პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო
"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე 21 თე­ბერ­ვლამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, რომ­ლე­ბიც პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფა­ზით იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ხვა­ლი­დან რეტ­როგ­რა­დუ­ლი ანუ უკან­მა­ვა­ლი ხდე­ბა:

"მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­და­დის! 30 იან­ვრი­დან 21 თე­ბერ­ვლამ­დე კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, მერ­კუ­რი ე.წ. რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­შია, თუმ­ცა მისი გავ­ლე­ნა შე­საძ­ლოა 1-2 კვი­რით ად­რეც კი იგ­რძნოთ.

მერ­კუ­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, კონ­ტაქ­ტებ­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე, მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე, სა­ბუ­თებ­ზე, მგზავ­რო­ბა­ზე, სწავ­ლა­ზე, ვაჭ­რო­ბა­სა და ნა­თე­სა­ურ კავ­ში­რებ­ზე , შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამ თე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. ამი­ტომ, თუ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაქვთ და­გეგ­მი­ლი ახლო მო­მა­ვალ­ში, სჯობს 21 თე­ბერ­ვლამ­დე გა­და­დოთ. სა­ერ­თოდ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი უფრო ძლი­ე­რად ავ­ლენს თავს, რო­დე­საც რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­დას­ვლის წინ სვლას ანე­ლებს, ანუ "ჩერ­დე­ბა", სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხდე­ბა და ასე­ვე, დი­რექ­ტულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­დას­ვლის წინა დღე­ებ­ში, ანუ..., ვი­ნა­ი­დან 30 იან­ვარს იწყე­ბა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი ფაზა 28-31 იან­ვრის პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია.

ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ ბუ­ღალ­ტრებს, მწერ­ლებს, მთარ­გმნე­ლებს, ასე­ვე ყვე­ლას, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქა­ღალ­დებ­თან და ციფ­რებ­თან, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას­თან. ამ პე­რი­ოდ­ში შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, არას­წო­რი აღ­ქმი­სა და გად­მო­ცე­მის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა. ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ ჟურ­ნა­ლის­ტებს!, პრე­სას, რა­დი­ოს, ტე­ლე­ვი­ზი­ას!

გა­და­ა­მოწ­მეთ თქვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. კარ­გად დარ­წმუნ­დით, რომ სწო­რად გა­ი­გეთ ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე, გა­და­ა­მოწ­მეთ, ხომ სწო­რად გა­ი­გო თქვენ­მა ოპო­ნენ­ტმა თქვე­ნი ნათ­ქვა­მი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. ისე­დაც უამ­რა­ვი ჭორი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ პე­რი­ოდ­ში. სჯობს გა­ა­კონ­ტრო­ლოთ და გა­და­ა­მოწ­მოთ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტყვა, ფრა­ზა, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე, სა­კუ­თა­რი მე­ტყვე­ლე­ბა გა­უ­გებ­რო­ე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ასეთ დროს რთუ­ლია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა... კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა... ყვე­ლა თა­ვი­სას ამ­ბობს, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზეა და არ ეს­მის ოპო­ნენ­ტის, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.

რთულ­დე­ბა ასე­ვე ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, სა­მუ­შა­ო­ში ჩარ­თვა, გუ­ლის და­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი მო­უს­ვე­ნა­რი, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ესღა გვაკლდა
2

ტვინი ნუ გაბურღეთ ამდენი იდიოტობებით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

ქართველი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 21 თებერვლამდე მოსალოდნელი ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ გვიამბობს, რომლებიც პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზით იქნება განპირობებული. კომუნიკაციის პლანეტა მერკური ხვალიდან რეტროგრადული ანუ უკანმავალი ხდება:

"მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის! 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია, თუმცა მისი გავლენა შესაძლოა 1-2 კვირით ადრეც კი იგრძნოთ.

მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე , შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 21 თებერვლამდე გადადოთ. საერთოდ რეტროგრადული მერკური უფრო ძლიერად ავლენს თავს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლის წინ სვლას ანელებს, ანუ "ჩერდება", სტაციონალური ხდება და ასევე, დირექტულ მოძრაობაში გადასვლის წინა დღეებში, ანუ..., ვინაიდან 30 იანვარს იწყება მერკურის რეტროგრადული ფაზა 28-31 იანვრის პერიოდი განსაკუთრებით ყურადსაღებია.

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთან. ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!

გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებროებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. ასეთ დროს რთულია ურთიერთგაგება... კონსენსუსის მიღწევა... ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა.

რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, აფორიაქებულია. წაიკითხეთ სრულად

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქო ნიშნებს

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო