07 დეკემბრიდან 2025 წლის 24 თებერვლამდე მარსი რეტროგრადულია. მარსი არის ენერგია, აქტიურობა, ომის პლანეტაა და ახლა როცა რეტროგრადულია, ადამიანებშიც და საქმეებშიც ენერგიულობა იკლებს. მარსს ექნება რეტროგრადული ლომში (დაახლოებით ერთი თვე, უფრო ზუსტად 6 იანვრამდე) და ასევე კირჩხიბშიც. ლომში ყოფნის დროს დაპირისპირებული იქნება მერწყულში მყოფ პლუტონთან. ზოგადად, მარსი პლუტონთან დაძაბულ პოზიციაშია ოქტომბრის ბოლოდან. უახლოესი ზუსტი ასპექტი კი გველოდება 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2025 წლის დასაწყისში 6 იანვრამდე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება ბრაზის, აგრესიის მართვა. გლობალურ დონეზე ველოდებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ყველა კონფლიქტის ესკალაციას, შესაძლებელია დიდი ტერორისტული თავდასხმები. გამძაფრდება კონფლიქტები და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამასთან, მწვავდება ძველი, დაუმთავრებელი კონფლიქტები შეიძლება ვიგრძნოთ ან ენერგიის მოზღვავება, გაზრდილი აქტივობა, ან პირიქით, ძალების დაკარგვას. ყველა დაპირისპირება (როგორც გლობალური, ასევე ადგილობრივი) გაუარესდება, გართულდება. გააქტიურდებიან კონკურენტები და არაკეთილსინდისიერები.
რის გაკეთებას არ გირჩევთ რეტროგრადული მარსის პერიოდში:
არ დაიწყოთ ახალი ბიზნესი, არ გახსნათ ახალი კომპანია, არ წამოიწყოთ ახალი პროექტი;
არ დაიწყოთ მშენებლობა, მასშტაბური რემონტი;
არ შეიძინოთ მანქანა, სამრეწველო აღჭურვილობა, ხელსაწყოები;
მაქსიმალურად შეამცირეთ შეხება/უარი თქვით იარაღთან, ბასრ საგნებთან და ცეცხლთან
25 დეკემბრიდან 6 იანვრამდე მოერიდეთ ხალხის მასობრივ შეკრებებს;
მოერიდეთ კონფლიქტებს, არ წამოიწყოთ სასამართლო პროცესი თუ კონკურენტთან ღია დაპირისპირება;
შეამცირეთ ალკოჰოლის და წითელი ხორცის მიღება;
ფიზიკური გადატვირთვა ზრდის ტრავმის რისკს. ⠀
რის გაკეთებას გირჩევთ რეტროგრადული მარსის პერიოდში:
დაასრულეთ ადრე დაწყებული ამოცანები და პროექტები;
აირჩიეთ ფრთხილი, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა;
თვალყური ადევნეთ თქვენს გაღიზიანებას, ბრაზს და აკონტროლეთ ემოცია, გამონათქვამები;
ენერგია მიმართეთ სპორტში, კრეატიულობაში, კეთილი საქმეების მოგვარებაში;
სიზარმაცის მიუხედავად, განაგრძეთ გეგმების წერა და მიზნების დასახვა.
ვინ იგრძნობს რეტროგრადული მარსის გავლენას?
ის, ვისი საქმიანობაც უშუალოდ უკავშირდება მარსს: ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, სპორტსმენები, ბიზნესმენები, მეწარმეები, მძღოლები, ქირურგები, მექანიკოსები, მეხანძრეები და სხვ.;
მზით ვერძი და მორიელი ადამიანები, რადგან ამ ორ ნიშანს მარსი მართავს. აგრეთვე, ლომისა და კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, რადგან ამ ნიშნებში იქნება მარსი რეტროგრადული.