სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე
"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. ას­ტრო­ლო­გის თქმით, მომ­დევ­ნო 2 კვი­რის მან­ძილ­ზე პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის და მტრე­ბის თემა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად წინ წა­მო­წე­უ­ლი.

"3 აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მერ­წყუ­ლი-ლო­მის ღერძზე მე-12 გრა­დუ­სებ­ზე გვექ­ნე­ბა. პიკი თბი­ლი­სის დრო­ით 19:59-ზე უწევს.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ორი მნა­თო­ბი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნიშ­ნებ­ში მოძ­რა­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რი (მზე) და ქვეც­ნო­ბი­ე­რი (მთვა­რე) ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ენერ­გი­ე­ბით იმარ­თე­ბი­ან, ამი­ტომ არის ხოლ­მე, რომ გო­ნე­ბა და ემო­ცი­ე­ბი ასეთ დღე­ებ­ში ცოტა არ იყოს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­დი­ან ერ­თმა­ნეთ­თან, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ზე არ ით­ქმის. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­ზე სავ­სე­ბით არ მოქ­მე­დე­ბენ მთვა­რის ფა­ზე­ბი. დიახ, უფრო მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი, მი­წის სტი­ქი­ი­ის დიდი დო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ფა­ზებს სუ­ლაც არ გრძნო­ბენ მტკივ­ნე­უ­ლად. პი­რი­ქით, ისი­ნი ამ ცვლი­ლე­ბებს ფეხს უწყო­ბენ ხოლ­მე და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

რა უნდა მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

უცხო­ე­თის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სა­ი­ტე­ბი­დან გად­მო­წე­რი­ლი პროგ­ნო­ზე­ბი - არა. იქ რუკა სხვა სახ­ლებს აჩ­ვე­ნებს, ჩვენ­თან სხვას.

ჩვენ­თან მზი­სა და მთვა­რის ოპო­ზი­ცია 1-7 სახ­ლებ­ში ხვდე­ბა. ესე იგი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის და მტრე­ბის თემა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად წინ წა­მო­წე­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე 2 კვი­რის მან­ძილ­ზე. მა­ინ­ცდა­მა­ინც ეგ­რე­ვე კონ­ფლიქ­ტებ­ზე ნუ იფიქ­რებთ, გვე­ყო კონ­ფლიქ­ტე­ბი. ეცა­დეთ, ეს პე­რი­ო­დი თქვენს პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ, სა­ერ­თო საქ­მე, ჰობი გა­მო­ი­ჩი­ნოთ და ორი "მე" ასე გა­ამ­თლი­ა­ნოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა წარ­მოქ­მნილ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ შე­საძ­ლოა თქვე­ნი დუ­ე­ტის დაშ­ლაც მო­ი­ტა­ნოს, ამა­ზე ურა­ნი "იზ­რუ­ნებს", რო­მე­ლიც მზეს­თა­ნაც და მთვა­რეს­თა­ნაც ერ­თდრო­უ­ლად ქმნის კვად­რა­ტებს.

თუ მა­ინც მო­გი­წი­ათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თვა, ნუ იქ­ნე­ბით ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თქვენ. მო­უს­მი­ნეთ ადა­მი­ა­ნებს, ეცა­დეთ გა­ერ­კვი­ოთ, იქ­ნებ ცუდ რა­მეს სუ­ლაც არ გთა­ვა­ზო­ბენ.

მერ­კუ­რი მე-6 სახ­ლში ხვდე­ბა - ანუ ფიქ­რე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას ეხე­ბა და არა გარ­თო­ბას. მი­თუ­მე­ტეს, ამ­ჟა­მად მერ­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. რო­გორც ჩანს, შვე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გა­და­ვა­წყდეთ. მცი­რეს, მაგ­რამ მა­ინც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოს.

აი, სიყ­ვა­რუ­ლის თემა - კი­ი­იი. სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ი­ჩი­ნეთ და რაც შე­იძ­ლე­ბა უხ­ვად - ვე­ნე­რაც და აღ­მა­ვა­ლი კვან­ძიც მე-5 სახ­ლშია. და­უთ­მეთ დრო ბავ­შვებს, და­ინ­ტე­რეს­დით კულ­ტუ­რის სი­ახ­ლე­ე­ბით, ან სპორ­ტით (უფრო ფიტ­ნე­სით). გა­ი­ჩი­ნეთ ჰობი.

ფი­ნან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა - ეს ორი კვი­რა არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ბევ­რი ფუჭი შრო­მა, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ცდუ­ნე­ბე­ბი, ნაჩ­ქა­რე­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბი, რა­ტომ? - ლი­ლი­ტი და მარ­სი მე-2 სახ­ლში იყ­რი­ან თავს.

გზებ­ზე - ფრთხი­ლად - მე-3 ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ურა­ნია. მო­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვას. ტექ­ნი­კა შე­საძ­ლოა ასე­ვე მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს.

კარ­გი რა ხდე­ბა?

რა­საც კარ­გად გა­ვა­კე­თებთ და ერ­თმა­ნეთს გა­ვა­ხა­რებთ - კარ­გიც ის იქ­ნე­ბა. კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ზრახ­ვე­ბი, ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის ხე­ლის გაწ­ვდე­ნა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა. ამა­ზე პირ­ვე­ლი - მე-12 სახ­ლე­ბის სექ­სტი­ლი იმუ­შა­ვებს (ნეპ­ტუნ­სა და იუ­პი­ტერს შო­რის).

აგ­ვის­ტოს მე-2 ნა­ხე­ვა­რი ბევ­რად უფრო მშვი­დი და სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა - ვარ­სკვლა­ვე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, ისი­ნი კი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, პი­რო­ბას არას­დროს არ­ღვე­ვენ..."

ანი
0

ზუსტად მოხდა რაც უწერია ყველაფერი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე

3 აგვისტოს სავსემთვარეობაზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს. ასტროლოგის თქმით, მომდევნო 2 კვირის მანძილზე პარტნიორული ურთიერთობების, კონკურენციის და მტრების თემა იქნება ყველაზე მეტად წინ წამოწეული.

"3 აგვისტოს სავსემთვარეობა მერწყული-ლომის ღერძზე მე-12 გრადუსებზე გვექნება. პიკი თბილისის დროით 19:59-ზე უწევს.

სავსემთვარეობისას ორი მნათობი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებში მოძრაობენ. შესაბამისად, ჩვენი ცნობიერი (მზე) და ქვეცნობიერი (მთვარე) ასეთივე ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებით იმართებიან, ამიტომ არის ხოლმე, რომ გონება და ემოციები ასეთ დღეებში ცოტა არ იყოს დაპირისპირებაში მოდიან ერთმანეთთან, თუმცა ეს ყველაზე არ ითქმის. ბევრი აღნიშნავს, რომ მასზე სავსებით არ მოქმედებენ მთვარის ფაზები. დიახ, უფრო მეტად პრაქტიკული, მიწის სტიქიიის დიდი დოზის მქონე ადამიანები ფაზებს სულაც არ გრძნობენ მტკივნეულად. პირიქით, ისინი ამ ცვლილებებს ფეხს უწყობენ ხოლმე და საკმაოდ წარმატებულადაც.

რა უნდა მივიღოთ მხედველობაში?

უცხოეთის ასტროლოგიური საიტებიდან გადმოწერილი პროგნოზები - არა. იქ რუკა სხვა სახლებს აჩვენებს, ჩვენთან სხვას.

ჩვენთან მზისა და მთვარის ოპოზიცია 1-7 სახლებში ხვდება. ესე იგი, პარტნიორული ურთიერთობების, კონკურენციის და მტრების თემა იქნება ყველაზე მეტად წინ წამოწეული მიმდინარე 2 კვირის მანძილზე. მაინცდამაინც ეგრევე კონფლიქტებზე ნუ იფიქრებთ, გვეყო კონფლიქტები. ეცადეთ, ეს პერიოდი თქვენს პარტნიორთან ერთად გაატაროთ, საერთო საქმე, ჰობი გამოიჩინოთ და ორი ''მე'' ასე გაამთლიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ შესაძლოა თქვენი დუეტის დაშლაც მოიტანოს, ამაზე ურანი ''იზრუნებს'', რომელიც მზესთანაც და მთვარესთანაც ერთდროულად ქმნის კვადრატებს.

თუ მაინც მოგიწიათ დაპირისპირებაში ჩართვა, ნუ იქნებით ამ დაპირისპირების ინიციატორი თქვენ. მოუსმინეთ ადამიანებს, ეცადეთ გაერკვიოთ, იქნებ ცუდ რამეს სულაც არ გთავაზობენ.

მერკური მე-6 სახლში ხვდება - ანუ ფიქრები ყოველდღიურ რუტინას ეხება და არა გართობას. მითუმეტეს, ამჟამად მერკური დაზიანებულია. როგორც ჩანს, შვებულებების დრო ჯერ არ დამდგარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებს გადავაწყდეთ. მცირეს, მაგრამ მაინც არასასიამოვნოს.

აი, სიყვარულის თემა - კიიიი. სიყვარული გამოიჩინეთ და რაც შეიძლება უხვად - ვენერაც და აღმავალი კვანძიც მე-5 სახლშია. დაუთმეთ დრო ბავშვებს, დაინტერესდით კულტურის სიახლეებით, ან სპორტით (უფრო ფიტნესით). გაიჩინეთ ჰობი.

ფინანსებს რაც შეეხება - ეს ორი კვირა არასტაბილური შეიძლება იყოს, ბევრი ფუჭი შრომა, ასევე მატერიალური ცდუნებები, ნაჩქარევად გაკეთებული შენაძენები, რატომ? - ლილიტი და მარსი მე-2 სახლში იყრიან თავს.

გზებზე - ფრთხილად - მე-3 ში დაზიანებული ურანია. მოუფრთხილდით თქვენი ინოვაციური იდეების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას. ტექნიკა შესაძლოა ასევე მწყობრიდან გამოვიდეს.

კარგი რა ხდება?

რასაც კარგად გავაკეთებთ და ერთმანეთს გავახარებთ - კარგიც ის იქნება. კეთილშობილური ზრახვები, ურთიერთდახმარების ხელის გაწვდენა, ქველმოქმედება. ამაზე პირველი - მე-12 სახლების სექსტილი იმუშავებს (ნეპტუნსა და იუპიტერს შორის).

აგვისტოს მე-2 ნახევარი ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნო იქნება - ვარსკვლავები გვპირდებიან, ისინი კი, ადამიანებისაგან განსხვავებით, პირობას არასდროს არღვევენ..."

აგვისტოს ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები?

აგვისტოს ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებით წარმატებული

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ"