პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “დასვენების დროს დაგებადებათ ახალი იდეები“
იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “დასვენების დროს დაგებადებათ ახალი იდეები“

ოჯა­ხი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თხის რქის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სე­ბი არი­ან. ამი­ტომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ახალ წელს მთე­ლი ოჯა­ხით შეხ­ვდე­ბით. სიყ­ვა­რუ­ლის თე­მაც თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თხის რქის­თვის სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბი ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი გახ­დე­ბა. ასე­ვე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თვე მათ­თვის, ვინც გეგ­მავს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას ან ჰო­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას. უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ჯო­ბია იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ამ პე­რი­ო­დამ­დე პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია და უმ­ჯო­ბე­სია, მე­ტად და­ის­ვე­ნოთ, სად­მე წახ­ვი­დეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უკვე იყა­ვით. დას­ვე­ნე­ბის დროს და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, უმ­ჯო­ბე­სია ჩა­მო­წე­როთ, რომ არ და­ი­ვი­წყოთ. როცა არ­და­დე­გე­ბიც დას­რულ­დე­ბა და პლა­ნე­ტე­ბის რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც, უნდა და­ი­კა­პი­წოთ ხე­ლე­ბი და და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. უფრო მე­ტიც, ახლა კარ­გი პე­რი­ო­დია წა­მო­წყე­ბის­თვის და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის იმის და­სა­ნა­ხა­ვად, რომ ღირ­სე­უ­ლი ხართ ლი­დე­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბის­თვის.

იან­ვრის ფი­ნან­სუ­რი ჰო­როს­კო­პი

წლის და­სა­წყი­სი კარ­გი დროა იმის­თვის, რომ იფიქ­როთ, თუ რო­გორ გა­მო­ი­მუ­შა­ოთ მეტი ფული. პირ­ველ დე­კა­და­ში ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ჩუქ­რად ის, რისი იმე­დიც არ გაქვთ. იან­ვრის მე­ო­რე დე­კა­და­ში უმ­ჯო­ბე­სია არ და­ხარ­ჯოთ ფული გარ­თო­ბა­ში და მით უმე­ტეს, არ ჩა­ერ­თოთ რა­ი­მე ავან­ტი­უ­რა­ში. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ნა­კარ­გე­ბი. 20 იან­ვრი­დან ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მოგ­ვი­წევთ და­ზოგ­ვა და ფუ­ლის სა­თა­ნა­დოდ გა­და­ნა­წი­ლე­ბა.

სა­მუ­შაო თხის რქის­თვის

სამ­სა­ხურ­ში ხში­რი სტრე­სი­სა და დაღ­ლი­ლო­ბის გამო, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს. მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია შე­ამ­ცი­როთ აქ­ტი­ვო­ბა, მეტი და­ის­ვე­ნოთ და ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს. ხში­რად უმე­ო­რეთ სა­კუ­თარ თავს: დამ­შვიდ­დი და ნუ ნერ­ვი­უ­ლობ. ორაზ­რო­ვა­ნი თვეა მათ­თვის, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად სხვებს ენ­დო­ბა. მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ხა­ფან­გში ჩა­ვარ­დეთ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩეთ და შეხ­ვდეთ ტყუ­ილს, ღა­ლატს. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე და შე­საძ­ლოა ნე­გა­ტი­უ­რი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას. თვის მე­ო­რე დე­კა­და­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და რთულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. თქვენ ხართ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და მო­ბი­ლუ­რი, შე­გიძ­ლი­ათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უმკლავ­დეთ რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს. ლო­გი­კა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას ბიზ­ნეს­ში და ცხოვ­რე­ბის სხვა სფე­რო­ებ­ში. ბევ­რს შე­ეძ­ლე­ბა ძვე­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის.

