პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად
ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

ახა­ლი წლის­თვის ყვე­ლა ცდი­ლობს და­ას­რუ­ლოს ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, რათა ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი და კარ­გი შე­მო­ვი­დეს მის ცხოვ­რე­ბა­ში. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ჩვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ახალ წელს ბედ­ნი­ე­რი, ფუ­ლი­ა­ნი და ჯან­მრთე­ლი შეხ­ვდეთ და ასე­ვე გა­ა­ტა­როთ 12 თვე. ჩვენ მო­გიმ­ზა­დეთ სა­სარ­გებ­ლო და გა­მოც­დი­ლი რჩე­ვე­ბი და თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, რო­მელს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ.

  • უპირ­ვე­ლე­სად, მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ახალ წელს ახა­ლი სა­მო­სით უნდა შეხ­ვდეთ. და ჯი­ბე­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გე­დოთ მსხვი­ლი კუ­პი­უ­რა. ახა­ლი ტან­საც­მლის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ არა გაქვთ, ეცა­დეთ, თეთ­რე­უ­ლი მა­ინც იყოს ახა­ლი. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თუ ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლის მო­ზიდ­ვა გსურთ, საც­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად წი­თე­ლი ფე­რის უნდა იყოს.
  • და­აკ­ვირ­დით, სუფ­რას­თან შამ­პა­ნუ­რის ფუ­ჟე­რებ­ში დას­ხმის დროს, ვის შეხ­ვდე­ბა ბოლო წვე­თე­ბი, მას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­მარ­თლებს. აგ­რეთ­ვე, გა­უ­მარ­თლებთ მათ, მო­უ­ლოდ­ნელ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღე­ბენ, ვინც ახა­ლი წლის ღა­მეს რა­მეს იპო­ვის.
  • აგ­რეთ­ვე, ბედ­ნი­ე­რე­ბა ელის მას, ვინც ახა­ლი წლის ღა­მეს, 12 სა­ა­თის დად­გმოს­თა­ნა­ვე და­ა­ცე­მი­ნებს.
  • კარი არ მი­უ­კე­ტოთ შემ­თხვე­ვით მო­სულ ადა­მი­ანს (გზა აებ­ნა, ცოლ­მა გა­მო­აგ­დო) ამ­ბო­ბენ, რომ ამ­გვა­რად ბედი გცდით და თუ კარ­გად ჩა­ა­ბა­რებთ გა­მოც­დას, ჯილ­დო­საც მი­ი­ღებთ.
  • ეცა­დეთ, სახ­ლი­დან ნა­გა­ვი მზის ჩას­ვლამ­დე გა­ი­ტა­ნოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იღ­ბალს გა­ი­ტანთ ბი­ნი­დან. სახ­ლი და­ა­ლა­გეთ ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე და პირ­ველ­შიც კი არ გახ­ვე­ტოთ ბინა. აი, სა­რე­ცხის გა­რე­ცხვა კი ცუ­დის ნი­შა­ნია. თქვენ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სი­კე­თე გა­და­რე­ცხოთ, რაც გე­კუთ­ვნო­დათ. ია­ტა­კის მოწ­მენ­დაც კი ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, მზის ჩას­ვლამ­დე უნდა შეს­რულ­დეს.
  • სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე არა­ვის წა­ე­კა­მა­თოთ. ჭი­ქის მო­ჭა­ხუ­ნე­ბის დროს ადა­მი­ანს უსურ­ვეთ სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ: სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა, პური - ასე იქ­ცე­ოდ­ნენ ძვე­ლად.
  • თუ ფეხ­მძი­მე ქალი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან პირ­ვე­ლი დაჯ­დე­ბა და პირ­ვე­ლი და­ი­წყებს ჭა­მას, მსუ­ბუ­ქად იმ­შო­ბი­ა­რებს. მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ კი სტუმ­რე­ბი თვი­თონ არ უნდა მო­ი­პა­ტი­ჟოს, არც შინ და არც სუფ­რას­თან, მისი შვი­ლი მთე­ლი წელი ჭირ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა.
  • და­აკ­ვირ­დით, რომ ცოლ-ქმრის სა­წოლ­ზე არა­ვინ წა­მოწ­ვეს, ეს წყვილს ახალ წელს ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, ღა­ლატ­საც კი, მო­უ­ტანს.
  • ახალ წელს სახ­ლში შე­მო­სულ პირ­ველ სტუ­მარს ჰკი­თხეთ: "ბევ­რი" თუ "ცოტა". თუ გი­პა­სუ­ხებთ "ბევ­რი", მთელ წელს უზ­რუნ­ვე­ლად გა­ა­ტა­რებთ და თუ გე­ტყვით "ცოტა", ფი­ნან­სუ­რი და­ნაკ­ლი­სი გე­ლით. სა­სურ­ვე­ლია, ბი­ნა­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­დეს. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ასე ცუდი ვე­ღარ შე­მო­ე­ტე­ვა კარ­ში.
  • კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა 28 დე­კემ­ბე­რი . ამ დღეს არ და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სა­ყიდ­ლე­ბი, ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა - მას აქვს უდი­დე­სი ძალა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს და ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა შე­მო­გიტ­რი­ა­ლოთ.
  • პირ­ველ იან­ვარს არ შე­ას­რუ­ლოთ რთუ­ლი საქ­მე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი წლის მძი­მე შრო­მა­ში გა­ტა­რე­ბა მო­გი­წევთ. აგ­რეთ­ვე, ამ დღეს მო­ე­რი­დეთ ბას­რი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ არ გა­დაჭ­რათ.
  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა 2 იან­ვა­რიც . ამ­ბო­ბენ, რომ ვინც ამ დღე­საა და­ბა­დე­ბუ­ლი, ორი სიყ­ვა­რუ­ლი, ორი ქორ­წი­ნე­ბა ელის. არა­ვის ესეს­ხოთ ამ დღეს ფული. მთელ წელს ვა­ლებ­ში გა­ა­ტა­რებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვენს სეხ­ნი­ას, მას თქვენს იღ­ბალს გა­ა­ტანთ.
  • ვინც სამ იან­ვარს სახ­ლის კი­დე­ზე წა­ი­ბორ­ძი­კებს, სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვებს ამ სახ­ლს. ამ დღეს არ გირ­ჩევთ თმის შეჭ­რას. სამ­ში არა­ვის არა­ფერს და­პირ­დეთ. ეცა­დეთ, კარ­გად მო­იქ­ცეთ, რად­გან სამ იან­ვარს ჩდე­ნი­ლი ცუდი საქ­მე­ე­ბი თქვენს შვი­ლებს და­აწ­ვე­ბათ ცოდ­ვად.
  • 5 იან­ვარს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან. დღე­ვან­დე­ლი იარა დიდი ხნის მან­ძილ­ზე არ შე­ხორ­ცდე­ბა. ამ დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს იცო­ცხლებს და ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა. ვალი არც აი­ღოთ და არც გას­ცეთ.

ბედ­ნი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და იღ­ბლი­ა­ნი ახა­ლი წელი გქონ­დეთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
1

ჩემს საქართველოს, ჩემს საყვარელ ქართველებს ყველას ვულოცავ ახალ 2020 წლის დადგომას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიყვარულს. გვქონოდეს: ბევრი ღვინო და პური.

დომენტი
2

ეჰ, ნეტავ თქვენ ამეების რომ გჯერათ. ესენი რომ საქმეს და სიღარიბეს შველოდეს. . . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

ახალი წლისთვის ყველა ცდილობს დაასრულოს ძველი საქმეები, რათა ახალი წლიდან ყველაფერი ახალი და კარგი შემოვიდეს მის ცხოვრებაში. არსებობს რამდენიმე ჩვეულება, რომელიც დაგეხმარებათ, ახალ წელს ბედნიერი, ფულიანი და ჯანმრთელი შეხვდეთ და ასევე გაატაროთ 12 თვე. ჩვენ მოგიმზადეთ სასარგებლო და გამოცდილი რჩევები და თქვენი გადასაწყვეტია, რომელს გაითვალისწინებთ, არჩევანში თავისუფალი ხართ.

  • უპირველესად, მიჩნეულია, რომ ახალ წელს ახალი სამოსით უნდა შეხვდეთ. და ჯიბეში აუცილებლად უნდა გედოთ მსხვილი კუპიურა. ახალი ტანსაცმლის ყიდვის საშუალება თუ არა გაქვთ, ეცადეთ, თეთრეული მაინც იყოს ახალი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ ცხოვრებაში სიყვარულის მოზიდვა გსურთ, საცვალი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს.
  • დააკვირდით, სუფრასთან შამპანურის ფუჟერებში დასხმის დროს, ვის შეხვდება ბოლო წვეთები, მას მთელი წლის განმავლობაში გაუმართლებს. აგრეთვე, გაუმართლებთ მათ, მოულოდნელ საჩუქარს მიიღებენ, ვინც ახალი წლის ღამეს რამეს იპოვის.
  • აგრეთვე, ბედნიერება ელის მას, ვინც ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს.
  • კარი არ მიუკეტოთ შემთხვევით მოსულ ადამიანს (გზა აებნა, ცოლმა გამოაგდო) ამბობენ, რომ ამგვარად ბედი გცდით და თუ კარგად ჩააბარებთ გამოცდას, ჯილდოსაც მიიღებთ.
  • ეცადეთ, სახლიდან ნაგავი მზის ჩასვლამდე გაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იღბალს გაიტანთ ბინიდან. სახლი დაალაგეთ ახალი წლის დადგომამდე და პირველშიც კი არ გახვეტოთ ბინა. აი, სარეცხის გარეცხვა კი ცუდის ნიშანია. თქვენ შეიძლება ყველა სიკეთე გადარეცხოთ, რაც გეკუთვნოდათ. იატაკის მოწმენდაც კი ახალი წლის დადგომამდე, მზის ჩასვლამდე უნდა შესრულდეს.
  • საახალწლო სუფრაზე არავის წაეკამათოთ. ჭიქის მოჭახუნების დროს ადამიანს უსურვეთ სამი მნიშვნელოვანი რამ: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პური - ასე იქცეოდნენ ძველად.
  • თუ ფეხმძიმე ქალი საახალწლო სუფრასთან პირველი დაჯდება და პირველი დაიწყებს ჭამას, მსუბუქად იმშობიარებს. მეძუძურმა დედამ კი სტუმრები თვითონ არ უნდა მოიპატიჟოს, არც შინ და არც სუფრასთან, მისი შვილი მთელი წელი ჭირვეული იქნება.
  • დააკვირდით, რომ ცოლ-ქმრის საწოლზე არავინ წამოწვეს, ეს წყვილს ახალ წელს ბევრ უსიამოვნებას, ღალატსაც კი, მოუტანს.
  • ახალ წელს სახლში შემოსულ პირველ სტუმარს ჰკითხეთ: "ბევრი" თუ "ცოტა". თუ გიპასუხებთ "ბევრი", მთელ წელს უზრუნველად გაატარებთ და თუ გეტყვით "ცოტა", ფინანსური დანაკლისი გელით. სასურველია, ბინაში ერთდროულად ორი ადამიანი შემოვიდეს. მიჩნეულია, რომ ასე ცუდი ვეღარ შემოეტევა კარში.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა 28 დეკემბერი . ამ დღეს არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი - საყიდლები, ახალი საქმის დაწყება - მას აქვს უდიდესი ძალა, რომ ყველაფერი გააფუჭოს და ყველაფერი უკუღმა შემოგიტრიალოთ.
  • პირველ იანვარს არ შეასრულოთ რთული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლის მძიმე შრომაში გატარება მოგიწევთ. აგრეთვე, ამ დღეს მოერიდეთ ბასრი საგნების გამოყენებას, ბედნიერება რომ არ გადაჭრათ.
  • მნიშვნელოვანი დღეა 2 იანვარიც . ამბობენ, რომ ვინც ამ დღესაა დაბადებული, ორი სიყვარული, ორი ქორწინება ელის. არავის ესესხოთ ამ დღეს ფული. მთელ წელს ვალებში გაატარებთ. განსაკუთრებით, თქვენს სეხნიას, მას თქვენს იღბალს გაატანთ.
  • ვინც სამ იანვარს სახლის კიდეზე წაიბორძიკებს, სამუდამოდ დატოვებს ამ სახლს. ამ დღეს არ გირჩევთ თმის შეჭრას. სამში არავის არაფერს დაპირდეთ. ეცადეთ, კარგად მოიქცეთ, რადგან სამ იანვარს ჩდენილი ცუდი საქმეები თქვენს შვილებს დააწვებათ ცოდვად.
  • 5 იანვარს სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. დღევანდელი იარა დიდი ხნის მანძილზე არ შეხორცდება. ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს და ბევრი უსიამოვნებიდან გამარჯვებული გამოვა. ვალი არც აიღოთ და არც გასცეთ.

ბედნიერი, წარმატებული და იღბლიანი ახალი წელი გქონდეთ!

"გამოიყენეთ დრო 3 ნოემბრამდე" - რას გვიმზადებს რეტროგრადული მერკური და რა გვეკრძალება ამ პერიოდში?

16 ოქტომბერს ახალმთვარეობაა: "ეს პატარა ახალი წელია და როგორც მას შეხვდებით ასე გაატარებთ მთელ თვეს" - რჩევები ასტროლოგისგან

"წინასწარ დაწყობილი გეგმები შესაცვლელი გაგიხდებათ" - რა ხდება 7 ოქტომბერს ცაზე და რის შესახებ გვაფრთილებს ასტროლოგი