ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მშვილდოსნებისთვის: “შეგიძლიათ ცოტა გარისკოთ და გააკეთოთ ის, რაც ოდესღაც შეუძლებელი გეჩვენებოდათ“

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მშვილდოსნებისთვის: “შეგიძლიათ ცოტა გარისკოთ და გააკეთოთ ის, რაც ოდესღაც შეუძლებელი გეჩვენებოდათ“

დეკემბერს სიხარულითა და საუკეთესო იმედით შეხვდებით. გასაკვირი არ არის, რადგან ეს თქვენი თვეა. მარსი აგავსებთ ენერგიითა და შეუპოვრობით, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა მიმდინარე პრობლემას. შესანიშნავი ჯანმრთელობა გაქვთ და გარდა ამისა, გარეგნულადაც ბრწყინავთ. კოლეგებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობაც მაღალ დონეზეა. თქვენ თავდაჯერებულად ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმეებში. მთავარია საკუთარი თავისთვის რეალური მიზნების დასახვა. თუ სამსახურში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში სწორ მიმართულებას აირჩევთ, ბევრს მიაღწევთ. უფრო მეტიც, დამოუკიდებლად და არავის მხარდაჭერის გარეშე.

დეკემბრის ფინანსები

არავის არაფერი უთხრათ თქვენი შემოსავლის შესახებ. ახლობლებმაც კი არ უნდა იცოდნენ რამდენი ფული გაქვთ ანგარიშზე. შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი გამოგიჩნდეთ, ასევე უმჯობესია ამაზე გაჩუმდეთ. სამწუხაროდ, შესაძლებელია თანხის მიღების შეფერხებაც. მაგრამ ყველაფერი, რაც დაგეგმილია, მომავალი წლის იანვარში მოვა თქვენთან. მიღწევები ფულად სფეროში ელოდება მშვილდოსანს, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში და დისპანსერებში.

ბიზნესი და კარიერა

მზე 3 კვირის განმავლობაში თქვენს ნიშანშია. ეს შეგმატებთ პრაქტიკულობას, აქტიურობას ბიზნესში და ხიბლს გარშემო მყოფების თვალში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უფრო გადამწყვეტი გახდებით. არსებობს შანსი, რომ ოცნებები აიხდინოთ! უბრალოდ არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ თავში და თქვენს უნიკალურობაში. თვის პირველ ნახევარში დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა, ხელშეკრულების გაფორმება. 13 დეკემბრიდან მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ცხოვრების ბევრ პროცესს შეანელებს. მენეჯერებსა და ბიზნესმენებს მოუწევთ მიმართონ იურისტებს გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებლად დააკვირდით თქვენი თანამშრომლების მუშაობას, თუ უფროსი ხართ. რა თქმა უნდა, მყისიერი გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გადალახავთ ბევრ წინააღმდეგობას. არ გაართულოთ ურთიერთობა კოლეგებთან. შესაძლებელია კონკურენტებთან ბრძოლა, კამათი და მტრობაც კი. საქმეებს ნუ აჩქარებთ, ყველაფერი ეტაპობრივად გააკეთეთ. მერკური რეტროგრადული იქნება 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ეს გავლენას მოახდენს კონტრაქტებზე, მოლაპარაკებებსა და სხვა პროფესიულ საკითხებზე. ბიზნესში შეიძლება იყოს შეცდომები და დაბრკოლებები. უფრო ფხიზლად უნდა იყოთ და ყურადღებით შეამოწმეთ დოკუმენტები. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსურ სფეროს.

სიყვარული

პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, უნდა გახდეთ უფრო ტოლერანტული და რბილი. თუ რჩეულს ამაღლებული ხმით უბრძანებთ და ელაპარაკებით, მაშინ კარგი არაფერი გამოვა. ურთიერთობაში არ არის საჭირო ლიდერობისკენ სწრაფვა. მოიქცეთ სწორად ხანდაზმულ მშობლებთან, უფრო ხშირად დაურეკეთ მათ და დაინტერესდით მათი საქმეებით. კეთილი სიტყვები და გულწრფელი ზრუნვა უფრო სასარგებლოა. გახსოვდეთ, ემოციურმა აფეთქებებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე და თქვენს ჯანმრთელობაზე. სხვაგვარად უნდა დასახოთ პრიორიტეტები, გაარკვიოთ შეცდომები და შიდა პრობლემები. უკიდურეს შემთხვევაში ფსიქოლოგი დაგეხმარებათ. მაგრამ არ არის მიზანშეწონილი მეგობრებს მოუყვეთ იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს სულში. სასიყვარულო ურთიერთობაში დადებითია ის, რომ მარსი და მზე თქვენს ნიშანში არიან და გაიძულებენ იმოქმედოთ, იზრუნოთ და გამოავლინოთ ყურადღების ნიშნები. 29 დეკემბერს ვენერა თქვენს ნიშანში გადავა და ახალ წელს უფრო ხალისიანი, ოპტიმისტური განწყობით შეხვდებით.

ჯანმრთელობა

მარსი პირველ სახლში გყავთ. ასე რომ, არ უნდა ინერვიულოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ. იმუნიტეტი, ძალა და მებრძოლი სული კარგი გაქვთ. ბუნებრივია, საკუთარ თავს დაუდევრად არ უნდა მოეპყროთ. თუ მთელ რიგ პრევენციულ ზომებს მიიღებთ, მაშინ ავადობა ვერ დაგძლევთ. ზამთარი სახლში ჯდომის, მოწყენის მიზეზი არ არის. მეტი მოძრაობა გვჭირდებათ, სპორტი. თუ ყიდულობთ სპორტული დარბაზის წევრობას, გაიარეთ კონსულტაცია ინსტრუქტორთან იმის შესახებ, თუ რა დატვირთვები შეგიძლიათ დაიწყოთ. გული არის მთელი სხეულის ძრავა. შეამოწმეთ მისი მუშაობა. ეს აუცილებელია მათთვის, ვინც ადრე უჩიოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს. დაფიქრდით, სჭირდება თუ არა თქვენს ორგანიზმს ცხიმიანი და მარილიანი საკვები? არ გადააჭარბოთ, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები არ გაგიუარესდეთ.

13 დეკემბერის შემდეგ კარგი პერიოდია საკუთარ თავზე და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. გაუფრთხილდით სახის და სხეულის კანს, დანიშნეთ შეხვედრა კოსმეტოლოგთან და პარიკმახერთან. და იყიდეთ ტანსაცმელი, რადგან ეს გაგიუმჯობესებთ განწყობას. გარდა ამისა, გარდერობის განახლება დადებითად იმოქმედებს თვითშეფასებაზე. ისე, თავდაჯერებული გარეგნობა და ქცევა დიდ გავლენას მოახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე. ახალ მთვარეზე მეტი ენერგია გექნებათ, რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ ყველა დაგეგმილი ამოცანის შესრულებას. შეგიძლიათ ცოტა გარისკოთ და გააკეთოთ ის, რაც ოდესღაც შეუძლებელი გეჩვენებოდათ. ეს საშუალებას მოგცემთ დააგროვოთ გამოცდილება და ცოდნა, რომელიც გამოგადგებათ უახლოეს მომავალში.

27 დეკემბერის შემდეგ ცვლილებების პერიოდი გეწყებათ. მაგრამ იმისათვის, რომ მიიღოთ ისინი სუფთა გულით, თქვენ უნდა თქვათ "არა" იმაზე, რაც თქვენთვის აღარ არის მნიშვნელოვანი. შინაგანად გაიწმინდეთ და გადახედეთ გარემოს. არ არის საჭირო ადამიანებსა ან საგნების მიჯაჭვულობა, რომლებიც აღარ განიჭებენ სიამოვნებას. არ არის გამორიცხული, ისინი მხოლოდ ზიანს გაყენებენ და ხელს უშლიან თქვენს განვითარებას. მოგიწევთ სხვების დახმარება ფულით.