პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას
"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას

გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა 2021 წელს 20 მარტს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:38-ზე დგე­ბა . ამ დროს მზე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს 30 გრა­დუ­სი­დან გა­და­დის ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში. სა­სურ­ვე­ლია, ამ დღეს ისე­თი­ვე გან­წყო­ბა შე­იქ­მნათ, რო­გორც ახალ წელს. ეს არის კი­დეც ახა­ლი წელი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი და ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი. ძვე­ლად სწო­რედ გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ გა­დი­ოდ­ნენ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი სა­მუ­შა­ოდ. ბუ­ნი­ო­ბა ზო­გი­ერთ აღ­მო­სავ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლურ დღე­სას­წა­უ­ლად ით­ვლე­ბა. ნოვ­რუ­ზი, ასე ეძა­ხი­ან მას, ახალ დღეს ნიშ­ნავს და ბუ­ნე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას სიმ­ბო­ლოა.

ას­ტრო­ლო­გია შე­ის­წავ­ლის პლა­ნე­ტე­ბის ციკ­ლებს დე­და­მი­წას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ­სე­ბობს 3 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ციკ­ლი ჩვე­ნი პლა­ნე­ტის­თვის: ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ციკ­ლი დღე-ღა­მუ­რია. რომ­ლის წყა­ლო­ბითც ჩვენ გვაქვს დღე, შუ­ა­დღე, სა­ღა­მო და შუ­ა­ღა­მე. სა­შუ­ა­ლო ციკ­ლია მთვა­რის 28.5 დღის, ანუ პე­რი­ო­დი ერთი ახალმთვა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რემ­დე. მე­სა­მე ციკ­ლია 365-დღი­ა­ნი ანუ წლი­უ­რი, რომ­ლის დრო­საც მზე ოთხ მნიშ­ვნე­ლო­ვან წე­რილს გა­ივ­ლის. ესე­ნია გა­ზა­ფხუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ო­ბა და ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის მზე­ბუ­დო­ბა .

გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის და­წყე­ბამ­დე, 20 მარტს, 10 წუ­თით ადრე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ წელს ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თვის . ზუსტ დროს კი ჩა­ი­ფიქ­რეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი , რაც გინ­დათ, რომ მოხ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ წელს. სა­სურ­ვე­ლია, თუ კე­თილ გან­წყო­ბას და პო­ზი­ტივს მთელ სამ­ყა­როს გა­უგ­ზავ­ნით. გახ­სოვ­დეთ, რაც უფრო მეტ სი­კე­თეს გა­უგ­ზავ­ნით სამ­ყა­როს, მით მეტი და­გიბ­რუნ­დე­ბათ. გა­მო­ას­ხი­ვეთ სიყ­ვა­რუ­ლი, გა­უგ­ზავ­ნეთ სამ­ყა­როს და ის აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი.

გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბის მთვა­რის მერ­ვე დღეს უწევს, რომ­ლის სიმ­ბო­ლოც ფე­ნიქ­სი ან ცე­ცხლია . კარ­გი იქ­ნე­ბა გაწ­მენ­და ცე­ცხლით. აან­თეთ სან­თე­ლი და შე­მო­ი­ა­რეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ძვე­ლად ამ დღეს ეზო­ში კო­ცონს ან­თებ­დნენ, მის გარ­შე­მო წრე­ზე ტრი­ა­ლებ­დნენ და ცე­ცხლზე გა­დახ­ტო­მის რი­ტუ­ა­ლიც ტარ­დე­ბო­და.

