Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაფნის ფოთოლი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება - რჩევები ქეთი ოდიშელისგან
დაფნის ფოთოლი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება - რჩევები ქეთი ოდიშელისგან

ძვე­ლად რო­მა­ე­ლე­ბი და ბერ­ძნე­ბი დაფ­ნას მა­გი­ურ თვი­სე­ბებს მი­ა­წერ­დნენ, მას სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ა­ლებ­ში იყე­ნებ­დნენ და სჯე­რო­დათ, რომ დაფ­ნის ფო­თოლს გა­მარ­ჯვე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ქონ­და.

დაფ­ნა - ეს არის სი­სუფ­თა­ვის, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბის, ტრი­უმ­ფი­სა და უკ­ვდა­ვე­ბის სიმ­ბო­ლო. ის არა მხო­ლოდ სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ა­სა და წარ­მა­ტე­ბას იძ­ლე­ვა, არა­მედ სურ­ვი­ლებ­საც ას­რუ­ლებს.

ძველ­ბერ­ძნულ მით­ში, სი­ნათ­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ღვთა­ე­ბა აპო­ლონს მშვე­ნი­ე­რი ნიმ­ფა-დაფ­ნა შე­უყ­ვარ­და. აპო­ლო­ნი გო­გო­ნას მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და, ამი­ტომ სირ­ცხვი­ლი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან თავ­და­სა­ცა­ვად დაფ­ნას მო­უ­წია მა­მის­თვის ეთხოვ­ნა, რომ ის დაფ­ნის ბუჩ­ქად ექ­ცია. მას შემ­დეგ დაფ­ნა გახ­და აპო­ლო­ნის საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რე: ის მისი ფოთ­ლე­ბით თავს იმ­კობ­და, ასე­ვე თა­ვის ლი­რას აფორ­მებ­და, ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს, მუ­სი­კო­სებ­სა, მომ­ღერ­ლებს, პო­ე­ტებ­სა და მო­ცეკ­ვა­ვე­ებს დაფ­ნის გვირ­გვი­ნე­ბით აჯილ­დო­ებ­და.

დაფ­ნის ჯა­დოს­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი:

1- და­წე­რეთ დაფ­ნის ფურ­ცელ­ზე სურ­ვი­ლი, შემ­დეგ კი ის ცე­ცხლში ჩა­აგ­დეთ - ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ჩა­ი­ფიქ­რებთ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­დე­ბა.

2 - სახ­ლში ოთა­ხის ყო­ველ კუ­თხე­ში (სა­დაც თქვენ და სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი მეტ დროს ატა­რებთ) და­ა­წყვეთ თითო დაფ­ნის ფო­თო­ლი, ის ავად­მყო­ფო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გან­დევ­ნის.

3 - თუ დაფ­ნის ფო­თოლს მუ­დამ თან ატა­რებთ, ის და­გი­ცავთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი­სა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის­გან.

4 - პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­სა­ზი­დად, თი­თე­ბით დას­რი­სეთ დაფ­ნის ფო­თო­ლი შე­ი­სუნ­თქეთ მისი არო­მა­ტი, თან ხმა­მაღ­ლა იმე­ო­რეთ თქვე­ნი თხოვ­ნა ზე­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი­სად­მი.

5 - დაფ­ნის ფო­თო­ლი ბა­ლი­შის ქვეშ მო­ა­თავ­სეთ: ის სა­სი­ა­მოვ­ნო სიზ­მრებს გა­მო­გიგ­ზავ­ნით.

6 - დაფ­ნის არო­მა­ტი გა­დაღ­ლი­ლო­ბი­სას და­გეხ­მა­რე­ბათ, ასე­ვე და­მა­ტე­ბით ენერ­გი­ას მა­ტებს მათ ვინც სპორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

7 - წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ შე­სას­ვლელ­თან ფეხ­საწ­მენ­დის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლი დაფ­ნის 4 ფო­თო­ლი. ისი­ნი უნდა გა­ნა­ლა­გოთ ჯვა­რე­დი­ნად, ყუნ­წე­ბით ცენ­ტრში, თვე­ში ერთხელ, ახალმთვა­რე­ო­ბი­სას, ისი­ნი ახა­ლი ფოთ­ლე­ბით შეც­ვა­ლეთ.

8 - იმი­სათ­ვის , რომ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ, ქორ­წი­ლის წინა ღა­მეს სა­სი­ძო­სა და სა­პა­ტარ­ძლოს ფეხ­საც­მელ­ში დე­ბენ დაფ­ნის ფო­თოლს, დი­ლით არ და­გა­ვი­წყდეთ მათ ამო­ღე­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის.

9 - შე­სას­ვლელ კარ­თან მი­ა­მაგ­რეთ 5 დაფ­ნის ფო­თო­ლი, რო­მე­ლიც შეკ­რუ­ლი იქ­ნე­ბა წი­თე­ლი ძა­ფით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ სახ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი საქ­მე­ში მუდ­მი­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

10 - დაფ­ნის ტოტი ახალ­შო­ბი­ლის სა­წოლ­თან მას გათ­ვალ­ვის­გან და­ი­ცავს.

11 - ფუ­ლის მო­სა­ზი­დად: აი­ღეთ დაფ­ნის ერთი ფო­თო­ლი, და­აწ­ვე­თეთ მას­ზე ფორ­თოხ­ლის ზეთი და და­დეთ იქ, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ ინა­ხავთ და­ნა­ზოგს, ეს ფო­თო­ლი მო­ი­ზი­დავს ახალ ფი­ნან­სებს, შე­მო­სა­ვა­ლი და­ი­წყებს მა­ტე­ბას.

ჰი­პოკ­რა­ტე თა­ვის ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თუ მშო­ბი­ა­რეს გარ­შე­მო დაფ­ნის ფოთ­ლებს და­უ­ლა­გე­ბენ, მას სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბი შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბა და პრო­ცე­სი მე­ტად მშვი­დად ჩა­ივ­ლის.

ას­ტრო­ლო­გი და ეზო­ტე­რი­კო­სი ქეთი ოდი­შე­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

დაუზოგავი გამოშტერების მექანიზმი მუშაობს გულმოდგინეთ...ამდენი მუცლით ეზღაპრნ,კაკულია,ლომაია,კაკაჩია ......

ნაიკო
1

რა კარგი ყოფილა, რაღად გვინდა აფთიაქი, სამსახური, შრომა, ყველაფრის მოტანა შეუძლია

...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაფნის ფოთოლი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება - რჩევები ქეთი ოდიშელისგან

დაფნის ფოთოლი ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება - რჩევები ქეთი ოდიშელისგან

ძველად რომაელები და ბერძნები დაფნას მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ, მას სხვადასხვა რიტუალებში იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ დაფნის ფოთოლს გამარჯვება, ბედნიერება და წარმატება მოჰქონდა.

დაფნა - ეს არის სისუფთავის, მიზანსწრაფულობის, ტრიუმფისა და უკვდავების სიმბოლო. ის არა მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიასა და წარმატებას იძლევა, არამედ სურვილებსაც ასრულებს.

ძველბერძნულ მითში, სინათლისა და ხელოვნების ღვთაება აპოლონს მშვენიერი ნიმფა-დაფნა შეუყვარდა. აპოლონი გოგონას მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომ სირცხვილისა და შეურაცხყოფისგან თავდასაცავად დაფნას მოუწია მამისთვის ეთხოვნა, რომ ის დაფნის ბუჩქად ექცია. მას შემდეგ დაფნა გახდა აპოლონის საყვარელი მცენარე: ის მისი ფოთლებით თავს იმკობდა, ასევე თავის ლირას აფორმებდა, ბრძოლაში გამარჯვებულებს, მუსიკოსებსა, მომღერლებს, პოეტებსა და მოცეკვავეებს დაფნის გვირგვინებით აჯილდოებდა.

დაფნის ჯადოსნური თვისებები:

1- დაწერეთ დაფნის ფურცელზე სურვილი, შემდეგ კი ის ცეცხლში ჩააგდეთ - ყველაფერი, რასაც ჩაიფიქრებთ დროთა განმავლობაში ახდება.

2 - სახლში ოთახის ყოველ კუთხეში (სადაც თქვენ და სხვა ოჯახის წევრები მეტ დროს ატარებთ) დააწყვეთ თითო დაფნის ფოთოლი, ის ავადმყოფობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს განდევნის.

3 - თუ დაფნის ფოთოლს მუდამ თან ატარებთ, ის დაგიცავთ უსიამოვნებებისა და უბედური შემთხვევებისგან.

4 - პოზიტიური ცვლილებების მოსაზიდად, თითებით დასრისეთ დაფნის ფოთოლი შეისუნთქეთ მისი არომატი, თან ხმამაღლა იმეორეთ თქვენი თხოვნა ზეციური ძალებისადმი.

5 - დაფნის ფოთოლი ბალიშის ქვეშ მოათავსეთ: ის სასიამოვნო სიზმრებს გამოგიგზავნით.

6 - დაფნის არომატი გადაღლილობისას დაგეხმარებათ, ასევე დამატებით ენერგიას მატებს მათ ვინც სპორტითაა დაკავებული.

7 - წარმატებას მოგიტანთ შესასვლელთან ფეხსაწმენდის ქვეშ მოთავსებული დაფნის 4 ფოთოლი. ისინი უნდა განალაგოთ ჯვარედინად, ყუნწებით ცენტრში, თვეში ერთხელ, ახალმთვარეობისას, ისინი ახალი ფოთლებით შეცვალეთ.

8 - იმისათვის , რომ ახალდაქორწინებულებს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ჰქონდეთ, ქორწილის წინა ღამეს სასიძოსა და საპატარძლოს ფეხსაცმელში დებენ დაფნის ფოთოლს, დილით არ დაგავიწყდეთ მათ ამოღება და მადლიერება დახმარებისთვის.

9 - შესასვლელ კართან მიამაგრეთ 5 დაფნის ფოთოლი, რომელიც შეკრული იქნება წითელი ძაფით, ამ შემთხვევაში ამ სახლის მაცხოვრებლები საქმეში მუდმივად წარმატებულები იქნებიან.

10 - დაფნის ტოტი ახალშობილის საწოლთან მას გათვალვისგან დაიცავს.

11 - ფულის მოსაზიდად: აიღეთ დაფნის ერთი ფოთოლი, დააწვეთეთ მასზე ფორთოხლის ზეთი და დადეთ იქ, სადაც ჩვეულებრივ ინახავთ დანაზოგს, ეს ფოთოლი მოიზიდავს ახალ ფინანსებს, შემოსავალი დაიწყებს მატებას.

ჰიპოკრატე თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ თუ მშობიარეს გარშემო დაფნის ფოთლებს დაულაგებენ, მას სამშობიარო ტკივილები შეუმსუბუქდება და პროცესი მეტად მშვიდად ჩაივლის.

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ქეთი ოდიშელი