პოლიტიკა
საზოგადოება

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:16-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 17:38-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი
დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

"დღე­ი­დან 29 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ტურ­ნი უკუს­ვლი­თი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გათ­ვლი­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, მათ შო­რის, კა­რი­ე­რაც იგუ­ლის­ხმე­ბა, ქორ­წი­ნე­ბაც, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბაც და სხვა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი თე­მე­ბიც", - წერს ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი და აქვე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის უფრო ვრცელ ანა­ლიზ­საც გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2017 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ას­ტრო­ლო­გის თქმით, ამ ტრან­ზი­ტის გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ნაკ­ლი­სია ადა­მი­ან­თა ის ნა­წი­ლი, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკუს­ვლი­თი) ჰყავს.

  • სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი თხის რქა­ში 2018-2020

სულ ახ­ლა­ხანს სა­ტურნ­მა თა­ვის სამ­ფლო­ბე­ლო­ში - თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში შე­ა­ბი­ჯა. ის იქ საკ­მაო ხანს, მთელ 3 წე­ლი­წადს (2020 წლამ­დე) გა­ა­ტა­რებს. სა­ტურ­ნის სრუ­ლი ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი ციკ­ლი 29,5 წელს შე­ად­გენს, ანუ სწო­რედ ამ­დე­ნი ხნის წინ იყო ის ბო­ლოს თხის რქა­ში. სა­ტურ­ნი ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა, ანუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უფრო მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე აქვს ზე­გავ­ლე­ნა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რა ხდე­ბო­და მა­შინ მსოფ­ლი­ო­ში, რა მოვ­ლე­ნებს ჰქონ­დათ ად­გი­ლი, უფრო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რისი მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ახლა. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს 1989 წლის აპ­რი­ლის ამ­ბე­ბი , რო­დე­საც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­რი­სა და ტან­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ე­ცა­და ჩა­ეკ­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და სსრკ-ს დაშ­ლა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. სის­ხლი­ა­ნი გა­მოდ­გა იმ პე­რი­ო­დის პე­კი­ნის მოვ­ლე­ნე­ბიც .

მი­დი­ო­და აშ­კა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა დრო­მოჭ­მულ სტრუქ­ტუ­რულ წარ­მო­ნაქ­მნებ­სა და ახალ მოძ­რა­ო­ბას შო­რის

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ინ­გრა ბერ­ლი­ნის კე­დე­ლიც და გა­ერ­თი­ან­და ორად­გახ­ლე­ჩი­ლი გერ­მა­ნია... სა­ბო­ლო­ოდ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რიც და­ი­შა­ლა თა­ვი­სუ­ფალ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად...

რით იყო ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი?

ას­ტრო­ლო­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა იმ აზ­რზე, რომ ამ მოვ­ლე­ნებს სარ­ჩუ­ლად მხო­ლოდ სა­ტურ­ნის თხის რქა­ში ტრან­ზი­ტი არ დას­დე­ბია. იმ­ჟა­მად სა­ტურ­ნი და ურა­ნი შე­ერ­თდნენ და სწო­რედ ურა­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ენერ­გი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბას ჰქონ­და სა­ტურ­ნუ­ლი - ძვე­ლი, და­ხავ­სე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლი.

დღეს მოვ­ლე­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოტა სხვა ხა­ზით გან­ვი­თარ­დე­ბა. ურა­ნის ნაც­ვლად სა­ტურნს თხის რქა­ში ჯერ ლი­ლიტ­თან , მერე მარსთან და ასე­ვე პლუ­ტონ­თან მო­უ­წევს შე­ერ­თე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არა­ერთ ხელ­მძღვა­ნელ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რებ­საც, უბიძ­გებს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, არა­კო­რექ­ტუ­ლი, მცად­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბი­სა­კენ. რაც შე­საძ­ლოა სა­ფუძ­ვლად და­ე­დოს მათ იმ­პიჩ­მენტს და თა­ნამ­დე­ბო­ბის­გან გა­დად­გო­მას. ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სას­ჯელ­საც. მაგ­რამ ამით არ დას­რულ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი, დიდი ხნის წი­ნათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა და­იშ­ლე­ბა. და ამას არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რი, გლო­ბა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, არ მგო­ნია, უკვე ისე­დაც ბრი­ტა­ნე­თის გას­ვლით და­სუს­ტე­ბულ­მა ევ­რო­კავ­შირ­მა დიდ­ხანს გა­უძ­ლოს სა­ტურ­ნის შე­მო­ტე­ვებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019-20 წლებ­ში, რო­დე­საც სა­ტურ­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის განმკარ­გავ პლუ­ტონს შე­უ­ერ­თდე­ბა, კრახს გა­ნიც­დის არა მხო­ლოდ ეს სრტუქ­ტუ­რა, არა­მედ ბევ­რი სხვაც.

"რუსი ას­ტრო­ლო­გე­ბი აშშ-ს დაშ­ლას წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ, ამე­რი­კე­ლე­ბი კი რუ­სე­თი­სას..."

დღეს ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვისი პროგ­ნო­ზე­ბი უფრო გა­მარ­თლდე­ბა, ამას მო­მა­ვა­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გვიჩ­ვე­ნებს.

  • რა­ტომ აქვს სა­ტურნს ჩვენ­ზე ასე­თი დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა? რა აძ­ლევს მას ამ­ხე­ლა მას­შტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­კარ­გვის ნე­ბას?

საქ­მე ისაა, რომ სა­ტურ­ნი ბოლო პლა­ნე­ტაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს. მის იქით ყვე­ლა­ფე­რი მიღ­მი­სე­უ­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი­სათ­ვის შე­უც­ნო­ბე­ლი, ის არის ზღურ­ბლი ცნო­ბი­ერ­სა და არაც­ნო­ბი­ერს შო­რის. თა­ნაც სა­ტურ­ნი, მი­თო­ლო­გი­უ­რად იგი­ვე ქრო­ნო­სია, რო­მე­ლიც დროს გა­ნა­გებს, სა­ზღვრავს ყვე­ლაფ­რის სა­ზღვრებს, თვით სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლი­სა­საც. მის ხელ­შია - რო­დის რა და­სულ­დეს, რო­დის რას ამო­ე­წუ­როს თა­ვი­სი ვა­დე­ბი. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია, რომ ძველ გრა­ვი­უ­რებ­ზე მას ცე­ლი­ან მო­ხუ­ცად გა­მო­სა­ხავ­დნენ. მაგ­რამ რას ცე­ლავს იგი? მხო­ლოდ იმას, რა­საც ახალ დრო­ე­ბა­ში ად­გი­ლი აღარ უნდა ჰქონ­დეს. რა­საც ყავ­ლი გა­უ­ვი­და. მე­ო­რეს მხრივ, სა­ტურ­ნი მოთ­მი­ნე­ბას, სი­ბე­ჯი­თეს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გრძნო­ბებს აღ­ვი­ძებს ჩვენ­ში. ის არის დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სინ­დი­სი, და თუ გვსჯის, მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც "ცუ­დად ვიქ­ცე­ვით". თუ ჩვენ მის მო­თხოვ­ნებს ვას­რუ­ლებთ, სა­ტურ­ნი გულ­მო­წყა­ლე ხდე­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჯილ­დო­ებს გვი­ძღვნის. მაშ, ვე­ცა­დოთ, რომ ვი­ყოთ სინ­დი­სი­ერ­ნი, კა­ნონ­მორ­ჩილ­ნი, პა­ტი­ვი ვცეთ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, და­ვიც­ვათ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ, ვიშ­რო­მოთ ბე­ჯი­თად, გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ სა­ტურ­ნი­სე­ულ ჯილ­დო­ებს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა იუ­პი­ტე­რის სა­ჩუქ­რებ­ზე უფრო მე­ტიც და უფრო ძვირ­ფა­სიც კი გა­მოდ­გეს!".

keti
4

rusi astrologebi ambobeno amerika daishlebao amerikelebi ki rusetze laparakobso me ki vitkodi pirdapir ruseti daishleba 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი

"დღეიდან 29 სექტემბრამდე სატურნი უკუსვლითი იქნება. ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი საქმეების დაწყება, მათ შორის, კარიერაც იგულისხმება, ქორწინებაც, სახლის მშენებლობის დაწყებაც და სხვა ფუნდამენტალური თემებიც", - წერს ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი და აქვე ასტროლოგიური მოვლენის უფრო ვრცელ ანალიზსაც გვთავაზობს, რომელიც სოციალურ ქსელში 2017 წელს გამოაქვეყნა:

ასტროლოგის თქმით, ამ ტრანზიტის გავლენის თვალსაზრისით გამონაკლისია ადამიანთა ის ნაწილი, ვისაც პირად რუკაში სატურნი რეტროგრადული (უკუსვლითი) ჰყავს.

  • სატურნის ტრანზიტი თხის რქაში 2018-2020

სულ ახლახანს სატურნმა თავის სამფლობელოში - თხის რქის ზოდიაქოში შეაბიჯა. ის იქ საკმაო ხანს, მთელ 3 წელიწადს (2020 წლამდე) გაატარებს. სატურნის სრული ზოდიაქალური ციკლი 29,5 წელს შეადგენს, ანუ სწორედ ამდენი ხნის წინ იყო ის ბოლოს თხის რქაში. სატურნი ე.წ. სოციალური პლანეტაა, ანუ პირად ცხოვრებაზე უფრო მეტად საზოგადოებაში მომხდარ მოვლენებზე აქვს ზეგავლენა. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა მაშინ მსოფლიოში, რა მოვლენებს ჰქონდათ ადგილი, უფრო ნათელი გახდება, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ახლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 1989 წლის აპრილის ამბები , როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ჯარისა და ტანკების გამოყენებით შეეცადა ჩაეკლა თავისუფლების სურვილი და სსრკ-ს დაშლა შეეჩერებინა. სისხლიანი გამოდგა იმ პერიოდის პეკინის მოვლენებიც .

მიდიოდა აშკარა დაპირისპირება დრომოჭმულ სტრუქტურულ წარმონაქმნებსა და ახალ მოძრაობას შორის

ამავე პერიოდში დაინგრა ბერლინის კედელიც და გაერთიანდა ორადგახლეჩილი გერმანია... საბოლოოდ, საბჭოთა კავშირიც დაიშალა თავისუფალ სახელმწიფოებად...

რით იყო ეს გამოწვეული?

ასტროლოგების უმეტესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ამ მოვლენებს სარჩულად მხოლოდ სატურნის თხის რქაში ტრანზიტი არ დასდებია. იმჟამად სატურნი და ურანი შეერთდნენ და სწორედ ურანული თავისუფლების და რევოლუციური ენერგიის გამოვლინებას ჰქონდა სატურნული - ძველი, დახავსებულის წინააღმდეგ ადგილი.

დღეს მოვლენები, სავარაუდოდ, ცოტა სხვა ხაზით განვითარდება. ურანის ნაცვლად სატურნს თხის რქაში ჯერ ლილიტთან , მერე მარსთან და ასევე პლუტონთან მოუწევს შეერთება. სავარაუდოდ, ეს არაერთ ხელმძღვანელ, მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის სახელმწიფო მეთაურებსაც, უბიძგებს გაუმართლებელი, არაკორექტული, მცადრი გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებებისაკენ. რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მათ იმპიჩმენტს და თანამდებობისგან გადადგომას. ზოგ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებულ სასჯელსაც. მაგრამ ამით არ დასრულდება. ძალიან ბევრი, დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებული სტრუქტურა დაიშლება. და ამას არა მხოლოდ ლოკალური, გლობალური ხასიათი ექნება. მაგალითად, არ მგონია, უკვე ისედაც ბრიტანეთის გასვლით დასუსტებულმა ევროკავშირმა დიდხანს გაუძლოს სატურნის შემოტევებს. სავარაუდოდ, 2019-20 წლებში, როდესაც სატურნი ტრანსფორმაციების განმკარგავ პლუტონს შეუერთდება, კრახს განიცდის არა მხოლოდ ეს სრტუქტურა, არამედ ბევრი სხვაც.

"რუსი ასტროლოგები აშშ-ს დაშლას წინასწარმეტყველებენ, ამერიკელები კი რუსეთისას..."

დღეს ძნელი სათქმელია, ვისი პროგნოზები უფრო გამართლდება, ამას მომავალი მოვლენები გვიჩვენებს.

  • რატომ აქვს სატურნს ჩვენზე ასეთი დიდი ძალაუფლება? რა აძლევს მას ამხელა მასშტაბური მოვლენების განკარგვის ნებას?

საქმე ისაა, რომ სატურნი ბოლო პლანეტაა, რომელიც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია დაინახოს. მის იქით ყველაფერი მიღმისეულია, ჩვეულებრივი მოკვდავისათვის შეუცნობელი, ის არის ზღურბლი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. თანაც სატურნი, მითოლოგიურად იგივე ქრონოსია, რომელიც დროს განაგებს, საზღვრავს ყველაფრის საზღვრებს, თვით სიკვდილ-სიცოცხლისასაც. მის ხელშია - როდის რა დასულდეს, როდის რას ამოეწუროს თავისი ვადები. შემთხვევითი როდია, რომ ძველ გრავიურებზე მას ცელიან მოხუცად გამოსახავდნენ. მაგრამ რას ცელავს იგი? მხოლოდ იმას, რასაც ახალ დროებაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. რასაც ყავლი გაუვიდა. მეორეს მხრივ, სატურნი მოთმინებას, სიბეჯითეს, პასუხისმგებლობას და ვალდებულებების გრძნობებს აღვიძებს ჩვენში. ის არის დიდი მასწავლებელი, სინდისი, და თუ გვსჯის, მხოლოდ მაშინ, როდესაც ''ცუდად ვიქცევით''. თუ ჩვენ მის მოთხოვნებს ვასრულებთ, სატურნი გულმოწყალე ხდება და დამსახურებულ ჯილდოებს გვიძღვნის. მაშ, ვეცადოთ, რომ ვიყოთ სინდისიერნი, კანონმორჩილნი, პატივი ვცეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, დავიცვათ ნაკისრი ვალდებულებები, მიცემული პირობები შევასრულოთ, ვიშრომოთ ბეჯითად, გეგმაზომიერად და მაშინ აუცილებლად მივიღებთ სატურნისეულ ჯილდოებს, რომელიც შესაძლოა იუპიტერის საჩუქრებზე უფრო მეტიც და უფრო ძვირფასიც კი გამოდგეს!".

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე, როგორი დღე გელოდება

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