მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიჟი დედა, "კრუხი“ თუ ავტორიტეტი ბავშვებისთვის - დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გიჟი დედა, "კრუხი“ თუ ავტორიტეტი ბავშვებისთვის - დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ დე­დო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლებ­თან აღ­ზრდის მე­თო­დე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ყვე­ლა მათ­განს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­აჩ­ნია. რო­მე­ლი მიდ­გო­მაა უფრო სწო­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი ეს სხვა სა­ხკი­თხია. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ყვე­ლა ქალს სპე­ცი­ფი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს დე­დო­ბას­თან.

  • ვერ­ძი აქ­ტი­უ­რი დე­დაა, თუმ­ცა შვი­ლებს ზედ­მე­ტი ზრუნ­ვით იშ­ვი­ა­თად ანე­ბივ­რებს. ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა-გაზ­რდას­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­შიც არ ჩა­მორ­ჩეს მოვ­ლე­ნებს. მის­თვის მთა­ვა­რია შვი­ლე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გა­ი­ზარ­დონ.
  • კურო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და საკ­მა­ოდ მკაც­რი დე­დაა. არ მოს­წონს ზედ­მე­ტი სი­ცელ­ქე. ბავ­შვებს ყო­ველ­თვის უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. თუმ­ცა არა­სო­დეს ანე­ბივ­რებს მათ ამ მხრივ. შვი­ლე­ბის­გან დის­ციპ­ლი­ნას ითხოვს.
  • ტყუ­პი მხი­ა­რუ­ლი და ცვა­ლე­ბა­დი დე­დაა. შვი­ლებს თა­მაშ-თა­მა­შით ზრდის, მათ­თან ერ­თად თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თო­ბა მულ­ფილ­მე­ბით და სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბე­ბით. ნაკ­ლე­ბად აჩ­ვევს შვი­ლებს დის­ციპ­ლი­ნას.
  • კირჩხი­ბი შვი­ლებ­ზე გა­დამ­კვდა­რი და თავ­და­დე­ბუ­ლი დე­დაა. შე­უძ­ლია ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თავი მთლი­ა­ნად შვი­ლებ­სა და მათ მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვას მი­უ­ძღვნას. დიდ ასაკ­შიც კი "კრუ­ხი­ვით" არის გა­და­ფოფ­რი­ლი სა­კუ­თარ ნა­ში­ერ­ზე, რაც ხში­რად იწ­ვევს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მათი მხრი­დან.
  • ლომი ბავ­შვე­ბის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე დე­დაა. იშ­ვი­ა­თად ამ­ბობს უარს შვი­ლის გამო კა­რი­ე­რა­ზე. ყო­ველ­თვის უყ­ვარს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ყოფ­ნა, ამი­ტომ კარგ მა­გა­ლითს აძ­ლევს პა­ტა­რებს სა­ი­მი­სოდ, რო­გო­რი უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი ქალი.
  • ქალ­წუ­ლი სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და კარ­გი დე­დაა. თუმ­ცა, საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი შვი­ლე­ბის მი­მართ და გა­მუდ­მე­ბით აძ­ლევს მათ შე­ნიშ­ვნებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, ამი­ტომ არა­სო­დეს გა­მო­ე­პა­რე­ბა შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ან წარ­მა­ტე­ბა.
  • სას­წო­რი რბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე დე­დაა. მას მოს­წონს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაც. ამას­თან ერ­თად, ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყუ­რე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად - თუნ­დაც დი­ა­სახ­ლი­სის პრო­ფე­სი­ას არ სცდე­ბო­დეს მისი საქ­მი­ა­ნო­ბა. ბავ­შვე­ბი ენ­დო­ბი­ან მას, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ რჩე­ვის­თვის.
  • მო­რი­ე­ლი მკაც­რი, საკ­მა­ოდ დეს­პო­ტუ­რი, თუმ­ცა უსა­ზღვროდ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი დე­დაა. მას არა­სო­დეს გა­მო­ე­პა­რე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბა და მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს სა­ი­მი­სოდ, რომ პა­ტა­რას სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.
  • მშვილ­დო­სა­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი, მხი­ა­რუ­ლი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი დე­დაა. ბავ­შვებ­თან მე­გობ­რობს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. არა­სო­დეს სჯის ან აი­ძუ­ლებს ამ უკა­ნას­კნელთ, რომ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კით იცხოვ­რონ, იმი­ტომ რომ, თა­ვად არ უყ­ვარს შე­ზღუდ­ვე­ბი. ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­აყ­ვა­რებს ცხო­ვე­ლებს და ხე­ტი­ალს.
  • თხის რქა მკაც­რი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ოღონდ ემო­ცი­უ­რად ცივი დე­დაა. ბავ­შვებ­თან სიყ­ვა­რულს ენის მო­ჩლე­ქით არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ზრუ­ნავს მათ გა­ნათ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აი­ძუ­ლებს შვი­ლებს, რომ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი გა­ი­ზარ­დონ.
  • მერ­წყუ­ლი მე­გობ­რუ­ლი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დე­დაა. მოს­წონს კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლებს მაქ­სი­მა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს და არა­სო­დეს ერე­ვა მათ არ­ჩე­ვან­ში და­წყე­ბუ­ლი პა­ტა­რა ასა­კი­დან. იგი თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­ზა­რეა.
  • თევ­ზე­ბი თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი დე­დაა. მას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის თა­ვის გა­წირ­ვაც შე­უძ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნად­გო­მით ეკი­დე­ბა ისეთ ბავ­შვს, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ნიჭი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ან სხვა სირ­თუ­ლე გა­აჩ­ნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიჟი დედა, "კრუხი“ თუ ავტორიტეტი ბავშვებისთვის - დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გიჟი დედა, "კრუხი“ თუ ავტორიტეტი ბავშვებისთვის - დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალები სხვადასხვანაირად აღიქვამენ დედობის მოვალეობას და შესაბამისად, შვილებთან აღზრდის მეთოდები და დამოკიდებულებაც ყველა მათგანს ინდივიდუალური გააჩნია. რომელი მიდგომაა უფრო სწორი და გამართლებული ეს სხვა სახკითხია. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველა ქალს სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს დედობასთან.

  • ვერძი აქტიური დედაა, თუმცა შვილებს ზედმეტი ზრუნვით იშვიათად ანებივრებს. ის ყოველთვის ცდილობს ბავშვების გაჩენა-გაზრდასთან ერთად, პროფესიულ სფეროშიც არ ჩამორჩეს მოვლენებს. მისთვის მთავარია შვილები დამოუკიდებლები გაიზარდონ.
  • კურო ყურადღებიანი და საკმაოდ მკაცრი დედაა. არ მოსწონს ზედმეტი სიცელქე. ბავშვებს ყოველთვის უზრუნველყოფს მატერიალურად. თუმცა არასოდეს ანებივრებს მათ ამ მხრივ. შვილებისგან დისციპლინას ითხოვს.
  • ტყუპი მხიარული და ცვალებადი დედაა. შვილებს თამაშ-თამაშით ზრდის, მათთან ერთად თავადაც სიამოვნებით ერთობა მულფილმებით და საბავშვო გასართობებით. ნაკლებად აჩვევს შვილებს დისციპლინას.
  • კირჩხიბი შვილებზე გადამკვდარი და თავდადებული დედაა. შეუძლია ბავშვების გაჩენის შემდეგ საკუთარი თავი მთლიანად შვილებსა და მათ მომავალზე ზრუნვას მიუძღვნას. დიდ ასაკშიც კი "კრუხივით" არის გადაფოფრილი საკუთარ ნაშიერზე, რაც ხშირად იწვევს უკმაყოფილებას მათი მხრიდან.
  • ლომი ბავშვებისთვის ავტორიტეტის მქონე დედაა. იშვიათად ამბობს უარს შვილის გამო კარიერაზე. ყოველთვის უყვარს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ამიტომ კარგ მაგალითს აძლევს პატარებს საიმისოდ, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.
  • ქალწული საოცრად მზრუნველი, ყურადღებიანი და კარგი დედაა. თუმცა, საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი შვილების მიმართ და გამუდმებით აძლევს მათ შენიშვნებს ყველა მიმართულებით. ის ძალიან დაკვირვებულია, ამიტომ არასოდეს გამოეპარება შვილების ცხოვრებაში არსებული პრობლემები ან წარმატება.
  • სასწორი რბილი, მოსიყვარულე დედაა. მას მოსწონს საოჯახო საქმეების პარალელურად პროფესიული საქმიანობაც. ამასთან ერთად, ყოველთვის გამოიყურება არაჩვეულებრივად - თუნდაც დიასახლისის პროფესიას არ სცდებოდეს მისი საქმიანობა. ბავშვები ენდობიან მას, ხშირად მიმართავენ რჩევისთვის.
  • მორიელი მკაცრი, საკმაოდ დესპოტური, თუმცა უსაზღვროდ ყურადღებიანი და სამართლიანი დედაა. მას არასოდეს გამოეპარება საკუთარი შვილის ნიჭიერება და მაქსიმუმს გააკეთებს საიმისოდ, რომ პატარას სწორი განვითარების საშუალება მისცეს.
  • მშვილდოსანი თავქარიანი, მხიარული და არასტანდარტული დედაა. ბავშვებთან მეგობრობს უპირველეს ყოვლისა. არასოდეს სჯის ან აიძულებს ამ უკანასკნელთ, რომ მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით იცხოვრონ, იმიტომ რომ, თავად არ უყვარს შეზღუდვები. ბავშვებს აუცილებლად შეაყვარებს ცხოველებს და ხეტიალს.
  • თხის რქა მკაცრი, ყურადღებიანი, ოღონდ ემოციურად ცივი დედაა. ბავშვებთან სიყვარულს ენის მოჩლექით არასოდეს გამოხატავს. სამაგიეროდ, ძალიან ზრუნავს მათ განათლებასა და განვითარებაზე. აიძულებს შვილებს, რომ დისციპლინირებულები და შრომისმოყვარეები გაიზარდონ.
  • მერწყული მეგობრული, არაორდინარული დედაა. მოსწონს კრეატიული მიდგომა აღზრდის საკითხებში. შესაბამისად, შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებს და არასოდეს ერევა მათ არჩევანში დაწყებული პატარა ასაკიდან. იგი თავისი შვილებისთვის საუკეთესო მეგობარი და თანამოზარეა.
  • თევზები თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. მას საკუთარი შვილებისთვის თავის გაწირვაც შეუძლია. განსაკუთრებული თანადგომით ეკიდება ისეთ ბავშვს, რომელსაც ნაკლები ნიჭი, ჯანმრთელობის პრობლემები ან სხვა სირთულე გააჩნია.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"