პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა
დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

წლის ბოლო თვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­თაა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ყვე­ლა პლა­ნე­ტა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. ერ­თა­დერ­თი, 19 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი. პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, მზის დაბ­ნე­ლე­ბაა, მე­ო­რე ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­დას­ვლა; არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა მზის დღე­ღამ­ტო­ლო­ბა. თუმ­ცა, მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად და თვის ყვე­ლა მოვ­ლე­ნა დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ:

მზე ახლა მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. მშვილ­დოს­ნე­ბო, გი­ლო­ცავთ, გა­აქ­ტი­ურ­დით, თქვე­ნი დრო დად­გა. ეს პე­რი­ო­დი და­გეხ­მა­რე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, უცხო ენის შეს­წავ­ლა­ში, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მო­გინ­დე­ბათ სუ­ლი­ე­რი ზრდა, უცხო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცე­ბის გაც­ნო­ბა. აგ­რეთ­ვე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა (და­მა­ტე­ბი­თი). გახ­შირ­დე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ურ და რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი.

თევ­ზებ­ში მყო­ფი ნეპ­ტუ­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა პირ­ველ დე­კემ­ბერს 2022 წლის 28 ივ­ნი­სამ­დე და გა­ივ­ლის მან­ძილს 21-26 გრა­დუ­სამ­დე. პლა­ნე­ტა ნელა მოძ­რა­ობს. ნეპ­ტუ­ნი არის ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია, ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ა­ლე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა სფე­რო, წყლის ყვე­ლა ფორ­მა. თუ ადრე რამე გა­უ­გებ­რო­ბა გქონ­დათ ამ სფე­რო­ებ­ში ან არ გა­მოგ­დი­ო­დათ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­კე­თე­ბე­ლი გა­გიხ­დეთ წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზა­ფხულ­ში შე­ას­რუ­ლეთ.

4 დე­კემ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბას და ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის მე-13 გრა­დუს­ში, 11:33-ზე. ამ თე­მა­ზე, რა თქმა უნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ. ეს არის ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე. გა­და­ხე­დეთ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბის და­ი­წყეთ წლი­ნა­ხევ­რის წინ, ან გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და 18 წლის წინ. ამ მოვ­ლე­ნებს შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი ჰქონ­დეთ. მზის დაბ­ნე­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა გვსურს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა განვვი­თარ­დეთ. რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ცოდ­ნა ან რა უნდა ვის­წავ­ლოთ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. მო­ე­რი­დეთ სნო­ბიზს, ნუ გა­მო­ავ­ლენთ ყოვ­ლის­მცოდ­ნე­ო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ა­მოწ­მეთ ფაქ­ტე­ბი, ინ­ტორ­მა­ცი­ის წყა­რო. ერ­თა­დერ­თი, აქე­დან­ვე გა­გაფრ­თხი­ლებთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­ნუს-პლუს 2-3 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით პი­რად ნივ­თებს, ფულს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქურ­დო­ბა, აფე­რის­ტო­ბა. იყა­ვით ფრთხი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბაც. გა­და­ხე­დეთ თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კას, გა­არ­კვი­ეთ, სად გყავთ კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი. თით­ქმის 2 წელი გვქონ­და იმის­თვის, რომ გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნა კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დით, 19 დე­კემ­ბრამ­დე, სავ­სემ­თავ­რე­ო­ბამ­დე არც ისე ბევ­რი დროა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ თე­მა­ზე სტა­ტია ადრე უკვე შე­მოგ­თვა­ზეთ და თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ, კი­დევ ერთხელ გა­ეც­ნოთ

მერ­კუ­რი თხის რქა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს 13 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 2022 წლის 2 იან­ვრამ­დე. შემ­დეგ გა­და­ვა მერ­წყულ­ში, და­ე­წყე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა და ისევ გად­მო­ვა თხის რქა­ში, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვა 15 თე­ბერ­ვალს. ახლა მერ­კუ­რი მშვი­ლო­დო­სან­შია. იზ­რუ­ნეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, დახ­ვე­წეთ მა­ნე­რე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზემ­დგო­მებ­თან, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან. მერ­კუ­რი თხის რქა­ში მოგ­ვი­ტანს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის სურ­ვილს. მოგ­ვინ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. ადა­მი­ა­ნის "ნათ­ქვამს წყა­ლი არ გა­უ­ვა".

აქვე, მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ 5-14 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით 7-სა და 12-ში) არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ტექ­ნი­კა. სა­ყიდ­ლე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია 18-23 და გან­სა­კუთ­რე­ბით, 20, 29 დე­კემ­ბე­რი.

