ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

მოიმატებს ზარები, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. ეს სასარგებლოა მათთვის, ვინც კონსულტაციითა დაკავებული. კარგი პერიოდი დაუდგებათ მათაც, ვინც წერს, შემოქმედებით სფეროში საქმიანობს. ახალი იდეები გაგიჩნდებათ, მოიმატებს პოზიტიური ენერგია და არ გაგიჭირდებათ მიზნების განხორციელება. გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, მეზობლებთან. ზოგიერთს გელით მივლინება, მეგობრული შეკრებები და პიკნიკები ქალაქგარეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები დაგებადებათ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი. დეკემბრის მეორე ნახევარს დაუთმეთ სახლის საქმეებს. შეიძინეთ საახალწლო ნივთები და პროდუქტები და ახალ წელი ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ.

ფული და სიყვარული

შინ ყოფნის, საყვარელ ადამიანთან განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მზრუნველი, გაანებივრეთ პარტნიორი რომანტიკული საღამოებით. იზრუნეთ საოჯახო საქმეების შესრულებაზე. შეიძლება გაგიჩნდეთ ინტერიერის განახლების, მოლამაზების სურვილი. მარტოხელებმა სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება ოჯახის წევრების დახმარებით გაიცნოთ ან უბრალოდ, მან შინ მოგაკითხოთ.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში აქტიურად იქნებით ჩართული ფინანსური საკითხების მოგვარებაში. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ფული ძვირად ღირებულ ნივთებში დააბანდოთ. თვის ბოლოსკენ გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან, მიმოსვლები. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და საჭესთან ნასვამი ნუ დაჯდებით.

4 დეკემბრის შემდეგ დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. შეიძლება მოგინდეთ სასწავლო კურსებზე ჩაწერა, ცოდნის მიღება. გამორიცხული არაა, დაიწყოთ წიგნის წერა ან ხანმოკლე მოგზაურობა დაგეგმოთ.

19 დეკემბრის შემდეგ ყურადღებით გააფორმეთ დოკუმენტები. შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან თემაზე: ეს ეხება იურისპრუდენციას, საგამომცემლო სახლს ან საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხს.