ავტორი:

"გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რა გვეკრძალება ამ პერიოდში და რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი?

"გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რა გვეკრძალება ამ პერიოდში და რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი?

14 ოქტომბრიდან გონების მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) გახდა (გაასწორებს სვლას 3 ნოემბერს) და ეს პერიოდი ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. მერკური არის ჩვენი გონება, ინფორმაციის აღქმა და გადაცემა. კონტაქტები, ანალიტიკური და კომერციული შესაძლებლობები. ჩვენს რუკაში მერკურს აქვს მოსწავლის, ვაჭრის, მეკავშირესა და შუამავლის როლი. მითოლოგიაში იგი იყო ოლიმპოს შიკრიკი, ჰერმესი. მერკური მართავს ტყუპისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებს. მისი დღეა ოთხშაბათი.

რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანს ბევრი რამე ეკრძალება (მაგალითად, ფერხდება ნებისმიერი საქმიანობა, რაც დაკავშირებულია სწავლასთან, ყიდვა-გაყიდვასთან, მოლაპარაკებებთან, მედიასთან, მეცნიერებასთან, დოკუმენტების გაფორმებასთან, ნივთების მიწოდებასთან, წიგნების გამოცემასთან, მოგზაურობასთან...), მაგრამ ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პერიოდში. კარგია გადაწერა, გადაფიქრება, გამოსწორება, გადაყიდვა, დაგაკითხვა, კორექტივების შეტანა, დასრულება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გამეორდება რაღაც სიტუაცები, მოგიწევთ რაღაცების გადაკეთება. გამოიყენეთ ეს პერიოდი ანალიზისთვის, ინფორმაციის მოგროვებისა და კორექციისთვის, მაგრამ არა გამოქვეყნებისთვის. აგრეთვე, ცუდი აზრებისა და დამოკიდებულებების მოსაცილებლად.

მერკური შარშან ამ დროსაც, მორიელის ზოდიაქოში, იყო რეტროგრადული, 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის შუალედში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში. წელს მერკური მორიელში პირველ დეკემბრამდე დარჩება, ხოლო შემდეგ მშვილდოსანში გადაინაცვლებს.

25 ოქტომბერი საინტერესო დღეა. მზე რეტროგრადულ მერკურს უერთდება. მზე არის გადაწყვეტილების მიმღები, ხოლო ჩვენი მერკური - ინფორმაციის მომპოვებელი. შეიძლება გადააფასოთ მოვლენები, შეგეცვალოთ წარმოდგენები და სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ახლა ორი სიტყვით ვთქვათ მერკურის სხვა ასპექტებზეც, რათა მომზადებულები ვიყოთ გარკვეული სიტუაციებისთვის. 30 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის შუალედში, რეტროგრადული სვლის დროს, მერკური ცუდად უპირისპირდება პლუტონს . ასეთი ასპექტი უკვე გვქონდა 21 სექტემბერს, მაგრამ მისი გავლენა 17-დან შეიმჩნეოდა და 15-მდე გაგრძელდა. ამ პერიოდში ურთიერთობების დაძაბვა იყო მოსალოდნელი. რადგან, შეგახსენებთ, რომ მერკური ეს არის გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, კონტაქტები და ინფორმაციების მიღება-გაცემა, ხოლო პლუტონი ეს არის მწმენდავი (ძალოვანი სტრუქტურებიც). ის გვათავისუფლებს ყველაფერი იმისგან, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. გაიხსენეთ ეს პერიოდი, ადამიანები და ინფორმაციები. მსგავსი მოვლენები შეიძლება ახლაც განმეორდეს.

2-7 ნოემბრის შუალედში მერკური ცუდად უპირისპირდება პლანეტა იუპიტერს . მსგავსი ასპექტიც უკვე გავლილი გვაქვს 14-21 სექტემბრის შუალედში. მოსალოდნელია დაპირისპირება პედაგოგსა და მოსწავლეს შორის. სწორად უნდა შეარჩიოთ ფიქრები, ადამიანები, ვისთანაც გექნებათ ურთიერთობა. ვის და რას ეუბნებით. ვისგან იღებთ ინფორმაციას და როგორ რეაგირებთ მასზე. რა დამოკიდებულება გაქვთ ავტორიტეტებთან და პატივცემულ ადამიანებთან. დააკვირდით, რა ინფორმაციები მოვა თქვენთან, შეიძლება შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა. ამ პერიოდში მოერიდეთ ვინმესთავის რაიმეს დამტკიცებას, რადგან ყველას თავისი ხედვა და სიმართლე აქვს. სასურველია, ამ პერიოდში არ დანიშნოთ საქმიანი მოლაპარაკებები, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.

27 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე მერკური სატურნს - აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტას უპირისპირდება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც (ასაკით უფროსი ან სამსახურში უფროსი ან გავლენიანი ადამიანი) გაკონტროლებთ. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან. შეიძლება დაირღვეს ადრე გაცემული პირობა, გაფორმებული ხელშეკრულება. შეიძლება ზოგიერთი კანონიც კი შეიცვალოს. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა მერკური სამივე პლანეტას ერთდროულად წაეჩხუბება.

დაბოლოს, ეს თარიღიც ჩაინიშნეთ, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები აიცილოთ თავიდან: 7-20 ოქტომბრის პერიოდში რეტროგრადული მერკური ურანს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელს მერკურის ზედა ოქტავასაც ეძახიან. ამიტომ, თუ მერკური ჩვენი გონებაა, ურანი - კოსმიური სიბრძნე. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ აზროვნების ახალ საფეხურზე გადასვლას მოგთხოვენ. თუმცა, რეტროგრადულ მერკურს საკმარისი ძალები არა აქვს მასიური ინფორმაციების მიღება-გადამუშავებისთვის. ამ პერიოდში მოსალოდნელია ინტერნეტმუშაობის, კავშირგაბმულობის, ინფორმაციების მიღება-გადაცემის შეფერხება. არ გირჩევთ კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების ყიდვას. შეიძლება შეფერხდეს ზოგიერთ გაჯეტში პროგრამების მუშაობა.

16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

"წინასწარ დაწყობილი გეგმები შესაცვლელი გაგიხდებათ" - რა ხდება 7 ოქტომბერს ცაზე და რის შესახებ გვაფრთილებს ასტროლოგი

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს