პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?
დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუ­ი­დე­ბის ჰო­როს­კო­პი, რო­მელ­საც გა­ლე­ბის ჰო­როს­კოპ­საც უწო­დე­ბენ, 2 000 ათას­ზე მეტ წელს ით­ვლის. დრუ­ი­დე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ისე­ვე რო­გორც ხეს, თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, ღირ­სე­ბე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. მათ ჰო­როს­კოპს სა­ფუძ­ვლად უდევს მზის მდე­ბა­რე­ო­ბა. მო­ძებ­ნეთ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი ხე ხართ და წა­ი­კი­თხეთ და­ხა­სი­ა­თე­ბა:

ვაშ­ლის ხე

22 დე­კემ­ბე­რი-1 იან­ვა­რი; 25 ივ­ნი­სი-4 ივ­ლი­სი

ვაშ­ლის ხე – ძალ­ზე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და მგრძნო­ბი­ა­რეა. სიყ­ვა­რუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რო­გორც თე­ო­რი­უ­ლად, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც, უმე­ტე­სად და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარს არ ამ­ბობს, თუმ­ცა პარტნი­ო­რი­სად­მი დიდი გრძნო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ეს როდი ნიშ­ნავს სა­მუ­და­მოდ აი­ღოს ხელი სიყ­ვა­რულ­სა და გრძნო­ბებ­ზე, თუ იგი შემ­თხვე­ვით შეხ­ვდე­ბა ისეთ პარტნი­ორს, რო­მე­ლიც მისი სუ­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სია, მა­შინ მათი ცოლ­ქმრო­ბა ნე­ტა­რე­ბაა. ვაშ­ლის ხე მუ­დამ ერ­თგუ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის. უან­გა­რო და ან­გა­რიშ­მი­უ­ცე­მე­ლი, ად­ვი­ლად ტყუვ­დე­ბა. სა­კუ­თარ პე­რანგს გა­იხ­დის, უკა­ნას­კნელ ლუკ­მა­საც არ და­ი­შუ­რებს. ამას­თან ვაშ­ლის ხე სრუ­ლი­ა­დაც არ არის მი­ა­მი­ტი. იგი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს და არ ფიქ­რობს ხვა­ლინ­დელ­ზე. დრო­დად­რო ვა­ლებ­საც იღებს და ივი­წყებს კი­დეც. იგი ფან­ტა­ზი­ე­ბით სავ­სე ფი­ლო­სო­ფო­სია, უყ­ვარს სი­ცო­ცხლით ტკბო­ბა და არ აქვს სურ­ვი­ლი ვინ­მეს დარ­წმუ­ნე­ბი­სა და გაკ­ვირ­ვე­ბის.

სოჭი

2 იან­ვა­რი-11 იან­ვა­რი; 5 ივ­ლი­სი-14 ივ­ლი­სი

ლა­მა­ზია, თუმ­ცა, უფრო ცივი და მკაც­რი სი­ლა­მა­ზე აქვს. უყ­ვარს ძვე­ლე­ბუ­რი სამ­კა­უ­ლე­ბი და ნივ­თე­ბი, სუ­ნა­მო და მთე­ლი სი­დი­ა­დით წარ­მო­ჩე­ნი­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. ჭირ­ვე­უ­ლია და ამი­ტომ ხან­და­ხან ჭირს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. მას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლო­ბის გრძნო­ბა. ამი­ტომ ხში­რად ეუფ­ლე­ბა მარ­ტო­ო­ბა დიდ კო­ლექ­ტივ­ში მყოფ­საც კი. ძნე­ლად ექ­ცე­ვა გავ­ლე­ნის ქვეშ, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად გა­მოთ­ქვამს თა­ვის აზრს, არ გა­მო­ირ­ჩე­ვა დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბით და უხვსი­ტყვა­ო­ბით. ამა­ყია და მი­ი­წევს სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. სიყ­ვა­რუ­ლი იშ­ვი­ა­თად აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მომ­თხოვ­ნია და არ არის დამ­ყო­ლი. მას სურს, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი გა­მო­ძა­ლოს ცხოვ­რე­ბას, რად­გან კარ­გად იცის სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რივ ამას აღ­წევს კი­დეც სა­სურ­ველს. ზოგ­ჯერ თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე სიყ­ვა­რუ­ლიც ძა­ლუძს, მისი სიყ­ვა­რუ­ლი უსა­ზღვროა.

თელა

12 იან­ვა­რი-24 იან­ვა­რი; 15 ივ­ლი­სი-25 ივ­ლი­სი

დიდი, ტა­ნა­დი, ლა­მა­ზი. ძალ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლია, თუმ­ცა სხვაგ­ვა­რი შემ­კა­ვებ­ლო­ბა დაყ­ვე­ბა. მა­ინ­ცდა­მა­ინც როდი აქ­ცევს თავს ყუ­რა­დღე­ბას, იც­ვამს თა­ვი­სე­ბუ­რი სი­სა­და­ვით, ხში­რად ვერც კი თმობს საყ­ვა­რელ ძველ სვი­ტერს. თელა არ არის მომ­თხოვ­ნი და არ უყ­ვარს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სიმ­შვი­დე და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი ნაკ­ლია ზედ­მე­ტი სი­დინ­ჯე. ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა მისი ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბაა. იგი პირ­და­პი­რი და გულ­ღი­აა, თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბით გა­ნა­ი­ა­რა­ღებს ნე­ბის­მი­ერს. სჯე­რა ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თის. საქ­მე, რო­მელ­საც იცავს, მუ­დამ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რია და სწამს, რომ ადრე თუ გვი­ან მი­აღ­წევს აღი­ა­რე­ბას. სხვებ­ზე მე­ტად ხელ­მო­ცა­რუ­ლია. შე­უძ­ლია ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. გრძნო­ბებს ავ­ლენს მგზნე­ბა­რედ, ზოგ­ჯერ მხურ­ვა­ლე­დაც. თუ მისი არ­ჩე­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მა­შინ შე­უძ­ლია ისე­თი პი­რო­ბე­ბი შექ­მნას, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბრი­ლი­ან­ტის ქორ­წი­ლი იზე­ი­მოს.

კვი­პა­რო­სი

25 იან­ვა­რი-3 თე­ბერ­ვა­ლი; 28 ივ­ლი­სი-4 აგ­ვის­ტო

ჯან­მა­გა­რი, საკ­მა­ოდ კარ­გი აღ­ნა­გო­ბის მქო­ნე ხალ­ხია. სა­ხის ნაკ­ვთე­ბი ხში­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი და ზუს­ტი აქვთ. თუმ­ცა ვი­ზუ­ა­ლუ­რად ხში­რად იმა­ზე მკაც­რი ჩა­ნან ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში არი­ან. კარ­გი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი აქვს. შე­უძ­ლია დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმით, რაც აქვს და მო­ერ­გოს სი­ტუ­ა­ცი­ას. ადრე იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად "დიდი ბავ­შვია" და პა­ტა­რა ასა­კი­დან შეს­წევს ძალა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ხში­რად ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს მუ­შა­ო­ბას და სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნას. ამა­ყია, თუმ­ცა არა­სო­დე­საა სიბ­რიყ­ვემ­დე ამ­ბი­ცი­უ­რი. არ არის სნო­ბი, არ ანი­ჭებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს და რე­გა­ლი­ებს. ფული სა­შუ­ა­ლე­ბად მი­აჩ­ნია და არა თვით­მიზ­ნად. მძაფ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს იყოს ბედ­ნი­ე­რი და ეძებს პარტნი­ორს, რო­მე­ლიც იდე­ალს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სუ­ლით რო­მან­ტი­კო­სია, მოს­წონს ხან­გრძლი­ვი სე­ირ­ნო­ბე­ბი, პიკ­ნი­კი ბუ­ნე­ბა­ში, პო­ე­ზია და მხატ­ვრო­ბა. უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, ხში­რად გან­მარ­ტო­ვე­ბაც მოს­წონს. ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია. თუმ­ცა, მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით არა­სო­დეს ცხოვ­რობს და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ჰყავ­დეს დიდი და ხმა­უ­რი­ა­ნი ოჯა­ხი. სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი არაა, თუმ­ცა სუ­ლი­ე­რე­ბას მოკ­ლე­ბულ ინ­დი­ვი­დად ვე­რა­ვინ და­ა­ხა­სი­ა­თებს. უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი იდე­ლის­ტია. ოც­ნე­ბობს რე­ა­ლურ მიზ­ნებ­ზე და ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნა მისი სტი­ლი არაა. მკაც­რია, მაგ­რამ მის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თავს მშვი­დად და და­ცუ­ლად გრძნო­ბენ. აქვს უნა­რი უსი­ტყვოდ და­ამ­შვი­დოს გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. არ უყ­ვარს კონ­ფლიქ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თგუ­ლია და ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლებს მე­გობ­რებს, პარტნი­ო­რებს, მო­გო­ნე­ბებს.

ალვა

4 თე­ბერ­ვა­ლი-8 თე­ბერ­ვა­ლი; 5 აგ­ვის­ტო-13 აგ­ვის­ტო

დე­კო­რა­ტი­უ­ლო­ბა, ტა­ნა­დო­ბა და სი­ლა­მა­ზე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე დაჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ ასაკ­თან ერ­თად თა­ვად ქმნის პრობ­ლე­მებს. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა დრო­ის მდი­ნა­რე­ბის მი­მართ, ად­რე­უ­ლად ეპა­რე­ბა სი­ბე­რის შიში, რის გა­მოც უფრო მე­ტად ბერ­დე­ბა. მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის კე­თი­ლის­მყო­ფელ გავ­ლე­ნას ძა­ლუძს და­ეხ­მა­როს მას. ამი­ტომ დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა შე­ირ­ჩეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც უნდა და­ამ­ყა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა. უცი­ლო­ბე­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებს ად­გილ­სამ­ყოფ­ლის გა­მოც­ვლის დრო­საც: ყო­ველ­გვა­რი გა­რე­მო როდი უწყობს ხელს ალ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. ალვა ცუ­დად გრძნობს თავს სი­ვიწ­რო­ვე­ში, მაგ­რამ მა­ინც არ უყ­ვარს გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა. მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს ჰყავ­დეს მე­გობ­რე­ბი. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ლახ­ვის გამო და ად­ვი­ლად ვარ­დე­ბა პე­სი­მიზ­მში. ცდი­ლობს არ გა­ამ­ჟღავ­ნოს ეს, მაგ­რამ დიდი ხნით ვე­რა­ვინ შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში. მისი სიყ­ვა­რუ­ლი მგრძნო­ბი­ა­რეა სულ მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბის მი­მართ და ამი­ტომ პა­წაწ­კინ­ტე­ლა წვრილ­მან­საც კი გა­მოჰ­ყავს წო­ნას­წო­რო­ბი­დან. დრო­დად­რო თა­ვის­თა­ვად გუ­ლიც უჩუყ­დე­ბა, თუმ­ცა ხში­რად ახერ­ხებს ამის და­მალ­ვას და ამ დუ­მილ­ში პო­ვებს თა­ვი­სე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

სამ­ხრე­თუ­ლი კარ­ტა­სი

9 თე­ბერ­ვა­ლი-18 თე­ბერ­ვა­ლი, 14 აგ­ვის­ტო-23 აგ­ვის­ტო

ტო­ტებ­გაშ­ლი­ლი და ძლი­ე­რი, სო­ლი­დუ­რი და ლა­მა­ზი მცე­ნა­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. ყო­ველ­გვა­რი სიძ­ნე­ლის გა­რე­შე ეგუ­ე­ბა ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებს. მარ­თა­ლია ოც­ნე­ბობს მო­ხერ­ხე­ბულ პი­რო­ბებ­ზე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია ღამე ცის ქვეშ გა­ა­თე­ნოს. კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა აქვს, ყველ­გან ისე გრძნობს თავს, რო­გორც შინ და არ იცის რა არის გა­უ­ბე­და­ო­ბა. დი­ნა­მი­კუ­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, აი­ძუ­ლებს ყვე­ლას ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ონ მას, ამას­თან ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა მის მი­მართ ნათ­ქვამ ხუმ­რო­ბა­ზე და ხში­რად ვერც იგებს მას. უყ­ვარს გა­აკ­ვირ­ვოს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხას თავს ვინ­მეს, იყოს სა­ერ­თო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, თუნ­დაც ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ნე­ბის­მი­ე­რი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა დას­ჭირ­დეს. მი­აჩ­ნია, რომ სწო­რედ მან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვაც თქვას. ბრწყინ­ვა­ლედ წყვეტს ყვე­ლა­ზე რთულ სა­კი­თხებს. არ აში­ნებს ხი­ფა­თი, წინ­და­უ­ხე­და­ვია და შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძალა შეს­წევს ად­ვი­ლად და­აღ­წი­ოს მას თავი. ამა­ყია, თავ­მოყ­ვა­რე. ამას­თან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი, რა­საც ხში­რად გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა მოს­დევს, რო­გორც საქ­მი­ან ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

ფიჭ­ვი

19 თე­ბერ­ვა­ლი-28/29 თე­ბერ­ვა­ლი; 24 აგ­ვის­ტო-2 სექ­ტემ­ბე­რი

დახ­ვე­წი­ლი სი­ლუ­ე­ტი, ლა­მა­ზი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი. უნა­რი შეს­წევს ხაზი გა­უს­ვას თა­ვის ღირ­სე­ბებს. უყ­ვარს სახ­ლი, ძვირ­ფა­სი საგ­ნე­ბი, ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. ხში­რად იმ საყ­ვა­რელ სახ­ლს, რის გა­რე­შეც იგი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბო­და, თვი­თონ­ვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მის­თვის საკ­მა­რი­სი არაა ის, რა­საც ცხოვ­რე­ბა აძ­ლევს. არა­ფერს ემორ­ჩი­ლე­ბა და შე­უძ­ლია და­გეგ­მოს და და­უ­მორ­ჩი­ლოს თა­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს პი­რო­ბე­ბი. მა­მა­ცია, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას თა­ვა­წე­უ­ლი ხვდე­ბა და არ ემორ­ჩი­ლე­ბა ბედს. გამ­ბე­და­ო­ბის და რის­კის წყა­ლო­ბით მუ­დამ წინ მი­ი­წევს. წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მე­ში. ფიჭვს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თავ­დახ­სნა. მოქ­მე­დე­ბი­სას ძა­ლი­ან სწრა­ფი და ზუს­ტია. მი­უ­ხე­და­ვად მისი ალერ­სი­ა­ნი მო­პყრო­ბი­სა და უნა­რი­სა, იყოს საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი, მას­ში ვერ იპო­ვით გა­და­ჭარ­ბე­ბულ სირ­თუ­ლე­სა და სი­უხ­ვეს. სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა პირ­ველ­ყოვ­ლი­სა. ის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თში – სიყ­ვა­რულ­ში იჩენს სი­სუს­ტეს. მგრძნო­ბი­ა­რე და იმ­პულ­სუ­რია, ად­ვი­ლად იცის გა­ტა­ცე­ბა, მერე კი უკვე გვი­ა­ნია. მახ­ვი­ლი გო­ნე­ბა აქვს და და­ლა­გე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ი­ღებს.

და­სა­წყი­სი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი: რომელი ხე ხართ და რა ღირსეულ თვისებებს ფლობთ?

დრუიდების ჰოროსკოპი, რომელსაც გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ, 2 000 ათასზე მეტ წელს ითვლის. დრუიდები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს, ისევე როგორც ხეს, თავისი განსაკუთრებული თვისებები, ღირსებები და ნაკლოვანებები ახასიათებს. მათ ჰოროსკოპს საფუძვლად უდევს მზის მდებარეობა. მოძებნეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით რომელი ხე ხართ და წაიკითხეთ დახასიათება:

ვაშლის ხე

22 დეკემბერი-1 იანვარი; 25 ივნისი-4 ივლისი

ვაშლის ხე – ძალზე სენტიმენტალური და მგრძნობიარეა. სიყვარულით დაინტერესებულია როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულადაც, უმეტესად დაქორწინებაზე უარს არ ამბობს, თუმცა პარტნიორისადმი დიდი გრძნობები არ გააჩნია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს სამუდამოდ აიღოს ხელი სიყვარულსა და გრძნობებზე, თუ იგი შემთხვევით შეხვდება ისეთ პარტნიორს, რომელიც მისი სულისა და გემოვნების შესაბამისია, მაშინ მათი ცოლქმრობა ნეტარებაა. ვაშლის ხე მუდამ ერთგულია სიყვარულის. უანგარო და ანგარიშმიუცემელი, ადვილად ტყუვდება. საკუთარ პერანგს გაიხდის, უკანასკნელ ლუკმასაც არ დაიშურებს. ამასთან ვაშლის ხე სრულიადაც არ არის მიამიტი. იგი დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ ფიქრობს ხვალინდელზე. დროდადრო ვალებსაც იღებს და ივიწყებს კიდეც. იგი ფანტაზიებით სავსე ფილოსოფოსია, უყვარს სიცოცხლით ტკბობა და არ აქვს სურვილი ვინმეს დარწმუნებისა და გაკვირვების.

სოჭი

2 იანვარი-11 იანვარი; 5 ივლისი-14 ივლისი

ლამაზია, თუმცა, უფრო ცივი და მკაცრი სილამაზე აქვს. უყვარს ძველებური სამკაულები და ნივთები, სუნამო და მთელი სიდიადით წარმოჩენილი დღესასწაულები. ჭირვეულია და ამიტომ ხანდახან ჭირს მასთან ურთიერთობა და თანაცხოვრება. მას განვითარებული აქვს განცალკევებულობის გრძნობა. ამიტომ ხშირად ეუფლება მარტოობა დიდ კოლექტივში მყოფსაც კი. ძნელად ექცევა გავლენის ქვეშ, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრს, არ გამოირჩევა დიდი მხიარულებით და უხვსიტყვაობით. ამაყია და მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად. სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებს. მომთხოვნია და არ არის დამყოლი. მას სურს, რაც შეიძლება ბევრი გამოძალოს ცხოვრებას, რადგან კარგად იცის საკუთარი ღირსებები და ჩვეულებრივ ამას აღწევს კიდეც სასურველს. ზოგჯერ თავდავიწყებამდე სიყვარულიც ძალუძს, მისი სიყვარული უსაზღვროა.

თელა

12 იანვარი-24 იანვარი; 15 ივლისი-25 ივლისი

დიდი, ტანადი, ლამაზი. ძალზე მიმზიდველია, თუმცა სხვაგვარი შემკავებლობა დაყვება. მაინცდამაინც როდი აქცევს თავს ყურადღებას, იცვამს თავისებური სისადავით, ხშირად ვერც კი თმობს საყვარელ ძველ სვიტერს. თელა არ არის მომთხოვნი და არ უყვარს თავისი ცხოვრების გართულება. მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე თვალშისაცემი ნაკლია ზედმეტი სიდინჯე. ჭკუის დამრიგებლობისკენ მიდრეკილება მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა. იგი პირდაპირი და გულღიაა, თავისი გულუხვობით განაიარაღებს ნებისმიერს. სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც იცავს, მუდამ კეთილშობილურია და სწამს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას. სხვებზე მეტად ხელმოცარულია. შეუძლია ბევრი რამის გაკეთება თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ. განვითარებული აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. გრძნობებს ავლენს მგზნებარედ, ზოგჯერ მხურვალედაც. თუ მისი არჩევანი წარმატებულია, მაშინ შეუძლია ისეთი პირობები შექმნას, მეუღლესთან ერთად ბრილიანტის ქორწილი იზეიმოს.

კვიპაროსი

25 იანვარი-3 თებერვალი; 28 ივლისი-4 აგვისტო

ჯანმაგარი, საკმაოდ კარგი აღნაგობის მქონე ხალხია. სახის ნაკვთები ხშირად გამოკვეთილი და ზუსტი აქვთ. თუმცა ვიზუალურად ხშირად იმაზე მკაცრი ჩანან ვიდრე სინამდვილეში არიან. კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს და მოერგოს სიტუაციას. ადრე იზრდება, მაგრამ ფაქტობრივად "დიდი ბავშვია" და პატარა ასაკიდან შესწევს ძალა საკუთარ თავზე აიღოს მოვალეობები. ხშირად ადრეულ ასაკში იწყებს მუშაობას და საკუთარი თავის რჩენას. ამაყია, თუმცა არასოდესაა სიბრიყვემდე ამბიციური. არ არის სნობი, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სოციალურ სტატუსს და რეგალიებს. ფული საშუალებად მიაჩნია და არა თვითმიზნად. მძაფრი მოთხოვნილება აქვს იყოს ბედნიერი და ეძებს პარტნიორს, რომელიც იდეალს შეესაბამება. სულით რომანტიკოსია, მოსწონს ხანგრძლივი სეირნობები, პიკნიკი ბუნებაში, პოეზია და მხატვრობა. უყვარს ცხოველები, ხშირად განმარტოვებაც მოსწონს. ეს მისთვის აუცილებელიც კია. თუმცა, მარტოხელა ადამიანის ცხოვრებით არასოდეს ცხოვრობს და მუდმივად ცდილობს ჰყავდეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი. სენტიმენტალური არაა, თუმცა სულიერებას მოკლებულ ინდივიდად ვერავინ დაახასიათებს. უფრო პრაქტიკული იდელისტია. ოცნებობს რეალურ მიზნებზე და ღრუბლებში ფრენა მისი სტილი არაა. მკაცრია, მაგრამ მის საზოგადოებაში ადამიანები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. აქვს უნარი უსიტყვოდ დაამშვიდოს განერვიულებული ადამიანები. არ უყვარს კონფლიქტი და დაპირისპირება. ურთიერთობაში ერთგულია და ბოლომდე ერთგულებს მეგობრებს, პარტნიორებს, მოგონებებს.

ალვა

4 თებერვალი-8 თებერვალი; 5 აგვისტო-13 აგვისტო

დეკორატიულობა, ტანადობა და სილამაზე პატარაობიდანვე დაჰყვება, მაგრამ ასაკთან ერთად თავად ქმნის პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარეა დროის მდინარების მიმართ, ადრეულად ეპარება სიბერის შიში, რის გამოც უფრო მეტად ბერდება. მხოლოდ ახლობლების კეთილისმყოფელ გავლენას ძალუძს დაეხმაროს მას. ამიტომ დაკვირვებით უნდა შეირჩეს ის ადამიანები, ვისთანაც უნდა დაამყაროს ურთიერთობა. უცილობელი სიფრთხილე მართებს ადგილსამყოფლის გამოცვლის დროსაც: ყოველგვარი გარემო როდი უწყობს ხელს ალვის განვითარებას. ალვა ცუდად გრძნობს თავს სივიწროვეში, მაგრამ მაინც არ უყვარს განცალკევებული ცხოვრება. მოთხოვნილება აქვს ჰყავდეს მეგობრები. ძალიან მგრძნობიარეა თავისუფლების შელახვის გამო და ადვილად ვარდება პესიმიზმში. ცდილობს არ გაამჟღავნოს ეს, მაგრამ დიდი ხნით ვერავინ შეჰყავს შეცდომაში. მისი სიყვარული მგრძნობიარეა სულ მცირე უსიამოვნების მიმართ და ამიტომ პაწაწკინტელა წვრილმანსაც კი გამოჰყავს წონასწორობიდან. დროდადრო თავისთავად გულიც უჩუყდება, თუმცა ხშირად ახერხებს ამის დამალვას და ამ დუმილში პოვებს თავისებურ სიამოვნებას.

სამხრეთული კარტასი

9 თებერვალი-18 თებერვალი, 14 აგვისტო-23 აგვისტო

ტოტებგაშლილი და ძლიერი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიკური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ხშირად ვერც იგებს მას. უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ, ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს მას თავი. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში.

ფიჭვი

19 თებერვალი-28/29 თებერვალი; 24 აგვისტო-2 სექტემბერი

დახვეწილი სილუეტი, ლამაზი, დეკორატიული. უნარი შესწევს ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს სახლი, ძვირფასი საგნები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად იმ საყვარელ სახლს, რის გარეშეც იგი ვერ განვითარდებოდა, თვითონვე ქმნის. მან იცის რაც სურს, მისთვის საკმარისი არაა ის, რასაც ცხოვრება აძლევს. არაფერს ემორჩილება და შეუძლია დაგეგმოს და დაუმორჩილოს თავის მოთხოვნილებებს პირობები. მამაცია, წინააღმდეგობას თავაწეული ხვდება და არ ემორჩილება ბედს. გამბედაობის და რისკის წყალობით მუდამ წინ მიიწევს. წარმატებები აქვს ყველანაირ საქმეში. ფიჭვს შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციიდან თავდახსნა. მოქმედებისას ძალიან სწრაფი და ზუსტია. მიუხედავად მისი ალერსიანი მოპყრობისა და უნარისა, იყოს საყვარელი მეგობარი, მასში ვერ იპოვით გადაჭარბებულ სირთულესა და სიუხვეს. საკუთარი კეთილდღეობა და მოხერხებულობა პირველყოვლისა. ის მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულში იჩენს სისუსტეს. მგრძნობიარე და იმპულსურია, ადვილად იცის გატაცება, მერე კი უკვე გვიანია. მახვილი გონება აქვს და დალაგებული აზროვნება. დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.

დასაწყისი