სიყ­ვა­რუ­ლი

18 იან­ვრამ­დე ზო­გი­ერთ თხის რქას ექ­ნე­ბა შან­სი გა­ნა­ახ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ საყ­ვა­რელ­თან. სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დოს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­მო­ას­წო­როს წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. მთა­ვა­რია არა­ფერ­ზე ინა­ნოთ თუ გა­და­წყვეტთ ძვე­ლი რო­მა­ნის გა­ნახ­ლე­ბას, სხვას ყური არ და­უგ­დოთ. სა­კუ­თა­რი თავი არა­ფერ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ, შეც­დო­მებს ყვე­ლა უშ­ვებს. მაგ­რამ გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ სი­ტუ­ა­ცია, რათა იგი­ვე შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვათ. იან­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს თქვე­ნი ფა­რუ­ლი რო­მა­ნი. აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თეთ თქვენს სა­ში­ნაო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად უნდა მოგ­ვარ­დეს. იან­ვარ­ში მარ­ტო­ხე­ლა თხის რქას სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბას ელო­დე­ბა. თქვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სტა­ტუ­სი პარტნი­ო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ ნუ იჩ­ქა­რებთ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. კარ­გია თვეა სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის­თვის, კომ­პლექ­სე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. და­ეხ­მა­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა­ში, მე­ტის გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბა­ში. თვის ბო­ლოს უნდა შე­ი­ძი­ნოთ რა­ი­მე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ სახლზე, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე, არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა­ზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და ენერ­გი­ის გო­ნივ­რუ­ლად ხარ­ჯვა­ზე. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ და არ იფიქ­რო ნე­გა­ტივ­ზე. მშვე­ნი­ე­რი თვეა თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის­თვის, სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შის­თვის და ცუდი ჩვე­ვე­ბის­გან თა­ვის და­ნე­ბე­ბის­თვის. კარ­გია კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი, ცურ­ვა და ჯან­სა­ღი კვე­ბა. მაგ­რამ თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს. ყვე­ლა დატ­ვირ­თვა უნდა იყოს ისე­თი, რომ ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს ორ­გა­ნიზმს, ნუ და­ე­დევ­ნით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, მო­უს­მი­ნეთ ინ­სტრუქ­ტორს და ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ მაჩ­ვე­ნე­ბელს. იან­ვარ­ში ვირუ­სე­ბის­გა­ნაც არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად და­ნიშ­ნეთ ექიმ­თან შეხ­ვედ­რა, თუ თავს ცუ­დად გრძნობთ. ნუ რის­კავთ, არა­მედ დრო­უ­ლად და­ი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა. მარ­სის გავ­ლე­ნით არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბი და დამ­წვრო­ბა. თქვენ უნდა იყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, რომ და­იც­ვათ თავი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან. სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში ან გზა­ზე სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დიდი ალ­ბა­თო­ბაა.

22 იან­ვრის შემ­დეგ: გსურთ გახ­დეთ ზღაპ­რუ­ლი მდი­და­რი? ერთ თვე­ში ასე­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის პოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლუ­რია. თუ და­ნა­ზო­გი გაქვთ, იყი­დეთ რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი ან ჩა­დეთ ინ­ვეს­ტი­ცია მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნეს­ში. და­ი­მახ­სოვ­რეთ მთა­ვა­რი - ნუ მის­ცემთ ემო­ცი­ებს უფ­ლე­ბას გო­ნე­ბა და­გი­ბინ­დოთ. იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მო­აზ­როვ­ნე. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც აჟი­ტი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ი­ღებთ, არას­წო­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა. და­ზო­გეთ ფული, არ იყი­დოთ ის, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­სა­ჭი­რო აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ყიდ­ლე­ბი უნდა იყოს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი!

