ვერძმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საოჯახო საქმეებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. დაუყოვნებლად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. თუ თქვენ მიზნად ისახავთ სახლის გაყიდვას ან გადაადგილებას, მაშინ ეს პერიოდი კარგია ასეთი ცვლილებებისთვის. ეცადეთ, ნათესავებთან წვრილმანებზე არ ეკამათოთ.
22 იანვრის შემდეგ მოგიწევთ ბევრი მოგზაურობა, ხალხის გაცნობა და სოციალურ აქტივობებში ჩართვა. თქვენი ბიზნესიდან მოგება შესაძლებელია, თუ არ გამოტოვებთ მნიშვნელოვან პუნქტებს. შედეგის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ შეკრულ გუნდში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ახალ ბიზნესსა და სოციალურ კავშირებს.