ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: “მეგობრებს შორისაც შეიძლება იყოს მატყუარა და ეგოისტი ხალხი“

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: “მეგობრებს შორისაც შეიძლება იყოს მატყუარა და ეგოისტი ხალხი“

2024 წლის იანვარი თქვენთვის შეჯამების პერიოდი იქნება. დროა მიიღოთ თქვენი ქმედების ნაყოფი. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები წარსულთან იყოს დაკავშირებული. იანვარში სავარაუდოა, ძველი ვალები დაიბრუნოთ; პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ზოგი მიიღებთ მატერიალურ და გონებრივ ჯილდოს, ზოგსაც გადასახადების გადახდა მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ იანვარი არ არის საუკეთესო დრო შერიგებისა და მიჯაჭვულობისთვის, ნდობის, ყურადღებისა და მხარდაჭერის საძიებლად. 21 იანვარს პლუტონის თქვენს ნიშანში გადმოსვლა გაიძულებთ, წაშალოთ მოძველებული პროგრამები და იფიქროთ მომავალზე. ამ დროს ჩამოყალიბებული გრანდიოზული გეგმა სიცოცხლისუნარიანი იქნება.

იანვრის ფინანსები

იანვარში მიიღებთ დაგვიანებულ ჯილდოების, ძველ ვალებსაც დაიბრუნებთ, მაგრამ კრედიტორებიც შეგახსენებენ თავს. გირჩევთ, გადასახადების დროულად გადახდას, უსიამოვნებები რომ არ შეგექმნათ. თქვენი მმართველი პლანეტა ურანი რეტროგრადულია, რაც ხელს შეუწყობს შეწყვეტილი თანამშრომლობის განახლებას. მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ საქმიანი ზარების განხორციელება და წარსულის ადამიანებთან დაკავშირება. თუმცა, ახალი საქმეების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ თვეში, მანამდე ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. ფულის დაზოგვა ღირს, რადგან ახალი წამოწყებისთვის დიდი ხარჯები დაგჭირდებათ.

სამუშაო და ბიზნესი

14 იანვრამდე გეგმების განხორციელებას შეძლებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდურად იმუშავებთ. უარს ნუ ეტყვით კოლეგებს დახმარებაზე. საქმეების წინსვლა დამოკიდებულია თქვენს აქტიურ მონაწილეობაზე საერთო პროექტებში. სამსახურში შესაძლებელია ცვლილებები. ფრთხილად იყავით, რადგან ისინი დიდად იქნება დამოკიდებული სხვებზე და ასევე თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. 14 იანვარს მერკური თხის რქაში გადავა. ეს ნიშნავს, რომ დროა, დაუმთავრებელ საქმეებზე იზრუნოთ. მაგრამ ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი იოლად გამოვა, შეიძლება ზოგიერთი გაჭიანურდეს. გარდა ამისა, გარემოში შესაძლოა გამოჩნდნენ ინტრიგანები, კონკურენტები და შურიანი ადამიანები. ეს გამოიწვევს გარკვეული მოლაპარაკებების და კონტრაქტების ჩაშლას. უმჯობესია ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სამწუხაროდ, მეგობრებს შორისაც შეიძლება იყოს მატყუარა და ეგოისტი ხალხი. ფხიზლად უნდა იყოთ ფორმების შევსებისა და დოკუმენტების ხელმოწერისას. არ არის გამორიცხული თაღლითობა, ქურდობა და სათავგადასავლო სქემები. ბიზნესმენებმა დაიცავით რეპუტაცია და არ დაეთანხმოთ ერთობლივ საქმიანობას საეჭვო პარტნიორებს. ზოგადად გირჩევთ, იანვარში ნაკლებად ისაუბრონ, მეტი მოუსმინოთ და დააკვირდეთ. თუ ვინმე გაგიზიარებთ საიდუმლოს, არ გათქვათ. ასევე დაიტოვეთ თქვენი გეგმები და იდეები თქვენთვის.

