14 მარტს, 10:54-ზე ქალწულში მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გველოდება. ეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია მოვიცილოთ ყველაფერი არასაჭირო, გავწმინდოთ ჩვენი ცხოვრება ზედმეტი საზრუნავისა და შფოთისგან. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიხურება 29 მარტს 14:57-ზე ახალმთვარეობით და მზის დაბნელებით ვერძში. საინტერესო ისაა, რომ ეს დაბნელება იქნება პირველი ქალწულის ნიშანში, მით უმეტეს, რომ იანვარში კარმული კვანძები თევზები-ქალწულის ღერძზე გადავიდა. ვერძში მზის დაბნელების შემდეგ კი კარმული კვანძები საბოლოოდ დატოვებენ ვერძი-სასწორის ღერძს.
დაბნელების დროს მთვარეს შეიძლება ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობას, რის გამოც მას ხშირად "სისხლიანს" უწოდებენ. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, თუმცა, დაბნელება ენერგიულად ძალიან მძიმე იქნება და აკონტროლეთ ემოციები.
დაბნელებების დერეფანი იქნება ღრმა ცვლილებებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობების დრო. ამ პერიოდში შეიძლება განიცადოთ როგორც ემოციური, ასევე სულიერი გარდაქმნები. მნიშვნელოვანია იყოთ ყურადღებიანი თქვენი გრძნობების მიმართ და მიჰყვეთ თქვენს ინტუიციას, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს ჯადოსნური ენერგია.
ქალწული , სადაც ხდება მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა მიწის ნიშანია, მისი მმართველია მერკური , გონების, ცოდნისა და ანალიტიკის პლანეტა. ეს უკანასკნელი 15 მარტიდან რეტროგრადული გახდება.
მთვარე განასახიერებს გრძნობებს, ინტუიციას, ღრმა ემოციებს, მაგრამ ქალწულში ის იძენს ყურადღების, სიფრთხილისა და რაციონალური მიდგომის ელფერს. დაბნელების დროს მოგინდებათ მოაწესრიგო ყველაფერი - სახლშიც და ფიქრებშიც, სხეულშიც, ურთიერთობებშიც, სამსახურშიც. მაგრამ დაბნელების დროს კონტროლი შეიძლება შესუსტდეს და ბევრი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდეს.
კარგი იქნება, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. ასევე ღირს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას კვების, ჯანმრთელობისა და სამუშაოს მიმართ და ნებისმიერ სიტუაციას პრაქტიკული და რაციონალურად უნდა მიუდგეთ.
ამავე დროს აქტიურდება პლანეტა სატურნი , რომელიც წესრიგისა და კონტროლის მოყვარულია. ყველაზე იღბლიანი ადამიანები იქნებიან ისინი, ვინც მიჩვეულია გრაფიკის მიხედვით ცხოვრებას, იცის პასუხისმგებლობის აღება, რაციონალური და კრიტიკულად მოაზროვნეა. დანარჩენებს კი მოუწევს ამ ყველაფრის სწავლა.
პლანეტა ურანის გავლენით შეიძლება დაგებადოთ ახალი და ორიგინალური იდეა, ზოგიერთი შეიძლება მოიქცეს განსხვავებულად. შეიძლება იყოს არსებულის წინააღმდეგ გალაშქრება, სიახლის დანერგვის სურვილი.
მთვარის დაბნელება არის დასრულება, კულმინაცია. მას ყოველთვის მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, ხაზს უსვამს ღრმა პროცესებს, გვაჩვენებს იმას, რაც ადრე იმალებოდა. ქალწული , სადაც ხდება სავსემთვარეობა და მთავრის დაბნელება პასუხისმგებელია წესრიგზე, ლოგიკაზე, დეტალებზე, ჯანმრთელობაზე, სამუშაოზე და ყოველდღიურ საზრუნავზე. ეს არის ანალიზი, განწმენდა და განთავისუფლება არასაჭიროსაგან.
ვინ იგრძნობს მთვარის დაბნელებას ყველაზე მეტად?