7 იან­ვრის შემ­დეგ ფრთხი­ლად იყა­ვით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, გა­რი­გე­ბის და­დე­ბი­სა და ად­ვო­კატ­თან სა­უბ­რი­სას. წა­ი­კი­თხეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ან კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­უშ­ვებთ ბევრ შეც­დო­მას. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი შეხ­ვდეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ბედს და­უ­კავ­ში­რებთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თხის რქის გრძნო­ბე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ კი­დევ უფრო ძლი­ე­რი და ნაზი გახ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “დასვენების დროს დაგებადებათ ახალი იდეები“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის: “დასვენების დროს დაგებადებათ ახალი იდეები“

ოჯახი და საყვარელი ადამიანები თხის რქისთვის ყველაზე ძვირფასები არიან. ამიტომ, დიდი ალბათობით, ახალ წელს მთელი ოჯახით შეხვდებით. სიყვარულის თემაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ზოგიერთი შეყვარებული თხის რქისთვის საახალწლო არდადეგები ერთად ცხოვრების დასაწყისი გახდება. ასევე, წარმატებული იქნება თვე მათთვის, ვინც გეგმავს ბიზნესის დაწყებას ან ჰობის მონეტიზაციას. უბრალოდ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯობია იანვრის მეორე ნახევარში. ამ პერიოდამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულია და უმჯობესია, მეტად დაისვენოთ, სადმე წახვიდეთ სამოგზაუროდ. მოინახულეთ ის ადგილები, სადაც უკვე იყავით. დასვენების დროს დაგებადებათ ახალი იდეები. ყველაფერი, რაც საინტერესოა თვითრეალიზაციისთვის, უმჯობესია ჩამოწეროთ, რომ არ დაივიწყოთ. როცა არდადეგებიც დასრულდება და პლანეტების რეტროგრადული პერიოდებიც, უნდა დაიკაპიწოთ ხელები და დაიწყოთ მუშაობა. უფრო მეტიც, ახლა კარგი პერიოდია წამოწყებისთვის და გარშემო მყოფებისთვის იმის დასანახავად, რომ ღირსეული ხართ ლიდერული პოზიციის დაკავებისთვის.

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი

წლის დასაწყისი კარგი დროა იმისთვის, რომ იფიქროთ, თუ როგორ გამოიმუშაოთ მეტი ფული. პირველ დეკადაში ფინანსურად დაგეხმარებიან ახლობლები, ოჯახის წევრები. შეიძლება მიიღოთ საჩუქრად ის, რისი იმედიც არ გაქვთ. იანვრის მეორე დეკადაში უმჯობესია არ დახარჯოთ ფული გართობაში და მით უმეტეს, არ ჩაერთოთ რაიმე ავანტიურაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დანაკარგები. 20 იანვრიდან ფინანსურ საკითხებში გარკვეული შეზღუდვებია მოსალოდნელი. მოგვიწევთ დაზოგვა და ფულის სათანადოდ გადანაწილება.

სამუშაო თხის რქისთვის

სამსახურში ხშირი სტრესისა და დაღლილობის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დაირღვეს. მაგრამ კრიტიკული და სერიოზული არაფერი მოხდება. მიზანშეწონილია შეამციროთ აქტივობა, მეტი დაისვენოთ და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ უსიამოვნებებს. ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს: დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ. ორაზროვანი თვეა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მეტად სხვებს ენდობა. მარტივად შეიძლება ხაფანგში ჩავარდეთ, იმედგაცრუებული დარჩეთ და შეხვდეთ ტყუილს, ღალატს. რეტროგრადული მერკური გავლენას მოახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე და შესაძლოა ნეგატიური პირობები შეუქმნას ინტელექტუალურ მუშაობას. თვის მეორე დეკადაში შესაძლებელი გახდება საჭირო ინფორმაციის მოძიება და რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ ხართ ცნობისმოყვარე და მობილური, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გაუმკლავდეთ რამდენიმე პროექტს. ლოგიკა და დიპლომატიურობა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში და ცხოვრების სხვა სფეროებში. ბევრს შეეძლება ძველი იდეების რეალიზება. შესანიშნავი პერიოდია კომერციული ოპერაციებისთვის.