სიყვარული და ფლირტი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარტოხელმა მერწყულმა შეძლოს პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. თუ პარტნიორის პოვნაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ ეს არ არის წარმატებული თვე. დაფიქრდით, თვითონ თუ ხართ მზად სერიოზული და, განსაკუთრებით, ოფიციალური ურთიერთობისთვის. უმჯობესია, იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. ნებისმიერი ექსპერიმენტი მისასალმებელია! უფრო მეტიც, ამით მეტ ყურადღებას იგრძნობთ საპირისპირო სქესის მხრიდან. ზოგიერთის თაყვანისმცემელთა რიგები გაიზრდება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ლამაზ სიტყვებს შეუძლიათ ილუზიებში გადაგაგდონ. ოცნებები და იმედები კი ხშირად დამღუპველია. ზოგიერთი გააბამს რომანს დაქორწინებულთან, ფარულ კავშირს. კარგია, თუ არ იფიქრებთ ამ ურთიერთობაზე ლაპარაკს ან საცხოვრებლად ერთად გასვლას. ნებისმიერ ურთიერთობაში – ძველსა თუ ახალში, შეეცადეთ აჩვენოთ თქვენი საუკეთესო მხარე. მაგრამ ფარსის გარეშე, მშვიდად და თავდაჯერებულად. დაოჯახებული მერწყულებისთვის დაძაბული და კონფლიქტებით სავსე თვეა მოსალოდნელი. და განსაკუთრებით რთული იქნება იმ მეუღლეებისთვის, რომლებიც ამ მდგომარეობაში იმყოფებიან დიდი ხნის განმავლობაში. თუ რამეს შეცვლას ან განცალკევებას გადაწყვეტთ, მაშინ ამ საკითხს გააზრებულად მიუდგეთ. მოერიდეთ სპონტანურ ქმედებებს ან ელვისებურ დასკვნებს. იანვარი მდიდარია მეგობრებთან შეხვედრებით, მოგზაურობითა და გართობით. მაგრამ უკვე 23 იანვრიდან მეტი დრო გაატარეთ შეყვარებულთან.

აქტიურობა და ჯანმრთელობა

იანვარში უნდა აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, ფიზიკურიც და ფსიქიკურიც. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ხშირად ხართ გაღიზიანებული, სწრაფად ბრაზდებით და პანიკაში ვარდებით უბრალო მიზეზითაც კი. არასტაბილურმა ემოციურმა ფონმა შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა. უნდა გახდეთ უფრო ოპტიმისტური და ღიმილით გადალახოთ ცხოვრებისეული სირთულეები. ყველაფერი ისეთი საშინელი არ არის, როგორც წარმოგიდგენიათ. იანვარში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, თავის ტკივილი, აპათია და ჰიპერტენზია. არ არის გამორიცხული, კუჭ-ნაწლავების დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე, გადაიტანეთ ყურადღება პოზიტიურ საქმიანობაზე. საკუთარი თავის მოწესრიგების კარგი საშუალებაა იოგა და მედიტაცია. ცურვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. ზამთრის პარკში სეირნობა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ძალების აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

11 იანვრის შემდეგ მარტო ყოფნა მოგინდებათ. თქვენ დაეძებთ ადგილს, სადაც შეძლებთ ჩუმად დაისვენოთ. ძალიან კარგია, თუ დაბადების დღემდე გონებრივად და ენერგიულად გამოჯანმრთელდებით. მოუსმინეთ თქვენი სხეულის მინიშნებებს. უფრო ხშირად მოუსმინეთ ინტუიციას. კარგი დროა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს.

25 იანვრის შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე. ეს შეიძლება იყოს საქმიანი პარტნიორები, მეგობრები ან საყვარელი ადამიანი. კომუნიკაციის ზოგიერთი მომენტი დაგანახვებთ, თუ რა ხდებოდა თქვენ შორის დიდი ხნის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგიერთი კონტაქტი იგივე აღარ დარჩება. მოსალოდნელია მშფოთვარე მოლაპარაკებები, აზრებისა და გამოცდილების გაცვლა და შინაგანი სამყაროს განწმენდა. ზოგიერთი ურთიერთობა გაძლიერდება, ზოგიერთი კავშირი კი პირიქით, გაწყდება და წარსულს ჩაბარდება. შეყვარებულებს მოუწევთ საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, რათა შეინარჩუნონ ჰარმონია და გრძნობები. მერწყულს, რომელსაც დიდი ხანია სურდა თავის დანებება და სხვა სამსახურის შოვნა, პერსპექტიული თანამშრომლობის შეთავაზებას მიიღებს. ბიზნესმენებს მატერიალური თვალსაზრისით გაუმართლებთ, შესაძლებელია მოგება და მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება.