პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?
დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუ­ი­დე­ბის ჰო­როს­კო­პი, რო­მელ­საც გა­ლე­ბის ჰო­როს­კოპ­საც უწო­დე­ბენ, 2 000 ათას­ზე მეტ წელს ით­ვლის. დრუ­ი­დე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ისე­ვე რო­გორც ხეს, თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, ღირ­სე­ბე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. მათ ჰო­როს­კოპს სა­ფუძ­ვლად უდევს მზის მდე­ბა­რე­ო­ბა. მო­ძებ­ნეთ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი ხე ხართ და წა­ი­კი­თხეთ და­ხა­სი­ა­თე­ბა:

გაგ­რძე­ლე­ბა

ტი­რი­ფი

1-ლი მარ­ტი-10 მარ­ტი; 3 სექ­ტემ­ბე­რი-12 სექ­ტემ­ბე­რი

ტი­რი­ფი, რო­მელ­საც სიმ­ღე­რებ­საც კი უძღვნი­ან, ძალ­ზედ მიმ­ზიდ­ვე­ლი და თა­ვი­სე­ბუ­რია. იგი სავ­სეა ბუნ­დო­ვა­ნი აზ­რე­ბით, შე­უც­ნო­ბა­დი სურ­ვი­ლე­ბით, რომ­ლებ­საც ზოგ­ჯერ თვი­თო­ნაც ვერ გან­სა­ზღვრავს. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა, უყ­ვარს მზის სით­ბო, წყალ­თან ყოფ­ნა. რე­ა­გი­რებს ყო­ველ­გვარ სუნ­სა და გე­მოვ­ნე­ბა­ზე. არა­ვის ძა­ლუძს წუ­თი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდა ისე, რო­გორც მას და ამი­ტომ არა­ფერ­ზე ამ­ბობს უარს. ნუ ენ­დო­ბით ტი­რი­ფის გა­რეგ­ნულ თვი­ნი­ე­რე­ბას, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი საქ­მი­ა­ნი და შე­უ­პო­ვა­რია. კარ­გად იცის, რაც სურს, მაგ­რამ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს სხვას არ ახ­ვევს, რად­გა­ნაც მას­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სხვა­თა პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბა, ხოლო მბრძა­ნებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს. ტი­რი­ფი ძა­ლი­ან მძი­მე და ჭირ­ვე­უ­ლი პარტნი­ო­რია, ვი­ნა­ი­დან არ აქვს სწრა­ფი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი და არ უყ­ვარს კომ­პრო­მი­სე­ბი. მისი უმ­წე­ო­ბა და უი­ლა­ჯო­ბა უმე­ტეს­წი­ლად ტაქ­ტი­კაა. დრო­დად­რო გარ­თო­ბის მიზ­ნით მას ბრწყინ­ვა­ლედ შე­უძ­ლია გა­ი­თა­მა­შოს და თავი სუსტ არ­სე­ბად მო­გაჩ­ვე­ნოთ. სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბა­ში შე­უძ­ლია თა­ვის კარ­გად დაც­ვა. გრძნო­ბებ­ში უფრო რო­მან­ტი­კუ­ლია, ვიდ­რე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი.

ცა­ცხვი

14 მარ­ტი-20 მარ­ტი; 13 სექ­ტემ­ბე­რი-22 სექ­ტემ­ბე­რი

აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი ჭკუა და მიდ­რე­კი­ლე­ბა ტექ­ნი­კის­კენ, საზ­რი­ა­ნი და ზუს­ტია. თუ თა­ვის ცხოვ­რე­ბის გზა­ზე სუ­ლით მსგავს არ­სე­ბას იპოვ­ნის, მა­შინ ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბას შე­უძ­ლია და­უბ­რუ­ნოს მას წო­ნას­წო­რო­ბა. ძლი­ერ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის გრძნო­ბა. იგი ეჭ­ვი­ა­ნია და უმე­ტე­სად უმი­ზე­ზოდ. გა­უ­გონ­რად მომ­ხიბ­ლა­ვია და თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით სარ­გებ­ლობს კი­დეც. ნე­ბის­მი­ერს და­ახ­ვევს თავ­ბრუს. ოც­ნე­ბობს სტა­ბი­ლურ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ და ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წყო­ბილ ცხოვ­რე­ბა­ზე. ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებს. კა­რავ­შიც კი შე­უძ­ლია ოჯა­ხუ­რი მყუდ­რო­ე­ბის შექ­მნა. ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დია, უთ­ქმე­ლი, მფრ­თხა­ლი, მაგ­რამ ამას­თან უშფოთვე­ლი და პე­სი­მის­ტუ­რი. უმე­ტე­სად ცა­ცხვი თა­ვის ცხოვ­რე­ბას მო­წყე­ნი­ლო­ბა­ში ატა­რებს და ეს არის მისი მთა­ვა­რი მტე­რი. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ იტანს ფა­რი­სევ­ლო­ბას. სავ­სეა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით. ერთი რამ მას­ში უეჭ­ვე­ლია – იგი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რია. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა და ად­ვი­ლი, რაც ფსი­ქი­კუ­რი კომ­ფორ­ტის გრძნო­ბას ტო­ვებს. ცა­ცხვს მოთ­მი­ნე­ბით შე­უძ­ლია მო­სა­უბ­რეს უს­მი­ნოს, პა­ტი­ვის­ცე­მით ექ­ცე­ვა ყვე­ლას და არ ცდი­ლობს მბრძა­ნებ­ლო­ბას. იგი ყვე­ლას უყ­ვარს მა­ში­ნაც კი, როცა მას­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ იმე­დებს ვერ და­ამ­ყა­რებ.

თხი­ლი

22 მარ­ტი-31 მარ­ტი; 24 სექ­ტემ­ბე­რი-3 ოქ­ტომ­ბე­რი

ხში­რად სუს­ტია. თა­ვის "მე"-ს არა­ვის ახ­ვევს თავ­ზე, მაგ­რამ თუ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შე­ნიშ­ნო და მო­ი­ხიბ­ლო მისი ორი­გი­ნა­ლუ­რი გო­ნი­ე­რე­ბა. თხი­ლი მცი­რე­დი­თაც კმა­ყო­ფი­ლია, ეგუ­ე­ბა ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებს. მისი გა­რეგ­ნო­ბა თით­ქმის მა­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე. თუ მო­ინ­დო­მა, შე­უძ­ლია თავი შე­გაყ­ვა­როთ. შე­უძ­ლია იყოს ბრძე­ნი, მომთმე­ნი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ხი­ფათ­შიც ჩა­გაგ­დოთ, სი­ა­ვეც გა­მო­ი­ჩი­ნოს და გავ­ნოთ კი­დეც. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე. საკ­მა­ოდ ჭირ­ვე­უ­ლია. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხში­რად სწა­მებ­დნენ ჯა­დოქ­რო­ბას. თუ ვინ­მეს და­უ­ახ­ლოვ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ცხოვ­რე­ბა გა­უ­ად­ვი­ლოს მას. თუ მისი სიმ­პა­თი­ე­ბი ვერ და­იმ­სა­ხუ­რეთ მა­შინ უფრთხილ­დით. სიყ­ვა­რულ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ანდა ყვე­ლა­ზე მწა­მე­ბე­ლი პარტნი­ო­რი. სწრა­ფად ეც­ვლე­ბა გუ­ნე­ბა. მას­თან ცხოვ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სიმ­შვი­დე არ მოგგვა­როთ, მაგ­რამ ძალ­ზე გა­გი­ტა­ცებთ.

ცირ­ცე­ლი

1-ლი აპ­რი­ლი-10 აპ­რი­ლი, 4 ოქ­ტომ­ბე­რი-13 ოქ­ტომ­ბე­რი

სუს­ტი აღ­ნა­გო­ბა მა­ლავს ამ ნა­ტუ­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სიმ­ტკი­ცეს. საყ­ვა­რე­ლი და მომ­ხიბ­ლა­ვია. მსუ­ბუ­ქი სი­ა­რუ­ლით შე­გიძ­ლი­ათ შე­იც­ნოთ. მის სა­ხეს ღი­მი­ლი არ სცილ­დე­ბა, არა იმ­დე­ნად ში­ნა­გა­ნი მხი­ა­რუ­ლე­ბის გამო, რამ­დე­ნა­დაც თვით­კონ­ტრო­ლის წყა­ლო­ბით. უნა­რი შეს­წევს ხაზი გა­უს­ვას სა­კუ­თარ ღირ­სე­ბებს, უყ­ვარს ლა­მა­ზად ჩაც­მა და კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბა ვი­თა­რე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას, უყ­ვარს როცა ახ­ლობ­ლებს სი­ხა­რულს ანი­ჭებს. არ არის ეგო­ის­ტი, მაგ­რამ ეგო­ცენ­ტრი­კუ­ლია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ნე­ბას დაჰ­ყვე­ბა და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დიდი გრძნო­ბა აი­ძუ­ლებს ირ­გვლივ მომ­ხდარ­ში თავი დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნოს. მას­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა ძნე­ლია და ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლი. ცირ­ცე­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით. მას ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა ენდო. ზოგ­ჯერ მი­ა­მი­ტია და ნე­ბას იძ­ლე­ვა ექ­სპლუ­ა­ტა­ცია გა­უ­წიო. სიყ­ვა­რულ­ში ბევ­რს გა­ი­ღებს, მაგ­რამ თვი­თო­ნაც ბევ­რს ითხოვს. გა­ნუ­წყვეტ­ლივ გა­მოც­დას უწყობს გრძნო­ბებს. მისი გაც­რუ­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ცირ­ცე­ლი არ გი­ღა­ლა­ტებთ. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მდი­და­რია. აღ­სავ­სეა ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სად­მი ოპ­ტი­მიზ­მით.

ნე­კერ­ჩხა­ლი

11 აპ­რი­ლი-20 აპ­რი­ლი; 14 ოქ­ტომ­ბე­რი-23 ოქ­ტომ­ბე­რი

ჩვე­უ­ლებ­რივ უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს, ხში­რად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვიც, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი. უყ­ვარს ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე, ენ­თუ­ზი­აზ­მით იცავს ყო­ველ­გვარ ახალ იდე­ას, მაგ­რამ თვი­თონ იშ­ვი­ა­თად ახ­დენს სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. მას­ში ცო­ტა­ო­დე­ნი ცი­ნიზ­მიც არის. არ უფრთხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს. პი­რი­ქით, მოს­წონს კი­დეც, რომ მას­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ფა­ქი­ზი, მოვ­ლი­ლი, ხან­და­ხან ოდ­ნავ კეკ­ლუ­ცია. ხში­რად არის იქ, სა­დაც უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ყოფ­ნა. მო­დას აყო­ლი­ლია. არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უფე­რულ პი­როვ­ნე­ბებს. სავ­სეა ენერ­გი­ით და მხნე­ო­ბით, და­უღ­ლე­ლია. ნე­კერ­ჩხა­ლი, რო­გორც იტყვი­ან, ყო­ველ­თვის სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზეა. ნე­კერ­ჩხა­ლი ბუ­ნე­ბით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და გა­უ­ბე­და­ვია. მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე რის­კი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ვე­ლია არა იმ­დე­ნად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი, რამ­დე­ნა­დაც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი. არ უყ­ვარს შინ ჯდო­მა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ეც­ნო­ბა უცხო პი­რებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გა­მო­გიწ­ვი­ოთ გუ­ლახ­დილ სა­უ­ბარ­ში, მაგ­რამ თუკი რა­ი­მე გა­ან­დეთ, არ შე­გე­შინ­დეს – ის არას­დროს გა­კი­ცხავს სხვე­ბის მოქ­მე­დე­ბებს და არ ილაყ­ბებს უცხო­თა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ზე.

კა­კა­ლი

21 აპ­რი­ლი-30 აპ­რი­ლი; 24 ოქ­ტომ­ბე­რი-2 ნო­ემ­ბე­რი

კა­კა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ლო­ი­ა­ლუ­რიც და ერ­თგუ­ლიც, მაგ­რამ ასე­ვე მერ­ყე­ვი. წი­ნას­წარ არა­ვინ იცის რო­გორ მო­იქ­ცე­ვა. ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე შე­უძ­ლია გი­ერ­თგუ­ლოს და შე­გიყ­ვა­როს. ან პი­რი­ქით - უარი თქვას შენ­ზე. ზოგ­ჯერ თვი­თონ ეწა­მე­ბა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აი­ძუ­ლებს სხვებ­საც და­ი­ტან­ჯონ. მან უთუ­ოდ უნდა გა­არ­თუ­ლოს სი­ტუ­ა­ცია. თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით წა­მე­ბუ­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი და ალერ­სი­ა­ნი, კა­კა­ლი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­დინ­ჯით. თუ გიყ­ვარს იგი ან მე­გობ­რობ მას­თან მუ­დამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს უნდა ელო­დე. ცხოვ­რე­ბა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი სტრა­ტე­გია. კარ­გად აფა­სებს თუ რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მის გან­ზრახ­ვას, შე­იძ­ლე­ბა ძალ­ზე ვე­რა­გუ­ლა­დაც მო­იქ­ცეს და თა­ვიც არ შე­ი­წუ­ხოს ზედ­მე­ტი სინ­დი­სის ქენ­ჯნის­გან. ის­წრაფ­ვის, რომ მისი ცხოვ­რე­ბა არ იყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. არ უფრთხის რისკს, არ ცდი­ლობს თა­ვის მო­წო­ნე­ბას, არ ცნობს კომ­პრო­მი­სებს. კა­კალს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს და არც მტე­რი აკ­ლია. მას მი­აჩ­ნია, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად უნდა იყოს. ზრუ­ნავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბი­სა­კენ. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შე­ნიშ­ნო და არ გა­უ­წიო ან­გა­რი­ში. ბუ­ნებ­რი­ვო­ბა მის­თვის არ წარ­მო­ად­გენს ღირ­სე­ბას. ის ზრუ­ნავს სტილ­ზე, დახ­ვე­წილ და ნა­ტიფ მა­ნე­რებ­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი უბ­რა­ლოდ მორ­ცხვია. იგი ხან­და­ხან ჭირ­ვე­უ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი და ეგო­ის­ტუ­რია. მაგ­რამ ამა­ვე დროს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა, ზრდი­ლია და გა­ბე­დუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რში.

ჟას­მი­ნი

1 მა­ი­სი-14 მა­ი­სი; 3 ნო­ემ­ბე­რი-11 ნო­ემ­ბე­რი

მოძ­რა­ვი, ცო­ცხა­ლი და გულ­ღი­აა. უნა­რი აქვს მი­ი­ზი­დოს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სა­უბ­რით, თა­ვი­სი სურ­ვი­ლის გა­რე­შე ხვდე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვე­უ­ლებ­რივ სწო­რედ მის­გან ელი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსუ­ბუ­ქი, მხი­ა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნას. სხვებს წა­რუდ­გენს თავს, რო­გორც გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, თუ რო­გო­რი მგრძნო­ბი­ა­რეა, ხან­და­ხან პე­სი­მის­ტიც. მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის დიპ­ლო­მა­ტი­ის უპი­რა­ტე­სო­ბა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ნარ­ჩე­ნებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ ეს ღირ­სე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ვლინ­დე­ბა მის სა­კუ­თარ სახ­ლში. აქ ეძი­ებს იგი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. არ უყ­ვარს, როცა შე­ბო­ჭი­ლია, შე­ზღუ­დუ­ლია, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გულს უმ­ძი­მებს, მი­უ­ხე­და­ვას იმი­სა, რომ მუ­დამ ემორ­ჩი­ლე­ბა თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000 ათასზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა. მოძებნეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ხე ხართ და წაიკითხეთ დახასიათება:

გაგრძელება

ტირიფი

1-ლი მარტი-10 მარტი; 3 სექტემბერი-12 სექტემბერი

ტირიფი, რომელსაც სიმღერებსაც კი უძღვნიან, ძალზედ მიმზიდველი და თავისებურია. იგი სავსეა ბუნდოვანი აზრებით, შეუცნობადი სურვილებით, რომლებსაც ზოგჯერ თვითონაც ვერ განსაზღვრავს. ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მზის სითბო, წყალთან ყოფნა. რეაგირებს ყოველგვარ სუნსა და გემოვნებაზე. არავის ძალუძს წუთიერი სიამოვნების განცდა ისე, როგორც მას და ამიტომ არაფერზე ამბობს უარს. ნუ ენდობით ტირიფის გარეგნულ თვინიერებას, რადგან მიუხედავად ამისა, იგი საქმიანი და შეუპოვარია. კარგად იცის, რაც სურს, მაგრამ საკუთარ სურვილებს სხვას არ ახვევს, რადგანაც მასში განვითარებულია სხვათა პატივისცემის გრძნობა, ხოლო მბრძანებლობის სურვილი არ აქვს. ტირიფი ძალიან მძიმე და ჭირვეული პარტნიორია, ვინაიდან არ აქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი და არ უყვარს კომპრომისები. მისი უმწეობა და უილაჯობა უმეტესწილად ტაქტიკაა. დროდადრო გართობის მიზნით მას ბრწყინვალედ შეუძლია გაითამაშოს და თავი სუსტ არსებად მოგაჩვენოთ. საერთოდ ცხოვრებაში შეუძლია თავის კარგად დაცვა. გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური.

ცაცხვი

14 მარტი-20 მარტი; 13 სექტემბერი-22 სექტემბერი

აქვს პრაქტიკული ჭკუა და მიდრეკილება ტექნიკისკენ, საზრიანი და ზუსტია. თუ თავის ცხოვრების გზაზე სულით მსგავს არსებას იპოვნის, მაშინ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუძლია დაუბრუნოს მას წონასწორობა. ძლიერ აქვს განვითარებული ღირსების გრძნობა. იგი ეჭვიანია და უმეტესად უმიზეზოდ. გაუგონრად მომხიბლავია და თავისი მომხიბვლელობით სარგებლობს კიდეც. ნებისმიერს დაახვევს თავბრუს. ოცნებობს სტაბილურ, უზრუნველყოფილ და ყველანაირად მოწყობილ ცხოვრებაზე. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარავშიც კი შეუძლია ოჯახური მყუდროების შექმნა. ერთი შეხედვით მშვიდია, უთქმელი, მფრთხალი, მაგრამ ამასთან უშფოთველი და პესიმისტური. უმეტესად ცაცხვი თავის ცხოვრებას მოწყენილობაში ატარებს და ეს არის მისი მთავარი მტერი. იგი განსაკუთრებით ვერ იტანს ფარისევლობას. სავსეა წინააღმდეგობებით. ერთი რამ მასში უეჭველია – იგი ძალიან სიმპათიურია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ადვილი, რაც ფსიქიკური კომფორტის გრძნობას ტოვებს. ცაცხვს მოთმინებით შეუძლია მოსაუბრეს უსმინოს, პატივისცემით ექცევა ყველას და არ ცდილობს მბრძანებლობას. იგი ყველას უყვარს მაშინაც კი, როცა მასზე მაინცდამაინც დიდ იმედებს ვერ დაამყარებ.

თხილი

22 მარტი-31 მარტი; 24 სექტემბერი-3 ოქტომბერი

ხშირად სუსტია. თავის "მე"-ს არავის ახვევს თავზე, მაგრამ თუ დაუახლოვდები, შეუძლებელია არ შენიშნო და მოიხიბლო მისი ორიგინალური გონიერება. თხილი მცირედითაც კმაყოფილია, ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს გარშემო მყოფებზე. თუ მოინდომა, შეუძლია თავი შეგაყვაროთ. შეუძლია იყოს ბრძენი, მომთმენი, მაგრამ ამავე დროს ხიფათშიც ჩაგაგდოთ, სიავეც გამოიჩინოს და გავნოთ კიდეც. ყველაფერი დამოკიდებულია მის გუნება-განწყობაზე. საკმაოდ ჭირვეულია. შუა საუკუნეებში ხშირად სწამებდნენ ჯადოქრობას. თუ ვინმეს დაუახლოვდა, ყველაფერს გააკეთებს, რათა ცხოვრება გაუადვილოს მას. თუ მისი სიმპათიები ვერ დაიმსახურეთ მაშინ უფრთხილდით. სიყვარულში შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი ანდა ყველაზე მწამებელი პარტნიორი. სწრაფად ეცვლება გუნება. მასთან ცხოვრებამ შეიძლება სიმშვიდე არ მოგგვაროთ, მაგრამ ძალზე გაგიტაცებთ.

ცირცელი

1-ლი აპრილი-10 აპრილი, 4 ოქტომბერი-13 ოქტომბერი

სუსტი აღნაგობა მალავს ამ ნატურის არაჩვეულებრივ სიმტკიცეს. საყვარელი და მომხიბლავია. მსუბუქი სიარულით შეგიძლიათ შეიცნოთ. მის სახეს ღიმილი არ სცილდება, არა იმდენად შინაგანი მხიარულების გამო, რამდენადაც თვითკონტროლის წყალობით. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს, უყვარს ლამაზად ჩაცმა და კარგი გემოვნება აქვს. ადვილად ეგუება ვითარების ცვალებადობას, უყვარს როცა ახლობლებს სიხარულს ანიჭებს. არ არის ეგოისტი, მაგრამ ეგოცენტრიკულია. დამოუკიდებელია, თუმცა ზოგჯერ ნებას დაჰყვება და სხვაზე დამოკიდებული ხდება. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს ირგვლივ მომხდარში თავი დამნაშავედ იგრძნოს. მასთან კონტაქტის დამყარება ძნელია და ურთიერთობა რთული. ცირცელი გამოირჩევა თავაზიანობით. მას ყოველთვის შეიძლება ენდო. ზოგჯერ მიამიტია და ნებას იძლევა ექსპლუატაცია გაუწიო. სიყვარულში ბევრს გაიღებს, მაგრამ თვითონაც ბევრს ითხოვს. განუწყვეტლივ გამოცდას უწყობს გრძნობებს. მისი გაცრუება არ შეიძლება. ცირცელი არ გიღალატებთ. მისი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარია. აღსავსეა ხვალინდელი დღისადმი ოპტიმიზმით.

ნეკერჩხალი

11 აპრილი-20 აპრილი; 14 ოქტომბერი-23 ოქტომბერი

ჩვეულებრივ უამრავი გეგმა აქვს, ხშირად არაჩვეულებრივიც, ექსტრავაგანტური. უყვარს ყველანაირი სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ყოველგვარ ახალ იდეას, მაგრამ თვითონ იშვიათად ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზაციას. მასში ცოტაოდენი ცინიზმიც არის. არ უფრთხის საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს კიდეც, რომ მასზე ლაპარაკობენ. ფაქიზი, მოვლილი, ხანდახან ოდნავ კეკლუცია. ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ნეკერჩხალი ბუნებით თავშეკავებული და გაუბედავია. მას შეუძლია ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა საფუძველია არა იმდენად მატერიალური ფაქტორი, რამდენადაც ცხოვრებისეული ინტერესი. არ უყვარს შინ ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა უცხო პირებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გამოგიწვიოთ გულახდილ საუბარში, მაგრამ თუკი რაიმე გაანდეთ, არ შეგეშინდეს – ის არასდროს გაკიცხავს სხვების მოქმედებებს და არ ილაყბებს უცხოთა საიდუმლოებებზე.

კაკალი

21 აპრილი-30 აპრილი; 24 ოქტომბერი-2 ნოემბერი

კაკალი შეიძლება იყოს ლოიალურიც და ერთგულიც, მაგრამ ასევე მერყევი. წინასწარ არავინ იცის როგორ მოიქცევა. ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია გიერთგულოს და შეგიყვაროს. ან პირიქით - უარი თქვას შენზე. ზოგჯერ თვითონ ეწამება და დიდი სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც დაიტანჯონ. მან უთუოდ უნდა გაართულოს სიტუაცია. თავისი გამორჩეულობის მოთხოვნილებით წამებული, ეჭვიანი და ალერსიანი, კაკალი არ გამოირჩევა სიდინჯით. თუ გიყვარს იგი ან მეგობრობ მასთან მუდამ მოულოდნელობებს უნდა ელოდე. ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის განზრახვას, შეიძლება ძალზე ვერაგულადაც მოიქცეს და თავიც არ შეიწუხოს ზედმეტი სინდისის ქენჯნისგან. ისწრაფვის, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ჩვეულებრივი. არ უფრთხის რისკს, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს. კაკალს ბევრი მეგობარი ჰყავს და არც მტერი აკლია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ზრუნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განკერძოებულობისაკენ. ზოგჯერ იმდენად გამორჩეულია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო და არ გაუწიო ანგარიში. ბუნებრივობა მისთვის არ წარმოადგენს ღირსებას. ის ზრუნავს სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.

ჟასმინი

1 მაისი-14 მაისი; 3 ნოემბერი-11 ნოემბერი

მოძრავი, ცოცხალი და გულღიაა. უნარი აქვს მიიზიდოს ადამიანები თავისუფალი და მოხერხებული საუბრით, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. ჩვეულებრივ სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში მსუბუქი, მხიარული ვითარების შექმნას. სხვებს წარუდგენს თავს, როგორც გაწონასწორებული, მხიარული და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან, თუ როგორი მგრძნობიარეა, ხანდახან პესიმისტიც. მან ყველაზე უკეთ იცის დიპლომატიის უპირატესობა და ჰარმონიული დამოკიდებულების ორგანიზება დანარჩენებთან. სამწუხაროდ ეს ღირსებები ნაკლებად ვლინდება მის საკუთარ სახლში. აქ ეძიებს იგი დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არ უყვარს, როცა შებოჭილია, შეზღუდულია, მოვალეობები გულს უმძიმებს, მიუხედავას იმისა, რომ მუდამ ემორჩილება თავისი მოვალეობის გრძნობას.