მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, ბოლოს თვითონაც მოკლეს" - იწვევს თუ არა სიკვდილს კარმული მისიის შეუსრულებლობა
"გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, ბოლოს თვითონაც მოკლეს" - იწვევს თუ არა სიკვდილს კარმული მისიის შეუსრულებლობა

სი­ტყვა "კარ­მის" ცნე­ბა ინ­დო­ეთ­ში გაჩ­ნდა. იგი სანსკრი­ტი­დან ითარ­გმნე­ბა, რო­გორც "მი­ზე­ზი და შე­დე­გი". ინ­დო­ე­ლებს სჯე­რათ, რომ სული 7-ჯერ ევ­ლი­ნე­ბა სამ­ყა­როს და დე­და­მი­წა­ზე ყო­ვე­ლი მოს­ვლი­სას სხვა­დას­ხვა მი­სია აკის­რია, სწო­რედ ამი­ტომ, ირ­ჩევს ამა თუ იმ სხე­ულს, ფი­ზი­კურ ფორ­მას ან კონ­კრე­ტულ ად­გილს.

თუ ადა­მი­ან­მა იცის თა­ვი­სი კარ­მუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, ის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიძ­ნე­ლე­ებს თავს და­აღ­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა კარ­მულ ჯილ­დო­ებს, ამა­ზე მი­უ­თი­თებს თეთ­რი მთვა­რე - სე­ლე­ნა . ეს არის წერ­ტი­ლი მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე, როცა მთვა­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბა დე­და­მი­წას. მა­გა­ლი­თად, თუ თეთ­რი მთვა­რე ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ჰო­როს­კოპ­ში იმ­ყო­ფე­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ გუ­ლუხ­ვი იყო, უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­ფას­დე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ ის თა­ვი­დან­ვე და­ზღვე­უ­ლია უკი­დუ­რე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა კარ­მის ყვე­ლა­ზე რთულ ნა­წილს, შავ მთვა­რეს, ანუ ლი­ლიტს - შავი მთვა­რე მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე არის წერ­ტი­ლი, რო­დე­საც მთვა­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად სცილ­დე­ბა დე­და­მი­წას. თუკი შავი მთვა­რე ჰო­როს­კოპ­ში ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში ამ ადა­მი­ანს დარ­ღვე­ვე­ბი აქვს სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში, ანუ ის არ იყო ერ­თგუ­ლი თა­ვი­სი მე­უღ­ლის თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის. ასე­ვე, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და შვი­ლებ­თან და სა­ერ­თოდ, ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ღა­ლა­ტობ­და ოჯახს, ბო­რო­ტად იყე­ნებ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ერ­თგუ­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი, თუ ის ასე არ მო­იქ­ცე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა.

Astrologia

კარ­მის ნა­თე­ლი ნა­წი­ლია, ის ჯილ­დო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წინა ცხოვ­რე­ბა­ში და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, ბნე­ლი ნა­წი­ლი კი, ანუ კარ­მუ­ლი ვალი, ისაა, რო­მელ­თა გას­ტუმ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში. ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლე­ბია - დაღ­მა­ვა­ლი და აღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი, თეთ­რი მთვა­რე - ანუ სე­ლე­ნა და შავი მთვა­რე - ანუ ლი­ლი­ტი. დაღ­მა­ვა­ლი და აღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი, ეს არის მთვა­რის წერ­ტი­ლე­ბი ორ­ბი­ტა­ზე, სა­დაც მთვა­რის ორ­ბი­ტა დე­და­მი­წის ორ­ბი­ტას­თან იკ­ვე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს დაღ­მა­ვა­ლი - სამ­ხრე­თი­სა და აღ­მა­ვა­ლი - ჩრდი­ლო­ე­თის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი. დაღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ჰო­როს­კოპ­ში მი­უ­თი­თებს, რა თვი­სე­ბე­ბია ადა­მი­ან­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ხოლო აღ­მა­ვა­ლი - რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის პროგ­რე­სი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ანს დაღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძი აქვს თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­მა­ვა­ლი - სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ექ­ნე­ბა. კერ­ძოდ, ვი­საც შავი მთვა­რე აქვს ლომ­ში, ხში­რად შვი­ლოს­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს ხოლ­მე პრობ­ლე­მე­ბი. თუ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტად იყე­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ხში­რად ის­ჯე­ბა და მისი სი­ცო­ცხლე ფა­ტა­ლუ­რად მთავ­რდე­ბა.

Astrologia

პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და ჯონ კე­ნე­დის შავი მთვა­რე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იყო. კე­ნე­დის ბევ­რი რო­მა­ნი ჰქონ­და, რო­გორც იცით, მათ შო­რის მე­რი­ლინ მონ­როს­თა­ნაც. მისი საყ­ვარ­ლე­ბის სია ძა­ლი­ან გრძე­ლია. კე­ნე­დი თა­ვის კარ­მულ ვა­ლებს კი არ ის­ტუმ­რებ­და, პი­რი­ქით, იგი­ვე დარ­ღვე­ვე­ბი ჰქონ­და, რაც წინა ცხოვ­რე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, ჟაკ­ლინ კე­ნე­დი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ქვეშ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია, კე­ნე­დის ჟაკ­ლი­ნი რომ არ მო­ეყ­ვა­ნა ცო­ლად, ასე ფა­ტა­ლუ­რად არ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბა. ლო­მის ენერ­გე­ტი­კამ გა­აძ­ლი­ე­რა შავი მთვა­რის გავ­ლე­ნა და კე­ნე­დი კი­დევ უფრო მე­ქალ­თა­ნე გახ­და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ. სე­რი­ო­ზუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა იყო მის­თვის შვი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლი, 4 შვი­ლი­დან ორი, კე­ნე­დე­ბის ოჯახ­მა ჩვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­კარ­გა. თუმ­ცა, ჯონ­მა ეს ყუ­რად არ იღო. რაც შე­ე­ხე­ბა ლედი დის, მა­საც შავი მთვა­რე ჰქონ­და ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. თა­ვად და­ი­ა­ნა უნდა მო­რი­დე­ბო­და ასე­თი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სივ­რცე­ში მოხ­ვედ­რას, ანუ სა­მე­ფო გვირ­გვინს და სა­მე­ფო ოჯახს. სა­მე­ფო გვირ­გვინს ლომი გა­ნა­გებს, ის მისი კომ­პე­ტენ­ცი­აა. ყვე­ლამ იცო­და, რომ ჩარლ­ზი ღა­ლა­ტობ­და მე­უღ­ლეს, მაგ­რამ და­ი­ა­ნას არ უნდა ეღა­ლა­ტა. ამი­ტომ დას­რულ­და მისი ცხოვ­რე­ბა ტრა­გი­კუ­ლად, თან საყ­ვა­რელ­თან ერ­თად.

დადუ
4

reinkarnaciis ar mjeravs ,magram arsebobs bediswera - rac giweriaa ise midis sheni cxovreba, ver shecvl iverafers vera

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, ბოლოს თვითონაც მოკლეს" - იწვევს თუ არა სიკვდილს კარმული მისიის შეუსრულებლობა

"გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, ბოლოს თვითონაც მოკლეს" - იწვევს თუ არა სიკვდილს კარმული მისიის შეუსრულებლობა

სიტყვა "კარმის" ცნება ინდოეთში გაჩნდა. იგი სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც "მიზეზი და შედეგი". ინდოელებს სჯერათ, რომ სული 7-ჯერ ევლინება სამყაროს და დედამიწაზე ყოველი მოსვლისას სხვადასხვა მისია აკისრია, სწორედ ამიტომ, ირჩევს ამა თუ იმ სხეულს, ფიზიკურ ფორმას ან კონკრეტულ ადგილს.

თუ ადამიანმა იცის თავისი კარმული განვითარების ტენდენციები, ის ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს დააღწევს. რაც შეეხება კარმულ ჯილდოებს, ამაზე მიუთითებს თეთრი მთვარე - სელენა . ეს არის წერტილი მთვარის ორბიტაზე, როცა მთვარე ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწას. მაგალითად, თუ თეთრი მთვარე ამა თუ იმ ადამიანის ჰოროსკოპში იმყოფება კუროს ზოდიაქოში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი საკმაოდ გულუხვი იყო, უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს. ეს აუცილებლად დაუფასდება ამჟამინდელ ცხოვრებაში, ამიტომ ის თავიდანვე დაზღვეულია უკიდურესი მატერიალური გაჭირვებისგან. რაც შეეხება კარმის ყველაზე რთულ ნაწილს, შავ მთვარეს, ანუ ლილიტს - შავი მთვარე მთვარის ორბიტაზე არის წერტილი, როდესაც მთვარე ყველაზე მეტად სცილდება დედამიწას. თუკი შავი მთვარე ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოში იმყოფება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს დარღვევები აქვს სასიყვარულო სფეროში, ანუ ის არ იყო ერთგული თავისი მეუღლის თუ შეყვარებულის. ასევე, პრობლემები ჰქონდა შვილებთან და საერთოდ, ბავშვებთან მიმართებაში, ღალატობდა ოჯახს, ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. შესაბამისად, ამჟამინდელ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ერთგული და გულისხმიერი, თუ ის ასე არ მოიქცევა, აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეექმნება.

Astrologia

კარმის ნათელი ნაწილია, ის ჯილდოები, რომლებიც წინა ცხოვრებაში დავიმსახურეთ, ბნელი ნაწილი კი, ანუ კარმული ვალი, ისაა, რომელთა გასტუმრების შესაძლებლობა გვეძლევა შემდეგ ცხოვრებაში. ძირითადი ნაწილებია - დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, თეთრი მთვარე - ანუ სელენა და შავი მთვარე - ანუ ლილიტი. დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, ეს არის მთვარის წერტილები ორბიტაზე, სადაც მთვარის ორბიტა დედამიწის ორბიტასთან იკვეთება. შესაბამისად, არსებობს დაღმავალი - სამხრეთისა და აღმავალი - ჩრდილოეთის კარმული კვანძები. დაღმავალი კარმული კვანძები ჰოროსკოპში მიუთითებს, რა თვისებებია ადამიანში მაქსიმალურად განვითარებული, ხოლო აღმავალი - რა მიმართულებით უნდა მოხდეს ადამიანის პროგრესირება. მაგალითად, თუ ადამიანს დაღმავალი კარმული კვანძი აქვს თევზების ზოდიაქოში, შესაბამისად, აღმავალი - საწინააღმდეგო, ქალწულის ზოდიაქოში ექნება. კერძოდ, ვისაც შავი მთვარე აქვს ლომში, ხშირად შვილოსნობასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე პრობლემები. თუ ასეთი ადამიანი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ხშირად ისჯება და მისი სიცოცხლე ფატალურად მთავრდება.

Astrologia

პრინცესა დაიანასა და ჯონ კენედის შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში იყო. კენედის ბევრი რომანი ჰქონდა, როგორც იცით, მათ შორის მერილინ მონროსთანაც. მისი საყვარლების სია ძალიან გრძელია. კენედი თავის კარმულ ვალებს კი არ ისტუმრებდა, პირიქით, იგივე დარღვევები ჰქონდა, რაც წინა ცხოვრებაში. გარდა ამისა, ჟაკლინ კენედი ლომის ზოდიაქოს ქვეშ იყო დაბადებული. ასტროლოგიაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, კენედის ჟაკლინი რომ არ მოეყვანა ცოლად, ასე ფატალურად არ განვითარდებოდა მისი ცხოვრება. ლომის ენერგეტიკამ გააძლიერა შავი მთვარის გავლენა და კენედი კიდევ უფრო მექალთანე გახდა დაქორწინების შემდეგ. სერიოზული გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, 4 შვილიდან ორი, კენედების ოჯახმა ჩვილობის პერიოდში დაკარგა. თუმცა, ჯონმა ეს ყურად არ იღო. რაც შეეხება ლედი დის, მასაც შავი მთვარე ჰქონდა ლომის ზოდიაქოში. თავად დაიანა უნდა მორიდებოდა ასეთი ძალაუფლების სივრცეში მოხვედრას, ანუ სამეფო გვირგვინს და სამეფო ოჯახს. სამეფო გვირგვინს ლომი განაგებს, ის მისი კომპეტენციაა. ყველამ იცოდა, რომ ჩარლზი ღალატობდა მეუღლეს, მაგრამ დაიანას არ უნდა ეღალატა. ამიტომ დასრულდა მისი ცხოვრება ტრაგიკულად, თან საყვარელთან ერთად.

ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან