ვერძი
კვირა სავსე იქნება მოვლენებით და ცვლილებებით, გიბიძგებთ მოქმედებისკენ, რაც გამოიწვევს მოულოდნელ ცვლილებებს და ვნების მოზღვავებას პარტნიორობის სფეროში. მძაფრდება რომანტიკული განწყობა და ოცნების სურვილი. აჩვენეთ საკუთარი თავი მსოფლიოს – თუ გაქვთ კრეატიული პროექტი, იდეა ან ოცნება. ეს არის სცენაზე გამოსვლების, პრეზენტაციებისა და თამამი გადაწყვეტილებების დრო.
კურო
ცვლილებები შესაძლებელი მეგობრებთან და კოლეგებთან კომუნიკაციაში. თქვენ იგრძნობთ ძალისა და ამბიციების მოზღვავებას. არატრადიციული მეთოდები ხელს შეუწყობს ფარული სურვილების რეალიზებას. კარგი დროა აქტიური მოქმედებისთვის და კარიერაში წინსვლისთვის. პირად ცხოვრებაში მეტი სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია პარტნიორის მხრიდან მოულოდნელი აღიარება ან მოულოდნელი სიურპრიზები. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოგზაურობისა და პროფესიული ზრდისთვის. მნიშვნელოვანია წარსულის დავიწყება მომავალზე ორიენტირება.
ტყუპი
შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი იდეები თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თქვენს კარიერაში შესაძლებელია საინტერესო შეთავაზებები, თუმცა მათ გამბედაობა და ახალი მიდგომები დასჭირდებათ. ხელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატი იქნება სამსახურშიც და სახლშიც. გამოიჩინეთ გულუხვობა, მხარი დაუჭირეთ საყვარელ ადამიანებს, შეაქეთ ისინი, გაუზიარეთ თქვენი სითბო.
კირჩხიბი
ფინანსური საკითხები წინა პლანზე გამოდის. სამსახურში, ბიზნესში, საქმიანი პარტნიორობის გარემოებები გაიძულებთ ურთიერთობებს სხვა კუთხით შეხედო. თუმცა, სავსემთვარეობის ენერგიამ შეიძლება გიბიძგოთ ალოგიკური ქმედებებისკენ გაზრდილი ემოციურობის გამო. მოერიდეთ დრამას, აკონტროლეთ თქვენი იმპულსები, შეეცადეთ შეგნებულად და გააზრებულად მოაგვაროთ პრობლემები. მნიშვნელოვანია არა კონფლიქტში შესვლა, არამედ კომპრომისების ძიება.
ლომი
გილოცავთ, სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, უნდა გააქტიურდეთ, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრება. ფინანსებში შესაძლებელია მოულოდნელი დანახარჯები, ასე რომ აკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი. პირად ურთიერთობებში მოემზადეთ რომანტიკული სიურპრიზებისთვის. თქვენთვის ეს ურთიერთობების გადახედვის პერიოდია: გრძნობები მძაფრდება, მაგრამ შესაძლოა ძველმა წყენამაც იჩინოს თავი. დაუთმეთ დრო სიამოვნებას - ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, დასვენებას - ყველაფერი, რაც შინაგან ცეცხლს ანთებს, მისასალმებელია.
ქალწული
კვირის ენერგია ხელს უწყობს შემოქმედებითობას, რომანტიკას და თვითგამოხატვას. სავსემთვარეობის ენერგია უფრო მეოცნებეს და მგრძნობიარეს გაგხდით, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს რომანტიკულ და ოჯახურ ურთიერთობებს. შესაძლებელია მოულოდნელი აღსარება ან წარსულის ადამიანთან შეხვედრა. მთავარია იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და პარტნიორთან. ნუ აჩქარდებით, მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ თქვენი გრძნობები გამყარდეს.
სასწორი
შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, მოგზაურობები ან ახალი პროექტები. თქვენს სიტყვას წონა ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გადალახოთ ზღვარი. კარგი დროა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითობისა და ადამიანებთან მუშაობისთვის. თქვენს კარიერაში შესაძლოა მოულოდნელი შესაძლებლობები გაჩნდეს, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ისინი. ჭკვიანი და პასუხისმგებელი კოლეგა, მეგობარი ან პარტნიორი გიბიძგებთ ახალი წამოწყებისკენ. გირჩევთ, ენდოთ თქვენს შინაგან ინსტინქტს, მაგრამ შეამოწმოთ ფაქტები.
მორიელი
კვირა სავსეა აქტიური კომუნიკაციით, მოიტანს ცვლილებებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ახალ კარს გაგიხსნიათ. გარშემო მყოფებს შეუძლიათ თქვენი ნაკლოვანებების ხაზგასმა, რაც საკუთარი თავის გაგებაში დაგეხმარებათ. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად და გრძელვადიან სტრატეგიებზე ფიქრისთვის. სიყვარულში შესაძლებელია რომანტიკული სიურპრიზები. კარგი დროა საკუთარ თავზე სამუშაოდ, დაიწყეთ ახალი საქმეები და მოიცილეთ ყველაფერი, რაც არასაჭიროა.
მშვილდოსანი
წინა პლანზე დგება ფინანსური და ქონებრივი საკითხები. შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამ უძრავი ქონების, მანქანის ყიდვა/გაყიდვასთან, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლასთან დაკავშირებით. ცვლილების ზღვარზე ხართ. ეს არის დრო ძლიერი წინსვლისთვის, მაგრამ ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია აირჩიოს ძირითადი მიმართულება და ფოკუსირება მოახდინოთ მასზე. სიყვარულში მოთმინება გამოიჩინეთ, არ მოახდინოთ ზეწოლა პარტნიორზე.
თხის რქა
საოჯახო საქმეებით და უძრავ ქონებასთან ან ოჯახთან დაკავშირებული საკითხებით სავსე კვირა გელოდებათ. სავსემთვარეობა მოგცემთ გამბედაობას, ხოლო საკმაოდ აქტიური და პოზიტიური ენერგეტიკული ფონი დაგეხმარებათ სხვა ადამიანებთან: კოლეგებთან, მეზობლებთან, მშობლებთან თუ შვილებთან ურთიერთობაში მკვეთრი კუთხეების გამოსწორებაში. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ვნებიანი მომენტები, მაგრამ მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი თავი.
მერწყული
ეს შესანიშნავი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად და შესახვედრად. აგრეთვე ძველი კავშირების განახლებისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით - ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ერთი მხრივ, ახალგაცნობილს შეუძლია შემოგთავაზოთ კარგი შესაძლებლობები, რომ მოაგვაროთ თქვენი ზოგიერთი მატერიალური პრობლემა და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ, მეორე მხრივ, დაფიქრება გმართებთ, რომ ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს თქვენით. მეტი კომუნიკაცია გმართებთ კოლეგებთან.
თევზები
სავსემთვარეობა გზას გაგიხსნით თვითგამოხატვის რესურსების მოძიებაში და მოგცემთ ძალას გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად. სასარგებლოა ახალი ნაცნობების გაცნობა პროფესიულ სფეროში. ნებისმიერი გარიგება, ხელშეკრულებების გაფორმება ან ნოტარიუსის ვიზიტი შეუფერხებლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარიმართება და დადებითად აისახება ჩვენს საქმეებზე. თქვენ გაქვთ უნარი მოახდინოთ ძლიერი გავლენა სხვა ადამიანებზე, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს თქვენი ინტერესების წინსვლისთვის.