ასტროლოგი ხათუნა ნოელი გაზაფხულის ბუნიაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"20 მარტს თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში მზის გადაბრძანებაა. მოგეხსენებათ, ეს არის გაზაფხულის ბუნიობის წერტლი, ანუ ის მომენტი, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია თავისი ხანგრძლივობით. ფაქტობრივად ასტრონომიული ახალი წელია!
ასტრონომიულივე თვალსაზრისით, ეს ხდება მაშინ, როდესაც, მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული მოძრაობისას გადაჰკვეთს ცის ეკვატორს. ასევე ასტრონომიულად, სწორედ ეს მომენტი ითვლება ახალი წლის დასაწყისად. და სხვათა შორის, არაერთი ერი დღემდე ამ დღეს ზეიმობს ხოლმე კიდეც ახალ წელს.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ტარდებოდა მექსიკაში, მაიას ტომებში, სადაც ამ დღის აღსანიშნად მთავარი პირამიდის - ელ კასტილიოს წვერზე იმართებოდა სამსხვერპლო რიტუალი.
ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ასევე ირანი, ავღანეთი, შუა აზიის ქვეყნები - ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა კვლავაც აღნიშნევენ გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაულს - ნავრუზობას, თუმცა რასაკვირველია, დღევანდელი ფორმით ეს ზეიმი სრულიად მშვიდობიანი ხასიათისაა.
ნავრუზობა ზოროასტრიული წარმოშობისაა და მზის თაყვანისცემის კულტი უდევს საფუძვლად. უძველსი სპარსული იმპერიის დედაქალაქ პერსიპოლში, რომელსაც სათავეში აქემენიანთა დინასტია ედგა, აღმოჩენილია ზოროასტრიული ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია ნავრუზის სიმბოლო - ხარისა და ლომის ბრძოლა. სადაც ხარი განასახიერებს დედამიწას, ხოლო ლომი მზეს. გაზაფხულის ბუნიაობის დღეს ზოროასტრიელების აზრით, ამ ორი საწყისის ძალა იყო თანაბარი, და ალბათ ეს ამბავი განსაკუთრებით სიმბოლურია დღეს - თანაბარსწორობა, თანაფარდობა, რომელიც ქმნის კიდევაც ჰარმონიას. სწორედ ამ ჰარმონიის აღდგენა გვჭირდება ჩვენ ყველას საკუთარ სულებში და არა პანიკა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - პანიკა, იმუნიტეტს სცემს ძირს. ამიტომ მოდით ვიყოთ კარგები, ჰუმანურები, კეთილები, გონიერები - გავაკეთოთ მაქსიმუმი ჩვენი შესაძლებლობების. და მე მჯერა, რომ მაშინ - ყველაფერი კარგად იქნება".