მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს - 14-19 იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს - 14-19 იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

დღეს 14 იან­ვარს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა ემო­ცი­ურ კირჩხიბ­ში. ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ სტა­ტია და ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბის და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მო­გე­ცე­მათ შან­სი გა­და­ხე­დოთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად წახ­ვი­დეთ წინ.

15-16 იან­ვა­რი შფოთვი­თი დღე­ე­ბია, რად­გან ვე­ნე­რა აყა­ლი­ბებს და­ძა­ბუ­ლო­ბას რეტ­რო იუ­პი­ტერ­თან, ხოლო მზე ოპო­ზი­ცი­ა­შია რეტ­რო მარსთან. ამ დღე­ებს მო­აქვს კონ­ფლიქ­ტუ­რი ენერ­გი­ე­ბის ნა­ზა­ვი, რად­გან ემო­ცი­ე­ბი, მოქ­მე­დე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი აწყდე­ბი­ან შე­ზღუდ­ვებს. ვე­ნე­რას კვად­რა­ტუ­ლი რეტ­რო იუ­პი­ტე­რი ხაზს უს­ვამს უთან­ხმო­ე­ბებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­სა და პი­რად ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში.

მზი­სა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის ას­პექ­ტი მი­უ­თი­თებს კონ­ფლიქტს მოქ­მე­დე­ბა­სა და პი­რად ნე­ბას შო­რის. თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მოთ­მი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ი­ა­როთ ეს პე­რი­ო­დი მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბით.

17 იან­ვარს მზი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი მო­ი­ტანს სურ­ვილს, სიძ­ლი­ე­რეს, ენერ­გი­ას, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, შთა­გო­ნე­ბას და წა­ხა­ლი­სე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბის სურ­ვილ­თან და შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან.

19 იან­ვარს ვე­ნე­რა სა­ტურნს უერ­თდე­ბა. ხელ­საყ­რე­ლი დროა სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბის­თვის, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად ან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის­თვის. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვე ხელს უწყობს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას და კომ­პრო­მი­სე­ბის პოვ­ნას; გან­სა­კუთ­რე­ბით წყვი­ლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს - 14-19 იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს - 14-19 იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

დღეს 14 იანვარს სავსემთვარეობაა ემოციურ კირჩხიბში. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია და ასტროლოგიური პროგნოზი დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. სავსემთვარეობა კირჩხიბში შეგვახსენებს მჭიდრო კავშირების და შინაგანი ჰარმონიის მნიშვნელობას. მოგეცემათ შანსი გადახედოთ წარსულის შეცდომებს და თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ.

15-16 იანვარი შფოთვითი დღეებია, რადგან ვენერა აყალიბებს დაძაბულობას რეტრო იუპიტერთან, ხოლო მზე ოპოზიციაშია რეტრო მარსთან. ამ დღეებს მოაქვს კონფლიქტური ენერგიების ნაზავი, რადგან ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს. ვენერას კვადრატული რეტრო იუპიტერი ხაზს უსვამს უთანხმოებებს ურთიერთობებში, ფინანსურ საკითხებსა და პირად ფასეულობებში.

მზისა და რეტროგრადული მარსის ასპექტი მიუთითებს კონფლიქტს მოქმედებასა და პირად ნებას შორის. თქვენი რეალური სურვილების გაცნობიერება და მოთმინება დაგეხმარებათ გაიაროთ ეს პერიოდი მინიმალური დანაკარგებით და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილებით.

17 იანვარს მზისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი მოიტანს სურვილს, სიძლიერეს, ენერგიას, პოზიტიურ განწყობას, შთაგონებას და წახალისებას, ეს ყველაფერი დაკავშირებულია რაღაცის გაკეთების სურვილთან და შესაძლებლობასთან.

19 იანვარს ვენერა სატურნს უერთდება. ხელსაყრელი დროა სერიოზული დისკუსიებისთვის, კონტრაქტების გასაფორმებლად ან ფინანსური საკითხების გარკვევისთვის. კომუნიკაციის სიმარტივე ხელს უწყობს რთული საკითხების გადაჭრას და კომპრომისების პოვნას; განსაკუთრებით წყვილებში.