ძვე­ლად გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მარ­ხვას ინა­ხავ­დნენ, წი­ნაპ­რებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და სახ­ლებ­სა და გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ასუფ­თა­ვებ­დნენ. ანუ ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ ად­გილს ახა­ლი ენერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­სა­წყე­ბად. ძვე­ლად ამ დღეს აცხობ­დნენ ჩი­ტე­ბის ფორ­მის ორ­ცხო­ბი­ლებს, ღე­ბავ­დნენ კვერ­ცხებს, უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. აგ­რეთ­ვე არ­სე­ბობს ასე­თი რი­ტუ­ა­ლი, გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბამ­დე შე­გიძ­ლი­ათ წყალ­ში ჩა­ალ­ბოთ თეს­ლე­ბი, ბუ­ნი­ო­ბის დღეს კი მი­წა­ში ჩარ­გოთ და სურ­ვი­ლიც ჩა­ი­ფიქ­როთ. წელს ბუ­ნი­ო­ბა მზარ­დი მთვა­რის პე­რი­ოდ­ში დგე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც და­თე­სავთ, კარ­გად გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც უკვე იცით, ას­ტრო­ლო­გი­ურ ახალ წლამ­დე მზე თევ­ზე­ბის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა , ეს არის მიმ­ღე­ო­ბის, მოთ­მი­ნე­ბის, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო. თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ბოლო 5 დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ის არის ერთი ციკ­ლის და­სას­რუ­ლის და ახალ­ში გა­დას­ვლის პე­რი­ო­დი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ამ დღე­ებ­ში მო­გე­მა­ტე­ბათ უგუ­ნე­ბო­ბა, წარ­სულ­ზე ფიქ­რი და გან­ცდა; ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაც კი იგ­რძნოს. თით­ქოს და­უც­ვე­ლი ხართ, ში­შე­ბი გი­პყრობთ. ამ დღე­ებ­ში გირ­ჩევთ, უარი თქვათ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბა ხილს, ბოსტნე­ულ­სა და მწვა­ნილს მი­ა­ნი­ჭოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა ბა­ლა­ხე­ბის ჩაი. სა­სურ­ვე­ლია სუფ­თა იყოთ ფიქ­რე­ბით, სი­ტყვე­ბით, სხე­უ­ლით. გული, ქცე­ვა და ტვი­ნი მხო­ლოდ სი­კე­თის­კენ გქონ­დეთ მო­მარ­თუ­ლი. გა­და­ხე­დეთ გა­სულ წელს, გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნე­ბი. აპა­ტი­ეთ თა­ვად და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეთ მათ, ვი­საც გან­ზრახ თუ უნე­ბუ­რად აწყე­ნი­ნეთ, და­უ­შა­ვეთ. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც წინსვლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბა­ში გიშ­ლით ხელს.

15-20 მარტს პე­რი­ოდს დელ­ფი­ნის დღე­ე­ბი ჰქვია და ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი, ინ­ტუ­ი­ცი­ი­თა და სიბ­რძნით არი­ან გან­თქმუ­ლე­ბი. აქვთ უნა­რი, ამოხ­სნან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბიც კი. მათ უმაღ­ლე­სი ძა­ლე­ბი მფარ­ვე­ლო­ბენ. არი­ან ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის უნი­კა­ლუ­რი მკურ­ნა­ლე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას

"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას

გაზაფხულის ბუნიობა 2021 წელს 20 მარტს, თბილისის დროით 13:38-ზე დგება . ამ დროს მზე თევზების ზოდიაქოს 30 გრადუსიდან გადადის ვერძის პირველ გრადუსში. სასურველია, ამ დღეს ისეთივე განწყობა შეიქმნათ, როგორც ახალ წელს. ეს არის კიდეც ახალი წელი - ასტროლოგიური და ასტრონომიული. ძველად სწორედ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ გადიოდნენ მიწათმოქმედები სამუშაოდ. ბუნიობა ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. ნოვრუზი, ასე ეძახიან მას, ახალ დღეს ნიშნავს და ბუნების აღორძინებას სიმბოლოა.

ასტროლოგია შეისწავლის პლანეტების ციკლებს დედამიწასთან მიმართებაში. არსებობს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი ჩვენი პლანეტისთვის: ყველაზე პატარა ციკლი დღე-ღამურია. რომლის წყალობითც ჩვენ გვაქვს დღე, შუადღე, საღამო და შუაღამე. საშუალო ციკლია მთვარის 28.5 დღის, ანუ პერიოდი ერთი ახალმთვარეობიდან მეორემდე. მესამე ციკლია 365-დღიანი ანუ წლიური, რომლის დროსაც მზე ოთხ მნიშვნელოვან წერილს გაივლის. ესენია გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა და ზამთრისა და ზაფხულის მზებუდობა .

გაზაფხულის ბუნიობის დაწყებამდე, 20 მარტს, 10 წუთით ადრე მადლობა გადაუხადეთ წელს ყველა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის . ზუსტ დროს კი ჩაიფიქრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სურვილი , რაც გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ამ წელს. სასურველია, თუ კეთილ განწყობას და პოზიტივს მთელ სამყაროს გაუგზავნით. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ სიკეთეს გაუგზავნით სამყაროს, მით მეტი დაგიბრუნდებათ. გამოასხივეთ სიყვარული, გაუგზავნეთ სამყაროს და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ გაორმაგებული.

გაზაფხულის ბუნიობის მთვარის მერვე დღეს უწევს, რომლის სიმბოლოც ფენიქსი ან ცეცხლია . კარგი იქნება გაწმენდა ცეცხლით. აანთეთ სანთელი და შემოიარეთ საცხოვრებელი. ძველად ამ დღეს ეზოში კოცონს ანთებდნენ, მის გარშემო წრეზე ტრიალებდნენ და ცეცხლზე გადახტომის რიტუალიც ტარდებოდა.

ძველად გაზაფხულის ბუნიობამდე რამდენიმე დღით ადრე მარხვას ინახავდნენ, წინაპრებს მოიხსენიებდნენ და სახლებსა და გარშემო არსებულ ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ანუ ათავისუფლებდნენ ადგილს ახალი ენერგიის მისაღებად, ცხოვრების ახალი, სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. ძველად ამ დღეს აცხობდნენ ჩიტების ფორმის ორცხობილებს, ღებავდნენ კვერცხებს, უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს. აგრეთვე არსებობს ასეთი რიტუალი, გაზაფხულის ბუნიობამდე შეგიძლიათ წყალში ჩაალბოთ თესლები, ბუნიობის დღეს კი მიწაში ჩარგოთ და სურვილიც ჩაიფიქროთ. წელს ბუნიობა მზარდი მთვარის პერიოდში დგება და ყველაფერი, რასაც დათესავთ, კარგად გაიზრდება.

როგორც უკვე იცით, ასტროლოგიურ ახალ წლამდე მზე თევზების ნიშანში იმყოფება , ეს არის მიმღეობის, მოთმინების, მიმტევებლობის, სიყვარულის სიმბოლო. თევზების ზოდიაქოს ბოლო 5 დღე განსაკუთრებულია, ის არის ერთი ციკლის დასასრულის და ახალში გადასვლის პერიოდი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეებში მოგემატებათ უგუნებობა, წარსულზე ფიქრი და განცდა; ზოგიერთმა შეიძლება ენერგიის ნაკლებობაც კი იგრძნოს. თითქოს დაუცველი ხართ, შიშები გიპყრობთ. ამ დღეებში გირჩევთ, უარი თქვათ ხორცპროდუქტების მიღებაზე. უპირატესობა ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს მიანიჭოთ. კარგი იქნება ბალახების ჩაი. სასურველია სუფთა იყოთ ფიქრებით, სიტყვებით, სხეულით. გული, ქცევა და ტვინი მხოლოდ სიკეთისკენ გქონდეთ მომართული. გადახედეთ გასულ წელს, გამოიტანეთ დასკვნები. აპატიეთ თავად და ბოდიში მოუხადეთ მათ, ვისაც განზრახ თუ უნებურად აწყენინეთ, დაუშავეთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლისა და გამარჯვებაში გიშლით ხელს.

15-20 მარტს პერიოდს დელფინის დღეები ჰქვია და ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებულები, ინტუიციითა და სიბრძნით არიან განთქმულები. აქვთ უნარი, ამოხსნან ყველაზე რთული საიდუმლოებებიც კი. მათ უმაღლესი ძალები მფარველობენ. არიან ადამიანის სულისა და სხეულის უნიკალური მკურნალები. წაიკითხეთ სრულად

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზაოდიაქოს ნიშნებს

მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის