კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამნაშავეა მთვარე - პირველი პაემანი და მთვარის გავლენა სამომავლო ურთიერთობაზე
დამნაშავეა მთვარე - პირველი პაემანი და მთვარის გავლენა სამომავლო ურთიერთობაზე

მა­ინც რა­ტომ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნაც­ნო­ბო­ბა ხში­რად სა­ოც­რად რთულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა და შე­საძ­ლოა ამ ფა­ტა­ლუ­რი რო­მა­ნის და­სას­რუ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზეც კი გა­ი­წე­ლოს. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტიც - ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თან პა­ე­მან­ზეც გუ­ლის ფან­ცქა­ლით მო­იჩ­ქა­რით, სა­მო­მავ­ლოდ მარ­ტო­ო­დენ კარ­გი მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დეთ.

თურ­მე ნუ იტყვით და ყვე­ლა­ფერ­ში მთვა­რე, უფრო სწო­რად მთვა­რის კონ­კრე­ტუ­ლი ფა­ზე­ბი ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე. ამი­ტომ სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რისხსა და სცე­ნარ­ზე რომ ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დეთ რო­დის შედ­გა თქვე­ნი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი.

თუკი თქვე­ნი პა­ემ­ნის პე­რი­ო­დი (პლუს-მი­ნუ­სი ორი დღე წინ და უკან) ახალმთვა­რე­ო­ბას და­ემ­თხვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა მალე არ დას­რულ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი იყოს სა­მო­მავ­ლოდ, თუმ­ცა უახ­ლო­ე­სი ერთი თვე მა­ინც ამ ყვე­ლა­ფერს ინ­ტენ­სი­უ­რი სახე ექ­ნე­ბა. თუმ­ცა, აქვე უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ახალ მთვა­რე­ზე გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ხი­ფა­თო ენერ­გი­აც იჭ­რე­ბა. შე­საძ­ლოა თქვე­ნი ახა­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი კრი­მი­ნა­ლი იყოს, ჰყავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი ქმა­რი ან ცოლი, ან უბ­რა­ლოდ სა­ეჭ­ვო წარ­სუ­ლი ჰქონ­დეს.

მთვა­რის პირ­ველ მე­ო­თხედ­ში (ფა­ზა­ში) თუ მოხ­და გაც­ნო­ბა, ხში­რად პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი ასა­კით უმ­ცრო­სი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. ის შე­საძ­ლოა რა­ი­მე ტი­პის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­დეს ან უბ­რა­ლოდ ძალ­ზე მო­ლა­პა­რა­კე ინ­დი­ვი­დი იყოს. ეს საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი კავ­ში­რის და­სა­წყი­სია, რო­მე­ლიც მე­გობ­რო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

მთვა­რის მე­ო­რე ფაზა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს . ამ მო­ნაკ­ვეთ­ში გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის სრუ­ლი დაც­ვით თა­ნა­არ­სე­ბო­ბენ სა­მო­მავ­ლოდ. ეს ისე­თი ტი­პის პარტნი­ო­რია, რო­მე­ლიც კოს­მო­პო­ლი­ტუ­რად აზ­როვ­ნებს და იშ­ვი­ა­თად ეც­დე­ბა შეგ­ზღუ­დოთ თა­ვა­დაც ამ მხრივ. თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვნე­ბა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, შე­საძ­ლოა, სი­ტუ­ა­ცია ე.წ. გათ­ვლით ქორ­წი­ნე­ბის კონ­დი­ცი­ამ­დეც მი­ვი­დეს სა­ბო­ლო­ოდ.

და­ბო­ლოს, თუკი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას და­ამ­თხვი­ეთ - იცო­დეთ, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი ვნე­ბა, ემო­ცი­ე­ბი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი კავ­ში­რე­ბი მო­დის. ეს შე­საძ­ლოა იყოს რო­მა­ნი სტა­ტუ­სით არ­ცთუ მთლად თა­ვი­სუ­ფალ პარტნი­ორ­თან, ან ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც გა­სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბით, თუმ­ცა ძალ­ზე რთუ­ლი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვნე­ბა­სა და მი­ზი­დუ­ლო­ბა­ზე, რომ­ლის ახ­სნაც არც ერთ პარტნი­ორს არ ხე­ლე­წი­ფე­ბა. თუმ­ცა, აქვე ისიც უნდა გი­თხრათ, რომ ამ კავ­შირ­მა შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი­დან დიდ სი­ძულ­ვი­ლამ­დე გა­ნი­ცა­დოს ტრანსფორ­მა­ცია. ასე რომ, სავ­სე მთვა­რეს­თან ფრთხი­ლად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

დამნაშავეა მთვარე - პირველი პაემანი და მთვარის გავლენა სამომავლო ურთიერთობაზე

დამნაშავეა მთვარე - პირველი პაემანი და მთვარის გავლენა სამომავლო ურთიერთობაზე

მაინც რატომ ხდება ხოლმე, რომ თითქოს ჩვეულებრივი ნაცნობობა ხშირად საოცრად რთულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შესაძლოა ამ ფატალური რომანის დასასრული წლების მანძილზეც კი გაიწელოს. თუმცა, შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტიც - ახალგაცნობილ ადამიანთან, რომელთან პაემანზეც გულის ფანცქალით მოიჩქარით, სამომავლოდ მარტოოდენ კარგი მეგობრობა ჩამოგიყალიბდეთ.

თურმე ნუ იტყვით და ყველაფერში მთვარე, უფრო სწორად მთვარის კონკრეტული ფაზები ყოფილა დამნაშავე. ამიტომ სამომავლო ურთიერთობის ხარისხსა და სცენარზე რომ ზუსტი წარმოდგენა შეგექმნათ, აუცილებელია იცოდეთ როდის შედგა თქვენი პირველი პაემანი.

თუკი თქვენი პაემნის პერიოდი (პლუს-მინუსი ორი დღე წინ და უკან) ახალმთვარეობას დაემთხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა მალე არ დასრულდება. შესაძლებელია ეს მხოლოდ მეგობრული კონტაქტები იყოს სამომავლოდ, თუმცა უახლოესი ერთი თვე მაინც ამ ყველაფერს ინტენსიური სახე ექნება. თუმცა, აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ასტროლოგიურად ახალ მთვარეზე გაცნობილი ადამიანებისგან ჩვენს ცხოვრებაში სახიფათო ენერგიაც იჭრება. შესაძლოა თქვენი ახალი თაყვანისმცემელი კრიმინალი იყოს, ჰყავდეს კანონიერი ქმარი ან ცოლი, ან უბრალოდ საეჭვო წარსული ჰქონდეს.

მთვარის პირველ მეოთხედში (ფაზაში) თუ მოხდა გაცნობა, ხშირად პოტენციური პარტნიორი ასაკით უმცროსი აღმოჩნდება ხოლმე. ის შესაძლოა რაიმე ტიპის, კომუნიკაციის სფეროში მუშაობდეს ან უბრალოდ ძალზე მოლაპარაკე ინდივიდი იყოს. ეს საკმაოდ ჰარმონიული და კარგი კავშირის დასაწყისია, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული.

მთვარის მეორე ფაზა სავსემთვარეობამდე პერიოდს მოიცავს . ამ მონაკვეთში გაცნობილი ადამიანები ერთმანეთთან გენდერული ბალანსის სრული დაცვით თანაარსებობენ სამომავლოდ. ეს ისეთი ტიპის პარტნიორია, რომელიც კოსმოპოლიტურად აზროვნებს და იშვიათად ეცდება შეგზღუდოთ თავადაც ამ მხრივ. თუმცა, ურთიერთობაში ვნება ნაკლებად იქნება. სამაგიეროდ, შესაძლოა, სიტუაცია ე.წ. გათვლით ქორწინების კონდიციამდეც მივიდეს საბოლოოდ.

დაბოლოს, თუკი პირველი პაემანი მაინცდამაინც სავსემთვარეობას დაამთხვიეთ - იცოდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი ვნება, ემოციები და არაპროგნოზირებადი კავშირები მოდის. ეს შესაძლოა იყოს რომანი სტატუსით არცთუ მთლად თავისუფალ პარტნიორთან, ან ადამიანთან, რომელიც გასაოცარი ქარიზმატულობით, თუმცა ძალზე რთული ხასიათით გამოირჩევა. ურთიერთობები დაფუძნებული იქნება ვნებასა და მიზიდულობაზე, რომლის ახსნაც არც ერთ პარტნიორს არ ხელეწიფება. თუმცა, აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ კავშირმა შესაძლოა სამომავლოდ სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე განიცადოს ტრანსფორმაცია. ასე რომ, სავსე მთვარესთან ფრთხილად!!!