პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე
გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას გვთა­ვა­ზობს:

10 სექ­ტემ­ბერს უკუს­ვლი­თი გახ­და და 14 ნო­ემ­ბრამ­დე რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში იქ­ნე­ბა პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რო­ბას, ლი­დე­რო­ბის სურ­ვილს, გამ­ბე­და­ო­ბა­სა და სი­მა­მა­ცეს გა­მო­ხა­ტავს. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სტა­ტის­ტი­კა მოწ­მობს, რომ უკუ­ფა­ზე­ბი პლა­ნე­ტე­ბის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას უშ­ლის ხელს, ქმე­დე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად შებ­რუ­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის შიგ­ნით და მის შიდა ბუ­ნე­ბა­ზე ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ეს უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, უა­რე­სი ვა­რი­ან­ტით კი, იძენს ძა­ლი­ან რთულ ხა­სი­ათს, და ამოყ­რის იმ ნე­გა­ტივს, რაც ამ კონ­კრე­ტულ პლა­ნე­ტას ახა­სი­ა­თებს.

მარ­სის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ ან მო­ტი­ვა­ცი­ის კლე­ბას, პა­სი­უ­რო­ბას, ინერ­ტუ­ლო­ბას გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ, ან აგ­რე­სი­უ­ლო­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბის ზრდას. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ვერ­ძის ნი­შა­ნი, სა­დაც ახლა მარ­სი მოძ­რა­ობს, საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო მე­ო­რე სცე­ნა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­საც პი­რად რუ­კებ­ში მარ­სი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­ულ ნი­შან­ში ჰყავს, პა­სი­უ­რო­ბა და უე­ნერ­გი­ო­ბა უფრო შე­იძ­ლე­ბა რომ გა­მოვ­ლინ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­სი სა­ტურნ­თან ჰქმნის კონ­ფლიქ­ტურ ას­პექტს (90*), სა­ტურ­ნი კი კა­ნონს, სტრუქ­ტუ­რას, წეს­რიგს მარ­თავს, სა­ტურ­ნია აგ­რეთ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. შე­გახ­სე­ნებთ რომ ეს პლა­ნე­ტაც უკუს­ვლი­თია ახლა.

რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს აგ­რე­სი­ი­სა და კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მოს­ვლამ?

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში შე­საძ­ლოა ეს იყოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, გა­მოს­ვლე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ასე­ვე შე­საძ­ლოა იყოს რეპ­რე­სი­ე­ბიც. თუმ­ცა არა ყველ­გან, ამას ქვეყ­ნე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ. მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და ნგრე­ვის ნაც­ვლად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იდე­ე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლია, თუმ­ცა სა­ტურ­ნის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა ამას შე­საძ­ლოა დი­დად ხელს ვერც უწყობ­დეს, რეტ­რო სა­ტურ­ნი ბევ­რად უფრო არა­მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და და­ბალ­კონ­ცენ­ტრა­ცი­უ­ლია, ვიდ­რე წინსვლით მოძ­რა­ვი, ის უფრო ურა­ნი­სე­ულ ხა­სი­ათს იძენს და მარსთან ერ­თად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნაც კი შე­უძ­ლია. ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტა­ცია ამ ორ პლა­ნე­ტას შო­რის რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, თუმ­ცა რო­გორც იცით, ახლა ეს ას­პექ­ტი ნე­გა­ტი­უ­რია.

გარ­და ქა­ო­სი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი­სა, სა­ტურ­ნის მარსთან კონ­ფლიქტს შე­უძ­ლია და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას შე­უ­წყოს ხელი, იგი­ვე, ვთქვათ - მოძ­რა­ო­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს, სა­გან­გე­ბო რჟი­მე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით... მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მთავ­რდე­ბა 2020 წლის 14 ნო­ემ­ბერს . მას­სა და სა­ტურნს შო­რის კვად­რა­ტუ­რა ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ ის, რაც ახლა ჩა­ი­სა­ხე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბას ჰპო­ვებს მომ­დევ­ნო წლის იან­ვარ­ში, რო­დე­საც ეს ორი პლა­ნე­ტა უკვე დი­რექ­ტულ ფა­ზა­ში მყო­ფე­ბი გა­ი­მე­ო­რე­ბენ ამ ას­პექტს. ასე რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ალ­ბათ, მხო­ლოდ პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყი­სი გვექ­ნე­ბა. მოვ­ლე­ნე­ბის კუ­ლი­მი­ნა­ცია გა­ი­სად უწევს.

ეს ზო­გა­დი ფონი... ინ­დი­ვი­უ­ა­ლურ დო­ნე­ზე კი მინ­და ვთქვა, რომ თუ თქვე­ნი მარ­სი რუ­კა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი არ არის (ლა­თი­ნუ­რი R არ უწე­რია გვერ­დით) ნუ გა­რის­კავთ მა­ინ­ცდა­მა­ინც მისი უკუს­ვლი­თი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ახა­ლი საქ­მე­ე­ბის წა­მო­წყე­ბას, მათ შო­რის ბიზ­ნე­სის თე­მებ­ში, ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში. არა­სა­სურ­ვე­ლია ორ­გა­ნიზ­მის ჭარ­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­დატ­ვირ­თვა. ახლა ამის დრო არ არის, ეცა­დეთ არ­სე­ბუ­ლი ენერ­გი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე იზ­რუ­ნოთ. გა­მო­ნაკ­ლი­სი ეხე­ბათ რეტ­რო მარ­სი­ა­ნე­ლებს და აგ­რეთ­ვე მათ, ვინც ადრე და­წყე­ბულ საქ­მე­ებს უნდა მო­ი­უბ­რუნ­დეთ ეხლა. ნუ გა­რის­კავთ, ნუ ჩა­ებ­მე­ბით კონ­ფლიქ­ტებ­ში, ნუ ეც­დე­ბით ად­რე­ნა­ლი­ნის აწე­ვას, მძღო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გთხოვთ სა­ჭეს­თან იფრ­თხი­ლოთ. გახ­სოვ­დეთ, სი­ცო­ცხლე­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი გა­ბა­რი­ათ. ვინც თვალს მა­დევ­ნებთ, გახ­სოვთ ალ­ბათ, სა­ა­ხალ­წლოდ გა­გაფრ­თხი­ლეთ-წე­ლი­წა­დი მთლი­ა­ნად სტრე­სუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით სავ­სე რომ იქ­ნე­ბო­და. ბევ­რს არ გა­ე­ხარ­და და ჩემი მი­სა­მარ­თით ცუდი რა­ღა­ცე­ე­ბიც თქვეს, მაგ­რამ ტყულს ვერ გე­ტყო­დით და ბედ­ნი­ერ დღე­ებს ვერ დაგ­პირ­დე­ბო­დით, როცა ცაზე ასე­თი სა­ავდრო ღრუბ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ახ­ლაც, ჩემი ვა­ლია გა­გაფრ­თხი­ლოთ. რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვდეთ სი­ტუ­ა­ცი­ას. თუმ­ცა ამ ნე­გა­ტივ­საც კი შე­იძ­ლე­ბა სა­სი­კე­თო გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ე­ძებ­ნოს, და მარ­სის უკუს­ვლამ სა­კუ­თარ თა­ვებ­ში ჩაგ­ვა­ხე­დოს, ში­ნა­გან ბრძო­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გვას­წავ­ლოს, და თუ გნე­ბავთ, გარ­კვე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტიც კი გა­მოგ­ვი­მუ­შა­ოს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის საქ­მე­ში. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებ­მა ადა­მი­ა­ნუ­რი სახე არ დავ­კარ­გოთ. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია.

ამას­თან, 9 სექ­ტემ­ბერს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თა­ვი­სი მოძ­რა­ო­ბის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლო­ბის ფა­ზა­ში შე­ვი­და, რო­მე­ლიც 16 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ამის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტად წო­დე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რი დი­რექ­ტულ სვლა­ზე გა­და­ვა. ეს პლა­ნე­ტა სო­ცი­ა­ლურ თვით­დამ­კვიდ­რე­ბა­ში გვი­წყობს ხელს და ამი­ტომ მარ­თლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი რიტ­მე­ბი­სათ­ვის ფე­ხის აწყო­ბა.

ახლა აქ­ტი­უ­რო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ნულ­ზეა და­სუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს რომ მარ­სიც უკუს­ვლით გახ­და, ამის ნაც­ვლად მომ­დევ­ნო 1 კვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სო დროა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენც გავ­ჩერ­დეთ და გარ­შე­მო მი­მო­ვი­ხე­დოთ. ბოლო დრო­ის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი რიტ­მე­ბი ყო­ველ­თვის როდი იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. არა­და, ძა­ლი­ან სა­ჭი­როა გა­ვერ­კვეთ, რა გზით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ სვლა. ახლა კი გა­მო­რი­ცხეთ პრო­ტექ­ცი­ი­სათ­ვის ან დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბის­თვის რა­ი­მეს თხოვ­ნა, სწავ­ლის და­წყე­ბა, შორი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით (უცხო­ე­თი ისე­დაც გა­მო­რი­ცხუ­ლია), სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა, გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან და რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის წა­მო­წყე­ბა. მო­ით­მი­ნეთ 16 მდე.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებთ მშვილ­დოს­ნებს, თხის რქებს, და ასე­ვე იმათ, ვი­საც თხის რქის მე-17 გრა­დუს­ზე რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰყავთ".

