მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის: “ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით ფინანსური“
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის: “ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით ფინანსური“

უნდა გა­გა­ხა­როთ, ზამ­თრის და­სა­წყი­სი ძი­რი­თა­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. დე­კემ­ბერ­ში ბევ­რი სი­ურპრი­ზი გე­ლო­დე­ბათ. გექ­ნე­ბათ შან­სი მი­ი­ღოთ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი და იყი­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. თუ ახლო მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავთ, მა­შინ შეხ­ვედ­რე­ბი ხა­ლის­სა და პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ის მუხტს მო­გა­ნი­ჭებთ. პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ამ ბოლო დროს მუ­შა­ობ­დით, დას­რულ­დე­ბა და ნა­ყო­ფის გა­მო­ღე­ბას და­ი­წყებს. ბევ­რი ახა­ლი გეგ­მა და იდეა გაქვთ, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან. გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ ახლო წრეს: მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს. თქვენ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და პო­ზი­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და ყუ­რა­დღე­ბას. დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს შე­საძ­ლოა ახ­ლდეს გაზ­რდი­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რაც გა­მო­იწ­ვევს ოჯა­ხურ ჩხუბს ან და­პი­რის­პი­რე­ბას. ზო­გი­ერ­თი ძვე­ლი წყე­ნა ან მო­ტყუ­ე­ბა კვლავ შე­გახ­სე­ნებთ თავს. გაფრ­თხილ­დით, რომ ამან არ გა­მო­იწ­ვი­ოს უსი­ა­მოვ­ნე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

დე­კემ­ბრის ფი­ნან­სე­ბი

ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე ბევ­რი ფიქ­რი მო­გი­წევთ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­მო­სავ­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო მა­ტე­ბა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ დიდი სურ­ვი­ლი გარ­თო­ბის ან სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის დიდი თან­ხის და­ხარ­ჯვის. უარი უნდა თქვათ ძვი­რად ღი­რე­ბულ, არა­სა­ჭი­რო ნივ­თებ­ზე; ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ასე­თი შე­ნა­ძე­ნი თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. ფუ­ლი­სად­მი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უფრო დიდ თან­ხებს მო­ი­ზი­დავთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დე­კემ­ბერ­ში თქვე­ნი ხარ­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხებ­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა. ამას­თან, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბაც ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

კო­ლე­გებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ან ქა­ლაქ­ში არი­ან. შე­იძ­ლე­ბა იყოს პრობ­ლე­მე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ დროს წა­გარ­თმევთ. ამ და­ძა­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გამო მო­გი­წევთ ნერ­ვი­უ­ლო­ბა. თვის ბო­ლომ­დე, ბევ­რი სა­კა­მა­თო სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყა­ლო­ბით სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლიზ­დე­ბა. თუ აფარ­თო­ებთ თქვენს ბიზ­ნესს, ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რაც ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­სა და პი­რო­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. აქ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს უზუს­ტო­ბე­ბი ან შეც­დო­მე­ბი. მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კონ­ტაქ­ტებ­სა და კავ­ში­რებ­ზე, 13 დე­კემ­ბრი­დან 2 იან­ვრამ­დე უკან­მა­ვა­ლი გახ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენ მო­გი­წევთ არა­ერ­თხელ გა­უმკლავ­დეთ იმა­ვე სა­კი­თხებს, და­უბ­რუნ­დეთ წინა პრობ­ლე­მებს, გა­და­ა­კე­თოთ და გა­მო­ას­წო­როთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. მე­ნე­ჯე­რებს ურ­ჩე­ვენ შე­ა­მოწ­მონ თა­ვი­ან­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა და აკონ­ტრო­ლონ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ არ ხართ კმა­ყო­ფი­ლი მათი პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნით და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, უნდა იფიქ­როთ პერ­სო­ნა­ლის რო­ტა­ცი­ა­ზე და უფრო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პოვ­ნა­ზე. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ და კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა­ზე და­ფიქ­რდეთ. თუმ­ცა, ჯერ არ ღირს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, მაგ­რამ სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ვა­კან­სი­ე­ბის სიის გა­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. დე­კემ­ბრის ბო­ლოს ძვე­ლი პრო­ექ­ტი ან სა­მუ­შაო სა­კი­თხი შე­გახ­სე­ნებთ თავს და მო­გი­წევთ მათი გა­დაჭ­რა. სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი ჰობი ან საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კვლავ შე­გახ­სე­ნებთ თავს.

