Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კურო
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კურო

დედა კურო ვერ­ძი შვი­ლი

კურო ბუ­ნე­ბით დინ­ჯი, წეს­რი­გი­სა და სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლია, შვი­ლი ვერ­ძი მის ცხოვ­რე­ბა­ში და­ბა­დე­ბი­დან ქა­ოსს და თა­ვის ტკი­ვილს შე­მო­ტანს, ამი­ტომ ხში­რად იქ­ნე­ბა დედა-შვილს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად ვერ­ძის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო. რა­საც პა­ტა­რა ასაკ­ში შუბ­ლზე კოპი, დი­დო­ბა­ში კი გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

დედა კურო შვი­ლი კურო

მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი იდი­ლია სუ­ფევ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ამ ორის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რა­ი­მე პრინ­ცი­პულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხში არ გა­და­იკ­ვე­თე­ბა. სხვა მხრივ, დედა კურო პა­ტა­რა ბო­ჩო­ლას ყო­ველ­მხრივ უზ­რუნ­ველ­ყოფს სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო­თი, გემ­რი­ე­ლი სას­მელ-საჭ­მე­ლი­თა და ზრუნ­ვით. ამას­თან ერ­თად, ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეს­ძლე­ბენ სო­ლი­დუ­რი და­ნა­ზო­გი და­აგ­რო­ვონ "შავი დღის­თვის", ისე რომ ოჯა­ხის მამა ამის შე­სა­ხებ ბოლო წუთს გა­ი­გებს.

დედა კურო შვი­ლი ტყუ­პი

ჰა­ე­რო­ვა­ნი, მო­უს­ვე­ნა­რი და ცვა­ლე­ბა­დი ტყუ­პი დედა კუ­როს­თვის საკ­მა­ოდ ძნე­ლად აღ­საზ­რდე­ლი შვი­ლია. მას არ მო­ე­წო­ნე­ბა შვი­ლის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი, ამი­ტომ შე­ეც­დე­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან მი­აჩ­ვი­ოს იგი წეს­რიგ­სა და სიმ­შვი­დეს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უშე­დე­გო საქ­ცი­ე­ლია. სა­ბო­ლო­ოდ, ტყუ­პი მა­ინც ისე მო­იქ­ცე­ვა, რო­გორც თა­ვად მო­უ­ხუშ­ტუ­რებს. აჯო­ბებს დედა კუ­რომ შვი­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო პრო­ფე­სი­ულ კა­ლა­პოტ­ში მი­მარ­თოს, ამით იგი შვილს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა.

დედა კურო შვი­ლი კირჩხი­ბი

ძა­ლი­ან კარ­გი კავ­ში­რია. პა­ტა­რა კირჩხი­ბი ბედ­ნი­ე­რი, მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­იზ­რდე­ბა, იმი­ტომ რომ დედა კუ­როს­გან მი­ი­ღებს ზუს­ტად იმას, რაც მას ესა­ჭი­რო­ე­ბა – დედა მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა მის გვერ­დით, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა რა­მაც შე­იძ­ლე­ბა უთან­ხმო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, კირჩხი­ბის ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თია, რაც სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ, გა­წო­ნა­წო­რე­ბულ კუ­როს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს.

დედა კურო შვი­ლი ლომი

მეტ-ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. ლომი და კურო კვად­რა­ტუ­რას ქმნის, ამი­ტომ დედა-შვილს შო­რის ხში­რად იქ­ნე­ბა კა­მა­თი უფრო დიდ ასაკ­ში, როცა შვი­ლი ლომი დედა კუ­როს­გან ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოსს, სო­ლი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ჯი­ბის ფულ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ სა­ჭი­როა პა­ტა­რა ასაკ­ში­ვე მი­აჩ­ვი­ოს დედა კუ­რომ თა­ვი­სი ბოკ­ვე­რი სხვე­ბის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვას და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ცხროვ­რე­ბას.

დედა კურო შვი­ლი ქალ­წუ­ლი

ერთ-ერთი ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია. დედა კურო შვი­ლი ქალ­წუ­ლის სა­ხით შე­სა­ნიშ­ნავ თა­ნა­მო­აზ­რეს, დამ­ხმა­რე­სა და მე­გო­ბარს შე­ი­ძენს პა­ტა­რა ასა­კი­დან. შე­საძ­ლოა, ჩვი­ლო­ბი­სას იგი ცო­ტა­თი გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს ქალ­წუ­ლის გა­და­მე­ტე­ბულ­მა პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბამ კვე­ბის მი­მართ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კურო, შვი­ლის მე­ნი­უს ზედ­მი­წევ­ნით შე­ის­წავ­ლის და პრობ­ლე­მა აღარ იარ­სე­ბებს.

დედა კურო სას­წო­რი შვი­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია. სას­წო­რი, ისე­ვე რო­გორც კურო ვე­ნე­რით მარ­თუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ დედა კურო ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს შე­უქ­მნას შვილს ჰარ­მო­ნი­უ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და მყუდ­რო გა­რე­მო, რაც პა­ტა­რა სას­წორს ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა. მას არც პა­ტა­რა სას­წო­რის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნიჭი გა­მო­ე­პა­რე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­წყობს ხელს მას მო­ნა­ცე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

დედა კურო შვი­ლი მო­რი­ე­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი კავ­ში­რია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მო­რი­ე­ლი კუ­როს ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შანს წარ­მო­ად­გენს. მო­რი­ე­ლი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტებს დედა კუ­როს მცდე­ლო­ბას მის მა­გივ­რად გა­და­წყვი­ტოს რამე. შე­სა­ბა­მი­სად, კუ­როს მცდე­ლო­ბა მო­რი­ელს რა­ი­მე იძუ­ლე­ბის წე­სით გა­ა­კე­თე­ბი­ნოს, მარ­ცხის­თვის იქ­ნე­ბა გან­წი­რუ­ლი. თუმ­ცა პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ კურო ბუ­ნე­ბით ჯი­უ­ტია, მო­რი­ე­ლი კი ამა­ყი და პრინ­ცი­პუ­ლი, ამი­ტომ ამ ორს შო­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პრო­მი­სის გა­რე­შე, შე­იძ­ლე­ბა დე­დაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ომად იქ­ცეს.

დედა კურო შვი­ლი მშვილ­დო­სა­ნი

მეტ-ნაკ­ლე­ბად ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია, თუკი პა­ტა­რა მშვილ­დო­სა­ნი სა­კუ­თა­რი სი­ცელ­ქი­თა და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­ლო­ბით ხში­რად არ გა­მო­იყ­ვანს მოთ­მი­ნე­ბი­დან, სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და წეს­რი­გის მოყ­ვა­რულ დედა კუ­როს. პრობ­ლე­მას მშვილ­დოს­ნის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი უწეს­რი­გო­ბის და ქა­ო­სის სიყ­ვა­რუ­ლიც გა­მო­იწ­ვევს, რაც ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს ბუ­ნე­ბით მო­წეს­რი­გე­ბულ და უზო­მოდ ჰი­გი­ე­ნურ კუ­როს.

დედა კურო შვი­ლი თხის რქა

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მია. თხის რქა ბავ­შვი კურო დე­და­ზე უკე­თეს დე­დას ვერ­სად იპოვ­ნის. იგი მის­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე და მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე. კურო კი თა­ვის მხრივ ძა­ლი­ან ია­მა­ყებს შვი­ლი თხის რქის ამ­ბი­ცი­უ­რო­ბით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი­თა და ნი­ჭი­ე­რე­ბით.

დედა კურო შვი­ლი მერ­წყუ­ლი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პა­ტა­რა მერ­წყუ­ლის ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი დედა კუ­როს­თვის ყო­ველ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. იგი ვერც შვი­ლის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ გა­და­მე­ტე­ბულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას აი­ტანს. კუ­როს­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით, და­ლა­გე­ბუ­ლად და გათ­ვლი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მის მიერ და­წყო­ბილ გეგ­მებს კი პა­ტა­რა მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს, ისე­ვე რო­გორც დე­დის და­ლა­გე­ბულ სამ­ზა­რუ­ლოს ან სას­ტუმ­რო ოთახს.

დედა კურო შვი­ლი თევ­ზი

თევ­ზე­ბის­თვის კურო დედა პა­ტა­რა ასაკ­ში იდე­ა­ლუ­რი დედა იქ­ნე­ბა. იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს მას სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბი­სა და კომ­ფორ­ტის გა­რე­მოც­ვით. თუმ­ცა უკვე დიდ ასაკ­ში, შე­ეც­დე­ბა შვი­ლი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა­სა და ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­ნივ­რულ მოდ­გო­მას მი­აჩ­ვი­ოს, რაც ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კურო

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კურო

დედა კურო ვერძი შვილი

კურო ბუნებით დინჯი, წესრიგისა და სიმშვიდის მოყვარულია, შვილი ვერძი მის ცხოვრებაში დაბადებიდან ქაოსს და თავის ტკივილს შემოტანს, ამიტომ ხშირად იქნება დედა-შვილს შორის დაძაბულობა, ძირითადად ვერძისთვის დამახასიათებელი დაუფიქრებელი საქციელის გამო. რასაც პატარა ასაკში შუბლზე კოპი, დიდობაში კი გაცილებით უფრო სერიოზული გართულებები მოჰყვება.

დედა კურო შვილი კურო

მათ შორის შეიძლება სრული იდილია სუფევდეს მანამ, სანამ ამ ორის შეხედულებები, რაიმე პრინციპულ ცხოვრებისეულ საკითხში არ გადაიკვეთება. სხვა მხრივ, დედა კურო პატარა ბოჩოლას ყოველმხრივ უზრუნველყოფს სტაბილური გარემოთი, გემრიელი სასმელ-საჭმელითა და ზრუნვით. ამასთან ერთად, ისინი შესანიშნავად შესძლებენ სოლიდური დანაზოგი დააგროვონ "შავი დღისთვის", ისე რომ ოჯახის მამა ამის შესახებ ბოლო წუთს გაიგებს.

დედა კურო შვილი ტყუპი

ჰაეროვანი, მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი დედა კუროსთვის საკმაოდ ძნელად აღსაზრდელი შვილია. მას არ მოეწონება შვილის ჰიპერაქტიური ხასიათი, ამიტომ შეეცდება პატარა ასაკიდან მიაჩვიოს იგი წესრიგსა და სიმშვიდეს, რაც აბსოლუტურად უშედეგო საქციელია. საბოლოოდ, ტყუპი მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად მოუხუშტურებს. აჯობებს დედა კურომ შვილის ორიგინალური აზროვნება რაიმე სასარგებლო პროფესიულ კალაპოტში მიმართოს, ამით იგი შვილს ძალიან დაეხმარება.

დედა კურო შვილი კირჩხიბი

ძალიან კარგი კავშირია. პატარა კირჩხიბი ბედნიერი, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება გაიზრდება, იმიტომ რომ დედა კუროსგან მიიღებს ზუსტად იმას, რაც მას ესაჭიროება – დედა მუდმივად იქნება მის გვერდით, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციური კუთხით. ერთადერთი პრობლემა რამაც შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს, კირჩხიბის ცვალებადი ხასიათია, რაც სტაბილურობის მოყვარულ, გაწონაწორებულ კუროს გააღიზიანებს.

დედა კურო შვილი ლომი

მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია. ლომი და კურო კვადრატურას ქმნის, ამიტომ დედა-შვილს შორის ხშირად იქნება კამათი უფრო დიდ ასაკში, როცა შვილი ლომი დედა კუროსგან ძვირად ღირებულ სამოსს, სოლიდური რაოდენობის ჯიბის ფულსა და დამოუკიდებლობას მოითხოვს. ამიტომ საჭიროა პატარა ასაკშივე მიაჩვიოს დედა კურომ თავისი ბოკვერი სხვებისთვის ანგარიშის გაწევას და შესაძლებლობების ფარგლებში ცხროვრებას.

