Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი

ვერ­ძი დედა – ვერ­ძი შვი­ლი

ამ ორს შო­რის მი­უ­ხე­და­ვად ხა­სი­ა­თე­ბის მსგავ­სე­ბი­სა, ხში­რი იქ­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი კა­მა­თი და გარ­ჩე­ვე­ბი. დედა ვერ­ძი სა­კუ­თა­რი "მინი მეს" სა­ხით იღებს ყვე­ლა იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის თა­ი­გულს, რაც მას სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში აღი­ზი­ა­ნებს. თუმ­ცა, წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად პა­ტა­რა ვერძთან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბა და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მო­მავ­ლოდ, უფრო ძმა­კა­ცო­ბა-და­ქა­ლო­ბას წა­ა­გავს, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­ულ დე­დაშ­ვი­ლო­ბას.

ვერ­ძი დედა – კურო შვი­ლი

მათ შო­რის საკ­მა­ოდ დიდი სხვა­ო­ბაა ხა­სი­ა­თი­სა და ტემ­პე­რა­მენ­ტის მხრივ. დედა ვერძს ხში­რად გა­მო­იყ­ვანს მოთ­მი­ნე­ბი­დან პა­ტა­რა კუ­როს სი­ჯი­უ­ტე და შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პი, თუმ­ცა ამის გამო თუ იგი კუ­როს და­ცინ­ვას და­უ­წყებს მოქ­მე­დე­ბის­კენ წა­სა­ქე­ზებ­ლად, შე­დე­გი ზუს­ტად სა­პი­რის­პი­რო იქ­ნე­ბა. კუ­რო­ებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი გა­აჩ­ნი­ათ, ვერძ დე­დას მო­ე­თხო­ვე­ბა პა­ტი­ვი სცეს შვი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს ამ მხრივ. სა­მა­გი­ე­როდ, მისი სა­ხით მო­მა­ვალ­ში მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე პირ­მ­შო ეყო­ლე­ბა, რომ­ლის იმე­დიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­უძ­ლია ჰქონ­დეს.

ვერ­ძი დედა – ტყუ­პი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი თავ­სე­ბა­დო­ბა აქვთ, რო­გორც ემო­ცი­უ­რი ისე მენ­ტა­ლუ­რი კუ­თხით. ტყუ­პი ბავ­შვი დედა ვერძს სა­კუ­თა­რი ენერ­გი­უ­ლო­ბით გა­ა­ო­ცებს და დაღ­ლის, რაც, რო­გორც წესი, ვერ­ძის­თვის ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი არა­სო­დეს მო­ი­წყე­ნენ ერ­თად და მუ­დამ ექ­ნე­ბათ სა­სა­უბ­რო თემა, საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი ან ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ივ­ლი­ან წყვი­ლად. დედა ვერ­ძი ტყუპ შვილს მის­ცემს მაქ­სი­მა­ლურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ვერ­ძი დედა – კირჩხი­ბი შვი­ლი

ერ­თობ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია, იმი­ტომ რომ კირჩხიბ ბავ­შვებს გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზრუნ­ვა, თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მა, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ეს კი დედა ვერ­ძის აზ­რით, ბავ­შვის "გა­ტუ­ტუ­ცე­ბას" უდ­რის. ამი­ტომ შე­საძ­ლოა მან შვი­ლი ტი­რი­ლი და ცრემ­ლე­ბი (რაც კირჩხიბს სით­ბოს ნაკ­ლე­ბო­ბის გამო ახა­სი­ა­თებს) უბ­რა­ლოდ ბავ­შვურ ჭირ­ვე­უ­ლო­ბად მი­იჩ­ნი­ოს. რაც სა­მო­მავ­ლოდ მის­თვის შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მებს გა­მო­იწ­ვევს.

ვერ­ძი დედა – ლომი შვი­ლი

ერთ-ერთი ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რია. ვერძსა და ლომს სა­ერ­თო სტი­ქია – ცე­ცხლი აერ­თი­ა­ნებს, ამი­ტომ დედა ვერ­ძის­თვის პა­ტა­რა ბოკ­ვე­რის აღ­ზრდა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. იგი ყო­ველ­თვის ია­მა­ყებს სა­კუ­თა­რი მო­უს­ვე­ნა­რი, ხმა­უ­რი­ა­ნი და სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი ნა­ში­ე­რით. ას­წავ­ლის მას რო­გორ იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და რო­გორ წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. შვი­ლი ლომი თა­ვის მხრივ დედა ვერ­ძის ამ­ბი­ცი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს იმით, რომ სა­მო­მავ­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა გა­იზ­რდე­ბა.

ვერ­ძი დედა – ქალ­წუ­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი კავ­ში­რია იმ მხრივ, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. დედა ვერ­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­მო­იწ­ვი­ოს შვი­ლის პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბამ, გა­მუდ­მე­ბულ­მა კინ­კლა­ო­ბამ კვე­ბის, ჩაც­მა-და­ხურ­ვი­სა და ჰი­გი­ე­ნის თვალ­საზ­რი­სით. იგი შე­ეც­დე­ბა და­ა­ძა­ლოს შვილს იმის გა­კე­თე­ბა, რაც მისი აზ­რით სა­ვალ­დე­ბუ­ლო და სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვე­ბის­თვის, რა­საც ქალ­წუ­ლის მხრი­დან დე­დის მი­მართ დის­ტან­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

ვერ­ძი დედა – სას­წო­რი შვი­ლი

ამ­გვარ კავ­შირ­ში მთა­ვა­რი ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სია. ვერ­ძი და სას­წო­რი ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ამი­ტომ დედა ვერ­ძის­თვის ხში­რად გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა შვი­ლი სას­წო­რის მერ­ყე­ო­ბა და მუდ­მი­ვი ყოყ­მა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, მა­შინ როცა თა­ვად წა­მის მე­ა­სედ­ში შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუმ­ცა თუ ცო­ტა­ო­დენ ტაქტს მო­იშ­ვე­ლი­ებს, დედა ვერძს შვი­ლი სას­წო­რის სა­ხით შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნა­მო­აზ­რე, დამ­ხმა­რე და მრჩე­ვე­ლი ეყო­ლე­ბა ასაკ­ში.

ვერ­ძი დედა – მო­რი­ე­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია დე­დაშ­ვი­ლუ­რი კუ­თხით. დედა ვერ­ძის მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი, შე­მარ­თე­ბა და ენერ­გი­უ­ლო­ბა პა­ტა­რა მო­რი­ელ­ში პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბას აღ­ვი­ძებს. მო­რი­ე­ლე­ბი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ტივს მხო­ლოდ თა­ვის­ზე ძლი­ე­რებს სცე­მენ. ამი­ტომ ვერ­ძი დედა მის­თვის შე­საძ­ლოა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად და მო­კავ­ში­რედ იქ­ცეს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

ვერ­ძი დედა – მშვილ­დო­სა­ნი შვი­ლი

ეს არის ფან­ტას­ტი­კუ­რი დუ­ე­ტი. ისი­ნი არა­სო­დეს იწყე­ნენ ერ­თად და ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­თო­ბის ხარ­ჯზე, გარ­შე­მო მყო­ფებ­ში ქრო­ნი­კუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ონ. დედა ვერ­ძი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია პა­ტა­რა მშვილ­დოს­ნის სა­სა­ცი­ლო მო­უქ­ნე­ლო­ბით, ენერ­გი­უ­ლო­ბი­თა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით. იგი მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ და დიდსუ­ლო­ვან პი­როვ­ნე­ბას გაზ­რდის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და­ეხ­მა­რე­ბა სხვებს უან­გა­როდ.

ვერ­ძი დედა – თხის რქა შვი­ლი

თხის რქე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და დედ-მა­მის მი­მართ უზო­მოა, ამი­ტომ პა­ტა­რა თხის რქა ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დედა ვერ­ძის ენერ­გი­უ­ლო­ბით და გა­აღ­მერ­თებს მას. თუმ­ცა ვერძს თა­ვის მხრივ მო­ე­თხო­ვე­ბა გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს შვი­ლის შე­და­რე­ბით ფრთხილ და დის­ტან­ცი­ურ ხა­სი­ათს. არ და­ა­ძა­ლოს მას იმის კე­თე­ბა, რაც არ მი­ჩა­ნია მი­სა­ღე­ბად. სხვა შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რა თხის რქა აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თავს საქ­მე­ში უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტეს, რაც დედა ვერ­ძის აღ­შფო­თე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ვერ­ძი დედა – მერ­წყუ­ლი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მია. დედა ვერ­ძის ენერ­გი­უ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, პა­ტა­რა მერ­წყუ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ნიჭი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ვერ­ძი დედა იმა­ყებს მისი ვუნ­დერ­კი­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით (ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მერ­წყუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ვუნ­დერ­კინ­დი იბა­დე­ბა) და არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დავს მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ეს სწო­რედ ისაა, რაც ნე­ბის­მი­ერ მერ­წყულს ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ვერ­ძი დედა – თევ­ზი შვი­ლი

სა­ნამ პა­ტა­რა იქ­ნე­ბა, დედა ვერ­ძი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ი­ცავს თევზ შვილს მკაც­რი რე­ა­ლო­ბის­გან. თუმ­ცა წა­მო­იზ­რდე­ბა თუ არა, აუ­ცი­ლებ­ლად აი­ძუ­ლებს, ის­წავ­ლოს სა­კუ­თარ ფეხ­ზე დგო­მა და აი, სწო­რედ აქ და­ი­წყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. თევ­ზე­ბის რბი­ლი და სა­თუ­თი ბუ­ნე­ბა, მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტანს დედა ვერ­ძის მწა­რე "წაკ­ბე­ნას" მო­რი­გი მარ­ცხის ან პა­სი­უ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რაც მას აუ­ცი­ლებ­ლად უბიძ­გებს იმის­კენ, რომ დე­დას­თან გა­უ­ცხო­ე­ბის გამო შვე­ბა სას­მელ­სა და ნარ­კო­ტი­კებ­ში ეძე­ბოს. სწო­რედ ამი­ტომ, დედა ვერძს თევ­ზებ­თან მეტი სირ­ბი­ლე და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი

ვერძი დედა – ვერძი შვილი

ამ ორს შორის მიუხედავად ხასიათების მსგავსებისა, ხშირი იქნება ხმაურიანი კამათი და გარჩევები. დედა ვერძი საკუთარი "მინი მეს" სახით იღებს ყველა იმ ნაკლოვანებების თაიგულს, რაც მას საკუთარ ხასიათში აღიზიანებს. თუმცა, წლების მატებასთან ერთად პატარა ვერძთან მეგობრული დამოკიდებულება უყალიბდება და მათი ურთიერთობა სამომავლოდ, უფრო ძმაკაცობა-დაქალობას წააგავს, ვიდრე ტრადიციულ დედაშვილობას.

ვერძი დედა – კურო შვილი

მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ხასიათისა და ტემპერამენტის მხრივ. დედა ვერძს ხშირად გამოიყვანს მოთმინებიდან პატარა კუროს სიჯიუტე და შენელებული ტემპი, თუმცა ამის გამო თუ იგი კუროს დაცინვას დაუწყებს მოქმედებისკენ წასაქეზებლად, შედეგი ზუსტად საპირისპირო იქნება. კუროებს საკუთარი ცხოვრების რიტმი გააჩნიათ, ვერძ დედას მოეთხოვება პატივი სცეს შვილის მოთხოვნილებებს ამ მხრივ. სამაგიეროდ, მისი სახით მომავალში მზრუნველი და მოსიყვარულე პირმშო ეყოლება, რომლის იმედიც სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია ჰქონდეს.

ვერძი დედა – ტყუპი შვილი

შესანიშნავი თავსებადობა აქვთ, როგორც ემოციური ისე მენტალური კუთხით. ტყუპი ბავშვი დედა ვერძს საკუთარი ენერგიულობით გააოცებს და დაღლის, რაც, როგორც წესი, ვერძისთვის ძალზე იშვიათი მოვლენაა. სამაგიეროდ, ისინი არასოდეს მოიწყენენ ერთად და მუდამ ექნებათ სასაუბრო თემა, საყვარელი გასართობი ან ადგილები, სადაც სიამოვნებით ივლიან წყვილად. დედა ვერძი ტყუპ შვილს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რაც ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია.

ვერძი დედა – კირჩხიბი შვილი

ერთობ პრობლემატური კავშირია, იმიტომ რომ კირჩხიბ ბავშვებს გამუდმებული ზრუნვა, თავზე ხელის გადასმა, სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ. ეს კი დედა ვერძის აზრით, ბავშვის "გატუტუცებას" უდრის. ამიტომ შესაძლოა მან შვილი ტირილი და ცრემლები (რაც კირჩხიბს სითბოს ნაკლებობის გამო ახასიათებს) უბრალოდ ბავშვურ ჭირვეულობად მიიჩნიოს. რაც სამომავლოდ მისთვის შვილთან ურთიერთობაში პრობლემებს გამოიწვევს.

ვერძი დედა – ლომი შვილი

ერთ-ერთი ჰარმონიული კავშირია. ვერძსა და ლომს საერთო სტიქია – ცეცხლი აერთიანებს, ამიტომ დედა ვერძისთვის პატარა ბოკვერის აღზრდა ერთი სიამოვნებაა. იგი ყოველთვის იამაყებს საკუთარი მოუსვენარი, ხმაურიანი და სიცოცხლის მოყვარული ნაშიერით. ასწავლის მას როგორ იყოს დამოუკიდებელი და როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი კარგად საზოგადოების წინაშე. შვილი ლომი თავის მხრივ დედა ვერძის ამბიციებს აუცილებლად გაამართლებს იმით, რომ სამომავლოდ წარმატებული, ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება გაიზრდება.

ვერძი დედა – ქალწული შვილი

საკმაოდ რთული კავშირია იმ მხრივ, რომ ამ ორი ადამიანის ემოციური ბუნება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დედა ვერძის გაღიზიანება შეიძლება ხშირად გამოიწვიოს შვილის პრეტენზიულობამ, გამუდმებულმა კინკლაობამ კვების, ჩაცმა-დახურვისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. იგი შეეცდება დააძალოს შვილს იმის გაკეთება, რაც მისი აზრით სავალდებულო და სასარგებლოა ბავშვებისთვის, რასაც ქალწულის მხრიდან დედის მიმართ დისტანციური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოჰყვება.

ვერძი დედა – სასწორი შვილი

ამგვარ კავშირში მთავარი ურთიერთკომპრომისია. ვერძი და სასწორი ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ, ამიტომ დედა ვერძისთვის ხშირად გაუგებარი იქნება შვილი სასწორის მერყეობა და მუდმივი ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როცა თავად წამის მეასედში შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუმცა თუ ცოტაოდენ ტაქტს მოიშველიებს, დედა ვერძს შვილი სასწორის სახით შესანიშნავი თანამოაზრე, დამხმარე და მრჩეველი ეყოლება ასაკში.

ვერძი დედა – მორიელი შვილი

საკმაოდ კარგი კავშირია დედაშვილური კუთხით. დედა ვერძის მებრძოლი ხასიათი, შემართება და ენერგიულობა პატარა მორიელში პატივისცემის გრძნობას აღვიძებს. მორიელები კი მოგეხსენებათ, პატივს მხოლოდ თავისზე ძლიერებს სცემენ. ამიტომ ვერძი დედა მისთვის შესაძლოა საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცეს ცხოვრების გზაზე.

ვერძი დედა – მშვილდოსანი შვილი

ეს არის ფანტასტიკური დუეტი. ისინი არასოდეს იწყენენ ერთად და ყოველთვის ახერხებენ საკუთარი ხმაურიანი გართობის ხარჯზე, გარშემო მყოფებში ქრონიკული თავის ტკივილი გამოიწვიონ. დედა ვერძი აღფრთოვანებულია პატარა მშვილდოსნის სასაცილო მოუქნელობით, ენერგიულობითა და სიცოცხლისუნარიანობით. იგი მისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელ და დიდსულოვან პიროვნებას გაზრდის, რომელიც ყოველთვის დაეხმარება სხვებს უანგაროდ.

ვერძი დედა – თხის რქა შვილი

თხის რქების ერთგულება ოჯახის წევრებისა და დედ-მამის მიმართ უზომოა, ამიტომ პატარა თხის რქა ყოველთვის აღფრთოვანებული იქნება დედა ვერძის ენერგიულობით და გააღმერთებს მას. თუმცა ვერძს თავის მხრივ მოეთხოვება გაგებით მოეკიდოს შვილის შედარებით ფრთხილ და დისტანციურ ხასიათს. არ დააძალოს მას იმის კეთება, რაც არ მიჩანია მისაღებად. სხვა შემთხვევაში პატარა თხის რქა აუცილებლად ჩართავს საქმეში უაპელაციო სიჯიუტეს, რაც დედა ვერძის აღშფოთებას გამოიწვევს.

ვერძი დედა – მერწყული შვილი

შესანიშნავი ტანდემია. დედა ვერძის ენერგიულობის წყალობით, პატარა მერწყულის ნებისმიერი ნიჭი რეალიზებული იქნება მომავალში. ვერძი დედა იმაყებს მისი ვუნდერკინული შესაძლებლობებით (ცნობილი ფაქტია, რომ მერწყულებს შორის ყველაზე მეტი ვუნდერკინდი იბადება) და არასოდეს შეუზღუდავს მას თავისუფლებას. ეს სწორედ ისაა, რაც ნებისმიერ მერწყულს ესაჭიროება.

ვერძი დედა – თევზი შვილი

სანამ პატარა იქნება, დედა ვერძი სიამოვნებით დაიცავს თევზ შვილს მკაცრი რეალობისგან. თუმცა წამოიზრდება თუ არა, აუცილებლად აიძულებს, ისწავლოს საკუთარ ფეხზე დგომა და აი, სწორედ აქ დაიწყება პრობლემები. თევზების რბილი და სათუთი ბუნება, მტკივნეულად გადაიტანს დედა ვერძის მწარე “წაკბენას“ მორიგი მარცხის ან პასიურობის შემთხვევაში, რაც მას აუცილებლად უბიძგებს იმისკენ, რომ დედასთან გაუცხოების გამო შვება სასმელსა და ნარკოტიკებში ეძებოს. სწორედ ამიტომ, დედა ვერძს თევზებთან მეტი სირბილე და ლოიალურობა მოეთხოვება.