Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა მშვილდოსანი
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა მშვილდოსანი

მშვილ­დო­სა­ნი დედა ვერ­ძი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი და იდე­ა­ლუ­რი კავ­ში­რია. ორი­ვე ცე­ცხლის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ დედა მშვილ­დო­სა­ნი პა­ტა­რა ბე­კე­კოს­თან ერ­თად თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ერ­თო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის თა­მა­შით. გარ­და ამი­სა, ეს ორი გა­მუდ­მე­ბით იხე­ტი­ა­ლებს აღმა-დაღ­მა ახალ-ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად.

მშვილ­დო­სა­ნი დედა კურო შვი­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ დედა მშვილ­დოს­ნის ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი რთუ­ლად ეგუ­ე­ბა პა­ტა­რა კუ­როს ზანტ და შე­ნე­ლე­ბულ ცხოვ­რე­ბის რიტმს. ჩვი­ლო­ბის ასაკ­ში კი­დევ არა უშავს, პა­ტა­რა ბო­ჩო­ლას იგი ამ თვი­სე­ბას ასა­კობ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლად ჩა­უთ­ვლის. აი, უკვე წა­მოზ­რდილ კუ­როს კი ხში­რად მო­უ­წევს, დე­დის მხრი­დან მის გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის "ტრი­უ­კე­ბის" მო­გე­რი­ე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი დედა ტყუ­პი შვი­ლი

მი­უ­ხე­და­ვად ნიშ­ნებს შო­რის ოპო­ზი­ცი­უ­რი კავ­ში­რი­სა, ამ ორს შო­რის ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდი­ლია სუ­ფევს. ტყუ­პის მოძ­რა­ვი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და მო­უს­ვე­ნა­რი ბუ­ნე­ბით დედა მშვილ­დო­სა­ნი ძა­ლი­ან იხიბ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ თა­ვა­დაც იგი­ვე შტრი­ხე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია ხა­სი­ა­თით. ამას­თან ერ­თად, ფე­ხის ად­გმი­დან და ლა­პა­რა­კის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დედა-შვილს სა­ხე­ტი­ა­ლო და სა­ლაქ­ლა­ქო არა­სო­დეს გა­მო­ე­ლე­ვა.

მშვილ­დო­სა­ნი დედა კირჩხი­ბი შვი­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. პა­ტა­რა კირჩხი­ბი დედა მშვილ­დოს­ნის­გან სა­ჭი­რო­ზე მეტ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს იღებს ჩვი­ლო­ბი­დან, თუმ­ცა უკვე დიდ ასაკ­ში როცა დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­რე­ვას და უფრო მეტ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბას მოს­თხოვს, შე­იძ­ლე­ბა კირჩხი­ბი სა­კუ­თარ მიკ­რო-სამ­ყა­რო­ში ჩა­ი­კე­ტოს თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად. დედა მშვილ­დო­სანს კი ქრო­ნი­კუ­ლი შა­კი­კის ხში­რი სა­ბა­ბი მი­ე­ცე­მა.

მშვილ­დო­სა­ნი დედა ლომი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მია. ორი ცე­ცხლო­ვა­ნი, ანცი და მო­უს­ვე­ნა­რი ინ­დი­ვი­დი სახ­ლში ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მათ შო­რის ერთი რომ სამი წლი­საა, მე­ო­რე კი სულ რა­ღაც ოც­და­სა­მის. მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ ორს შე­უძ­ლია ერ­თმა­ნეთს ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი მი­ა­ნი­ჭოს და სა­მო­მავ­ლოდ ასეთ სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ბოკ­ვე­რი, თა­ვის თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და დიდსუ­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბა გა­იზ­რდე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი დედა ქალ­წუ­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი კავ­ში­რია. იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ნიშ­ნებს შო­რის იქ­მნე­ბა კვად­რა­ტუ­რა, რაც ამ ორის ხა­სი­ა­თებ­ში ხში­რად აბ­სო­ლუ­ტურ სხვა­ო­ბას იწ­ვევს. ქალ­წუ­ლი ბუ­ნე­ბით პე­დან­ტი, პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ასო­ცი­ა­ლუ­რია. მშვილ­დო­სა­ნი გუ­ლუხ­ვი, და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. სა­ჭი­როა ისევ დე­დამ გა­დად­გას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი შვი­ლის­კენ და ამ პა­ტა­რა, ფრთხილ არ­სე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხში შე­უ­წყოს ხელი.

მშვილ­დო­სა­ნი დედა სას­წო­რი შვი­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია. პა­ტა­რა სას­წო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დედა მშვილ­დოს­ნის სი­მა­მა­ცით, ხა­ლი­სი­ა­ნი ბუ­ნე­ბი­თა და მუდ­მი­ვად ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბით. თა­ვის მხრივ მშვილ­დო­სა­ნი შვილს ყო­ველ­თვის შე­უ­წყობს ხელს იმა­ში, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე გა­ნა­ვი­თა­როს.

მშვილ­დო­სა­ნი დედა მო­რი­ე­ლი შვი­ლი

გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და ხა­სი­ა­თის სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მათ­გან შე­იძ­ლე­ბა კარ­გი "კო­ა­ლი­ცია" ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი და მხი­ა­რუ­ლია, მა­შინ როცა მო­რი­ე­ლი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს და ღი­მილს იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­მე­ტებს ვინ­მეს მი­სა­მარ­თით. დედა მშვილ­დო­სა­ნი კარგ მა­გა­ლითს მის­ცემს პა­ტა­რა მო­რი­ელს სა­ი­მი­სოდ, რომ მან ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მეტი ნდო­ბა და ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა ის­წავ­ლოს.

მშვილ­დო­სა­ნი დედა მშვილ­დო­სა­ნი შვი­ლი

ძა­ლი­ან კარ­გი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია. დედა მშვილ­დო­სანს კარ­გად ეს­მის პა­ტა­რა მშვილ­დოს­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, ამი­ტომ იგი ნაკ­ლე­ბად შე­ზღუ­დავს შვილს მენ­ტო­რუ­ლი შე­გო­ნე­ბე­ბით, არც კონ­ტროლს და­ა­წე­სებს მას­ზე. დიდ ასაკ­ში მის ამ საქ­ცი­ელს შვი­ლი მშვილ­დო­სა­ნი ძა­ლი­ან და­ა­ფა­სებს და დე­დას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­პა­ტი­ჟებს რო­მე­ლი­მე ეგ­ზო­ტი­კურ ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ.

მშვილ­დო­სა­ნი დედა თხის რქა შვი­ლი

ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვია ამ ორს შო­რის რო­მე­ლია მშო­ბე­ლი და რო­მე­ლი შვი­ლი. თხის რქე­ბი "პა­ტა­რა დი­დე­ბად" ევ­ლი­ნე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ და­ბა­დე­ბი­დან სე­რი­ო­ზულ თხის რქას, ხში­რად გა­უ­ჭირ­დე­ბა დე­დის ქა­ო­სურ გრა­ფიკს და ზედ­მე­ტად ხმა­უ­რი­ან ხა­სი­ათს მო­ერ­გოს. თუმ­ცა, ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც აქვს თა­ვი­სი პლუ­სი, ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სე დედა მშვილ­დოს­ნის ხელ­ში თხის რქა ნაკ­ლებ პე­სი­მის­ტურ და გა­ცი­ლე­ბით უფრო რის­კი­ან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი დედა მერ­წყუ­ლი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყვი­ლია. რო­გორც ხა­სი­ა­თის, ისე ემო­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის კუ­თხით. დედა მშვილ­დო­სა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დავს შვილს თა­ვი­სუფ­ლად მოქ­ცე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მის გვერ­დით პა­ტა­რა მერ­წყუ­ლი გუ­ლის­ხმი­ერ, დიდსუ­ლო­ვან და ოპ­ტი­მისტ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

დედა მშვილ­დო­სა­ნი შვი­ლი თევ­ზე­ბი

მეტ-ნაკ­ლე­ბად რთუ­ლი კავ­ში­რია. თევ­ზე­ბი და მშვილ­დო­სა­ნი, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ამი­ტომ ბუ­ნე­ბით რბილ, სა­თუთ თევ­ზებს დე­დის მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი (ხში­რად, სრუ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი) საყ­ვე­დუ­რი და შე­ნიშ­ვნა არა­ერ­თგზის ატ­კენს გულს, რის ხარ­ჯზეც იგი შე­ეც­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო დის­ტან­ცი­უ­რი იყოს დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. დედა მშვილ­დო­სან­მა უნდა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ შვი­ლის სა­თუთ ფსი­ქი­კას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ნაკ­ლე­ბად უნდა დათ­რგუ­ნოს იგი ხის­ტი და მკვა­ხე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით.

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა მშვილდოსანი

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა მშვილდოსანი

მშვილდოსანი დედა ვერძი შვილი

შესანიშნავი და იდეალური კავშირია. ორივე ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ დედა მშვილდოსანი პატარა ბეკეკოსთან ერთად თავადაც სიამოვნებით გაერთობა სხვადასხვა სახის თამაშით. გარდა ამისა, ეს ორი გამუდმებით იხეტიალებს აღმა-დაღმა ახალ-ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად.

მშვილდოსანი დედა კურო შვილი

მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედა მშვილდოსნის ცეცხლოვანი ტემპერამენტი რთულად ეგუება პატარა კუროს ზანტ და შენელებულ ცხოვრების რიტმს. ჩვილობის ასაკში კიდევ არა უშავს, პატარა ბოჩოლას იგი ამ თვისებას ასაკობრივ მახასიათებლად ჩაუთვლის. აი, უკვე წამოზრდილ კუროს კი ხშირად მოუწევს, დედის მხრიდან მის გამოსაფხიზლებლად ჩატარებული სხვადასხვა სახის "ტრიუკების" მოგერიება.

მშვილდოსანი დედა ტყუპი შვილი

მიუხედავად ნიშნებს შორის ოპოზიციური კავშირისა, ამ ორს შორის ხშირად აბსოლუტური იდილია სუფევს. ტყუპის მოძრავი, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ბუნებით დედა მშვილდოსანი ძალიან იხიბლება, იმიტომ რომ თავადაც იგივე შტრიხების მატარებელია ხასიათით. ამასთან ერთად, ფეხის ადგმიდან და ლაპარაკის დაწყებიდან მოყოლებული დედა-შვილს სახეტიალო და სალაქლაქო არასოდეს გამოელევა.

მშვილდოსანი დედა კირჩხიბი შვილი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. პატარა კირჩხიბი დედა მშვილდოსნისგან საჭიროზე მეტ სითბოს და სიყვარულს იღებს ჩვილობიდან, თუმცა უკვე დიდ ასაკში როცა დედა საზოგადოებაში გარევას და უფრო მეტ კომუნიკაბელურობას მოსთხოვს, შეიძლება კირჩხიბი საკუთარ მიკრო-სამყაროში ჩაიკეტოს თავის გადასარჩენად. დედა მშვილდოსანს კი ქრონიკული შაკიკის ხშირი საბაბი მიეცემა.

მშვილდოსანი დედა ლომი შვილი

შესანიშნავი ტანდემია. ორი ცეცხლოვანი, ანცი და მოუსვენარი ინდივიდი სახლში ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და არ აქვს მნიშვნელობა მათ შორის ერთი რომ სამი წლისაა, მეორე კი სულ რაღაც ოცდასამის. მთავარი ის არის, რომ ამ ორს შეუძლია ერთმანეთს ბევრი პოზიტივი მიანიჭოს და სამომავლოდ ასეთ სიყვარულში გაზრდილი ბოკვერი, თავის თავში დარწმუნებული და დიდსულოვანი პიროვნება გაიზრდება.

მშვილდოსანი დედა ქალწული შვილი

საკმაოდ რთული კავშირია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნიშნებს შორის იქმნება კვადრატურა, რაც ამ ორის ხასიათებში ხშირად აბსოლუტურ სხვაობას იწვევს. ქალწული ბუნებით პედანტი, პრეტენზიული და ასოციალურია. მშვილდოსანი გულუხვი, დაუკვირვებელი და კომუნიკაბელური. საჭიროა ისევ დედამ გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები შვილისკენ და ამ პატარა, ფრთხილ არსებას საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხში შეუწყოს ხელი.

მშვილდოსანი დედა სასწორი შვილი

საკმაოდ კარგი და ჰარმონიული კავშირია. პატარა სასწორი აღფრთოვანებული იქნება დედა მშვილდოსნის სიმამაცით, ხალისიანი ბუნებითა და მუდმივად ოპტიმისტური განწყობით. თავის მხრივ მშვილდოსანი შვილს ყოველთვის შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე განავითაროს.

მშვილდოსანი დედა მორიელი შვილი

გარკვეული სირთულეების და ხასიათის სხვადასხვაობის მიუხედავად მათგან შეიძლება კარგი "კოალიცია" ჩამოყალიბდეს. მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტი და მხიარულია, მაშინ როცა მორიელი პატარა ასაკიდანვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ქვეყნად ყველაფერს და ღიმილს იშვიათად გამოიმეტებს ვინმეს მისამართით. დედა მშვილდოსანი კარგ მაგალითს მისცემს პატარა მორიელს საიმისოდ, რომ მან ადამიანების მიმართ მეტი ნდობა და ლოიალური მიდგომა ისწავლოს.

მშვილდოსანი დედა მშვილდოსანი შვილი

ძალიან კარგი და ჰარმონიული კავშირია. დედა მშვილდოსანს კარგად ესმის პატარა მშვილდოსნის მოთხოვნილება იყოს თავისუფალი, ამიტომ იგი ნაკლებად შეზღუდავს შვილს მენტორული შეგონებებით, არც კონტროლს დააწესებს მასზე. დიდ ასაკში მის ამ საქციელს შვილი მშვილდოსანი ძალიან დააფასებს და დედას აუცილებლად მიიპატიჟებს რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ.

მშვილდოსანი დედა თხის რქა შვილი

ეს ის შემთხვევაა, როცა ზოგჯერ ძალიან ძნელი გასარკვევია ამ ორს შორის რომელია მშობელი და რომელი შვილი. თხის რქები "პატარა დიდებად" ევლინებიან ამ ქვეყანას, ამიტომ დაბადებიდან სერიოზულ თხის რქას, ხშირად გაუჭირდება დედის ქაოსურ გრაფიკს და ზედმეტად ხმაურიან ხასიათს მოერგოს. თუმცა, ამ ურთიერთობასაც აქვს თავისი პლუსი, ოპტიმიზმით სავსე დედა მშვილდოსნის ხელში თხის რქა ნაკლებ პესიმისტურ და გაცილებით უფრო რისკიან პიროვნებად ჩამოყალიბდება.

მშვილდოსანი დედა მერწყული შვილი

შესანიშნავი წყვილია. როგორც ხასიათის, ისე ემოციური ურთიერთგაგების და მსოფლმხედველობის კუთხით. დედა მშვილდოსანი, რომელსაც ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა, არასოდეს შეუზღუდავს შვილს თავისუფლად მოქცევის შესაძლებლობებს. მის გვერდით პატარა მერწყული გულისხმიერ, დიდსულოვან და ოპტიმისტ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

დედა მშვილდოსანი შვილი თევზები

მეტ-ნაკლებად რთული კავშირია. თევზები და მშვილდოსანი, ემოციურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ბუნებით რბილ, სათუთ თევზებს დედის მხრიდან გამოთქმული (ხშირად, სრულია სამართლიანი) საყვედური და შენიშვნა არაერთგზის ატკენს გულს, რის ხარჯზეც იგი შეეცდება გაცილებით უფრო დისტანციური იყოს დედასთან ურთიერთობაში. დედა მშვილდოსანმა უნდა გაითავისოს, რომ შვილის სათუთ ფსიქიკას განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროება და ნაკლებად უნდა დათრგუნოს იგი ხისტი და მკვახე გამონათქვამებით.