2024 წლის იანვარი არის თქვენი აყვავების ჯადოსნური თვე. 25 იანვრამდე პერიოდს აქვს ზრდის, პოზიტიური ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის, რის შემდეგაც შეგიძლიათ გაშალოთ ფრთები. იანვარი ხელსაყრელი პერიოდია თქვენი დამახასიათებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: ყურადღების, ძალაუფლების, ლიდერობის, პოპულარობის ან საზოგადოების წარმატების სურვილის. მაგრამ ამისთვის მოგიწევთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, საკუთარი შიშებისა და კომპლექსების იგნორირება. შეგიძლიათ აქტიურად გამოხატოთ საკუთარი თავი ნებისმიერი გზით: შეიცვალოთ იმიჯი, მოიწვიოთ პაემანზე ადამიანი, რომელიც მოგწონთ, აიღოთ გრანდიოზული პროექტი ან აჩვენოთ თქვენი ნიჭი საზოგადოებას. გელოდებათ მოვლენები, რომელიც გაზრდის თქვენს თვითშეფასებას. არ გამოტოვო შანსი, გამოხვიდეთ სცენაზე და გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარეები!
იანვრის ფინანსები
იანვარი ჯადოსნური თვეა თქვენთვის. განსაკუთრებით თქვენს ნიშანში სავსემთვარეობის (25 იანვარი) წინა კვირაში. ამ დროს, შემოსავლის ზრდის, სიმრავლისა და კეთილდღეობის შანსები გეძლევათ. გირჩევთ ანგარიშების გახსნას, გარიგებების დადებას. მოგინდებათ ინვესტიცია, სხვა ადამიანების პროექტებში ფულის ჩადება. ფინანსების მართვისას სჯობს მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ, მოერიდოთ სხვა ადამიანების რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებას.
სამუშაო და ბიზნესი
იანვარი კარგი დროა, რომ შემოქმედებითი ელფერი შემატოთ თქვენს საქმეს ან სხვაგვარად მიუდგეთ პრობლემებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც მუშაობს ბავშვებთან, გართობის სფეროში ან აქვს საკუთარი ბიზნესი. შეგიძლიათ ნათლად და დემონსტრაციულად გადასცეთ თქვენი იდეები და აზრები თქვენს კოლეგებსა და ხელმძღვანელობას. და უბრალოდ მოუსმინეთ მათ აზრსაც.
იანვრის პირველ ნახევარში უფრო დასვენებაზე იფიქრებთ, ვიდრე სამუშაოზე. ამიტომ, თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია დაისვენოთ და დრო დაუთმოთ ოჯახს, შვილებს, გართობას. მერკური თხის რქაში გადავა 14 იანვარს. ამ დროიდან სამსახურში წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი გეწყებათ. მიმართეთ თქვენი ენერგია და ძალა საქმეებზე. იყავით მომთმენი და გულმოდგინე მუშაობის პროცესში. იყავით აქტიური და თავდაჯერებულები. გაქვთ მიზანი? შეეცადეთ განახორციელოთ იგი. თუ საქმიან კავშირებს გააძლიერებთ და გააუმჯობესებთ, ეს თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. შესაფერისი თვეა კონტრაქტების გასაფორმებლად და გარიგებებისთვის.
სიყვარული და ფლირტი
მარტოხელებს იანვრის პირველ დეკადაში მოგინდებათ დასვენება და მოგზაურობა. ეს მშვენიერი პერიოდია დასვენებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. დაქორწინებული წყვილებისთვის წინა პლანზე წამოიწევს ბავშვებისა და ხანდაზმული ნათესავების საკითხები. მოგიწევთ მათზე ზრუნვა. გახშირდება თქვენს მეუღლესთან საუბარი ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფინანსებზე და ბავშვის აღზრდაზე. გამოავლინეთ მოთმინება და თავშეკავება, მაინც მოგიწევთ მათთან გამკლავება. იანვრის ბოლოს შეიძლება მოხდეს შეხვედრა ადამიანთან, რომლის შეხედულებებიც თქვენსას ემთხვევა. ერთად არა მარტო კომფორტულად იგრძნობთ თავს, არამედ ყოველთვის გექნებათ სალაპარაკო თემა. ზოგიერთმა შესაძლოა კოლეგასთან დაიწყოთ რომანი. ან რომელიმე თანამშრომელი გაგაცნობთ სასიამოვნო და საინტერესო ადამიანს. არ არის გამორიცხული, ახალ პარტნიორს შეხვდეთ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობისას ან კლინიკაში ვიზიტისას.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მზე თქვენი ჯანმრთელობის სექტორშია, ამიტომ უმნიშვნელო სიმპტომებიც კი არ უნდა იყოს იგნორირებული. სიტუაცია შეიძლება უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცივ პერიოდში აუცილებელია იმუნიტეტის მოვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამუდმებით გაცივდებით. მიიღეთ ვიტამინები და დაამატეთ ბოსტნეული, ხილი და წვენები თქვენს რაციონში. გირჩევთ, მენიუდან ამოიღოთ საკვები, რომელიც იწვევს წონის მატებას და კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებას. არსებობს ალკოჰოლით მოწამვლის საშიშროებაც. ჩაეწერეთ მასაჟზე. დილაობით მსუბუქად ივარჯიშეთ.
11 იანვრის შემდეგ საქმიან და პირად ცხოვრებაში მცირე ცვლილებები მოხდება. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი სამუშაო გრაფიკი შეიცვალოს. ის, რასაც შეჩვეული იყავით, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს. ეს შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები. კარგი დროა ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგავად. ეს საშუალებას მოგცემთ იპოვოთ გონებრივი კომფორტი, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით და გაძლიერდეთ ფიზიკურად. ზოგიერთს გელოდებათ კარიერის დაწყება ახალ თანამდებობაზე ან სხვა სამუშაო ადგილზე. სახლში, გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები ისე, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობის სფერო. მარტომ არ აკეთოთ საოჯახო საქმეები.
25 იანვრის შემდეგ გარდაქმნები გავლენას მოახდენენ საქმიან და სასიყვარულო სფეროებზე. ურთულეს დავალებებს მარტივად გაართმევთ თავს. უბრალოდ დაუსახეთ საკუთარ თავს რეალური მიზნები, არ უნდა გადავარდეთ ილუზიებში. თვითგანვითარება დაგეხმარებათ თქვენი ნიჭის აღმოჩენაში და ოცნებების რეალიზებაში. ცვლილებები გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თქვენს შინაგან სამყაროზე, არამედ გარეგნობაზეც. კარგი დროა სტილის შესაცვლელად. პირად ცხოვრებაში რეალური ცვლილებებია მოსალოდნელი, არის შანსი შეხვდეთ “თქვენს“ ადამიანს. თუმცა, სავსემთვარეობის დროს სიფრთხილეა საჭირო. ეს არის რთული პერიოდი, როდესაც შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტები და უსიამოვნებები.