სიყ­ვა­რუ­ლი

პრო­ფე­სი­ულ დატ­ვირ­თვას­თან ერ­თად, დიდ დროს და­უთ­მობთ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს და ოჯახს. სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა­სა, ინ­ტე­რი­ე­რის ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე ხარ­ჯი გა­იზ­რდე­ბა. ოჯახ­ში ჩხუ­ბი და და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი იშ­ვი­ა­თი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა მა­ინც უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ. თუ რა­ი­მეს შე­ძე­ნას სხვა ქვე­ყა­ნა­ში გეგ­მავთ, მო­ემ­ზა­დეთ ად­გი­ლობ­რივ კა­ნო­ნებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკე­თე­სია გა­მო­ყოთ დრო სა­ყიდ­ლებ­ზე, სა­ჩუქ­რე­ბის­თვის ან სახ­ლის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნის­თვის. თუ მცი­რე კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა გსურთ, ამის­თვის დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რიც სა­უ­კე­თე­სო დრო იქ­ნე­ბა. სახ­სრე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის. თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თქვე­ნი მე­უღ­ლის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, თა­ვად აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ფუ­ლის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი ნიშ­ნით არ უნდა შე­ა­ფა­სოთ. რა თქმა უნდა, კარ­გია, როცა პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს ფი­ნან­სუ­რად ბევ­რის გა­დახ­და შე­უძ­ლია, მაგ­რამ ფრთხი­ლად იყა­ვით, მან შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად მერ­კან­ტი­ლურ ადა­მი­ა­ნად ჩაგ­თვა­ლოთ. დე­კემ­ბერ­ში გაქვთ შან­სი, გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ან გა­ა­ცო­ცხლოთ ყო­ფილ­თან ადრე არ­სე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი. მათ­თვის, ვინც ახ­ლა­ხან და­შორ­და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, ამ თვე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ჯან­მრთე­ლო­ბა ამ თვე­ში არ იქ­ნე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი. თუმ­ცა, თუ გაქვთ თირკმე­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ან მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, უფრო ფრთხი­ლად უნდა იყოთ, მი­ი­ღოთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი. იმის­თვის, რომ დარ­წმუნ­დეთ, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა არ გა­უ­ა­რეს­დე­ბა, უნდა გა­ი­ა­როთ გა­მოკ­ვლე­ვა და გა­ი­ა­როთ სა­ჭი­რო ტეს­ტე­ბი. ეს მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია, თავი აა­რი­დოთ მა­რი­ლი­ან ან ცხა­რე, შე­ბო­ლილ და ცხი­მი­ან საკ­ვებს. მი­ი­ღეთ დღე­ში 2-3 ჭიქა წყა­ლი, მო­ე­რი­დეთ გა­ზი­ან სას­მე­ლებს ან ალ­კოჰოლს. თუ დიდი ხა­ნია სპორ­ტს მის­დევთ, გა­ნაგ­რძეთ, ხოლო თუ ახ­ლა­ხან და­ი­წყეთ სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი, არ გა­დატ­ვირ­თოთ სხე­უ­ლი მა­ღა­ლი დატ­ვირ­თვე­ბით. იყა­ვით ფრთხი­ლად ფე­ხით და ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას.

13 დე­კემ­ბრის შემ­დეგ გეგ­მე­ბის შეც­ვლა მო­გი­წევთ. ზო­გი­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა გა­და­ი­დე­ბა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ზოგს მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის ქა­ღალ­დზე გა­და­ტა­ნა, სტა­ტი­ის ან თუნ­დაც წიგ­ნის და­წე­რა; სხვე­ბი და­ი­წყე­ბენ სა­კუ­თა­რი ბლო­გის ან სვე­ტის წე­რას ინ­ტერ­ნეტ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი.

27 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა უეც­რად მო­ექ­ცეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ან რა­ი­მე მოვ­ლე­ნის ცენ­ტრში. ეს არის თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შან­სი. შე­ე­ცა­დეთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი თქვენს მოქ­მე­დე­ბებს შე­უ­თავ­სოთ: ეს დი­დად და­ეხ­მა­რე­ბა თქვენს კა­რი­ე­რას. თქვენს კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს შე­ამ­ჩნე­ვენ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან სამ­სა­ხურ­ში ან კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე ას­ვლა­ში. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისე­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის: “ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით ფინანსური“

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის: “ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით ფინანსური“

უნდა გაგახაროთ, ზამთრის დასაწყისი ძირითადად წარმატებული იქნება თქვენთვის. დეკემბერში ბევრი სიურპრიზი გელოდებათ. გექნებათ შანსი მიიღოთ კარგი შემოსავალი და იყიდოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. თუ ახლო მეგობრებთან შეხვედრას გეგმავთ, მაშინ შეხვედრები ხალისსა და პოზიტიური ენერგიის მუხტს მოგანიჭებთ. პროექტი, რომელზეც ამ ბოლო დროს მუშაობდით, დასრულდება და ნაყოფის გამოღებას დაიწყებს. ბევრი ახალი გეგმა და იდეა გაქვთ, რომლებიც განხორციელებას ელოდებიან. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ ახლო წრეს: მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ურთიერთობებს. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური ცხოვრება და პოზიცია საზოგადოებაში. გაგიჭირდებათ სამუშაო, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას და ყურადღებას. დეკემბრის მეორე ნახევარს შესაძლოა ახლდეს გაზრდილი ემოციური ფონი, რაც გამოიწვევს ოჯახურ ჩხუბს ან დაპირისპირებას. ზოგიერთი ძველი წყენა ან მოტყუება კვლავ შეგახსენებთ თავს. გაფრთხილდით, რომ ამან არ გამოიწვიოს უსიამოვნება გარშემო მყოფებთან.

დეკემბრის ფინანსები

ფინანსურ საკითხებზე ბევრი ფიქრი მოგიწევთ. დიდი ალბათობით, მოსალოდნელია შემოსავლის უმნიშვნელო მატება ან დაწინაურება. შეიძლება გქონდეთ დიდი სურვილი გართობის ან სიამოვნებისთვის დიდი თანხის დახარჯვის. უარი უნდა თქვათ ძვირად ღირებულ, არასაჭირო ნივთებზე; ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი შენაძენი თქვენთვის სასარგებლო იქნება. ფულისადმი რაციონალური დამოკიდებულებით, უახლოეს მომავალში უფრო დიდ თანხებს მოიზიდავთ. შეიძლება ითქვას, რომ დეკემბერში თქვენი ხარჯები ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხებზე დაიხარჯება. ამასთან, ბიზნესის გაფართოებაც ხარჯებს მოითხოვს.

სამუშაო და ბიზნესი

კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით თუ ისინი სხვა ქვეყანაში ან ქალაქში არიან. შეიძლება იყოს პრობლემები და სირთულეები, რომლებიც დიდ დროს წაგართმევთ. ამ დაძაბული მომენტების გამო მოგიწევთ ნერვიულობა. თვის ბოლომდე, ბევრი საკამათო საკითხი მოგვარდება და მომავალი წლის დასაწყისში თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით სიტუაცია სრულიად ნორმალიზდება. თუ აფართოებთ თქვენს ბიზნესს, ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით ის, რაც ფინანსურ საკითხებსა და პირობებს ითვალისწინებს. აქ შეიძლება აღმოჩნდეს უზუსტობები ან შეცდომები. მერკური, რომელიც პასუხისმგებელია კონტაქტებსა და კავშირებზე, 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე უკანმავალი გახდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ არაერთხელ გაუმკლავდეთ იმავე საკითხებს, დაუბრუნდეთ წინა პრობლემებს, გადააკეთოთ და გამოასწოროთ ადრე შესრულებული სამუშაო. მენეჯერებს ურჩევენ შეამოწმონ თავიანთი თანამშრომლების მუშაობა და აკონტროლონ მათი საქმიანობა. თუ არ ხართ კმაყოფილი მათი პროფესიული დონით და დამოკიდებულებით, უნდა იფიქროთ პერსონალის როტაციაზე და უფრო პასუხისმგებელი თანამშრომლების პოვნაზე. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ და კარიერაში ყველაფერი არ გაკმაყოფილებთ, შეიძლება სამუშაოს შეცვლაზე დაფიქრდეთ. თუმცა, ჯერ არ ღირს ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ სასარგებლო იქნება ვაკანსიების სიის გადათვალიერება. დეკემბრის ბოლოს ძველი პროექტი ან სამუშაო საკითხი შეგახსენებთ თავს და მოგიწევთ მათი გადაჭრა. საახალწლო არდადეგების შემდეგ თქვენი ჰობი ან საყვარელი საქმიანობა კვლავ შეგახსენებთ თავს.

