მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6 ივ­ლისს, 02:57-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, მე-15 გრა­დუს­ში. უნდა ით­ქვას, რომ 5-7 ივ­ლის­ში ემო­ცი­უ­რი დღე­ე­ბი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უჭირთ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა. ამ პე­რი­ოდ­ში და­სუს­ტდე­ბა კუჭი, ამი­ტომ არა­სა­სურ­ვე­ლია ბევ­რი ალ­კოჰო­ლის ან საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. ეს კარ­გი დღე­ე­ბია წარ­სუ­ლის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნოზს თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რათა შეძ­ლოთ მო­მავ­ლის უკეთ და­გეგ­მვა.

ვერ­ძი

პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხუ­რი, სახ­ლის, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი დად­გე­ბა. ზოგს ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი გე­ყო­ლე­ბათ, ზოგი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს შე­იც­ვლით. უმე­ტე­სო­ბა და­ი­წყებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საქ­მის კე­თე­ბას, სახ­ლის რე­მონტს, ავე­ჯის გა­ნახ­ლე­ბას. გა­გიჩ­ნდე­ბათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სურ­ვი­ლი. ხელ­საყ­რე­ლია ნა­თე­სა­ვე­ბის სახ­ლში მი­ღე­ბა და თა­ვად სტუმ­რად წას­ვლა. რაც უფრო ხში­რად და­უ­კავ­შირ­დე­ბით თქვენს ოჯახს, მით უკე­თე­სად იგ­რძნობთ თავს ემო­ცი­უ­რად. გან­ცდა, რომ გყავთ ვინ­მე, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა და­ეყ­რდნოთ და გა­უ­ზი­ა­როთ რა­ი­მე, მოგ­ცემთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და ენ­თუ­ზი­აზმს შემ­დგო­მი ქმე­დე­ბე­ბის­თვის. შე­ე­ცა­დეთ მო­აგ­ვა­როთ კონ­ფლიქ­ტე­ბი, იპო­ვოთ კომ­პრო­მი­სი, მა­შინ სახ­ლში ატ­მოს­ფე­რო უფრო მე­გობ­რუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

კურო

და­ი­წყებთ უფრო მეტ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თქვენს უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებ­თან. ამ დროს ახ­ლის სწავ­ლა და სა­ჭი­რო უნა­რე­ბის შე­ძე­ნა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ და გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ გა­იღ­რმა­ოთ ცოდ­ნა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. გექ­ნე­ბათ შან­სი შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის ან ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პი­რა­დი პო­ზი­ცი­ე­ბი, და­ამ­ყა­როთ მშვი­დო­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო, რაც ხდე­ბა გა­გა­ხა­რებთ და კარგ გან­წყო­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. შე­საძ­ლოა, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და მათი დამ­შვი­დე­ბა მო­გი­წი­ოთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა რა­ი­მე­ზე შე­თან­ხმე­ბის­თვის, მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტის და­გეგ­მვის­თვის.

ტყუ­პი

აქ­ტი­ურ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. მო­ემ­ზა­დეთ გარ­კვე­უ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის: შე­საძ­ლოა, მი­ი­ღოთ სი­ახ­ლე­ე­ბი თქვენს შე­მო­სა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ან ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა სამ­სა­ხურ­ში. იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რო­გორ შე­ამ­ცი­როთ ხარ­ჯე­ბი. თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნოთ თავი. ამას­თან, კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ გა­მო­ი­მუ­შა­ოთ ფული და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მალე გა­მოჩ­ნდე­ბა. უნდა იფიქ­როთ თქვენს მიზ­ნებ­ზე და გა­და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთ გეგ­მას კო­რექ­ტი­რე­ბა ან გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. უნდა აირ­ჩი­ოთ გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ვექ­ტო­რი. უარი თქვით ძველ ნივ­თებ­სა თუ მის­წრა­ფე­ბებ­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც აღარ გა­ინ­ტე­რე­სებთ და უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს იწ­ვევს.

კირჩხი­ბი

გი­ლო­ცავთ, ახალმთავ­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­ში, დროა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, და­გეგ­მოთ მო­მავ­ლი და მხრებ­ში გა­მარ­თუ­ლი მი­უ­ახ­ლოვ­დეთ მი­ზანს. დროა იფიქ­როთ სა­კუ­თარ თავ­ზე. კარ­გია გეგ­მე­ბის შედ­გე­ნა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს არის გარე და ში­ნა­გა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის დრო. იგ­რძნობთ, რომ თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და და შე­გიძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ოთ იმას, რაც გსურთ, - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა. იქ­ნე­ბა ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის. თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­იზ­რდე­ბა, ბევ­რი მო­უს­მენს თქვენს რჩე­ვას. უბ­რა­ლოდ უნდა იპო­ვოთ ბა­ლან­სი თქვენ­სა და თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს შო­რის. იქ­ნე­ბა მეტი კონ­ტაქ­ტი, შეძ­ლებთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, პარტნი­ო­რე­ბის პოვ­ნას. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, კლი­ენ­ტთა ქსე­ლი გა­ფარ­თოვ­დე­ბა და მეტი შეკ­ვე­თა იქ­ნე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

ლომი

მო­გინ­დე­ბათ და­ის­ვე­ნოთ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სა­მუ­შაო პრობ­ლე­მე­ბის­გან და შე­იც­ვა­ლოთ გა­რე­მო. კარ­გი იდეა იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბა და ზღვა­ზე ან რო­მე­ლი­მე ეგ­ზო­ტი­კურ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა. ზო­გი­ერ­თი მო­ი­ნა­ხუ­ლებს იმ ად­გი­ლებს, სა­დაც გა­ი­ზარ­და, სა­დაც შე­უძ­ლია და­ის­ვე­ნოს და გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. ოჯახ­თან ერ­თად აგა­რაკ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი შა­ბათ-კვი­რა აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას, შეგ­მა­ტებთ ენერ­გი­ას. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სი­ცხე­ში ზედ­მეტ დატ­ვირ­თვას არ გირ­ჩევთ. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ ძველ პრობ­ლე­მებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა და წარ­სულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ სა­ი­დუმ­ლო.

ქალ­წუ­ლი

მო­გინ­დე­ბათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სა­კი­თხე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად გა­დაჭ­რა ერ­თგუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით. შე­ეც­დე­ბით მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მე­გობ­რებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მხარს გი­ჭერთ ან შთა­გა­გო­ნებთ. ასე­ვე შე­ეც­დე­ბით გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი სა­ნაც­ნო­ბო წრე, და­უ­კავ­შირ­დეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს და და­ამ­ყა­როთ სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი. ეს პე­რი­ო­დი შე­სა­ფე­რი­სია ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბის გა­და­ხედ­ვი­სა და მცი­რე ინ­ტროს­პექ­ცი­ის­თვის. მო­ი­შო­რეთ ყვე­ლა­ფე­რი არა­სა­ჭი­რო, შე­ი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, და­ას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. ახლა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს მო­მა­ვალ­ზე. პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში ახლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი უფრო სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ.

სას­წო­რი

სამ­სა­ხურ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ. გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­ზე კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია და­წი­ნა­უ­რე­ბა, სა­მუ­შაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეც­ვლა ან სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი. კარ­გი დროა გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ახა­ლი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად. ზო­გი­ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით შეც­ვლით სა­მუ­შაო ად­გილს და უფრო კომ­ფორ­ტულს გახ­დით სა­მუ­შა­ოს. ახა­ლი მთვა­რის ენერ­გია და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ხე­დოთ პრობ­ლე­მებს სხვა კუ­თხით, მო­აგ­ვა­როთ პრობ­ლე­მე­ბი უფრო ეფექ­ტუ­რად და მი­ი­ღოთ მო­წო­ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ რის­კე­ბის. ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს ცვლი­ლე­ბე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ქორ­წი­ნე­ბა, ბავ­შვის ჩა­სახ­ვა ან და­ბა­დე­ბა; შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ქორ­წი­ნე­ბა და ახა­ლი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი.

