სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?

ნე­ბის­მი­ე­რი დე­დის­თვის, სა­კუ­თა­რი შვი­ლი ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო, ნი­ჭი­ე­რი და უნი­კა­ლუ­რია. თუმ­ცა, თუკი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ , არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი როცა დედა-შვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა იჩენს თავს ცხოვ­რე­ბის ამა თუ იმ ეტაპ­ზე. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია მათ შო­რის ხა­სი­ა­თე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბის შე­სა­ხებ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც ვიმ­სჯე­ლოთ:

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი ვერ­ძი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, ძი­რი­თა­დად იმ კუ­თხით, რომ ნიშ­ნებს შო­რის კვად­რა­ტუ­რა არ­სე­ბობს. შვი­ლი ვერ­ძი ძნე­ლად შე­ე­გუ­ე­ბა დედა კი­ბოს გა­და­მე­ტე­ბულ მფარ­ვე­ლო­ბას, დედა კი­ბოს კი თა­ვის მხრივ გული ეტ­კი­ნე­ბა შვი­ლი ვერ­ძის მხრი­დან წარ­მოთ­ქმუ­ლი არც თუ ტაქ­ტი­ა­ნი საყ­ვე­დუ­რე­ბის გამო (ვერ­ძე­ბი ხომ ტაქ­ტის და დიპ­ლო­მა­ტი­ის უნა­რით ნაკ­ლე­ბად და­ა­ჯილ­დო­ვა ბუ­ნე­ბამ). გა­უ­გებ­რო­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო გზაა, დედა კირჩხიბ­მა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მი­ა­ნი­ჭოს თა­ვის ბე­კე­კას საკ­მა­რი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ში­შე­ბი, რომ იგი სად­მე რქებს (კი­სერს) წა­იმ­ტვრევს გულ­ში ჩა­იკ­ლას.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი კურო

ასევე დაგაინტერესებთ
12:08 / 04-11-2023

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა კუროში

ძა­ლი­ან კარ­გი კავ­ში­რია, კუ­რო­სა და კირჩხი­ბის ბუ­ნე­ბა დიდ­წი­ლად წა­ა­გავს ერ­თმა­ნეთს. პა­ტა­რა კურო, კირჩხი­ბის სა­ხით მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ველ და, რაც მთა­ვა­რია, გემ­რი­ე­ლად გა­მომ­კვე­ბავ პერ­სო­ნას შე­ი­ძენს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მზად მის და­სა­პუ­რებ­ლად. მო­მა­ვალ­ში კი ემო­ცი­უ­რი თა­ნად­გო­მი­სა და მაქ­სი­მა­ლუ­რი სით­ბოს გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, უკვე შვი­ლი კურო იზ­რუ­ნებს დე­დის მი­სა­მარ­თით.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი ტყუ­პი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტყუ­პი ბავ­შვი ერ­თია, დედა კი­ბოს­თვის მისი აღ­ზრდა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ტყუ­პის გაზ­რდის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. იგი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ ნერ­ვულ კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნოს პა­ტა­რა ტყუ­პის სი­ცელ­ქემ და მო­უს­ვენ­რო­ბამ. გარ­და ამი­სა, კირჩხიბ დე­დას პა­ტა­რა ტყუ­პის მფლან­გვე­ლო­ბა და უწეს­რი­გო­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი კირჩხი­ბი

იდე­ა­ლუ­რი კავ­ში­რია, მით უმე­ტეს თუ დე­დაც და შვი­ლიც სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. პა­ტა­რა კირჩხი­ბი დე­დის­გან მი­ი­ღებს მის­თვის ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბელ და­ცუ­ლო­ბის, სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ატ­მოს­ფე­როს რაც მას ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა. პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა უკვე დიდ ასაკ­ში დად­გეს, იმის გამო რომ შვი­ლი კიბო ზრდას­რუ­ლო­ბა­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­აგ­რძე­ლებს დე­დის კალ­თა­ზე გა­მო­კე­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბას, შე­დე­გად კი მის­გან ქრო­ნი­კუ­ლი "დე­დი­კოს ბიჭი" ან "დე­დი­კოს გოგო" დად­გე­ბა.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი ლომი

ძა­ლი­ან კარ­გი კავ­ში­რია. პა­ტა­რა ბოკ­ვერს დედა კირჩხი­ბი მე­ფურ ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და კომ­ფორ­ტში გაზ­რდის. მისი ყვე­ლა სურ­ვი­ლი დედა კირჩხი­ბის მხრი­დან წა­მის მე­ა­სედ­ში ას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ავღ­ნიშ­ნოთ, რომ ასე­თი მიდ­გო­მით დედა კიბო მისი საყ­ვა­რე­ლი ბოკ­ვე­რის­გან, სა­მო­მავ­ლოდ აუ­ტა­ნელ სა­ო­ჯა­ხო ტი­რანს გაზ­რდის, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია მო­ფე­რე­ბას­თან ერ­თად მკაც­რი ტო­ნიც გა­მო­უ­რი­ოს აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი ქალ­წუ­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია, იმ კუ­თხით, რომ პა­ტა­რა ქალ­წუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ოჯახ­ში სტა­ბი­ლუ­რი, მყუდ­რო და თბი­ლი გა­რე­მო ეგუ­ლე­ბო­დეს დედა კიბო სრუ­ლი ასი პრო­ცენ­ტით უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუმ­ცა, ქალ­წულს თა­ვის მხრივ შე­საძ­ლოა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უ­ჭირ­დეს დედა კი­ბოს მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბა, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­ცი­ლე­ბით უფრო პრაგ­მა­ტუ­ლად აზ­როვ­ნე­ბენ. კირჩხი­ბი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ ცა­რი­ე­ლი ემო­ცი­ე­ბია.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი სას­წო­რი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი კავ­ში­რია. დედა-შვი­ლის ზო­დი­ა­ქო­ებს შო­რის კვად­რა­ტუ­რა იქ­მნე­ბა, რის გა­მოც მათ­ში დიდი გან­სხვა­ვე­ბაა რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი, ისე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით. სას­წო­რი ჰა­ე­რო­ვა­ნი ნი­შა­ნია, მის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა ზოგ­ჯერ, დედა კი­ბოს ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, პა­ნი­კა და ცრემ­ლე­ბი, როცა მას რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა სა­ა­მი­სო.

დედა კირჩხი­ბი შვი­ლი მო­რი­ე­ლი

იდე­ა­ლუ­რი ან იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი კავ­ში­რია. დედა კირჩხი­ბის ღრმად ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეთავ­სე­ბა პა­ტა­რა მო­რი­ე­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას გვერ­დით ეგუ­ლე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მისი უსი­ტყვოდ ეს­მის. დედა კირჩხი­ბი, შვილ მო­რი­ელ­თან ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უხი­ლა­ვი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ძა­ფე­ბით, რის გა­მოც მათი დე­დაშ­ვი­ლო­ბა დიდ ასაკ­შიც სა­მა­გა­ლი­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვე­ბის­თვის.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი მშვილ­დო­სა­ნი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. პა­ტა­რა მშვილ­დო­სა­ნის სი­ცელ­ქე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლი, ბუ­ნე­ბით ფრთხილ და პა­ნი­კი­ორ დედა კირჩხიბს სა­ფიქ­რალ­ში აგ­დებს. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, მან სა­კუ­თა­რი შვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­სო­დეს შე­ზღუ­დოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მშვილ­დო­სან­მა მშობ­ლე­ბის ბუ­დი­დან გა­დახ­ტო­მა ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში მო­ინ­დო­მოს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ რომ დე­დის "მზრუნ­ვე­ლო­ბას" და­აღ­წი­ოს თავი.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი თხის რქა

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია, მი­უ­ხე­და­ვად ნიშ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­სა. დედა კირჩხი­ბის მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხა­სი­ა­თი პა­ტა­რა თხის რქას ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­აძ­ლე­ვი­ნებს სა­ტურ­ნულ სი­ცი­ვე­სა და დის­ტან­ცი­უ­რო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, იგი გა­ცი­ლე­ბით უფრო გა­მომ­ხატ­ვე­ლი გახ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი კუ­თხით სხვე­ბის მი­მართ, რაც სა­მო­მავ­ლოდ წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს.

დედა კირჩხი­ბი – შვი­ლი მერ­წყუ­ლი

რო­გორც წესი, წყლის სტი­ქი­ის დე­დის­თვის, ჰა­ე­რო­ვა­ნი შვი­ლი დიდი თავ­სა­ტე­ხი და თა­ვის ტკი­ვი­ლია. ამ მხრივ არც მერ­წყუ­ლი ბავ­შვის მშო­ბე­ლი კირჩხი­ბია გა­მო­ნაკ­ლი­სი. პა­ტა­რა ურა­ნი­ა­ნე­ლი არა­ერ­თხელ გახ­დე­ბა მის­თვის ნერ­ვუ­ლი შო­კის მი­ზე­ზი, ძი­რი­თა­დად ან­გე­ლო­ზის სა­ხით ჩა­დე­ნი­ლი მავ­ნებ­ლო­ბე­ბის გამო.

დედა კირჩხი­ბი – თევ­ზი შვი­ლი

ძა­ლი­ან ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია. პა­ტა­რა თევ­ზე­ბი დედა კირჩხი­ბის სა­ხით ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს, თა­ნა­მო­აზ­რე­სა და მფარ­ველს იძენს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. დედა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ბიძგს მის­ცემს თევზ შვილს სა­ი­მი­სოდ, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სას უკან­და­ხე­ვა და საქ­მის შუა გზა­ზე მი­ტო­ვე­ბა არ მო­ინ­დო­მოს (რაც ხში­რად ახა­სი­ა­თებთ ტი­პურ თევ­ზებს).

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?

ნებისმიერი დედისთვის, საკუთარი შვილი ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო, ნიჭიერი და უნიკალურია. თუმცა, თუკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ , არსებობს შემთხვევები როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ:

დედა კირჩხიბი – შვილი ვერძი

საკმაოდ პრობლემატური კავშირია, ძირითადად იმ კუთხით, რომ ნიშნებს შორის კვადრატურა არსებობს. შვილი ვერძი ძნელად შეეგუება დედა კიბოს გადამეტებულ მფარველობას, დედა კიბოს კი თავის მხრივ გული ეტკინება შვილი ვერძის მხრიდან წარმოთქმული არც თუ ტაქტიანი საყვედურების გამო (ვერძები ხომ ტაქტის და დიპლომატიის უნარით ნაკლებად დააჯილდოვა ბუნებამ). გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, დედა კირჩხიბმა პატარა ასაკიდანვე მიანიჭოს თავის ბეკეკას საკმარისი თავისუფლება და შიშები, რომ იგი სადმე რქებს (კისერს) წაიმტვრევს გულში ჩაიკლას.

დედა კირჩხიბი – შვილი კურო

ძალიან კარგი კავშირია, კუროსა და კირჩხიბის ბუნება დიდწილად წააგავს ერთმანეთს. პატარა კურო, კირჩხიბის სახით მოსიყვარულე, მზრუნველ და, რაც მთავარია, გემრიელად გამომკვებავ პერსონას შეიძენს, რომელიც ყოველთვის იქნება მზად მის დასაპურებლად. მომავალში კი ემოციური თანადგომისა და მაქსიმალური სითბოს გამოსახატავად, უკვე შვილი კურო იზრუნებს დედის მისამართით.

დედა კირჩხიბი – შვილი ტყუპი

მიუხედავად იმისა, რომ ტყუპი ბავშვი ერთია, დედა კიბოსთვის მისი აღზრდა ბიოლოგიური ტყუპის გაზრდის ტოლფასი იქნება. იგი შეიძლება სერიოზულ ნერვულ კრიზისამდე მიიყვანოს პატარა ტყუპის სიცელქემ და მოუსვენრობამ. გარდა ამისა, კირჩხიბ დედას პატარა ტყუპის მფლანგველობა და უწესრიგობის სიყვარულიც გააღიზიანებს.

დედა კირჩხიბი – შვილი კირჩხიბი

იდეალური კავშირია, მით უმეტეს თუ დედაც და შვილიც საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენლები არიან. პატარა კირჩხიბი დედისგან მიიღებს მისთვის ესოდენ აუცილებელ დაცულობის, სითბოსა და სიყვარულის ატმოსფეროს რაც მას ჰაერივით ესაჭიროება. პრობლემა შესაძლოა უკვე დიდ ასაკში დადგეს, იმის გამო რომ შვილი კიბო ზრდასრულობაშიც სიამოვნებით გააგრძელებს დედის კალთაზე გამოკერებული ცხოვრებას, შედეგად კი მისგან ქრონიკული "დედიკოს ბიჭი" ან "დედიკოს გოგო" დადგება.

დედა კირჩხიბი – შვილი ლომი

ძალიან კარგი კავშირია. პატარა ბოკვერს დედა კირჩხიბი მეფურ ფუფუნებასა და კომფორტში გაზრდის. მისი ყველა სურვილი დედა კირჩხიბის მხრიდან წამის მეასედში ასრულებული იქნება. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ასეთი მიდგომით დედა კიბო მისი საყვარელი ბოკვერისგან, სამომავლოდ აუტანელ საოჯახო ტირანს გაზრდის, ამიტომ სასურველია მოფერებასთან ერთად მკაცრი ტონიც გამოურიოს აღზრდის საკითხებში.

დედა კირჩხიბი – შვილი ქალწული

საკმაოდ კარგი კავშირია, იმ კუთხით, რომ პატარა ქალწულის მოთხოვნილებას ოჯახში სტაბილური, მყუდრო და თბილი გარემო ეგულებოდეს დედა კიბო სრული ასი პროცენტით უზრუნველყოფს. თუმცა, ქალწულს თავის მხრივ შესაძლოა, მოგვიანებით გაუჭირდეს დედა კიბოს მხრიდან გამოვლენილი ემოციების გაგება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, გაცილებით უფრო პრაგმატულად აზროვნებენ. კირჩხიბი კი მოგეხსენებათ ცარიელი ემოციებია.

დედა კირჩხიბი – შვილი სასწორი

საკმაოდ რთული კავშირია. დედა-შვილის ზოდიაქოებს შორის კვადრატურა იქმნება, რის გამოც მათში დიდი განსხვავებაა როგორც მენტალური, ისე ემოციური კუთხით. სასწორი ჰაეროვანი ნიშანია, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება ზოგჯერ, დედა კიბოს ემოციური გამოსვლები, პანიკა და ცრემლები, როცა მას რეალურად არაფერი ემუქრება საამისო.

დედა კირჩხიბი შვილი მორიელი

იდეალური ან იდეალურთან მიახლოვებული კავშირია. დედა კირჩხიბის ღრმად ემოციური ბუნება, შესანიშნავად ეთავსება პატარა მორიელის მოთხოვნილებას გვერდით ეგულებოდეს ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმის. დედა კირჩხიბი, შვილ მორიელთან ყოველთვის იქნება დაკავშირებული უხილავი ენერგეტიკული ძაფებით, რის გამოც მათი დედაშვილობა დიდ ასაკშიც სამაგალითო შეიძლება იყოს სხვებისთვის.

დედა კირჩხიბი – შვილი მშვილდოსანი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. პატარა მშვილდოსანის სიცელქე და დამოუკიდებლობის უზომო სიყვარული, ბუნებით ფრთხილ და პანიკიორ დედა კირჩხიბს საფიქრალში აგდებს. თუმცა სასურველია, მან საკუთარი შვილის თავისუფლება არასოდეს შეზღუდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მშვილდოსანმა მშობლების ბუდიდან გადახტომა ძალიან ადრეულ ასაკში მოინდომოს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ დედის "მზრუნველობას" დააღწიოს თავი.

დედა კირჩხიბი – შვილი თხის რქა

საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად ნიშნებს შორის არსებული ოპოზიციისა. დედა კირჩხიბის მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ხასიათი პატარა თხის რქას ბავშვობიდანვე დააძლევინებს სატურნულ სიცივესა და დისტანციურობას. შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო გამომხატველი გახდება ემოციური კუთხით სხვების მიმართ, რაც სამომავლოდ წარმატების მოპოვებაში შეუწყობს ხელს.

დედა კირჩხიბი – შვილი მერწყული

როგორც წესი, წყლის სტიქიის დედისთვის, ჰაეროვანი შვილი დიდი თავსატეხი და თავის ტკივილია. ამ მხრივ არც მერწყული ბავშვის მშობელი კირჩხიბია გამონაკლისი. პატარა ურანიანელი არაერთხელ გახდება მისთვის ნერვული შოკის მიზეზი, ძირითადად ანგელოზის სახით ჩადენილი მავნებლობების გამო.

დედა კირჩხიბი – თევზი შვილი

ძალიან ჰარმონიული კავშირია. პატარა თევზები დედა კირჩხიბის სახით ყველაზე საუკეთესო მეგობარს, თანამოაზრესა და მფარველს იძენს მთელი ცხოვრების მანძილზე. დედა ყოველთვის იქნება მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ბიძგს მისცემს თევზ შვილს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, პირველივე წინააღმდეგობისას უკანდახევა და საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მოინდომოს (რაც ხშირად ახასიათებთ ტიპურ თევზებს).