დედა კურო შვილი ქალწული

ერთ-ერთი ჰარმონიული კავშირია. დედა კურო შვილი ქალწულის სახით შესანიშნავ თანამოაზრეს, დამხმარესა და მეგობარს შეიძენს პატარა ასაკიდან. შესაძლოა, ჩვილობისას იგი ცოტათი გააღიზიანოს ქალწულის გადამეტებულმა პრეტენზიულობამ კვების მიმართ, თუმცა მოგვიანებით კურო, შვილის მენიუს ზედმიწევნით შეისწავლის და პრობლემა აღარ იარსებებს.

დედა კურო სასწორი შვილი

საკმაოდ კარგი კავშირია. სასწორი, ისევე როგორც კურო ვენერით მართული ნიშანია, ამიტომ დედა კურო ადვილად მოახერხებს შეუქმნას შვილს ჰარმონიული, სტაბილური და მყუდრო გარემო, რაც პატარა სასწორს ჰაერივით ესაჭიროება. მას არც პატარა სასწორის სახელოვნებო ნიჭი გამოეპარება და სიამოვნებით შეუწყობს ხელს მას მონაცემების განვითარებაში.

დედა კურო შვილი მორიელი

საკმაოდ რთული კავშირია, გამომდინარე იქიდან, რომ მორიელი კუროს ოპოზიციურ ნიშანს წარმოადგენს. მორიელი პატარა ასაკიდანვე გააპროტესტებს დედა კუროს მცდელობას მის მაგივრად გადაწყვიტოს რამე. შესაბამისად, კუროს მცდელობა მორიელს რაიმე იძულების წესით გააკეთებინოს, მარცხისთვის იქნება განწირული. თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ კურო ბუნებით ჯიუტია, მორიელი კი ამაყი და პრინციპული, ამიტომ ამ ორს შორის აუცილებელი კომპრომისის გარეშე, შეიძლება დედაშვილური ურთიერთობა მთელი ცხოვრების ომად იქცეს.

დედა კურო შვილი მშვილდოსანი

მეტ-ნაკლებად ჰარმონიული კავშირია, თუკი პატარა მშვილდოსანი საკუთარი სიცელქითა და ჰიპერაქტიულობით ხშირად არ გამოიყვანს მოთმინებიდან, სიმყუდროვისა და წესრიგის მოყვარულ დედა კუროს. პრობლემას მშვილდოსნის მხრიდან გამოვლენილი უწესრიგობის და ქაოსის სიყვარულიც გამოიწვევს, რაც ძალიან გააღიზიანებს ბუნებით მოწესრიგებულ და უზომოდ ჰიგიენურ კუროს.

დედა კურო შვილი თხის რქა

შესანიშნავი ტანდემია. თხის რქა ბავშვი კურო დედაზე უკეთეს დედას ვერსად იპოვნის. იგი მისთვის საუკეთესო მეგობარი, თანამოაზრე და მხარდამჭერი იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე. კურო კი თავის მხრივ ძალიან იამაყებს შვილი თხის რქის ამბიციურობით, მიზანმიმართულებითა და ნიჭიერებით.

დედა კურო შვილი მერწყული

საკმაოდ პრობლემატური კავშირია, იმ თვალსაზრისით, რომ პატარა მერწყულის ექსტრაორდინალური იდეები დედა კუროსთვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება. იგი ვერც შვილის მხრიდან გამოვლენილ გადამეტებულ დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას აიტანს. კუროსთვის აუცილებელია ყველაფერი გეგმის მიხედვით, დალაგებულად და გათვლილად მიმდინარეობდეს. მის მიერ დაწყობილ გეგმებს კი პატარა მერწყული ყოველთვის თავდაყირა დააყენებს, ისევე როგორც დედის დალაგებულ სამზარულოს ან სასტუმრო ოთახს.

დედა კურო შვილი თევზი

თევზებისთვის კურო დედა პატარა ასაკში იდეალური დედა იქნება. იგი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მას სითბოს, ყურადღებისა და კომფორტის გარემოცვით. თუმცა უკვე დიდ ასაკში, შეეცდება შვილი ეკონომიურობასა და ფინანსებთან დაკავშირებით გონივრულ მოდგომას მიაჩვიოს, რაც ნაწილობრივ იქნება შესაძლებელი.