მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციები ბობოქრობს ანუ რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად
ემოციები ბობოქრობს ანუ რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

17 ოქ­ტომ­ბერს 15:26-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძში. ამ დღეს მზე სას­წორ­შია - ჰარ­მო­ნი­ულ და ჰა­ე­რო­ვან ნი­შან­ში; მთვა­რე კი ცე­ცხლო­ვან ვერ­ძში, ემო­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს და მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას, აფეთ­ქე­ბას. იყა­ვით სას­წო­რი­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­დან ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე მო­რი­ელ­ში, რო­მე­ლიც 1-ლ ნო­ემ­ბერს გვე­ლო­დე­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გა­დის ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე და გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე - ნე­ბის­მი­ერ და­წყვი­ლე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე (სიყ­ვა­რუ­ლი, ოჯა­ხი, საქ­მი­ა­ნი, მე­გობ­რუ­ლი ან მტრუ­ლი). ზო­გის­თვის ეს ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ, უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლაა, ზო­გის­თვის - ეს არის გან­შო­რე­ბის და მტკივ­ნე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო. ასე რომ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე და მომ­დევ­ნოც ეს არის და­ძა­ბუ­ლი დრო, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ერ­მა წვრილ­მან­მა, მზე­რამ, არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა სი­ტყვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აგ­რე­სია და ჩხუ­ბი. ამ დღეს მოვ­ლე­ნე­ბი ელ­ვის სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად მო­იქ­ცე­ვი­ან და გა­რე­მოც არ იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო.

მარ­სი, ვერ­ძის მმარ­თვე­ლი, კირჩხიბ­შია და ეს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში იმა­ტოს ნერ­ვი­უ­ლო­ბამ, კონ­ფლიქ­ტებ­მა, და­ძა­ბუ­ლო­ბამ ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს შო­რის. იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და ნუ მო­იქ­ცე­ვით ბავ­შვუ­რად. კარ­გი იქ­ნე­ბა სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა, მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შაო და სახ­ლის უკე­თე­სო­ბის­კენ გარ­დაქ­მნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვერ­ძის მე­ო­რე მმარ­თველს პლუ­ტონს ის ახლა თხის რქის ბოლო გრა­დუ­სებ­შია და შე­იძ­ლე­ბა კუდი ცუ­დად მო­იქ­ნი­ოს. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი და გარ­დაქ­მნა - სა­კუ­თა­რი თა­ვის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის. ვი­ღა­ცას ელო­დე­ბა და­შო­რე­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა - ეს პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე. ვი­ღაც და­კარ­გავს ავ­ტო­რი­ტეტს, ძა­ლა­უფ­ლე­ბას და წავა ჩრდილ­ში - ეს გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - უსაფრ­თხოდ მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ზო­გა­დად პლუ­ტო­ნის თხის რქა­ში ყოფ­ნა მი­ა­ნიშ­ნებს ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თის­თვის ეს არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, იძუ­ლე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გარე ძა­ლე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი შე­გა­წუ­ხოთ დეპ­რე­სი­ამ, მო­გო­ნე­ბე­ბი და­გიბ­რუნ­დებთ, გახ­დეთ სევ­დი­ა­ნი. ზო­გი­ერთს გა­უჩ­ნდე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი. ზო­გი­ერ­თი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა მე­ლოდ­რა­მე­ბით და სევ­დი­ა­ნი წიგ­ნე­ბით, ეზო­ტე­რი­კი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­ით. ეს არის და­ფიქ­რე­ბის და წარ­სუ­ლის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის დრო.

მო­ე­რი­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის, მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზი­რე­ბას, "შხა­მი­ა­ნი" სი­ტყვე­ბის თქმას, არ და­ამ­ცი­როთ თქვე­ნი ოპო­ნენ­ტი და აგ­რძნო­ბი­ნო თავი დამ­ნა­შა­ვედ ან არ აი­ძუ­ლოთ თავი იმარ­თლოს.

ზო­გა­დი გაფრ­თხი­ლე­ბა:

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს და 18-19-შიც:

ნუ იჩ­ქა­რებთ,

თავი შე­ი­კა­ვეთ კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დას­რულ­დეს,

არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს,

არ ჩა­ერ­თოთ ჩხუბ­ში,

არ მი­ი­ღოთ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი - არც სამ­სა­ხურ­ში, არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში,

ფრთხი­ლად მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან, სა­ჭეს­თან, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში,

მო­ე­რი­დეთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას.

ვინ იგ­რძნობს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა, ისი­ნი, ვი­საც მზე ვერ­ძში და სას­წორ­ში ჰყავს. აგ­რეთ­ვე კირჩხი­ბი და თხის რქა. აგ­რეთ­ვე, თუ ამ ნიშ­ნებ­ში გყავთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი და პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ემოციები ბობოქრობს ანუ რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

ემოციები ბობოქრობს ანუ რას მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

17 ოქტომბერს 15:26-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში. ამ დღეს მზე სასწორშია - ჰარმონიულ და ჰაეროვან ნიშანში; მთვარე კი ცეცხლოვან ვერძში, ემოციები ბობოქრობს და მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას, აფეთქებას. იყავით სასწორივით დიპლომატიური და პარტნიორის ინტერესებზე ორიენტირებული.

სავსემთვარეობას გავლენა ექნება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, - ამ სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე მორიელში, რომელიც 1-ლ ნოემბერს გველოდება.

სავსემთვარეობა გადის ვერძი-სასწორის ღერძზე და გავლენას მოახდენს პარტნიორულ ურთიერთობებზე - ნებისმიერ დაწყვილებულ ურთიერთობაზე (სიყვარული, ოჯახი, საქმიანი, მეგობრული ან მტრული). ზოგისთვის ეს ურთიერთობის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლაა, ზოგისთვის - ეს არის განშორების და მტკივნეული ცვლილებების დრო. ასე რომ, სავსემთვარეობის დღე და მომდევნოც ეს არის დაძაბული დრო, როდესაც ნებისმიერმა წვრილმანმა, მზერამ, არასწორად შერჩეულმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია და ჩხუბი. ამ დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდება, ადამიანები არაპროგნოზირებად მოიქცევიან და გარემოც არ იქნება უსაფრთხო.

მარსი, ვერძის მმართველი, კირჩხიბშია და ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ შეიძლება სახლში იმატოს ნერვიულობამ, კონფლიქტებმა, დაძაბულობამ ოჯახის წევრებს, ნათესავებს შორის. იყავით თავშეკავებული, აკონტროლეთ ემოციები და ნუ მოიქცევით ბავშვურად. კარგი იქნება სახლის დასუფთავება, მცირე სარემონტო სამუშაო და სახლის უკეთესობისკენ გარდაქმნა.

რაც შეეხება ვერძის მეორე მმართველს პლუტონს ის ახლა თხის რქის ბოლო გრადუსებშია და შეიძლება კუდი ცუდად მოიქნიოს. ადამიანებს მოუნდებათ ცვლილებები და გარდაქმნა - საკუთარი თავის და ურთიერთობების. ვიღაცას ელოდება დაშორება და იმედგაცრუება - ეს პიროვნულ დონეზე. ვიღაც დაკარგავს ავტორიტეტს, ძალაუფლებას და წავა ჩრდილში - ეს გლობალურ დონეზე. სიტუაციაზე ზემოქმედება შეუძლებელია - უსაფრთხოდ მოქმედება მხოლოდ არსებული სიტუაციების ფარგლებშია შესაძლებელი. ზოგადად პლუტონის თხის რქაში ყოფნა მიანიშნებს ცვლილების საჭიროებაზე. ზოგიერთისთვის ეს არის მოულოდნელი, იძულებითი ცვლილებები გარე ძალების ზეწოლის ქვეშ.

სავსემთვარეობის დღეებში არაა გამორიცხული შეგაწუხოთ დეპრესიამ, მოგონებები დაგიბრუნდებთ, გახდეთ სევდიანი. ზოგიერთს გაუჩნდება შურისძიების, სამართლიანობის აღდგენის სურვილი. ზოგიერთი დაინტერესდება მელოდრამებით და სევდიანი წიგნებით, ეზოტერიკითა და ფსიქოლოგიით. ეს არის დაფიქრების და წარსულის გაანალიზების დრო.

მოერიდეთ სიტუაციის, მოვლენების დრამატიზირებას, "შხამიანი" სიტყვების თქმას, არ დაამციროთ თქვენი ოპონენტი და აგრძნობინო თავი დამნაშავედ ან არ აიძულოთ თავი იმართლოს.

ზოგადი გაფრთხილება:

სავსემთვარეობის დღეს და 18-19-შიც:

ნუ იჩქარებთ,

თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან, ისინი შეიძლება ცუდად დასრულდეს,

არ აჰყვეთ პროვოკაციებს,

არ ჩაერთოთ ჩხუბში,

არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები - არც სამსახურში, არც პირად ცხოვრებაში,

ფრთხილად მჭრელ და ბასრ საგნებთან, საჭესთან, ხალხმრავალ ადგილებში,

მოერიდეთ ეჭვიანობას, გაღიზიანებას.

ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ისინი, ვისაც მზე ვერძში და სასწორში ჰყავს. აგრეთვე კირჩხიბი და თხის რქა. აგრეთვე, თუ ამ ნიშნებში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები და პირადი პლანეტები.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!