მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს
"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

2 ოქ­ტომ­ბერს, 1:05 სა­ათ­ზე სავ­სემ­თვრე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე სრუ­ლია, გა­დავ­სე­ბუ­ლიც კი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს დე­და­მი­წა­ზე, სი­თხე­ზე ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშიც კი. იმ­პულ­სუ­რო­ბა და ემო­ცი­უ­რო­ბა პიკ­ზეა. დად­გე­ნი­ლია, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა, ავა­რი­უ­ლო­ბა და არც ეს დღე იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუმ­ცა, ყვე­ლა მე­დალს აქვს ორი მხა­რე. მზე სას­წორ­შია, სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზის აღმქმელ, პარტნი­ო­რო­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ა­ზე მო­მარ­თულ ნი­შან­ზე, მთვა­რე - ცე­ცხლო­ვან ვერ­ძში , მის სა­პი­რის­პი­რო ნი­შან­ში. ვერ­ძი არას­დროს არა­ვის არ უყუ­რებს და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მას აქვს თა­ვი­სი აზრი და სხვე­ბის მო­საზ­რე­ბას არც კი გა­ნი­ხი­ლავს. ყველ­გან და ყო­ველ­თვის მხო­ლოდ თვი­თონ არის მარ­თა­ლი. მუ­დამ მი­დის თა­ვი­სი გზით, გა­უკ­ვა­ლა­ვი ბი­ლი­კე­ბით. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ვერ­ძში ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენ­ზე.

თვი­თონ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს პლა­ნე­ტა მარ­სი თა­ვის ნი­შან­ში - ვერ­ძშია . მარ­თა­ლია, რეტ­როგ­რა­დუ­ლია, მაგ­რამ მო­მარ­თუ­ლია აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, "შე­იძ­ლე­ბა შარ­შან" ნათ­ქვა­მი გა­გიხ­სე­ნოთ და მას­ზე მოგ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი. ანუ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის თვი­სე­ბაა ადრე წა­გე­ბუ­ლის გამო რე­ვან­ში აი­ღოს. გირ­ჩევთ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნოთ (თუ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ) მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს აზრს. ამ დღეს არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. უფრო მე­ტიც, თქვენ წარ­სუ­ლი შე­დე­გე­ბი, მიღ­წე­ვე­ბი უნდა გა­ა­ნა­ლი­ზოთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს მთვა­რე ვერ­ძშია, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა მარ­სიც და შავი მთვა­რეც . მარ­სი სა­ტურნ­სა და პლუ­ტონს უპი­რის­პირ­დე­ბა და ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნოთ უფ­რო­სის, ზემ­დგო­მე­ბის ზე­წო­ლა. ან შე­იძ­ლე­ბა მოგ­თხო­ვონ ადრე გა­ცე­მუ­ლი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ნუ ეც­დე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნოთ ზედ­მე­ტი ააქ­ტი­უ­რო­ბა, მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით სპორ­ტსმე­ნე­ბი. ნუ გაფ­ლან­გავთ თქვენს ენერ­გი­ა­სა და ძა­ლებს არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი (ქა­ლე­ბი­სა­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ აგ­რე­სია) არი­ან აღ­გზნე­ბუ­ლე­ბი, დეს­პო­ტუ­რე­ბი და ეცა­დეთ, იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. იყა­ვით ფრთხი­ლად ცე­ცხლთან, ასა­ფეთ­ქებ­ლებ­თან. დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა იფეთ­ქოს ხან­ძარ­მა ან მი­წისძვრა მოხ­დეს. გირ­ჩევთ, გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დოთ. მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი კი ფილ­მე­ბი­დან ან წიგ­ნი­დან მი­ი­ღოთ. არ და­გეგ­მოთ არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. არ გირ­ჩევთ უფ­როს­თან (ოჯახ­შიც კი), ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

თუმ­ცა, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მარ­სი კარგ ას­პექტს აკე­თებს სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას­თან . ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­ნახ­ლდე­ბა ძვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბი, თავს შე­გახ­სე­ნე­ბენ ყო­ფი­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურ­პი­ზის მო­წყო­ბა. ასეთ ტალ­ღა­ზე ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­სუს­ტუს ვერ­ძის სი­ჯი­უ­ტე და სი­ხის­ტე. თა­ნაც, ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ პარტნი­ორ­თან. შე­გიძ­ლი­ათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბიც კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, მაგ­რამ ფრთხი­ლად იყა­ვით მჭრელ და ცე­ცხლისმფრქვევ საგ­ნებ­თან.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მი­სი­აა, რომ რა­ღაც და­ას­რუ­ლოს. წელს, პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გვქონ­და 24 მარტს და ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, დას­რულ­დეს ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო.

  • სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ:

პირ­ველ რიგ­ში ვერ­ძე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 25 მარ­ტი­დან 3 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით). შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პა­სუ­ხი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხე­ზე ან და­ას­რუ­ლოთ რა­ღაც საქ­მე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­მოთ­ქვათ თქვე­ნი აზრი, მაგ­რამ მშვი­დად, დიპ­ლო­მა­ტუ­რად და აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნეთ მე­ო­რე მხა­რე­საც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვდე­ბით. და, რა თქმა უნდა, სას­წო­რე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 27 სექ­ტემ­ბრი­დან 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით), სა­დაც ახლა იმ­ყო­ფე­ბა მზე. ცხოვ­რე­ბის გა­დატ­ვირ­თვის პე­რი­ო­დი და­გე­წყოთ. რა­ღა­ცას წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ვის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის. და­ას­რუ­ლეთ ის, რა­საც აქამ­დე ვერ ას­რუ­ლებ­დით.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას შე­და­რე­ბით მშვი­დად იგ­რძნო­ბენ ლო­მე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 27 ივლსი­დან 6 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით) და მშვილ­დოს­ნე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 26 ნო­ემ­ბრი­დან 6 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით). თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ან სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ არა კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ­ზე არა­მედ რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის გავ­ლე­ნით, ან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი.

შე­და­რე­ბით რთუ­ლად იგ­რძნო­ბენ თავს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნე­ბის გამო კირჩხი­ბე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 25 ივ­ნი­სი­დან 6 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით) და თქის რქე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 26 დე­კემ­ბრი­დან 4 იან­ვა­რი ჩათ­ვლით). სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ არა კარ­გი კუ­თხით. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2020 წლის 24 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ცილ­დეთ ის, რაც გთრგუ­ნავ­დათ, გბო­ჭავ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თა­ვა­დაც ხელს შე­უ­წყობთ. გახ­სოვ­დეთ, ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი რომ შე­მო­ვი­დეს, ძვე­ლი უნდა დას­რულ­დეს. ცვლი­ლე­ბე­ბის დროა, ფეხი უნდა აუ­წყოთ სი­ახ­ლე­ებს და არ ჩა­ე­ბღა­უ­ჭოთ წარ­სულს, იმა­საც, რა­საც გან­ვი­თა­რე­ბა აღარ უწე­რია. სი­ახ­ლე შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს თქვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ცოტა აგ­რე­სი­ი­თაც, მაგ­რამ ნუ შე­უ­შინ­დე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

2 ოქტომბერს, 1:05 საათზე სავსემთვრეობას ველოდებით. სავსემთვარეობაზე მთვარე სრულია, გადავსებულიც კი და განსაკუთრებულად მოქმედებს დედამიწაზე, სითხეზე ჩვენს ორგანიზმშიც კი. იმპულსურობა და ემოციურობა პიკზეა. დადგენილია, რომ სავსემთვარეობაზე მომატებულია კონფლიქტურობა, ავარიულობა და არც ეს დღე იქნება გამონაკლისი, თუმცა, ყველა მედალს აქვს ორი მხარე. მზე სასწორშია, სიყვარულის, სილამაზის აღმქმელ, პარტნიორობასა და ჰარმონიაზე მომართულ ნიშანზე, მთვარე - ცეცხლოვან ვერძში , მის საპირისპირო ნიშანში. ვერძი არასდროს არავის არ უყურებს და მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. მას აქვს თავისი აზრი და სხვების მოსაზრებას არც კი განიხილავს. ყველგან და ყოველთვის მხოლოდ თვითონ არის მართალი. მუდამ მიდის თავისი გზით, გაუკვალავი ბილიკებით. სავსემთვარეობა ვერძში ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენზე.

თვითონ სავსემთვარეობის დღეს პლანეტა მარსი თავის ნიშანში - ვერძშია . მართალია, რეტროგრადულია, მაგრამ მომართულია აქტიურობაზე, "შეიძლება შარშან" ნათქვამი გაგიხსენოთ და მასზე მოგთხოვოთ პასუხი. ანუ რეტროგრადული მარსის თვისებაა ადრე წაგებულის გამო რევანში აიღოს. გირჩევთ აუცილებლად მოუსმინოთ (თუ არ გაითვალისწინებთ) მოწინააღმდეგეს აზრს. ამ დღეს არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უფრო მეტიც, თქვენ წარსული შედეგები, მიღწევები უნდა გაანალიზოთ.

სავსემთვარეობის დღეს მთვარე ვერძშია, სადაც იმყოფება მარსიც და შავი მთვარეც . მარსი სატურნსა და პლუტონს უპირისპირდება და ამ დღეს შეიძლება განსაკუთრებით იგრძნოთ უფროსის, ზემდგომების ზეწოლა. ან შეიძლება მოგთხოვონ ადრე გაცემული დანაპირების შესრულება. ნუ ეცდებით გამოავლინოთ ზედმეტი ააქტიურობა, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, განსაკუთრებით სპორტსმენები. ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და ძალებს არაფრისმომცემ საქმეებზე.

სავსემთვარეობაზე ადამიანები (ქალებისაგანაც კი შეიძლება იგრძნოთ აგრესია) არიან აღგზნებულები, დესპოტურები და ეცადეთ, იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. იყავით ფრთხილად ცეცხლთან, ასაფეთქებლებთან. დედამიწის ზოგიერთ ტერიტორიაზე შეიძლება იფეთქოს ხანძარმა ან მიწისძვრა მოხდეს. გირჩევთ, გააზრებულად იმოქმედოთ. მძაფრი შეგრძნებები კი ფილმებიდან ან წიგნიდან მიიღოთ. არ დაგეგმოთ არანაირი შეხვედრები, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება. არ გირჩევთ უფროსთან (ოჯახშიც კი), ძალოვან სტრუქტურებთან დაპირისპირებას.

თუმცა, პირადი ურთიერთობისთვის მარსი კარგ ასპექტს აკეთებს სიყვარულის პლანეტა ვენერასთან . ნუ გაგიკვირდებათ, თუ განახლდება ძველი სასიყვარულო კავშირები, თავს შეგახსენებენ ყოფილები. შეიძლება მოგინდეთ საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული სიურპიზის მოწყობა. ასეთ ტალღაზე ყოფნამ შეიძლება შეასუსტუს ვერძის სიჯიუტე და სიხისტე. თანაც, ურთიერთობასაც გაიუმჯობესებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეებიც კი განახორციელოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით მჭრელ და ცეცხლისმფრქვევ საგნებთან.

სავსემთვარეობის მისიაა, რომ რაღაც დაასრულოს. წელს, პირველი ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში გვქონდა 24 მარტს და ადვილი შესაძლებელია, დასრულდეს ის პროცესები, რაც ამ პერიოდში დაიწყო.

  • სავსემთვარეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ:

პირველ რიგში ვერძები (დაბადებულები 25 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით). შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე ან დაასრულოთ რაღაც საქმე. თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, მაგრამ მშვიდად, დიპლომატურად და აუცილებლად მოუსმინეთ მეორე მხარესაც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოვლენების ეპიცენტრში მოხვდებით. და, რა თქმა უნდა, სასწორები (დაბადებულები 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით), სადაც ახლა იმყოფება მზე. ცხოვრების გადატვირთვის პერიოდი დაგეწყოთ. რაღაცას წერტილი უნდა დაუსვათ. ეს შეიძლება იყოს დავის, ურთიერთობების თემა, ხელშეკრულებების გაფორმების. დაასრულეთ ის, რასაც აქამდე ვერ ასრულებდით.

სავსემთვარეობას შედარებით მშვიდად იგრძნობენ ლომები (დაბადებულები 27 ივლსიდან 6 აგვისტოს ჩათვლით) და მშვილდოსნები (დაბადებულები 26 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით). თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ან სამსახურში შეიძლება მოხდეს მოვლენები, რაც თქვენს ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ არა კონკრეტულად თქვენზე არამედ რაღაცის ან ვიღაცის გავლენით, ან შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო შედეგი.

შედარებით რთულად იგრძნობენ თავს სავსემთვარეობის მოვლენების გამო კირჩხიბები (დაბადებულები 25 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით) და თქის რქები (დაბადებულები 26 დეკემბრიდან 4 იანვარი ჩათვლით). სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, მაგრამ არა კარგი კუთხით. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2020 წლის 24 მარტის პერიოდში. თუმცა შეიძლება, მოგცილდეთ ის, რაც გთრგუნავდათ, გბოჭავდათ. განსაკუთრებით, თუ თავადაც ხელს შეუწყობთ. გახსოვდეთ, ცხოვრებაში ახალი რომ შემოვიდეს, ძველი უნდა დასრულდეს. ცვლილებების დროა, ფეხი უნდა აუწყოთ სიახლეებს და არ ჩაებღაუჭოთ წარსულს, იმასაც, რასაც განვითარება აღარ უწერია. სიახლე შეიძლება შემოვიდეს თქვენთვის სრულიად მოულოდნელად, ცოტა აგრესიითაც, მაგრამ ნუ შეუშინდებით.

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"