ავტორი:

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000 ათასზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა. მოძებნეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ხე ხართ და წაიკითხეთ დახასიათება:

დასასრული

წაბლი

15 მაისი-24 მაისი; 12 ნოემბერი-21 ნოემბერი

მიუხედავად დაჟინებულობისა და სიმტკიცისა არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს წინდახედული, რის წყალობითაც მატერიალური პრობლემები არ გააჩნია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალს და ხშირად იხრება პურიტანიზმისკენ. მოულოდნელია მასში მოხერხებული ცხოვრებისკენ ლტოლვა. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვერ ეგუება ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ მტრული დამოკიდებულების და საკუთარი თავისა და სხვისადმი უნდობლობის შედეგია. წაბლი ძალიან ლამაზია, თუმცა არ ცდილობს დაიპყროს ირგვლივ მყოფთა გულები თავისი მომხიბვლელობით. მას სივრცისადმი ლტოლვა აქვს, სავსეა სიცოცხლითა და ძალ-ღონით. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს და ნებისმიერი დარღვევა უნებლიე პროტესტის გრძნობას იწვევს. იგი მზადაა დაიცვას თავისი სიმართლე ნებისმიერი საშუალებით, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს ამას. მტრულად ეპყრობა ხელმოჭერილობას, ყოველგვარ ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებს, რითაც ხშირად უნებლიეთ მის წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს. სხვებთან ურთიერთობაში მოუქნელობას იქამდე მიჰყავს, რომ ათასგვარ საქმიანობას იცვლის და ბევრჯერ რწმენაც ეკარგება.

იფანი

25 მაისი-3 ივნისი; 22 ნოემბერი-1 დეკემბერი

იგი დასცინის ცხოვრებისეულ სირთულეებს და ეს უპასუხისმგებლობისა და უნებისყოფობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცის რაც სურს და უფრო უკეთესად რაც არ სურს. თავმოყვარეა ყველაფერში, რაც კი საკუთარ წარმატებებსა და კეთილდღეობას შეეხება. ეგოისტია, მაგრამ ამავე დროს ხელგაშლილი. არ არის ძუნწი. ეს ჭირვეული ნატურა სიყვარულში სულ სხვა თვისებებს ამჟღავნებს: წინდახედულია და მტკიცე, კერძოდ, ამ სფეროში იფანს უდიდესი წარმატებები აქვს და შეუძლია კარგი არჩევანის გაკეთება, ყველაფრის აწონ-დაწონვა. ქორწინდება სიყვარულით, ამასთანავე გონივრულად. იშვიათად ცდება და დიდძალ ღონეს ახმარს ოჯახური ცხოვრების მოწყობას. მისი ჭკუა ეფუძნება, პირველ ყოვლისა, ინტუიციას. ორიგინალურია და ფანტაზიით სავსე. იფანს ისევე როგორც ცირცელს, ტირიფსა და კაკალს არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს წინასწარმეტყველებისა. ხშირად ერთობა წინასწარმეტყველის როლის თამაშით. ეს მშვენიერი და ძლიერი ხეა. სასიამოვნო შესახედაობისაა, ელეგანტურად და თავისუფლად მოძრაობს. თავისი თავი მოსწონს. მასთან მუდმივად ცხოვრება ადვილი არ გახლავთ. ცოცხალი ხასიათი აქვს და ძალიან მომთხოვნია. ისწრაფვის, რომ მასზე ზრუნავდნენ, რომ ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას ყველაზე მეტად მოსწონს, აკეთონ მხოლოდ ის, რაც მას მოეწადინება, მაგრამ რაკი ნდობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისა, ყველა როდი იტანს ამას.

რცხილა

4 ივნისი-13 ივნისი; 2 დეკემბერი-11 დეკემბერი

ხშირად ძალიან ლამაზია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ეკარგება. რცხილა მის გარშემო არსებულ სამყაროს შემწყნარებლურად უყურებს. იგი ესთეტია. ყურადღებას უთმობს უფრო ფორმას, ვიდრე შინაარსს. პირად ცხოვრებაში უწინარეს ყოვლისა აინტერესებს საკუთარი თავი. აშკარად გამოხატული მიდრეკილება აქვს დიციპლინის და მორჩილების. ოცნებობს ჯილდოებსა და პატივზე. სხვების მხრიდან აღფრთოვანებას მოკლებული, გულნაკლულია. ყველაზე მეტად მოსწონს დაკანონებული წესრიგისადმი მორჩილება და ამიტომ იშვიათად იჩენს ინიციატივას. გადაწყვეტილების მიღება აშინებს, ვაითუ, მას შეცდომა მოჰყვესო. ამასთან პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა აქვს მოჭარბებული. არ უყვარს საზოგადოების მიერ მიღებული კანონებისგან გადახვევა. უხალისოდ ღალატობს ერთხელ აღებულ სწორ, უკვე გათელილ და გამოცდილ გეზს. ახალ იდეებს სიფრთხილით ეკიდება. სიყვარულში გამოირჩევა უდიდესი ერთგულებით. გრძნობას ისე ეკიდება, როგორც პასუხსაგებ საქმიანობას, ამიტომ იგი საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია. მაგრამ თუ ცხოვრება ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებს: ან სიყვარული, ან მოვალეობა, როგორც წესი, მეორეს აირჩევს.

ლეღვი

14 ივნისი-23 ივნისი; 12 დეკემბერი-21 დეკემბერი

ემოციური და შემწყნარებელი ხასიათისაა, ზოგჯერ ამ სულიერი სიმშვიდისა და ცხოვრებისეული ტკბობის გამო ისჯება ხოლმე, თუმცა წინააღმდეგობას უწევს ცდუნებებს. ცდილობს ზუსტად შეასრულოს ყოველდღიური ვალდებულებები. მისი ნდობა შეიძლება. შრომობს მუყაითად, თუმცა სულის სიღრმეში ზარმაცია. იმპულსურია და სიკეთით სავსე, მაგრამ ცხოვრებაში მუდმივად ებრძვის საკუთარ სისუსტეებს. ოჯახური გარემოს დიდი მოყვარულია. აუცილებლობად მიაჩნია მუდმივი კონტაქტები ახლობლებთან, თუნდაც მაშინ, როცა მის ასეთ თვისებას არ აფასებენ და იმედებს არ უმართლებენ. მიდრეკილება აქვს სტაბილურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არცთუ ისე მტკიცეა ბევრ სხვა რამეში. სილამაზით დაჯილდოებული არ გახლავთ, მაგრამ შეუმჩნეველი არ რჩება. ყველგან და ყოველთვის თავს კარგად არ გრძნობს. ითხოვს ცხოვრებისეულ სივრცეს და სითბოს. არასასურველ პირობებში ჭკნება. ძნელად იტანს გაჭირვებას, მოწყენილი და დარდით სავსე ხდება. ასეთ პირობებში მისი დაცვითი სისტემა სუსტდება და ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ მის მიმართ.

მუხა: 21/22 მარტი

მუხა ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს, მისი მოქმედება ხშირად თვითნებობის ზღვარზეა და მაინც უყვარს სხვების აზრის გაზიარება. გულთბილი და სტუმართმოყვარეა, მეგობრობაში უტყუარია, მაგრამ ყოველთვის როდია ასეთი სიყვარულში. ცვალებადი არსებაა. გატაცებების მსხვერპლია. დარწმუნებულია, რომ “ახლა ეს სამუდამოა”. ქორწინებისას ნელ-ნელა ითოკება. ფეხზე მყარად მდგარი არ ისწრაფვის გარდაქმნისკენ და უკმაყოფილოდ იღებს ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია სხვების მოქმედებით. იგი კონსერვატორია. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეუძლია უანგაროდ მოქმედება, ყოველთვის თავის გამოჩენას ცდილობს და მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვს პირად პრობლემებზე. სხვისი ცხოვრება დიდად არ აინტერესებს. ძალიან მამაცია, მაგრამ ეს მომდინარეობს არა იმდენად სულიერი თვისებებიდან, რამდენადაც გადაჭარბებული სიამაყისგან. არ უნდა, რომ იგი ლაჩრად მიაჩნდეთ, ამიტომ გამწვავებულ ვითარებაში წინასწარვე იმაზე მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ეს საჭიროა. თავშეკავებულს და ნებისყოფიანს ჩვეულებად არ აქვს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და როგორც წესი, ყოველთვის ცუდი მხარეებიც აქვს: მისი შეურიგებლობა ხშირად პრობლემებს უქმნის. ბევრს მიაღწევდა, ცოტაოდენი დიპლომატობა რომ შეეძლოს. სიცოცხლით სავსეა, ძალ-ღონითა და სილამაზით გამორჩეული. მასში სისუსტის ნატამალიც კი არ არის. დიდებული და ღირსებით სავსე მოძრაობები ახასიათებს და ეს სოლიდურობა ადამიანებში მისდამი პატივისცემას ბადებს. სავსებით ჯანმრთელია, რაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვერ იტანს ავადმყოფობას. სისხლის დანახვამ შეიძლება გულისწასვლამდე მიიყვანოს.

არყის ხე: 22 ივნისი

მოქნილი და არისტოკრატულია, მსუბუქი. საყვარელია თანაცხოვრებაში. წარმატებით სარგებლობს, არასდროს იყენებს ბოროტად თავის კარგ თვისებებს, შეუძლია იყოს დელიკატური და თავშეკავებული. არავის ახვევს თავის სიმპათიებს და განწყობილებას, სამაგიეროდ, არაფერს ითხოვს და არც არაფერი სურს. მუდამ ელეგანტურია, ყოველგვარი მორალიზების გარეშე. ზომიერებისა და მოთმინების გრძნობით სავსეა, მხოლოდ ერთს ვერ ეგუება - ვულგარულობას. ფუფუნება და იაფფასიანი თავწარმოჩენა მისთვის უცხოა. სნობიზმის ნიშან-წყალიც კი არ გააჩნია. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა სოფელში, თუმცა შეუძლია შეეგუოს ყოველ ადგილს, მხოლოდ ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდი მუშაობის. მიუხედავად მოხდენილი გარეგნობისა ხშირად ყურადღების ცენტრში ვერ ხვდება. მისი მორიდებული და დელიკატური ხასიათი განსაზღვრავს მშვიდი სიყვარულისადმი მიდრეკილებას. სენტიმენტალურია და არ უფრთხის ვნებიან გრძნობებს. ლოიალური და ერთგულია. ზოგჯერ ნაჩქარევად ქორწინდება, მაგრამ არასდროს ნაღვლობს ამ არჩევანის გამო.

ზეთისხილი: 23 სექტემბერი

ზეთისხილი სიყვარულში ცდილობს არ იყოს ეჭვიანი, უყვარს პარტნიორის დამოუკიდებლობა, თუნდაც მაშინ, როცა ამის გამო ჩუმად იტანჯება. თითქმის პირად სიყვარულსაც კი თმობს. მაგრამ ეს სულაც არ არის იმის მანიშნებელი, რომ სუსტია და ადვილად დამყოლი. უბრალოდ ზეთისხილისთვის უმთავრესია სიმშვიდე. ბევრ დროს უთმობს ფიქრებს. უყვარს კითხვა. სწავლობს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის. ყოველგვარ სიტუაციაში ინარჩუნებს ღიმილს, ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. უაზრობად მიაჩნია ნერვების აშლა, შეუძლია თავისი სიმშვიდე და უშფოთველობა სხვებსაც გადასდოს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი გულკეთილია, იმის საკმარისი ჭკუა და ჯანსაღი აზროვნება კი აქვს, არავის დართოს ნება მისი სიკეთის ექსპლუატირებისა. იგი თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამოირჩევა. ყველაფერს იგებს და შეუძლია შევიდეს სხვის მდგომარეობაში. მისთვის ჩვეული მიუკერძოებლობა აიძულებს დაივიწყოს საკუთარი თავი. მან იცის ამის შესახებ და ადრევე ურიგდება ამ აზრს. ამიტომაც უყვართ და აფასებენ მას, თუმცა თვითონ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. უცხოსთან ურთიერთობისას თავშეკავებულია, მომხიბვლელობა არ აკლია. ხშირად აწუხებს რევმატიზმი, უყვარს მზე და უმისობა ადარდებს. გაწონასწორებული და მშვიდია, არ არის აგრესიული, არ სურს გაირთულოს ცხოვრება. მომთმენია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებები ცხოვრებაზე. არასდროს ერევა სხვების საქმეებში. ზეთისხილი იმდენად დელიკატურია, რომ ადვილად შეიძლება დაადანაშაულო გულგრილობაში, მაგრამ ის სრულიადაც არ არის გულგრილი. პირიქით, ნებისმიერს შეუძლია მიმართოს დახმარებისთვის.

წიფელი: 21/22 დეკემბერი

ინტელექტითა და ორგანიზატორული ნიჭითაა დაჯილდოებული. ნამდვილი მატერიალისტია. უპირველეს ყოვლისა სურს იყოს მდიდარ, შემდეგ კი თუ შესაძლებელია - ბედნიერიც. წიფელი წესიერი არსებაა, მრავალი სოლიდური თვისების პატრონია. ყველაფრის აწონ-დაწონვა იცის, არასდროს დაჰყვება შემთხვევითობის ნებას. სიყვარულისას არ ჰყოფნის ფანტაზია. იდეალური მეუღლეა. ისწრაფვის ჰყავდეს შვილები, სამაგალითოდ მოაწყოს სახლი, კარგად გაატაროს შვებულება. უკვე მოწიფულს შეიძლება თავს გადახდეს ერთი-ორი ფათერაკი, ისიც უმეტესად იმის, გამო რომ მუდამ ცდილობს დაამტკიცოს თავისი ახალგაზრდობა (ასაკში კი) აშოლტილი და ლამაზია. მიეკუთვნება იმათ, ვინც ღრმა სიბერემდე აღწევს და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახალგაზრდობას ახასიათებს. მას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მოხერხებულობა და მოქნილობა მოძრაობის დროს. ყოველთვის მოვლილია. თუ სასურველ გარემოში მოხვდება, ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას. მოხერხებულობას და საზრიანობას ავლენს ნებისმიერ სიტუაციაში. ნაირნაირი გეგმები აქვს, რომელთაც წარმატებით ახორციელებს. არავის აძლევს უფლებას გზას ააცდინოს. ძალა შესწევს საკუთარი ცხოვრება კარგად მოაწყოს. ზოგჯერ გულუხვობასაც იჩენს, თუმცა ჩვეულებრივ ძალიან ანგარიშიანია და უშეცდომოდ აგეგმარებს თავის ბიუჯეტს. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი საკუთრების სხვებისთვის გაყოფა; ფულს ეკონომიურად ხარჯავს.