სიყვარული

18 იანვრამდე ზოგიერთ თხის რქას ექნება შანსი განაახლოს ურთიერთობა ყოფილ საყვარელთან. სხვაგვარად შეხედოს არსებულ სიტუაციას, გამოასწოროს წარსულში დაშვებული შეცდომები. მთავარია არაფერზე ინანოთ თუ გადაწყვეტთ ძველი რომანის განახლებას, სხვას ყური არ დაუგდოთ. საკუთარი თავი არაფერში დაადანაშაულოთ, შეცდომებს ყველა უშვებს. მაგრამ გააანალიზეთ სიტუაცია, რათა იგივე შეცდომები არ დაუშვათ. იანვარში შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ფარული რომანი. აქცენტი გააკეთეთ თქვენს საშინაო ვალდებულებებზე, რომლებიც სწრაფად უნდა მოგვარდეს. იანვარში მარტოხელა თხის რქას საინტერესო ნაცნობობას ელოდება. თქვენთვის პრიორიტეტული იქნება ფინანსური მდგომარეობა და სტატუსი პარტნიორის საზოგადოებაში, მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგია თვეა საკუთარ თავზე მუშაობისთვის, კომპლექსებისგან თავის დასაღწევად. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს ფეხზე წამოდგომაში, მეტის გამოიმუშავებაში. თვის ბოლოს უნდა შეიძინოთ რაიმე ძვირად ღირებული. უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ სახლზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე, არსებულის გაუმჯობესებაზე, ინტერიერის განახლებაზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და ენერგიის გონივრულად ხარჯვაზე. მეტად დაისვენეთ და არ იფიქრო ნეგატივზე. მშვენიერი თვეა თხილამურებით სრიალისთვის, სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის და ცუდი ჩვევებისგან თავის დანებებისთვის. კარგია კონტრასტული შხაპი, ცურვა და ჯანსაღი კვება. მაგრამ თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ყველა დატვირთვა უნდა იყოს ისეთი, რომ ზიანი არ მიაყენოს ორგანიზმს, ნუ დაედევნით პროფესიონალებს, მოუსმინეთ ინსტრუქტორს და ნუ გადააჭარბებთ მაჩვენებელს. იანვარში ვირუსებისგანაც არავინაა დაზღვეული. აუცილებლად დანიშნეთ ექიმთან შეხვედრა, თუ თავს ცუდად გრძნობთ. ნუ რისკავთ, არამედ დროულად დაიწყეთ მკურნალობა. მარსის გავლენით არ არის გამორიცხული სისხლჩაქცევები, ჭრილობები და დამწვრობა. თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რომ დაიცვათ თავი სერიოზული დაზიანებისგან. სამსახურში, სახლში ან გზაზე საშიში სიტუაციების დიდი ალბათობაა.

22 იანვრის შემდეგ: გსურთ გახდეთ ზღაპრული მდიდარი? ერთ თვეში ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ დამატებითი შემოსავლის პოვნის შესაძლებლობა რეალურია. თუ დანაზოგი გაქვთ, იყიდეთ რაიმე ღირებული ან ჩადეთ ინვესტიცია მომგებიან ბიზნესში. დაიმახსოვრეთ მთავარი - ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას გონება დაგიბინდოთ. იყავით თავშეკავებული და მოაზროვნე. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც აჟიტირებულ მდგომარეობაში მიიღებთ, არასწორი აღმოჩნდება. დაზოგეთ ფული, არ იყიდოთ ის, რაც მოგვიანებით არასაჭირო აღმოჩნდება. საყიდლები უნდა იყოს კონტროლირებადი!

7 იანვრის შემდეგ ფრთხილად იყავით მოლაპარაკებების, გარიგების დადებისა და ადვოკატთან საუბრისას. წაიკითხეთ თანამშრომლობის ან კონტრაქტის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებთ ბევრ შეცდომას. მარტოხელებს გაქვთ შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. შეყვარებული თხის რქის გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ კიდევ უფრო ძლიერი და ნაზი გახდება.