ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “სანამ რაიმეს გააკეთებთ ან გადაწყვეტთ, დაფიქრდით ყველა ნიუანსზე“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის: “სანამ რაიმეს გააკეთებთ ან გადაწყვეტთ, დაფიქრდით ყველა ნიუანსზე“

მარსი ისევ თქვენს ნიშანშია და ვინაიდან ჯერ კიდევ რეტროგრადულია, გავლენას ახდენს თქვენს აქტივობაზე, აფერხებს. მაგრამ 2023 წლის 12 იანვრიდან ის პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს და თქვენ საბოლოოდ შეძლებთ დაიწყოთ თქვენი გეგმების განხორციელება. მართალია, სჯობს დაელოდოთ, მერკურის რეტრო ფაზას გამოსვლას. რათა არაფერმა დაგაბრკოლოთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თვის დასაწყისიდან თქვენი განწყობა კარგია და დღესასწაულების მიუხედავად, შეიძლება დაგებადოთ შესანიშნავი იდეები შემოქმედებითობის, მუშაობის, პირადი ცხოვრების, თვითშემეცნების შესახებ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. იანვრის მეორე დეკადა ნაყოფიერად დაიწყება, თქვენს ტვინს მოუნდება მუშაობა, სწავლა. მესამე დეკადაში არ გააფუჭოთ დამოკიდებულება მეგობრებთან. ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება გაბერილი იყოს თითქმის არაფრის გამო.

იანვრის ფინანსები

არის შანსი, რომ შემოგთავაზონ ერთობლივი საწარმოს ორგანიზება ან წყვილში მუშაობა. ფული შეიძლება მიიღოთ საიდუმლო წყაროებიდან. აქტივობისა და დაკვირვებული მუშაობის წყალობით, შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ან გაზარდოთ იგი. მესამე დეკადაში უფრო შებოჭილი იქნებით ფინანსურად; მოგიწევთ ეკონომია, ამასთან, ფული შეიძლება დაკარგოთ კიდეც.

ბიზნესი, სამსახური

რეტროგრადული მერკური 18 იანვრამდე დარჩება. 19-დან თქვენს წინაშე გაიხსნება ახალი პერსპექტივები და ბევრ მომგებიან შეთავაზებას მიიღებთ. მსოფლმხედველობა ბევრ რამეზე შეიცვლება - რელიგია, სხვა ქვეყნების ხალხთან ურთიერთობა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. არ არის გამორიცხული, ხშირად მოგიწიოთ სასამართლოში მისვლა ან ადვოკატთან საბუთების შედგენა. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ყურადღებით შეამოწმეთ რა დაწერეთ ან წარადგინეთ ხელმოწერისთვის. ვიღაცას მოუწევს ძველი პროექტების განახლება, ვიღაც კი გადაწყვეტს დაეუფლოს სხვა სპეციალობას. უამრავი შეხვედრა გელით: კოლეგებთან, ყოფილ რჩეულებთან, მეგობრებთან. უფრთხილდით კონფლიქტებს! იანვარი წარმატებული თვე იქნება ბიზნესმენებისთვის, ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის. მეტად გამოავლინეთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები. ამასთან, მოუსმინეთ სხვა ადამიანების სიტყვებს და აკონტროლეთ თქვენი ემოციები.

სიყვარული

მერკური რეტროგრადული იქნება 18-მდე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ წარსულთან შეხვედრა. შესაძლებელია რომანი თავიდან დაიწყოს, ოღონდ სხვა წესებით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება თქვენთვის ბევრს ნიშნავს, ოჯახის შექმნაზე და შვილების გაჩენაზე იფიქრებთ. იანვარი შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც ახალი, ასევე ის ადგილები, სადაც უკვე არაერთხელ ყოფილხართ. რაც მთავარია, ნებისმიერი მიმართულება მოგიტანთ უამრავ შთაბეჭდილებას და დადებით ემოციას. მოგზაურობის წინ, დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ბილეთები, პასპორტები და ფინანსები. ზოგიერთს გექნებათ შესაძლებლობა ეწვიოთ ქვეყანას, სადაც დიდი ხანია ოცნებობდით სტუმრობაზე. დაოჯახებულები შეძლებენ აღადგინონ კომფორტი ურთიერთობაში, რომელიც ოდესღაც დაკარგული იყო. ერთობლივი გასეირნება, მოგზაურობები ხელს შეუწყობს კავშირის გაძლიერებას. ყველაფერი გამოსწორდება, თუ საკითხებს ერთად და დიპლომატიურად გაუმკლავდებით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

წლის დასაწყისში თავს მხიარულად და ენერგიულად იგრძნობთ. მაგრამ პატივი ეცით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ჩაიცვით ამინდისთვის შესაფერისად. კარგია სპორტი, ფეხით სიარული, ცურვა. უარი თქვით ხშირ კოსმეტიკურ პროცედურებზე. ნუ გარისკავთ და გამორიცხეთ ექსტრემალური სპორტი, რათა სერიოზულად არ დაშავდეთ. შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ ჩაცმის სტილი და გარეგნობა. ექსპერიმენტებიც მისასალმებელია. ასევე დაიცავით დიეტა, იყავით ზომიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაში და საერთოდ ამოიღეთ ცხიმიანი საკვები რაციონიდან.

22 იანვრის შემდეგ კარგი პერიოდია სწავლის, შორ მანძილზე მოგზაურობისთვის დასვენებისთვის და ფილოსოფიური აზროვნებისთვის. ნუ შეიზღუდავთ სურვილებს, მაგრამ ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. ახალ მთვარეზე თქვენ არ უნდა იყოთ მოწყენილი პრიორიტეტი უნდა იყოს იუმორის გრძნობა და გარემოს აღქმის სიმარტივე. გახდით მეტად კრეატიული ადამიანი.

7 იანვრის შემდეგ სწორად უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები, - რა არის ღირებული და რა უნდა გადადოთ მომავლისთვის. უნდა შეამციროთ ამბიციები, გაზარდოთ თქვენი ავტორიტეტი. არ არის გამორიცხული სირთულეები ფინანსურ სფეროში, ამიტომ ფრთხილად იყავით ბიუჯეტთან. სანამ რაიმეს გააკეთებთ ან გადაწყვეტთ, დაფიქრდით ყველა ნიუანსზე.