სიყვარული

პროფესიულ დატვირთვასთან ერთად, დიდ დროს დაუთმობთ პირად ურთიერთობებს და ოჯახს. სახლის კეთილმოწყობასა, ინტერიერის ნივთების შეძენაზე ხარჯი გაიზრდება. ოჯახში ჩხუბი და დაძაბული სიტუაციები იშვიათი იქნება, თუმცა პარტნიორის სურვილებისა და გრძნობების მიმართ პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინოთ. თუ რაიმეს შეძენას სხვა ქვეყანაში გეგმავთ, მოემზადეთ ადგილობრივ კანონებთან და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის. თვის პირველ ნახევარში უკეთესია გამოყოთ დრო საყიდლებზე, საჩუქრებისთვის ან სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის. თუ მცირე კოსმეტიკური რემონტის გაკეთება გსურთ, ამისთვის დეკემბრის პირველი ნახევარიც საუკეთესო დრო იქნება. სახსრების რაციონალური გამოყენების შემთხვევაში თქვენი ბიუჯეტი საკმარისი იქნება ყველაფრისთვის. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი მეუღლის ფინანსურ შესაძლებლობებში, თავად აიღეთ პასუხისმგებლობა ფულის საკითხების მოგვარებაზე. ახალი ნაცნობები მხოლოდ ფინანსური ნიშნით არ უნდა შეაფასოთ. რა თქმა უნდა, კარგია, როცა პოტენციურ პარტნიორს ფინანსურად ბევრის გადახდა შეუძლია, მაგრამ ფრთხილად იყავით, მან შეიძლება ზედმეტად მერკანტილურ ადამიანად ჩაგთვალოთ. დეკემბერში გაქვთ შანსი, გააძლიეროთ თქვენი ურთიერთობა, ან გააცოცხლოთ ყოფილთან ადრე არსებული გრძნობები. მათთვის, ვინც ახლახან დაშორდა საყვარელ ადამიანს, ამ თვეში შესაძლებელია ბედნიერი გაერთიანება.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა ამ თვეში არ იქნება შემაშფოთებელი. თუმცა, თუ გაქვთ თირკმელების ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, მიიღოთ პრევენციული ზომები. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა არ გაუარესდება, უნდა გაიაროთ გამოკვლევა და გაიაროთ საჭირო ტესტები. ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადების გამწვავება. გარდა ამისა, სასურველია, თავი აარიდოთ მარილიან ან ცხარე, შებოლილ და ცხიმიან საკვებს. მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა წყალი, მოერიდეთ გაზიან სასმელებს ან ალკოჰოლს. თუ დიდი ხანია სპორტს მისდევთ, განაგრძეთ, ხოლო თუ ახლახან დაიწყეთ სპორტდარბაზში სიარული, არ გადატვირთოთ სხეული მაღალი დატვირთვებით. იყავით ფრთხილად ფეხით და ავტომობილით გადაადგილებისას.

13 დეკემბრის შემდეგ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გადაიდება საჭირო ინფორმაციის ნაკლებობის გამო. სასწავლო პროცესი წარმატებული იქნება. ზოგს მოუნდება საკუთარი იდეების ქაღალდზე გადატანა, სტატიის ან თუნდაც წიგნის დაწერა; სხვები დაიწყებენ საკუთარი ბლოგის ან სვეტის წერას ინტერნეტში. მოსალოდნელია მოკლევადიანი საინტერესო მოგზაურობები.

27 დეკემბერის შემდეგ შეიძლება უეცრად მოექცეთ საზოგადოების ყურადღების ან რაიმე მოვლენის ცენტრში. ეს არის თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენის შანსი. შეეცადეთ თქვენი სიტყვები თქვენს მოქმედებებს შეუთავსოთ: ეს დიდად დაეხმარება თქვენს კარიერას. თქვენს კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმს შეამჩნევენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან სამსახურში ან კარიერულ კიბეზე ასვლაში. ასევე შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენები, როდესაც საჭირო იქნება პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა.