პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" და უნიკალური დღე, რომელიც ზოდიაქოს ცხოვრებას შეცვლის - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები
31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" და უნიკალური დღე, რომელიც ზოდიაქოს ცხოვრებას შეცვლის - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

31 ოქ­ტომ­ბე­რი წლის უნი­კა­ლუ­რი დღეა. ცის­ფერ სავ­სემ­თვრე­ო­ბას ჰე­ლო­უ­ი­ნი და­ემ­თხვა. ჯერ ორი სი­ტყვით ვთქვათ, თუ რა­ტო­მაა სავ­სემ­თვრე­ო­ბა ცის­ფე­რი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, წე­ლი­წად­ში, 29-დღი­ან შუ­ა­ლედ­ში, 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს. თვე­ში ერთი ახალმთვა­რე­ო­ბა და ერ­თიც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და­ემ­თხვა ( პირ­ვე­ლი გვქონ­და 2 ოქ­ტომ­ბერს ), მე­ო­რეს კი ცის­ფე­რი ჰქვია. და­სა­ხე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთვა­რე ფერს არ შე­იც­ვლის. თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ცის­ფერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დეს.

წინა ცის­ფე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 2018 წლის მარ­ტში გვქონ­და, მო­მა­ვა­ლი კი 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გვექ­ნე­ბა. ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კი­დევ იმი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს , ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ სიზ­მარ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე მი­ი­ღებ­დნენ პა­სუხს, ამი­ტომ ძი­ლის წინ ფიქ­რობ­დნენ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე. რად­გან ეს დღე მუდ­მი­ვად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მის­ტი­კა­სა და ამო­უც­ნობ­თან, ჩვენს წი­ნაპ­რებს მი­აჩ­ნდათ, რომ ამ დღეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბო­და . ამი­ტომ ძი­ლის წინ ფურ­ცელ­ზე წერ­დნენ სურ­ვილს ბა­ლი­შის ქვეშ იდებ­დნენ და სამ­ყა­როს მის ას­რუ­ლე­ბას სთხოვ­დნენ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან გან­სა­კურ­ნებ­ლად კი ასეთ რი­ტუ­ალს მი­მარ­თავ­დნენ: ლენ­ტე­ბად დაჭ­რილ ფურ­ცლებ­ზე წერ­დნენ იმას, რის­გა­ნაც სურ­დათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა (მაგ., ავად­მყო­ფო­ბა). ფურ­ცლის ერთი ლენ­ტი ერთ სურ­ვილს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. შემ­დეგ ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ და წვავ­დნენ.

  • ფურ­ცელ­ზე მხო­ლოდ თქვე­ნი პი­რა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი ჩა­მო­წე­რეთ ან ის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რის­გა­ნაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გსურთ.
  • ეცა­დეთ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დად­გო­მამ­დე აან­თოთ სან­თე­ლი, მო­ი­ა­როთ მთე­ლი ბინა და გა­ა­ნა­თოთ თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე.
  • აპა­ტი­ოთ ყვე­ლას, ვინც მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში გა­წყე­ნი­ნათ.
  • თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბე­ბი მო­გე­ძა­ლათ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ქვეც­ნო­ბი­ერ­მა ისი­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა, ე.ი. მათ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ.
  • თუ ვი­ღა­ცამ გა­წყე­ნი­ნათ, ის­წავ­ლეთ პა­ტი­ე­ბა, რად­გან წყე­ნა თქვენ და­გან­გრევთ და არა მას.
  • თუ სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებთ რა­მე­ში, აპა­ტი­ეთ სა­კუ­თარ თავს, რათა უხი­ლა­ვი სიმ­ძი­მე­ე­ბით არ და­იტ­ვირ­თოთ ცხოვ­რე­ბა. გახ­სოვ­დეთ, სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გიყ­ვარ­დეთ.
  • თუ ში­შე­ბი მო­გე­ძა­ლე­ბათ, მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მი­მარ­თეთ მე­დი­ტა­ცი­ას. რაც უფრო სწრა­ფად გა­და­აქ­ცევთ თქვენს მი­ნუ­სებს პლუ­სად მით უკე­თე­სია თქვენ­თვის.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა ემო­ცი­უ­რად აღ­გზნე­ბუ­ლია. ამი­ტომ, გა­უფრ­თხილ­დით რო­გორც სა­კუ­თარ, ისე გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ნერ­ვებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა აე­წი­ოს წნე­ვა ან ას­ტკივ­დეს თავი. ეცა­დეთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ არც ფი­ზი­კუ­რად, არც სუ­ლი­ე­რად და არც გო­ნებ­რი­ვად. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და პლუს-მი­ნუს ერთი დღე არ მი­ი­ღოთ ალ­კოჰო­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ავ­ლი­ნეთ სა­ჭეს­თან, ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა­საც. აკონ­ტრო­ლეთ ბავ­შვე­ბი, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მათ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს; მათ­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­გზნე­ბა­დო­ბამ, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის სურ­ვილ­მა მო­ი­მა­ტოს. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა (პლუს-მი­ნუს 1 დღე) გა­ა­ტა­რეთ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე, ში­შე­ბი­სა და გან­ცდე­ბის გა­რე­შე. ნუ გან­კი­ცხავთ გარ­შე­მო მყო­ფებს. მა­თაც კი, ვინც ხუმ­რო­ბის­თვის ქუ­ჩა­ში გავ­ლე­ლებს აში­ნებს. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით ნე­გა­ტივ­ზე.

ახლა კი ორი სი­ტყვით მი­მო­ვი­ხი­ლოთ თა­ვად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს...

31 ოქ­ტომ­ბერს მზე მო­რი­ე­ლის მე­ცხრე გრა­დუს­შია; მთვა­რე - კუ­როს მე­ცხრე გრა­დუს­ში. ეს ორი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­რო­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი და ორი მთა­ვა­რი მნა­თო­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. მთვა­რე ზუსტ შე­ერ­თე­ბა­შია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის პლა­ნე­ტა ურან­თან . რამ­დე­ნი­მე დღის წინ კუ­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა მაც­დუ­ნე­ბელ­მა შავ­მა მთვა­რე­მაც . ხოლო მო­რი­ელ­ში, მზეს­თან ერ­თად მდე­ბა­რე­ობს თეთ­რი მთვა­რეც, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის სიმ­ბო­ლო. მთვა­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა კუ­რო­ში მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე დაგ­ვა­ფიქ­რებს. პლუს იქ­ვეა შავი მთვა­რეც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდე­ბათ არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნა­ზო­გის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­კარ­გვის სა­შიშ­რო­ე­ბა.

კურო ეს არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რის დაგ­რო­ვე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო, ხოლო მო­რი­ე­ლი - კი არის ტრანსფორ­მა­ცი­ის ნი­შა­ნი, სუ­ლი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის, - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კა­ნო­ნე­ბის. ხში­რად ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მო­თხოვ­ნე­ბი დი­სო­ნანს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნებ­ში და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს: მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი. რა უფრო უპი­რა­ტე­სია, რა გზა ავირ­ჩი­ოთ? ჰოდა, ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაც სწო­რედ ამ სა­კი­თხზე დაგ­ვა­ფიქ­რებს, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ წო­ნას­წო­რო­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ­სა და სუ­ლი­ერს შო­რის? გირ­ჩევთ, იყოთ კე­თილ­გო­ნი­ე­რი და სიყ­ვა­რუ­ლით იმოქ­მე­დოთ.

ბედ­ნი­ერ და მშვიდ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფუჭი სურვილი....
0

ნეტავ ოდეღზაც მოვა ნანატრი მე-4-ე წელი??????/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" და უნიკალური დღე, რომელიც ზოდიაქოს ცხოვრებას შეცვლის - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" და უნიკალური დღე, რომელიც ზოდიაქოს ცხოვრებას შეცვლის - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

31 ოქტომბერი წლის უნიკალური დღეა. ცისფერ სავსემთვრეობას ჰელოუინი დაემთხვა. ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ, თუ რატომაა სავსემთვრეობა ცისფერი. ტრადიციულად, წელიწადში, 29-დღიან შუალედში, 12 სავსემთვარეობა გვაქვს. თვეში ერთი ახალმთვარეობა და ერთიც სავსემთვარეობა, მაგრამ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა დაემთხვა ( პირველი გვქონდა 2 ოქტომბერს ), მეორეს კი ცისფერი ჰქვია. დასახელების მიუხედავად, მთვარე ფერს არ შეიცვლის. თუმცა, ამბობენ, რომ ცისფერ სავსემთვარეობაზე, იშვიათად შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს.

წინა ცისფერი სავსემთვარეობა 2018 წლის მარტში გვქონდა, მომავალი კი 2023 წლის აგვისტოში გვექნება. ეს სავსემთვარეობა კიდევ იმითია გამორჩეული, რომ ჰელოუინის დღესასწაულს ემთხვევა. დააკვირდით სიზმრებს , ძველად მიაჩნდათ, რომ სიზმარში ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს, ამიტომ ძილის წინ ფიქრობდნენ კონკრეტულ თემაზე. რადგან ეს დღე მუდმივად დაკავშირებული იყო მისტიკასა და ამოუცნობთან, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა . ამიტომ ძილის წინ ფურცელზე წერდნენ სურვილს ბალიშის ქვეშ იდებდნენ და სამყაროს მის ასრულებას სთხოვდნენ. სავსემთვარეობაზე ყოველგვარი უსიამოვნებისა და ავადმყოფობისგან განსაკურნებლად კი ასეთ რიტუალს მიმართავდნენ: ლენტებად დაჭრილ ფურცლებზე წერდნენ იმას, რისგანაც სურდათ გათავისუფლება (მაგ., ავადმყოფობა). ფურცლის ერთი ლენტი ერთ სურვილს შეესაბამებოდა. შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ.

  • ფურცელზე მხოლოდ თქვენი პირადი სირთულეები ჩამოწერეთ ან ის მავნე ჩვევები, რისგანაც გათავისუფლება გსურთ.
  • ეცადეთ, სავსემთვარეობის დადგომამდე აანთოთ სანთელი, მოიაროთ მთელი ბინა და გაანათოთ თითოეული კუთხე.
  • აპატიოთ ყველას, ვინც მთვარის ამ პერიოდში გაწყენინათ.
  • თუ სავსემთვარეობაზე უსიამოვნო გრძნობები მოგეძალათ, მიაქციეთ ყურადღება, რადგან ქვეცნობიერმა ისინი გამოავლინა, ე.ი. მათზე მუშაობა მოგიწევთ.
  • თუ ვიღაცამ გაწყენინათ, ისწავლეთ პატიება, რადგან წყენა თქვენ დაგანგრევთ და არა მას.
  • თუ საკუთარ თავს ადანაშაულებთ რამეში, აპატიეთ საკუთარ თავს, რათა უხილავი სიმძიმეებით არ დაიტვირთოთ ცხოვრება. გახსოვდეთ, საკუთარი თავი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეთ.
  • თუ შიშები მოგეძალებათ, მისგან გასათავისუფლებლად მიმართეთ მედიტაციას. რაც უფრო სწრაფად გადააქცევთ თქვენს მინუსებს პლუსად მით უკეთესია თქვენთვის.

სავსემთვარეობაზე ყველა ემოციურად აღგზნებულია. ამიტომ, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფების ნერვებს. ზოგიერთს შეიძლება აეწიოს წნევა ან ასტკივდეს თავი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ არც ფიზიკურად, არც სულიერად და არც გონებრივად. სავსემთვარეობაზე და პლუს-მინუს ერთი დღე არ მიიღოთ ალკოჰოლი. მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინეთ საჭესთან, ფეხით გადაადგილებისასაც. აკონტროლეთ ბავშვები, სავსემთვარეობა მათზე განსაკუთრებით მოქმედებს; მათში შეიძლება აღგზნებადობამ, დაუმორჩილებლობის სურვილმა მოიმატოს. სავსემთვარეობა (პლუს-მინუს 1 დღე) გაატარეთ პოზიტიურ განწყობაზე, შიშებისა და განცდების გარეშე. ნუ განკიცხავთ გარშემო მყოფებს. მათაც კი, ვინც ხუმრობისთვის ქუჩაში გავლელებს აშინებს. ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე.

ახლა კი ორი სიტყვით მიმოვიხილოთ თავად სავსემთვარეობის დღეს...

31 ოქტომბერს მზე მორიელის მეცხრე გრადუსშია; მთვარე - კუროს მეცხრე გრადუსში. ეს ორი ნიშანი ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული და ორი მთავარი მნათობიც უპირისპირდება ერთმანეთს. მთვარე ზუსტ შეერთებაშია თავისუფლებისა და რევოლუციის პლანეტა ურანთან . რამდენიმე დღის წინ კუროში გადაინაცვლა მაცდუნებელმა შავმა მთვარემაც . ხოლო მორიელში, მზესთან ერთად მდებარეობს თეთრი მთვარეც, მფარველი ანგელოზის სიმბოლო. მთვარისა და შესაბამისად, სავსემთვარეობის მდებარეობა კუროში მატერიალურ საკითხებზე დაგვაფიქრებს. პლუს იქვეა შავი მთვარეც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებს გაუჩნდებათ არსებული მატერიალური დანაზოგის, სტაბილურობის დაკარგვის საშიშროება.

კურო ეს არის მატერიალურის დაგროვებისა და შენარჩუნების სიმბოლო, ხოლო მორიელი - კი არის ტრანსფორმაციის ნიშანი, სულიერების შესწავლის, - ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური კანონების. ხშირად ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები დისონანს იწვევს ადამიანებში და არჩევანის წინაშე გვაყენებს: მატერიალური თუ სულიერი. რა უფრო უპირატესია, რა გზა ავირჩიოთ? ჰოდა, ეს სავსემთვარეობაც სწორედ ამ საკითხზე დაგვაფიქრებს, როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა მატერიალურსა და სულიერს შორის? გირჩევთ, იყოთ კეთილგონიერი და სიყვარულით იმოქმედოთ.

ბედნიერ და მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ!

"მთელი დღე ცაზე არსებული ყველა ასპექტი დაძაბულია" - რას წერს ასტროლოგი 31 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ასტროლოგიურ შანსებს

"ეშმაკისეული საცდურები", მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები და დიდი ფულის დაგროვება - მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან

ვის ელის ფინანსური წარმატება, ვინ გახდება თაღლითების მსხვერპლი და ვისი საიდუმლოებები შეიძლება გამჟღავნდეს - რას უმზადებს ლილიტი მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებს