პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო
დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო

თვე­ში ერთხელ ჩვენ გვაქვს ახალმთვა­რე­ო­ბა. ესაა ახა­ლი ენერ­გი­ის, იმ­პულ­სის და­ბა­დე­ბა, ახა­ლი მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სტი­მუ­ლი, რო­მე­ლიც თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა გან­ვლოთ. რო­გორც წესი, წე­ლი­წად­ში 12 ახალმთვა­რე­ო­ბა გვაქვს და თი­თო­ე­უ­ლი თი­თო­ე­ულ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნა­ში (გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო 2020 წელი, რო­მე­ლიც 13 ახალმთავ­რე­ო­ბის­გან შედ­გე­ბო­და). აპ­რილ­ში ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 12-ში, 6:31-ზე. ახ­ლან­დე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში ხვდე­ბა, ვერ­ძი კი ზო­დი­ა­ქოს წრის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია და ახ­ლან­დელ ახალმთვა­რე­ო­ბას გა­მო­ძა­ხი­ლი ექ­ნე­ბა მთელ წელ­ზეც.

აპ­რი­ლის ახალმთავ­რე­ო­ბა გვაძ­ლევს ენერ­გი­ას, რომ მთვა­რის ახალ თვე­ში და­ვი­წყოთ ახა­ლი საქ­მე, ახა­ლი ენერ­გი­ით შე­ვუდ­გეთ გან­ვი­თა­რე­ბას, წინსვლას. ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე კარ­გია სა­მო­მავ­ლო გეგ­მის, მიზ­ნე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა. უნდა გა­გა­ხა­როთ, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო ახალმთავ­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა, მო­ი­მა­ტებს აქ­ტი­უ­რო­ბა, ლი­დე­რო­ბა, აღი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი. გარ­შე­მო მყო­ფებ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კე­თე­ბის, მიღ­წე­ვის, გან­ვი­თა­რე­ბის, ინი­ცი­ა­ტი­ვის, ლი­დე­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ვერ­ძი არის ცე­ცხლის ნი­შა­ნი და ცე­ცხლი არის მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გია. ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, პირ­ვე­ლი იმ­პულ­სი, სურ­ვი­ლი. მთა­ვა­რია, თა­ვად იყოთ მზად მოქ­მე­დე­ბის­თვის და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ის სფე­რო, სა­დაც თქვენ პი­რა­დი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­სა და ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით გე­ლით ახალმთვა­რე­ო­ბა.

მთვა­რის ამ თვე­ში ან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გე­ცე­მათ შან­სი, რომ შეხ­ვდეთ თქვენს სიყ­ვა­რულს

12 აპ­რი­ლის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი კარ­გად გან­ვი­თარ­დე­ბა, ჩაგ­დე­ბუ­ლი მარ­ცვა­ლი კარგ მო­სა­ვალს მო­გი­ტანთ. ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე კარგ პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა სი­ლა­მა­ზი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას­თან და გო­ნე­ბის მმარ­თველ პლა­ნე­ტა - მერ­კურ­თან. ვე­ნე­რა კომ­ფორ­ტის შექ­მნის, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მო­მარ­თუ­ლი. მთვა­რის ამ თვე­ში ან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გე­ცე­მათ შან­სი, რომ შეხ­ვდეთ თქვენს სიყ­ვა­რულს. და­ა­რე­გუ­ლი­როთ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი. აგ­რეთ­ვე, და­გი­რე­გუ­ლირ­დე­ბათ საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბიც. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­ში სი­ხა­რუ­ლი­სა და პო­ზი­ტი­ვის შეგ­რძნე­ბა მო­ი­მა­ტებს. ვე­ნე­რა ფულ­საც მარ­თავს და ამ პო­ზი­ტი­ურ ას­პექ­ტზე დაყ­რდნო­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მთე­ლი წელი უზ­რუნ­ვე­ლად გა­ა­ტა­რებთ. უმე­ტე­სო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. თუ, და­ვუშ­ვათ და, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას ვერ გა­ნა­ვი­თა­რებთ, სა­სურ­ველს ვერ მი­ი­ღებთ, წლის ბო­ლოს (უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 2021 წლის 19 დე­კემ­ბრი­დან 2022 წლის 28 იან­ვრამ­დე) ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დულ (უკა­ნა­მავ) სვლა­ში გა­და­ვა და მა­შინ მო­გე­ცე­მათ შან­სი, რომ და­უბ­რუნ­დეთ და­წყე­ბულ და მი­ტო­ვე­ბულ საქ­მე­ებს, ქმე­დე­ბებს და გა­ნა­ახ­ლოთ, მი­ი­ღოთ შე­დე­გი.

მერ­კუ­რის გავ­ლე­ნით მე­ტად გო­ნი­ე­რე­ბი გავ­ხდე­ბით, გა­აზ­რე­ბუ­ლად ვი­მოქ­მე­დებთ, არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა. მერ­კუ­რი გვი­ბიძ­გებს, რომ რა­ღაც ვის­წავ­ლოთ, გო­ნებ­რი­ვად განვვი­თარ­დეთ. გვაძ­ლევს შანსს, რომ ლო­გი­კუ­რად, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ვი­მოქ­მე­დოთ (თუნ­დაც წინა წლის). ეცა­დეთ, და­გეგ­მოთ ყო­ვე­ლი დღე, ნა­ბი­ჯი. ნუ ეც­დე­ბით წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბას; მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, წინსვლა­ზე უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი. ას­ტრო­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ასე­თი ახალმთავ­რე­ო­ბა - მთვა­რის პო­ზი­ტი­უ­რი კავ­ში­რი ვე­ნე­რას­თან და მერ­კურ­თან - უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში 2009 წლის 26 მარტს გვქონ­და. თუ გახ­სოვთ, 2008 წელს იყო მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი, ერთი წლის მერე კი გა­ნახ­ლდა მი­მოს­ვლე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, გან­ხილ­ვე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. თა­ვა­დაც გა­და­ხე­დეთ, გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და მა­შინ. ილა­პა­რა­კეთ, და­ამ­ყა­რეთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბი ამას­თან, მო­უს­მი­ნეთ, რას გე­უბ­ნე­ბი­ან გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, რათა გო­ნივ­რუ­ლი რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფი­ნან­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია. კოს­მო­სი გან­ვი­თა­რე­ბის, წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ და ნუ გა­უშ­ვებთ შანსს ხე­ლი­დან, გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ნუ იჯ­დე­ბით . გარ­და ამი­სა, მზე იუ­პი­ტე­რის (დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა) კარ­გი ას­პექ­ტიც გვაქვს. იყა­ვით მზად სა­სი­ა­მოვ­ნო გა­ნახ­ლე­ბის­თვის, მცი­რე და გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კი წინა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­დად­გით.

12 აპ­რი­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლად სუს­ტი დღეა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი, უე­ნერ­გიო იყოთ. ამი­ტომ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი უმ­ჯო­ბე­სია, 14-დან და­ი­წყოთ. ახალმთვა­რე­ო­ბის 2 დღე კი არ და­იტ­ვირ­თოთ საქ­მე­ე­ბით, აქ­ტი­უ­რო­ბით. უმ­ჯო­ბე­სია, ჩა­მო­წე­როთ თვი­სა და წლის გეგ­მა, სურ­ვი­ლი, მი­ზა­ნი. გა­ა­კე­თეთ ის, რაც წინსვლას მო­გი­ტანთ; მო­ე­რი­დეთ იმას, რაც უკან დაგ­ხევთ, წარ­სულ­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბით.

  • ვინ იგ­რძნობს ყვე­ლა­ზე მე­ტად აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბას

რა თქმა უნდა, ვერ­ძე­ბი , გან­სა­კუთ­რე­ბით, 7-17 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. თქვენ გეძ­ლე­ვათ აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბის შან­სი. იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი, გა­ბე­დუ­ლე­ბი, ლი­დე­რე­ბი. იყა­ვით ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნე­ბი, აი­ყო­ლი­ეთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. ახალმთვა­რე­ო­ბა გაძ­ლევთ შანსს, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ჯან­მრთე­ლო­ბა, გან­წყო­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ის­წავ­ლოთ და გან­ვი­თარ­დეთ, და­ამ­ყა­როთ კავ­ში­რე­ბი სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან. იმოქ­მე­დოთ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anna
0

შეხდე?! გუშინ და წინა დღეებში საერთოდ ისე პოზიტიუტად და კარგ ფორმაში ვიყავი და დღეს რატო ვართთქო ესე ძალაგამოცლილი, კი გამიკვირდა. აი თურმე მთვარე ყოფილა ბრალში

eka
0

ramdenad sheidzleba moqmedebdes savse mtvare dziltan? rodesac savse mtvarea udziloba mhirs 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო

დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო

თვეში ერთხელ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ესაა ახალი ენერგიის, იმპულსის დაბადება, ახალი მისიების შესრულების სტიმული, რომელიც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად უნდა განვლოთ. როგორც წესი, წელიწადში 12 ახალმთვარეობა გვაქვს და თითოეული თითოეულ ზოდიაქოს ნიშნაში (გამონაკლისი იყო 2020 წელი, რომელიც 13 ახალმთავრეობისგან შედგებოდა). აპრილში ახალმთვარეობას ველოდებით 12-ში, 6:31-ზე. ახლანდელი ახალმთვარეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ ვერძის ზოდიაქოში ხვდება, ვერძი კი ზოდიაქოს წრის პირველი ნიშანია და ახლანდელ ახალმთვარეობას გამოძახილი ექნება მთელ წელზეც.

აპრილის ახალმთავრეობა გვაძლევს ენერგიას, რომ მთვარის ახალ თვეში დავიწყოთ ახალი საქმე, ახალი ენერგიით შევუდგეთ განვითარებას, წინსვლას. ამ ახალმთვარეობაზე კარგია სამომავლო გეგმის, მიზნების, სურვილების ჩამოწერა. უნდა გაგახაროთ, რომ სასიამოვნო ახალმთავრეობა გველოდება, მოიმატებს აქტიურობა, ლიდერობა, აღიარების სურვილი. გარშემო მყოფებში მომატებული იქნება კეთების, მიღწევის, განვითარების, ინიციატივის, ლიდერობის გამოვლინება. ვერძი არის ცეცხლის ნიშანი და ცეცხლი არის მამაკაცური ენერგია. ეს არის პირველი ნაბიჯი, პირველი იმპულსი, სურვილი. მთავარია, თავად იყოთ მზად მოქმედებისთვის და გაითვალისწინოთ ის სფერო, სადაც თქვენ პირადი ზოდიაქოს ნიშნისა და ასცენდენტის მიხედვით გელით ახალმთვარეობა.

მთვარის ამ თვეში ან მთელი წლის განმავლობაში მოგეცემათ შანსი, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს

12 აპრილის შემდეგ დაწყებული საქმეები კარგად განვითარდება, ჩაგდებული მარცვალი კარგ მოსავალს მოგიტანთ. ახალმთავრეობაზე მთვარე კარგ პოზიციაში იმყოფება სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერასთან და გონების მმართველ პლანეტა - მერკურთან. ვენერა კომფორტის შექმნის, სიამოვნების მიღებაზე იქნება მომართული. მთვარის ამ თვეში ან მთელი წლის განმავლობაში მოგეცემათ შანსი, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს. დაარეგულიროთ არსებული სასიყვარულო კავშირი. აგრეთვე, დაგირეგულირდებათ საქმიანი კავშირებიც. ზოგადად, ადამიანებში სიხარულისა და პოზიტივის შეგრძნება მოიმატებს. ვენერა ფულსაც მართავს და ამ პოზიტიურ ასპექტზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი წელი უზრუნველად გაატარებთ. უმეტესობა გაიუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას. თუ, დავუშვათ და, პირად ცხოვრებაში რაღაცას ვერ განავითარებთ, სასურველს ვერ მიიღებთ, წლის ბოლოს (უფრო კონკრეტულად კი 2021 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 28 იანვრამდე) ვენერა რეტროგრადულ (უკანამავ) სვლაში გადავა და მაშინ მოგეცემათ შანსი, რომ დაუბრუნდეთ დაწყებულ და მიტოვებულ საქმეებს, ქმედებებს და განაახლოთ, მიიღოთ შედეგი.

მერკურის გავლენით მეტად გონიერები გავხდებით, გააზრებულად ვიმოქმედებთ, არ გაგვიჭირდება საქმიანი კავშირების დამყარება. მერკური გვიბიძგებს, რომ რაღაც ვისწავლოთ, გონებრივად განვვითარდეთ. გვაძლევს შანსს, რომ ლოგიკურად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ (თუნდაც წინა წლის). ეცადეთ, დაგეგმოთ ყოველი დღე, ნაბიჯი. ნუ ეცდებით წარსულში დაბრუნებას; მხოლოდ განვითარებაზე, წინსვლაზე უნდა იყოთ მომართული. ასტროლოგიურ ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთი ახალმთავრეობა - მთვარის პოზიტიური კავშირი ვენერასთან და მერკურთან - უახლოეს წარსულში 2009 წლის 26 მარტს გვქონდა. თუ გახსოვთ, 2008 წელს იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ერთი წლის მერე კი განახლდა მიმოსვლები, მოლაპარაკებები, განხილვები, ხელშეკრულებების გაფორმება. თავადაც გადახედეთ, გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ. ილაპარაკეთ, დაამყარეთ ახალი კავშირები ამასთან, მოუსმინეთ, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, რათა გონივრული რჩევების გათვალისწინებით გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა, ფინანსური სიტუაცია. კოსმოსი განვითარების, წინსვლის შესაძლებლობას გაძლევთ და ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით . გარდა ამისა, მზე იუპიტერის (დიდი ბედნიერების პლანეტა) კარგი ასპექტიც გვაქვს. იყავით მზად სასიამოვნო განახლებისთვის, მცირე და გრანდიოზული პროექტების, საქმეების დასაწყებად. ყოველი ნაბიჯი კი წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეცდომების გათვალისწინებით გადადგით.

12 აპრილი ენერგეტიკულად სუსტი დღეა, გამორიცხული არაა, ცოტა დაბნეული, უენერგიო იყოთ. ამიტომ ახალი საქმეები უმჯობესია, 14-დან დაიწყოთ. ახალმთვარეობის 2 დღე კი არ დაიტვირთოთ საქმეებით, აქტიურობით. უმჯობესია, ჩამოწეროთ თვისა და წლის გეგმა, სურვილი, მიზანი. გააკეთეთ ის, რაც წინსვლას მოგიტანთ; მოერიდეთ იმას, რაც უკან დაგხევთ, წარსულში ვერ დაბრუნდებით.

  • ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად აპრილის ახალმთვარეობას

რა თქმა უნდა, ვერძები , განსაკუთრებით, 7-17 აპრილის შუალედში დაბადებულები. თქვენ გეძლევათ აქტიურად მოქმედების შანსი. იყავით მეტად მიზანმიმართულები, გაბედულები, ლიდერები. იყავით ინიციატივიანები, აიყოლიეთ გარშემო მყოფები და განახორციელეთ თქვენი იდეები. ახალმთვარეობა გაძლევთ შანსს, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, განწყობა, მატერიალური მდგომარეობა, ისწავლოთ და განვითარდეთ, დაამყაროთ კავშირები საჭირო ადამიანებთან. იმოქმედოთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. წაიკითხეთ სრულად

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?