მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა მორიელი?
დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა  მორიელი?

მო­რი­ე­ლი დედა ვერ­ძი შვი­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ვერძსაც და მო­რი­ელ­საც ერთი და იგი­ვე პლა­ნე­ტა – მარ­სი მარ­თავს (მარ­სი მო­რი­ე­ლის თა­ნამ­მარ­თვე­ლია პლუ­ტონ­თან ერ­თად). დედა მო­რი­ელს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უ­ვა პა­ტა­რა ვერძს ბავ­შვო­ბი­დან­ვე მის­ცეს სი­მა­მა­ცი­სა და გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი. ამი­ტომ ვერ­ძის­თვის ასე­თი დედა მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და სა­მა­გა­ლი­თო ფი­გუ­რა იქ­ნე­ბა.

მო­რი­ე­ლი დედა კურო შვი­ლი

ამ ორს შო­რის ძა­ლი­ან დიდი მსგავ­სე­ბაა და ბევ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბაც. პა­ტა­რა კუ­როს შე­უძ­ლია დედა მო­რი­ე­ლი თა­ვი­სი სი­ჯი­უ­ტით გა­აფ­თრე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. დედა მო­რი­ელს კი მკაც­რი დას­ჯის მე­თო­დე­ბით, შვი­ლის მხრი­დან მისი სრუ­ლი იგ­ნო­რის და ჩა­კე­ტი­ლო­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ისევ დედა მო­რი­ელ­მა გა­დად­გას ნა­ბი­ჯი შვი­ლის­კენ და კომ­პრო­მი­სის, მო­ფე­რე­ბი­სა და ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის გზით აი­ძუ­ლოს იგი პა­ტი­ვი სცეს მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

მო­რი­ე­ლი დედა ტყუ­პი შვი­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია უფრო მე­ტად დედა მო­რი­ე­ლის­თვის. პა­ტა­რა ტყუ­პი ქა­რი­ვით ხა­სი­ათცვა­ლე­ბა­დი, არას­ტა­ბი­ლუ­რი და მო­უს­ვე­ნა­რია. ის არ ემორ­ჩი­ლე­ბა მო­რი­ე­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სა­ში­ნაო დის­ციპ­ლი­ნას და არც მისი "შხა­მი" მოქ­მე­დებს ამ ჰა­ე­რო­ვან არ­სე­ბა­ზე მო­მაკ­ვდი­ნებ­ლად. ამი­ტომ მო­რი­ე­ლის მცდე­ლო­ბას შვილ ტყუპს რო­გორ­მე ჭკუა ას­წავ­ლოს, კრა­ხი ემუქ­რე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვად დე­დამ ის­წავ­ლოს პა­ტა­რა ტყუ­პის­გან, ის რომ ცხოვ­რე­ბას უფრო მეტი სიმ­სუ­ბუ­ქით მო­ე­კი­დოს.

მო­რი­ე­ლი დედა კირჩხი­ბი შვი­ლი

ძა­ლი­ან კარ­გი, ემო­ცი­უ­რად ღრმა და და­დე­ბი­თი კავ­ში­რია. მო­რი­ე­ლი და კირჩხი­ბი ერთი და იმა­ვე წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ კირჩხი­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა და მისი გა­მო­უ­ხა­ტა­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, დედა მო­რი­ელს უთ­ქმე­ლა­დაც შე­უძ­ლია გა­ი­გოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დედა უქ­მნის პა­ტა­რა კი­ბოს სწო­რედ იმ და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას, რაც მას ასე ძა­ლი­ან ესა­ჭი­რო­ე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით.

მო­რი­ე­ლი დედა ლომი შვი­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რია. მო­რი­ე­ლი-ლომი, რო­გორც ცნო­ბი­ლია კვად­რა­ტუ­რის მქო­ნე ნიშ­ნე­ბია, ამი­ტომ დედა მო­რი­ე­ლი ხში­რად ეც­დე­ბა ბოკ­ვე­რის ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა და ზედ­მე­ტად ღია ემო­ცი­ე­ბი რო­გორ­მე დათ­რგუ­ნოს ან და­ა­ბა­ლან­სოს. თუმ­ცა პა­ტა­რა ლომი დე­დის მხრი­დან მიდ­გო­მას "და­იმ­სა­ხუ­რე და შე­გა­ქებ", კა­ტე­გო­რი­უ­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბით შეხ­ვდე­ბა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია დედა მო­რი­ელ­მა ნაკ­ლე­ბად მი­ა­ყე­ნოს შვი­ლის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას დარ­ტყმა მსგავ­სი ტი­პის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. უკე­თე­სია, მან ბოკ­ვერს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ან სხვა სა­ხის ნი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­უ­წყოს ხელი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც იგი სა­მო­მავ­ლოდ უდა­ვოდ და­იმ­სა­ხუ­რებს დე­დის მხრი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას.

მო­რი­ე­ლი დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დედა მო­რი­ე­ლი მზად იქ­ნე­ბა პა­ტა­რა ქალ­წუ­ლის მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი ხში­რი (და რაც მთა­ვა­რია სავ­სე­ბით იბი­ექ­ტუ­რი) შე­ნიშ­ვნე­ბი აი­ტა­ნოს. სა­მა­გი­ე­როდ, მო­რი­ე­ლის­თვის ასეთ ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ დედა-შვილს შო­რის შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. სა­დაც ორი­ვე მხა­რე ერ­თნა­ი­რად შეძ­ლებს პა­ტი­ვი სცეს ერ­თმა­ნე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

მო­რი­ე­ლი დედა სას­წო­რი შვი­ლი

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სას­წო­რი მო­რი­ე­ლის მო­მიჯ­ნა­ვე ნი­შანს წარ­მო­ად­გენს, ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ მათ ერ­თმა­ნე­თის ნიშ­ნის გავ­ლე­ნაც საკ­მა­რი­სი ურე­ვი­ათ. ამი­ტომ დედა მო­რი­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა პა­ტა­რა სას­წორ­თან სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი იყოს. მთა­ვა­რია, მო­რი­ელ­მა სა­კუ­თა­რი სიმ­კაც­რი­თა და დის­ციპ­ლი­ნის­კენ მო­თხოვ­ნე­ბით არ დათ­რგუ­ნოს რბი­ლი, მერ­ყე­ვი და ლო­ი­ა­ლუ­რი სას­წო­რი. რომ­ლის­თვი­საც ოდ­ნავ უხე­ში ტო­ნიც კი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­ჰარ­მო­ნი­ის შეგ­რძნე­ბას ნიშ­ნავს.

მო­რი­ე­ლი დედა მო­რი­ე­ლი შვი­ლი

მათ შო­რის შე­საძ­ლოა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ან ძა­ლი­ან კარ­გი, ან ცუდ­ზე უფრო ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა. მო­რი­ე­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი არი­ან, ამი­ტომ დედა მო­რი­ელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი და პა­ტა­რა მო­რი­ელს კუდ­ზე ფეხი არა­სო­დეს და­ა­ბი­ჯოს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ "ბავ­შვია და გა­უვ­ლის". თუკი იგი ამ უმარ­ტი­ვეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, შეძ­ლებს შვი­ლის სა­ხით სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რე აღ­ზარ­დოს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მზად მის და­სახ­მა­რებ­ლად.

მო­რი­ე­ლი დედა მშვილ­დო­სა­ნი შვი­ლი

დედა მო­რი­ე­ლი პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდი­სას პირ­ველ რიგ­ში ცდი­ლობს ამ უკა­ნას­კნელთ დის­ციპ­ლი­ნა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ას­წავ­ლოს. რაც ძა­ლი­ან რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი საქ­მეა თუკი მას ბედ­მა პა­ტა­რა მშვილ­დოს­ნის აღ­ზრდა არ­გუ­ნა წი­ლად. მშვილ­დოს­ნის ბუ­ნე­ბა ვერ ეგუ­ე­ბა შე­ზღუდ­ვებს, თი­თის ქნე­ვას ან მენ­ტო­რულ ტონს. იგი ზედ­მე­ტად ქა­ო­სუ­რი და და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლია, ამი­ტომ დედა მო­რი­ელს მას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა თუ იგი შე­ეც­დე­ბა პა­ტა­რას არა შე­ზღუდ­ვე­ბის, არა­მედ მე­გობ­რუ­ლი სა­უბ­რის ხარ­ჯზე აუხ­სნას და გა­ა­გე­ბი­ნოს რამე, მშვილ­დო­სა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უ­ჯე­რებს მას.

მო­რი­ე­ლი დედა თხის რქა შვი­ლი

ერთ-ერთი ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი კავ­ში­რია. თხის რქა ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან წა­ა­გავს მო­რი­ელს, მა­სა­ვით დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლია. ამი­ტომ დედა მო­რი­ელს მისი აღ­ზრდა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. პა­ტა­რა თხის რქა ყო­ველ­თვის მო­ი­ხიბ­ლე­ბა დე­დის ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი­თა და გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლით, რის ხარ­ჯზეც მო­მა­ვალ­ში მას დე­და­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ალ­ბათ არც არა­ვინ ეყო­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში

მო­რი­ე­ლი დედა მერ­წყუ­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი და რთუ­ლი კავ­ში­რია. მერ­წყუ­ლის თავ­ქა­რი­ა­ნო­ბა, ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რის ბუ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია სრუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა უფ­რო­სის (ზო­გა­დად ჭკუ­ის მას­წავ­ლე­ბე­ლის) მი­მართ, მო­რი­ელ­ში არა­ერ­თგზის გა­მო­იწ­ვევს გა­აფ­თრე­ბას. თუმ­ცა თუ იგი აქ­ცენტს შვი­ლის ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თებს (რაც პა­ტა­რა მერ­წყუ­ლებ­ში მცი­რე ასა­კი­დან­ვე შე­სამ­ჩნე­ვია) სა­მო­მავ­ლოდ მის­გან მი­ზან­სწრა­ფულ და წარ­მა­ტე­ბულ პი­როვ­ნე­ბას გაზ­რდის.

მო­რი­ე­ლი დედა თევ­ზე­ბი შვი­ლი

ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი კავ­ში­რია. დედა მო­რი­ე­ლი პა­ტა­რა თევზს უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ დო­ზის ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტით, რაც ლიფ­სი­ტას ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მის­გან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა გა­ი­ზარ­დოს. პა­ტა­რა თევ­ზი კი თა­ვის მხრივ, მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე გა­აღ­მერ­თებს დე­დას, რომ­ლის­გან და­სა­მა­ლიც მას არა­სო­დეს არა­ფე­რი ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა მორიელი?

დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა  მორიელი?

მორიელი დედა ვერძი შვილი

საკმაოდ კარგი კავშირია, გამომდინარე იქედან, რომ ვერძსაც და მორიელსაც ერთი და იგივე პლანეტა – მარსი მართავს (მარსი მორიელის თანამმართველია პლუტონთან ერთად). დედა მორიელს შესანიშნავად გამოუვა პატარა ვერძს ბავშვობიდანვე მისცეს სიმამაცისა და გაუტეხელი სულის ნათელი მაგალითი. ამიტომ ვერძისთვის ასეთი დედა მთელი სიცოცხლის მანძილზე ავტორიტეტული და სამაგალითო ფიგურა იქნება.

მორიელი დედა კურო შვილი

ამ ორს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა და ბევრი შეუსაბამობაც. პატარა კუროს შეუძლია დედა მორიელი თავისი სიჯიუტით გააფთრებამდე მიიყვანოს. დედა მორიელს კი მკაცრი დასჯის მეთოდებით, შვილის მხრიდან მისი სრული იგნორის და ჩაკეტილობის საფრთხე ემუქრება. სასურველია, ისევ დედა მორიელმა გადადგას ნაბიჯი შვილისკენ და კომპრომისის, მოფერებისა და ლოიალური მიდგომის გზით აიძულოს იგი პატივი სცეს მის შეხედულებებს.

მორიელი დედა ტყუპი შვილი

საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია უფრო მეტად დედა მორიელისთვის. პატარა ტყუპი ქარივით ხასიათცვალებადი, არასტაბილური და მოუსვენარია. ის არ ემორჩილება მორიელის მიერ შემუშავებულ საშინაო დისციპლინას და არც მისი "შხამი" მოქმედებს ამ ჰაეროვან არსებაზე მომაკვდინებლად. ამიტომ მორიელის მცდელობას შვილ ტყუპს როგორმე ჭკუა ასწავლოს, კრახი ემუქრება. უმჯობესია, თავად დედამ ისწავლოს პატარა ტყუპისგან, ის რომ ცხოვრებას უფრო მეტი სიმსუბუქით მოეკიდოს.

მორიელი დედა კირჩხიბი შვილი

ძალიან კარგი, ემოციურად ღრმა და დადებითი კავშირია. მორიელი და კირჩხიბი ერთი და იმავე წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. ამიტომ კირჩხიბის ემოციური ბუნება და მისი გამოუხატავი მოთხოვნილებები, დედა მორიელს უთქმელადაც შეუძლია გაიგოს. აქედან გამომდინარე, დედა უქმნის პატარა კიბოს სწორედ იმ დაცულობის შეგრძნებას, რაც მას ასე ძალიან ესაჭიროება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

მორიელი დედა ლომი შვილი

საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო კავშირია. მორიელი-ლომი, როგორც ცნობილია კვადრატურის მქონე ნიშნებია, ამიტომ დედა მორიელი ხშირად ეცდება ბოკვერის ამბიციური ბუნება და ზედმეტად ღია ემოციები როგორმე დათრგუნოს ან დააბალანსოს. თუმცა პატარა ლომი დედის მხრიდან მიდგომას "დაიმსახურე და შეგაქებ", კატეგორიული პროტესტის გრძნობით შეხვდება. ამიტომ სასურველია დედა მორიელმა ნაკლებად მიაყენოს შვილის თავმოყვარეობას დარტყმა მსგავსი ტიპის შეხედულებებით. უკეთესია, მან ბოკვერს შემოქმედებითი ან სხვა სახის ნიჭის განვითარებაში შეუწყოს ხელი, რის საფუძველზეც იგი სამომავლოდ უდავოდ დაიმსახურებს დედის მხრიდან აღფრთოვანებას.

მორიელი დედა ქალწული შვილი

საკმაოდ ჰარმონიული კავშირია, იმ შემთხვევაში თუ დედა მორიელი მზად იქნება პატარა ქალწულის მხრიდან გამოთქმული ხშირი (და რაც მთავარია სავსებით იბიექტური) შენიშვნები აიტანოს. სამაგიეროდ, მორიელისთვის ასეთ ბავშვთან ურთიერთობა დიდი გაკვეთილი იქნება და სამომავლოდ დედა-შვილს შორის შეიძლება იდეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. სადაც ორივე მხარე ერთნაირად შეძლებს პატივი სცეს ერთმანეთის შეხედულებებს.

მორიელი დედა სასწორი შვილი

გამომდინარე იქიდან, რომ სასწორი მორიელის მომიჯნავე ნიშანს წარმოადგენს, ხშირად ხდება ისე, რომ მათ ერთმანეთის ნიშნის გავლენაც საკმარისი ურევიათ. ამიტომ დედა მორიელის ურთიერთობა პატარა სასწორთან სავსებით შესაძლებელია ჰარმონიული და კარგი იყოს. მთავარია, მორიელმა საკუთარი სიმკაცრითა და დისციპლინისკენ მოთხოვნებით არ დათრგუნოს რბილი, მერყევი და ლოიალური სასწორი. რომლისთვისაც ოდნავ უხეში ტონიც კი ფსიქოლოგიური დისჰარმონიის შეგრძნებას ნიშნავს.

მორიელი დედა მორიელი შვილი

მათ შორის შესაძლოა ჩამოყალიბდეს ან ძალიან კარგი, ან ცუდზე უფრო ცუდი ურთიერთობა. მორიელები მაქსიმალისტები არიან, ამიტომ დედა მორიელმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ხასიათის შტრიხები და პატარა მორიელს კუდზე ფეხი არასოდეს დააბიჯოს დაუმსახურებლად, ან მხოლოდ იმიტომ, რომ "ბავშვია და გაუვლის". თუკი იგი ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას გაითვალისწინებს, შეძლებს შვილის სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე აღზარდოს, რომელიც ყოველთვის იქნება მზად მის დასახმარებლად.

მორიელი დედა მშვილდოსანი შვილი

დედა მორიელი პატარების აღზრდისას პირველ რიგში ცდილობს ამ უკანასკნელთ დისციპლინა და პასუხისმგებლობა ასწავლოს. რაც ძალიან რთულად მისაღწევი საქმეა თუკი მას ბედმა პატარა მშვილდოსნის აღზრდა არგუნა წილად. მშვილდოსნის ბუნება ვერ ეგუება შეზღუდვებს, თითის ქნევას ან მენტორულ ტონს. იგი ზედმეტად ქაოსური და დაუკვირვებელია, ამიტომ დედა მორიელს მასთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება. თუმცა თუ იგი შეეცდება პატარას არა შეზღუდვების, არამედ მეგობრული საუბრის ხარჯზე აუხსნას და გააგებინოს რამე, მშვილდოსანი სიამოვნებით დაუჯერებს მას.

მორიელი დედა თხის რქა შვილი

ერთ-ერთი ჰარმონიული და კარგი კავშირია. თხის რქა ბუნებით ძალიან წააგავს მორიელს, მასავით დისციპლინირებული და წინდახედულია. ამიტომ დედა მორიელს მისი აღზრდა არ გაუჭირდება. პატარა თხის რქა ყოველთვის მოიხიბლება დედის ძლიერი ხასიათითა და გაუტეხელი სულით, რის ხარჯზეც მომავალში მას დედაზე დიდი ავტორიტეტი ალბათ არც არავინ ეყოლება ცხოვრებაში

მორიელი დედა მერწყული შვილი

საკმაოდ პრობლემატური და რთული კავშირია. მერწყულის თავქარიანობა, ექსპერიმენტატორის ბუნება და რაც მთავარია სრული დაუმორჩილებლობა უფროსის (ზოგადად ჭკუის მასწავლებელის) მიმართ, მორიელში არაერთგზის გამოიწვევს გააფთრებას. თუმცა თუ იგი აქცენტს შვილის ნიჭიერებაზე გააკეთებს (რაც პატარა მერწყულებში მცირე ასაკიდანვე შესამჩნევია) სამომავლოდ მისგან მიზანსწრაფულ და წარმატებულ პიროვნებას გაზრდის.

მორიელი დედა თევზები შვილი

ძალიან ჰარმონიული და კარგი კავშირია. დედა მორიელი პატარა თევზს უზრუნველყოფს იმ დოზის ემოციური კომფორტით, რაც ლიფსიტას ჰაერივით ესაჭიროება საიმისოდ, რომ მისგან გაწონასწორებული და ნებისყოფის მქონე პიროვნება გაიზარდოს. პატარა თევზი კი თავის მხრივ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გააღმერთებს დედას, რომლისგან დასამალიც მას არასოდეს არაფერი ექნება.