Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა - 6-12 იანვრის ასტროლოგიური მოვლენები
დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა - 6-12 იანვრის ასტროლოგიური მოვლენები

6 იან­ვარს მერ­კუ­რი და ნეპ­ტუ­ნი ქმნი­ან და­ძა­ბულ ას­პექტს, - საკ­მა­ოდ რთულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კლი­მატს. ამ დღეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბა იკ­ლებს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­უც­ვე­ლე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფის­კენ მიდ­რე­კილ­ნი ხდე­ბი­ან. მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, გარ­შე­მო მყო­ფებს არ ეს­მით რა­საც ამ­ბობთ. ამას­თან არის ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა კი­დევ 2-3 დღე.

8 იან­ვარს მერ­კუ­რი თხის რქა­ში გა­და­ვა 28 იან­ვრამ­დე, ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებთ კონ­კრე­ტულ ამო­ცა­ნებ­ზე, და­გეგ­მვა­სა და კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე. ამ დროს ფსი­ქი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ, საქ­მი­ან ხა­სი­ათს იძენს. თხის რქა­ში მერ­კუ­რის ენერ­გია ხელს უწყობს რე­ა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბის შედ­გე­ნას, ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

11 იან­ვარს სე­ლე­ნა, მას თეთრ მთვა­რე­საც უწო­დე­ბენ, კირჩხი­ბის ნი­შან­ში გა­და­ვა 7 თვით. სე­ლე­ნა, ანუ თეთ­რი მთვა­რე, სიმ­ბო­ლოა სი­კე­თის, დაც­ვას და ნა­თე­ლი გზის. ის გვეხ­მა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, გვი­ცავს ნე­გა­ტი­ვის­გან. სე­ლე­ნა ასო­ცირ­დე­ბო­და სი­ნა­ზეს­თან, სიბ­რძნეს­თან და მზრუნ­ვე­ლო­ბას­თან. მა­ლავს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს და აღ­ვი­ძებს ფან­ტა­ზი­ას. გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ქვეც­ნო­ბი­ე­რის, ინ­ტუ­ი­ცი­ის და დაც­ვის ნა­თელ მხა­რეს. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში თეთ­რი მთვა­რე (სე­ლე­ნა) წარ­მო­ად­გენს კარ­მულ დაც­ვას და სი­ნათ­ლის ენერ­გი­ას. იგი ით­ვლე­ბა დაგ­რო­ვი­ლი სი­კე­თი­სა და უმაღ­ლე­სი ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის სიმ­ბო­ლოდ, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

კირჩხი­ბი კი, სა­დაც სე­ლე­ნა გა­და­დის, ზო­დი­ა­ქოს წრის მე­ო­თხე ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა წყლის სტი­ქი­ას, ეს არის ღრმა ემო­ცი­უ­რო­ბის, ოჯა­ხის, სახ­ლის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის, ინ­ტუ­ი­ცი­ი­სა და ზრუნ­ვის ნი­შა­ნი. მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გაძ­ლი­ერ­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი კავ­ში­რე­ბი, სუ­ლი­ე­რი ფეს­ვე­ბი; ზრუნ­ვა, ინ­ტუ­ი­ცია და ემო­ცი­ურ სი­ახ­ლო­ვე.

2025 წლის 12 იან­ვრი­დან კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ქალ­წუ­ლი-თევ­ზე­ბის ღერძზე გა­და­დი­ან მომ­დევ­ნო 1,5 წლით. ასე­ვე ამ დღეს, მარ­სი­სა და ნეპ­ტუ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ა­კე­თოთ ძვე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ახ­ლე­ბუ­რად და მო­ერ­გოთ ახალ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რე­ა­ლო­ბას.

აღ­მა­ვა­ლი მთვა­რის კვან­ძი თევ­ზებ­ში გაგ­ვიძ­ლი­ე­რებს ინ­ტუ­ი­ცი­ას, მოგ­ვი­ტანს სუ­ლი­ე­რად გან­ვი­თა­რე­ბის მო­თხოვ­ნას და სი­ცო­ცხლის დი­ნე­ბას ნდო­ბის უნარს. გვა­ი­ძუ­ლებს ვე­ძი­ოთ უფრო ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა, თავი და­ვა­ნე­ბოთ კონ­ტროლს და გავ­ხსნათ ჩვე­ნი გული თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ეს არის დრო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოც­ნე­ბე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და იმის გა­გე­ბა, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სა­ზღვრებს მიღ­მა დევს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ხოლო დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ქალ­წულ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის, კრი­ტი­კის და წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მი­ტო­ვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წეს­რი­გი და სტრუქ­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ყუ­რა­დღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს წინსვლა. ეს კარ­მუ­ლი კვან­ძი გვას­წავ­ლის და­ბა­ლან­სე­ბას პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­სა და ნდო­ბას შო­რის, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის არ ემორ­ჩი­ლე­ბა ლო­გი­კას.

ბედ­ნი­ერ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა - 6-12 იანვრის ასტროლოგიური მოვლენები

დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა - 6-12 იანვრის ასტროლოგიური მოვლენები

6 იანვარს მერკური და ნეპტუნი ქმნიან დაძაბულ ასპექტს, - საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ კლიმატს. ამ დღეს კომუნიკაციის ეფექტურობა იკლებს, რადგან ადამიანები უფრო დაუცველები და შეურაცხყოფისკენ მიდრეკილნი ხდებიან. მარტივად რომ აგიხსნათ, გარშემო მყოფებს არ ესმით რასაც ამბობთ. ამასთან არის ილუზიებში გადავარდნის ალბათობა. ასპექტი აქტიური იქნება კიდევ 2-3 დღე.

8 იანვარს მერკური თხის რქაში გადავა 28 იანვრამდე, ყურადღებას გაამახვილებთ კონკრეტულ ამოცანებზე, დაგეგმვასა და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაზე. ამ დროს ფსიქიკური პროცესები და კომუნიკაციები სერიოზულ, საქმიან ხასიათს იძენს. თხის რქაში მერკურის ენერგია ხელს უწყობს რეალისტური გეგმების შედგენას, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობას და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას.

11 იანვარს სელენა, მას თეთრ მთვარესაც უწოდებენ, კირჩხიბის ნიშანში გადავა 7 თვით. სელენა, ანუ თეთრი მთვარე, სიმბოლოა სიკეთის, დაცვას და ნათელი გზის. ის გვეხმარება საუკეთესო თვისებების გამოვლენაში, გვიცავს ნეგატივისგან. სელენა ასოცირდებოდა სინაზესთან, სიბრძნესთან და მზრუნველობასთან. მალავს ნაკლოვანებებს და აღვიძებს ფანტაზიას. განასახიერებს ქვეცნობიერის, ინტუიციის და დაცვის ნათელ მხარეს. ასტროლოგიაში თეთრი მთვარე (სელენა) წარმოადგენს კარმულ დაცვას და სინათლის ენერგიას. იგი ითვლება დაგროვილი სიკეთისა და უმაღლესი ძალების მხარდაჭერის სიმბოლოდ, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრების გზაზე.

კირჩხიბი კი, სადაც სელენა გადადის, ზოდიაქოს წრის მეოთხე ნიშანია, რომელიც მიეკუთვნება წყლის სტიქიას, ეს არის ღრმა ემოციურობის, ოჯახის, სახლის, ტრადიციებისა და შინაგანი ჰარმონიის, ინტუიციისა და ზრუნვის ნიშანი. მომდევნო 7 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გახდება გრძნობების გამოხატვა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. გაძლიერდება ადამიანური კავშირები, სულიერი ფესვები; ზრუნვა, ინტუიცია და ემოციურ სიახლოვე.

2025 წლის 12 იანვრიდან კარმული კვანძები ქალწული-თევზების ღერძზე გადადიან მომდევნო 1,5 წლით. ასევე ამ დღეს, მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადააკეთოთ ძველი ისტორიები ახლებურად და მოერგოთ ახალ ცხოვრებისეულ რეალობას.

აღმავალი მთვარის კვანძი თევზებში გაგვიძლიერებს ინტუიციას, მოგვიტანს სულიერად განვითარების მოთხოვნას და სიცოცხლის დინებას ნდობის უნარს. გვაიძულებს ვეძიოთ უფრო ღრმა მნიშვნელობა, თავი დავანებოთ კონტროლს და გავხსნათ ჩვენი გული თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია ოცნებები, კრეატიულობა და იმის გაგება, რომ რაციონალური სამყაროს საზღვრებს მიღმა დევს ახალი შესაძლებლობები. ხოლო დაღმავალი კვანძი ქალწულში შეგვახსენებს, რომ წინსვლისთვის აუცილებელია პერფექციონიზმის, კრიტიკის და წვრილმანებისადმი მიჯაჭვულობის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ წესრიგი და სტრუქტურა მნიშვნელოვანი რჩება, დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა. ეს კარმული კვანძი გვასწავლის დაბალანსებას პრაქტიკულობასა და ნდობას შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება ყოველთვის არ ემორჩილება ლოგიკას.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!