ზურა
1

ეს შარლატანი ახალამბებს უსმენს და მერე იმეორებს

ავტორი:

გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე

გადაადგილების შეზღუდვა, საგანგებო რჟიმის გამოცხადება, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, აგრესია - რას წერს ასტროლოგი უახლოეს პერიოდზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს პერიოდთან დაკავშირებით, ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს:

10 სექტემბერს უკუსვლითი გახდა და 14 ნოემბრამდე რეტროგრადულ ფაზაში იქნება პლანეტა მარსი, რომელიც აქტიურობას, ლიდერობის სურვილს, გამბედაობასა და სიმამაცეს გამოხატავს. მრავალსაუკუნოვანი სტატისტიკა მოწმობს, რომ უკუფაზები პლანეტების ძირითადი თვისებების გამოვლენას უშლის ხელს, ქმედებები ძირითადად შებრუნებულია ადამიანის შიგნით და მის შიდა ბუნებაზე ახდენს ზეგავლენას. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესი ვარიანტით კი, იძენს ძალიან რთულ ხასიათს, და ამოყრის იმ ნეგატივს, რაც ამ კონკრეტულ პლანეტას ახასიათებს.

მარსის შემთხვევაში მივიღებთ ან მოტივაციის კლებას, პასიურობას, ინერტულობას გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, ან აგრესიულობისა და კონფლიქტურობის ზრდას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვერძის ნიშანი, სადაც ახლა მარსი მოძრაობს, საკმაოდ აგრესიულია, სავარაუდოდ უფრო მეორე სცენარია მოსალოდნელი. თუმცა კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში, ვისაც პირად რუკებში მარსი ნაკლებად აგრესიულ ნიშანში ჰყავს, პასიურობა და უენერგიობა უფრო შეიძლება რომ გამოვლინდეს. სამწუხაროდ, ამ რეტროგრადულობის პერიოდში მარსი სატურნთან ჰქმნის კონფლიქტურ ასპექტს (90*), სატურნი კი კანონს, სტრუქტურას, წესრიგს მართავს, სატურნია აგრეთვე ხელისუფლებაც. შეგახსენებთ რომ ეს პლანეტაც უკუსვლითია ახლა.

რა შეიძლება მოიტანოს აგრესიისა და კანონის წინააღმდეგობაში მოსვლამ?

სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა ეს იყოს შეიარაღებული კონფლიქტები, გამოსვლები, ხელისუფლებასთან დაპირისპირება, ასევე შესაძლოა იყოს რეპრესიებიც. თუმცა არა ყველგან, ამას ქვეყნების ასტროლოგიური რუკები განსაზღვრავენ. მოტივაციის ამაღლება და ნგრევის ნაცვლად კონსტრუქციული იდეებით შეიარაღება ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა სატურნის რეტროგრადულობა ამას შესაძლოა დიდად ხელს ვერც უწყობდეს, რეტრო სატურნი ბევრად უფრო არამობილიზირებული და დაბალკონცენტრაციულია, ვიდრე წინსვლით მოძრავი, ის უფრო ურანისეულ ხასიათს იძენს და მარსთან ერთად რევოლუციებისა და გადატრიალებების მოტანაც კი შეუძლია. ჰარმონიული ასპექტაცია ამ ორ პლანეტას შორის რევოლუციების გამარჯვების მაღალ ალბათობაზე შეიძლება მიანიშნებდეს, თუმცა როგორც იცით, ახლა ეს ასპექტი ნეგატიურია.

გარდა ქაოსისა და რევოლუციური გამოსვლებისა, სატურნის მარსთან კონფლიქტს შეუძლია დამატებითი შეზღუდვების დაწესებას შეუწყოს ხელი, იგივე, ვთქვათ - მოძრაობის, გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს, საგანგებო რჟიმების გამოცხადებით... მარსის რეტროგრადული მოძრაობა მთავრდება 2020 წლის 14 ნოემბერს . მასსა და სატურნს შორის კვადრატურა ოქტომბერში დასრულდება, მაგრამ ის, რაც ახლა ჩაისახება, განვითარებას ჰპოვებს მომდევნო წლის იანვარში, როდესაც ეს ორი პლანეტა უკვე დირექტულ ფაზაში მყოფები გაიმეორებენ ამ ასპექტს. ასე რომ ჯერჯერობით, ალბათ, მხოლოდ პროცესების დასაწყისი გვექნება. მოვლენების კულიმინაცია გაისად უწევს.

ეს ზოგადი ფონი... ინდივიუალურ დონეზე კი მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენი მარსი რუკაში რეტროგრადული არ არის (ლათინური R არ უწერია გვერდით) ნუ გარისკავთ მაინცდამაინც მისი უკუსვლითი მდგომარეობის დროს ახალი საქმეების წამოწყებას, მათ შორის ბიზნესის თემებში, ქორწინების საკითხებში. არასასურველია ორგანიზმის ჭარბი ფიზიკური აქტივობებით გადატვირთვა. ახლა ამის დრო არ არის, ეცადეთ არსებული ენერგიის შენარჩუნებაზე იზრუნოთ. გამონაკლისი ეხებათ რეტრო მარსიანელებს და აგრეთვე მათ, ვინც ადრე დაწყებულ საქმეებს უნდა მოიუბრუნდეთ ეხლა. ნუ გარისკავთ, ნუ ჩაებმებით კონფლიქტებში, ნუ ეცდებით ადრენალინის აწევას, მძღოლებს განსაკუთრებულად გთხოვთ საჭესთან იფრთხილოთ. გახსოვდეთ, სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი გაბარიათ. ვინც თვალს მადევნებთ, გახსოვთ ალბათ, საახალწლოდ გაგაფრთხილეთ-წელიწადი მთლიანად სტრესული და პასუხისმგებლობებით სავსე რომ იქნებოდა. ბევრს არ გაეხარდა და ჩემი მისამართით ცუდი რაღაცეებიც თქვეს, მაგრამ ტყულს ვერ გეტყოდით და ბედნიერ დღეებს ვერ დაგპირდებოდით, როცა ცაზე ასეთი საავდრო ღრუბლები იკრიბებოდნენ. ახლაც, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ. რომ მომზადებულები დახვდეთ სიტუაციას. თუმცა ამ ნეგატივსაც კი შეიძლება სასიკეთო გამოყენება მოეძებნოს, და მარსის უკუსვლამ საკუთარ თავებში ჩაგვახედოს, შინაგან ბრძოლებთან გამკლავება გვასწავლოს, და თუ გნებავთ, გარკვეული იმუნიტეტიც კი გამოგვიმუშაოს სირთულეების გადალახვის საქმეში. მთავარია, ადამიანებმა ადამიანური სახე არ დავკარგოთ. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.

ამასთან, 9 სექტემბერს პლანეტა იუპიტერი თავისი მოძრაობის სტაციონარულობის ფაზაში შევიდა, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი დირექტულ სვლაზე გადავა. ეს პლანეტა სოციალურ თვითდამკვიდრებაში გვიწყობს ხელს და ამიტომ მართლა ძალზე მნიშვნელოვანია მისი რიტმებისათვის ფეხის აწყობა.

ახლა აქტიურობის საჭიროება ნულზეა დასული, მითუმეტეს რომ მარსიც უკუსვლით გახდა, ამის ნაცვლად მომდევნო 1 კვირიანი პერიოდი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ჩვენც გავჩერდეთ და გარშემო მიმოვიხედოთ. ბოლო დროის აჩქარებული რიტმები ყოველთვის როდი იძლევა ამის საშუალებას. არადა, ძალიან საჭიროა გავერკვეთ, რა გზით, რა მიმართულებებით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ახლა კი გამორიცხეთ პროტექციისათვის ან დახმარებისათვის გავლენიანი პირებისთვის რაიმეს თხოვნა, სწავლის დაწყება, შორი მოგზაურობები ქვეყნის შიგნით (უცხოეთი ისედაც გამორიცხულია), სასამართლოში სარჩელის შეტანა, გამომცემლობასთან და რეკლამასთან დაკავშირებული საქმეების წამოწყება. მოითმინეთ 16 მდე.

განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ მშვილდოსნებს, თხის რქებს, და ასევე იმათ, ვისაც თხის რქის მე-17 გრადუსზე რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავთ".

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ოქტომბერში და ვის რა რჩევას აძლევენ ასტროლოგები - მთვარის მომდევნო თვის პროგნოზი