მარ­სი მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა 13 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 2022 წლის 24 იან­ვრამ­დე. მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა მო­რი­ელ­ში და გვეძ­ლე­ვა დიდი ძალა სი­ტუ­ა­ცი­ის, სა­კუ­თა­რი თა­ვის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად, ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია გლო­ბა­ლუ­რიც. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფული, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის სურ­ვი­ლი. მარ­სი, რო­გორც იცით, მებ­რძო­ლია, მშვილ­დო­სან­ში მისი ყოფ­ნა მოგ­ვი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­ებს, რომ უფრო მეტს მი­ვაღ­წი­ოთ, უფრო მეტი მო­ვიხ­ვე­ჭოთ და და­ვი­პყროთ. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, იმოგ­ზა­უ­რეთ.

5 ნო­ემ­ბრი­დან ვე­ნე­რა თხის რქა­შია, რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 19 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა თხის რქა­ში 6 მარ­ტამ­დე. ვე­ნე­რა თხის რქის მმარ­თვე­ლის, მკაც­რი სა­ტურ­ნის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი გრძნო­ბებს გა­მოც­დის დროა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა. გარ­და ამი­სა, ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ ფი­ნან­სე­ბი. რეტ­როგ­რა­დულ ვე­ნე­რა სამ­ჯერ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა პლუ­ტონს და მოხ­დე­ბა ძი­რე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცია ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში, შე­მო­სავ­ლებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში - მომ­წონს არ მომ­წონს. პლუ­ტო­ნი მოგ­ვა­ცი­ლებს ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. პლუ­ტო­ნი ვე­ნე­რას შე­უ­ერ­თე­ბა გვე­ლის 11 და 25 დე­კემ­ბერს. თუმ­ცა, მოვ­ლე­ნებს მი­ნუს-პლუს 2 დღე იგ­რძნობთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 19 დე­კემ­ბერს ტყუ­პის 28-ე გრა­დუს­ში, 8:35-ზე. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ას, სიბ­რა­ზეს. მოვ­ლე­ნე­ბი ისე ვი­თარ­დე­ბა, რომ ბევრ რა­მე­ზე მოგ­ვი­წევს და­ფიქ­რე­ბა და ბევ­რი რა­მის კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვლა. რო­გორც უკვე იცით, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მე­ტად მოქ­მე­დებს მა­მა­კა­ცებ­სა და ბავ­შვებ­ზე, სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გმარ­თებთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე მი­ნუს-პლუს 3 დღე არ და­ნიშ­ნოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არც სა­მე­დი­ცი­ნო გეგ­მი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

21 მზის დე­კემ­ბერს დღე­ღამ ტო­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბით 19:59-ზე. ამ დღეს მზე თხის რქის ნი­შან­ში გა­და­ვა. 21-მდე დღე კლე­ბა­დია, მერე უკვე თან­და­თან და­ი­წყებს მო­მა­ტე­ბას. ეს არის წლის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე და ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღამე. ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დღეა და ეცა­დეთ, ეს დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი, ახ­ლის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­როთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს, უც­ნა­უ­რის გა­კე­თე­ბა.

ურა­ნი და სა­ტურ­ნი წელს მე­სა­მედ და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს 24 დე­კემ­ბერს. ამ პლა­ნე­ტე­ბის წელს ეს მე­სა­მე, ფი­ნა­ლუ­რი და­ჯა­ხე­ბაა. პირ­ვე­ლი გვქონ­და 17 თე­ბერ­ვალს, მე­ო­რე 15 ივ­ნისს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ამ დღე­ებ­ში. წარ­სუ­ლი უნდა და­ტო­ვოთ წარ­სულ­ში, მაგ­რამ წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა შექ­მნათ ახა­ლი, მო­მა­ვა­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხე­ბა.

და დე­კემ­ბრის ბოლო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა - იუ­პი­ტე­რის თევ­ზებ­ში გა­დას­ვლა 29 დე­კემ­ბერს. იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა 2022 წლის 10 მა­ი­სამ­დე. მცი­რე ხნით ეს­ტუმ­რე­ბა ვერძს და ისევ უკან დაბ­რუნ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბებს იგ­რძნობთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თევ­ზე­ბი და ისი­ნიც, ვი­საც იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გყავთ. მო­ემ­ზა­დეთ თევ­ზე­ბო, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი იუ­პი­ტე­რი - დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა - თქვენ­სა­ვე ნი­შან­ში ბრუნ­დე­ბა. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბა.

და­ბო­ლოს, გა­გაც­ნობთ დე­კემ­ბრის პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­ურ დღე­ებს, რათა უკეთ შეძ­ლოთ და­გეგ­მოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სიფრ­თხი­ლე გმარ­თეთ: 3-4 7-8, 12, 15, 17, 19, 24-25 დე­კემ­ბერს. პო­ზი­ტი­უ­რი დღე­ე­ბია: პირ­ვე­ლი, 6, 20, 27, 29-30 დე­კემ­ბე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

დეკემბრის ასტროლოგიური დახასიათება: მზის დაბნელება, კარმული გამოცდის ჩაბარება, სიყვარულის საიმედოობაზე გამოცდა და კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა

წლის ბოლო თვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენითაა აღსანიშნავი. საინტერესო ისაა, რომ ყველა პლანეტა სწორი მიმართულებით მოძრაობს. ერთადერთი, 19 დეკემბერს ვენერა გახდება რეტროგრადული. პირველი, რა თქმა უნდა, მზის დაბნელებაა, მეორე ვენერას რეტროგრადულ სვლაში გადასვლა; არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა მზის დღეღამტოლობა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად და თვის ყველა მოვლენა დაწვრილებით განვიხილოთ:

მზე ახლა მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება. მშვილდოსნებო, გილოცავთ, გააქტიურდით, თქვენი დრო დადგა. ეს პერიოდი დაგეხმარებათ ცნობიერების გაფართოებაში. საზღვარგარეთ მოგზაურობაში, უცხო ენის შესწავლაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში. მოგინდებათ სულიერი ზრდა, უცხო კულტურის, ტრადიცების გაცნობა. აგრეთვე, უმაღლესი განათლების მიღება (დამატებითი). გახშირდება ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე საუბარი.

თევზებში მყოფი ნეპტუნი დირექტული გახდება პირველ დეკემბერს 2022 წლის 28 ივნისამდე და გაივლის მანძილს 21-26 გრადუსამდე. პლანეტა ნელა მოძრაობს. ნეპტუნი არის ღვთაებრივი სიყვარული, ფსიქოლოგია, ოცნებები, იდეალები. შემოქმედების ყველა სფერო, წყლის ყველა ფორმა. თუ ადრე რამე გაუგებრობა გქონდათ ამ სფეროებში ან არ გამოგდიოდათ, ახლა ყველაფერი მარტივად მოგვარდება. საინტერესო ისაა, რომ შეიძლება გადასაკეთებელი გაგიხდეთ წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლებიც ზაფხულში შეასრულეთ.

4 დეკემბერს მზის დაბნელებას და ახალმთვარეობას ველოდებით მშვილდოსნის მე-13 გრადუსში, 11:33-ზე. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვრცელ სტატიას მოგიმზადებთ. ეს არის ბოლო დაბნელება ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე. გადახედეთ საქმეებს, რომლების დაიწყეთ წლინახევრის წინ, ან გაიხსენეთ რა ხდებოდა 18 წლის წინ. ამ მოვლენებს შეიძლება ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეთ. მზის დაბნელება დაგვეხმარება ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა ან რა უნდა ვისწავლოთ, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდეთ. მოერიდეთ სნობიზს, ნუ გამოავლენთ ყოვლისმცოდნეობას. მაქსიმალურად გადაამოწმეთ ფაქტები, ინტორმაციის წყარო. ერთადერთი, აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ დაბნელებების პერიოდში, მინუს-პლუს 2-3 დღე მაქსიმალურად გაუფრთხილდით პირად ნივთებს, ფულს, მოსალოდნელია ქურდობა, აფერისტობა. იყავით ფრთხილი, მომატებულია ტრავმულობაც. გადახედეთ თქვენს ნატალურ რუკას, გაარკვიეთ, სად გყავთ კარმული კვანძები. თითქმის 2 წელი გვქონდა იმისთვის, რომ გაგვესტუმრებინა კარმული ვალები და მაქსიმალურად გააქტიურდით, 19 დეკემბრამდე, სავსემთავრეობამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი. ამ თემაზე სტატია ადრე უკვე შემოგთვაზეთ და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ

მერკური თხის რქაში გადაინაცვლებს 13 დეკემბერს და დარჩება 2022 წლის 2 იანვრამდე. შემდეგ გადავა მერწყულში, დაეწყება რეტროგრადული სვლა და ისევ გადმოვა თხის რქაში, რომლიდანაც გამოვა 15 თებერვალს. ახლა მერკური მშვილოდოსანშია. იზრუნეთ ინტელექტუალურ განვითარებაზე, დახვეწეთ მანერები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ზემდგომებთან, უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან. მერკური თხის რქაში მოგვიტანს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის სურვილს. მოგვინდება პრაქტიკული, სერიოზული საქმეების კეთება. ადამიანის "ნათქვამს წყალი არ გაუვა".

აქვე, მოკლედ გეტყვით, რომ 5-14 დეკემბრის შუალედში (განსაკუთრებით 7-სა და 12-ში) არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, ტექნიკა. საყიდლებისთვის კარგი პერიოდია 18-23 და განსაკუთრებით, 20, 29 დეკემბერი.

მარსი მშვილდოსანს ესტუმრება 13 დეკემბერს და დარჩება 2022 წლის 24 იანვრამდე. მანამდე იქნება მორიელში და გვეძლევა დიდი ძალა სიტუაციის, საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესაცვლელად, ტრანსფორმაციისთვის. ცვლილებები მოსალოდნელია გლობალურიც. ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება, ფული, ძალაუფლება, სამაგიეროს გადახდის სურვილი. მარსი, როგორც იცით, მებრძოლია, მშვილდოსანში მისი ყოფნა მოგვიმატებს ამბიციებს, რომ უფრო მეტს მივაღწიოთ, უფრო მეტი მოვიხვეჭოთ და დავიპყროთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, იმოგზაურეთ.

5 ნოემბრიდან ვენერა თხის რქაშია, რეტროგრადულ სვლაში გადავა 19 დეკემბერს და დარჩება თხის რქაში 6 მარტამდე. ვენერა თხის რქის მმართველის, მკაცრი სატურნის სტუმარი იქნება. ეს პერიოდი გრძნობებს გამოცდის დროა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაწინაურება, კარიერის გაკეთება. გარდა ამისა, ზომიერად უნდა ხარჯოთ ფინანსები. რეტროგრადულ ვენერა სამჯერ დაუახლოვდება პლუტონს და მოხდება ძირეული ტრანსფორმაცია ურთიერთობებში, ღირებულებებში, შემოსავლებსა და შეხედულებებში - მომწონს არ მომწონს. პლუტონი მოგვაცილებს ყველაფერ იმას, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. პლუტონი ვენერას შეუერთება გველის 11 და 25 დეკემბერს. თუმცა, მოვლენებს მინუს-პლუს 2 დღე იგრძნობთ.

სავსემთვარეობას ველოდებით 19 დეკემბერს ტყუპის 28-ე გრადუსში, 8:35-ზე. მოერიდეთ აგრესიას, სიბრაზეს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ბევრ რამეზე მოგვიწევს დაფიქრება და ბევრი რამის კარდინალურად შეცვლა. როგორც უკვე იცით, სავსემთვარეობა მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და ბავშვებზე, სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. სავსემთვარეობამდე მინუს-პლუს 3 დღე არ დანიშნოთ არაფერი მნიშვნელოვანი, არც სამედიცინო გეგმიური პროცედურები.

21 მზის დეკემბერს დღეღამ ტოლობას ველოდებით 19:59-ზე. ამ დღეს მზე თხის რქის ნიშანში გადავა. 21-მდე დღე კლებადია, მერე უკვე თანდათან დაიწყებს მომატებას. ეს არის წლის ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელი ღამე. ძლიერი ენერგეტიკული დღეა და ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად პოზიტიურად გაატაროთ. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ჩამოყალიბდებით საკუთარ სურვილებში. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ახლის შესწავლის სურვილი. შეიძლება მარტივად მოაგვაროთ რთული საკითხების. მოგინდებათ საკუთარი თავის დამკვიდრება, რაღაც უჩვეულოს, უცნაურის გაკეთება.

ურანი და სატურნი წელს მესამედ დაეჯახებიან ერთმანეთს 24 დეკემბერს. ამ პლანეტების წელს ეს მესამე, ფინალური დაჯახებაა. პირველი გვქონდა 17 თებერვალს, მეორე 15 ივნისს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში ამ დღეებში. წარსული უნდა დატოვოთ წარსულში, მაგრამ წარსული შეცდომების გათვალისწინებით უნდა შექმნათ ახალი, მომავალი. ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება.

და დეკემბრის ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა - იუპიტერის თევზებში გადასვლა 29 დეკემბერს. იუპიტერი თევზებში იქნება 2022 წლის 10 მაისამდე. მცირე ხნით ესტუმრება ვერძს და ისევ უკან დაბრუნდება. ცვლილებებს იგრძნობთ ზოდიაქოს ნიშნით თევზები და ისინიც, ვისაც იუპიტერი თევზებში გყავთ. მოემზადეთ თევზებო, თქვენი მმართველი იუპიტერი - დიდი ბედნიერების პლანეტა - თქვენსავე ნიშანში ბრუნდება. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.

დაბოლოს, გაგაცნობთ დეკემბრის პოზიტიური და ნეგატიურ დღეებს, რათა უკეთ შეძლოთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება სიფრთხილე გმართეთ: 3-4 7-8, 12, 15, 17, 19, 24-25 დეკემბერს. პოზიტიური დღეებია: პირველი, 6, 20, 27, 29-30 დეკემბერი.