მო­რი­ე­ლი

თქვე­ნი ენერ­გია მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა: გა­გიჩ­ნდე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ზო­გი­ერ­თი შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წახ­ვალთ. შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმის მი­მართ, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. გა­ნი­ხი­ლე­ბა ან შე­იც­ვლე­ბა წარ­სუ­ლი გეგ­მე­ბი. ზო­გი­ერ­თი იფიქ­რებთ ტრე­ნინგზე დას­წრე­ბა­ზე ან სწავ­ლა­ზე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­წე­რას, ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ცოდ­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ზი­ა­რე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი, ვე­ბი­ნა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა ოჯა­ხის ფი­ნან­სე­ბის, ზო­გა­დი ხარ­ჯე­ბი­სა თუ სეს­ხე­ბის სა­კი­თხე­ბი. თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის გა­და­ხედ­ვით და დიდი ხარ­ჯე­ბის გა­მო­რი­ცხვით, თავს უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და და­მო­უ­კი­დებ­ლად იგ­რძნობთ. ფი­ნან­სურ­მა სა­კი­თხებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს თქვენს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ნაბ­რად გა­ზი­ა­რე­ბა პარტნი­ორ­თან. მო­უს­მი­ნეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის რჩე­ვებს: ამ­გვა­რად შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი ზო­გი­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხში. შე­საძ­ლოა შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვი­ლებ­მა გა­და­წყვი­ტოთ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე­ვე, მშვილ­დო­სან­თა ნა­წილს გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი და­კავ­დეს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტით.

თხის რქა

შე­საძ­ლოა, თქვენ­მა პარტნი­ორ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მო­ი­თხოვს. და­ფიქ­რდით, იქ­ნებ თქვენს კავ­შირს გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა? საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად სად­მე გა­ემ­გზავ­რეთ, სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეთ. ზო­გი­ერ­თი მიხ­ვდე­ბა, რომ ახალ დო­ნე­ზე უნდა მი­აღ­წი­ოს და შეს­თა­ვა­ზებს პარტნი­ორს და­ქორ­წი­ნე­ბას, თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. აქ­ცენ­ტი საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი და მეტი კლი­ენ­ტი. ზოგს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­თან მო­გიწ­ვევთ გამ­კლა­ვე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, ღირ­სე­ულ ადა­მი­ან­თან შე­სახ­ვედ­რად, რო­მელ­თა­ნაც შე­გიძ­ლი­ათ რო­მა­ნი და­ი­წყოთ. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ი­ზარ­დოს სა­ი­მე­დო, მუდ­მივ, სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მერ­წყუ­ლი

შე­იც­ვლე­ბა თქვე­ნი ჩვე­უ­ლი მიდ­გო­მა საგ­ნე­ბი­სად­მი, თქვე­ნი სტან­დარ­ტუ­ლი რე­აქ­ცია რა­ღა­ცის მი­მართ უნდა გა­და­ი­ხე­დოს და შე­იც­ვა­ლოს. ასე­ვე მო­გი­წევთ სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დოთ თქვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს და შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი გრა­ფი­კი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი თქვენს დამ­საქ­მე­ბელ­ზე და ცვლი­ლე­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში. ეს პე­რი­ო­დი შე­სა­ფე­რი­სია პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის, სწო­რი კვე­ბის და­სა­წყე­ბად და ცუდი ჩვე­ვე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის შეც­ვლა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­წყე­ბა.

თევ­ზე­ბი

ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას იგ­რძნობთ, რაც შე­მოქ­მე­დე­ბით ნი­ჭ­შიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა. გსურთ რო­მან­ტი­კა და სიყ­ვა­რუ­ლი, ახა­ლი და ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბი. კარ­გი დროა მათ­თვის, ვინც ეძებს თა­ვის სუ­ლის­კვე­თე­ბას. დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულს, იგ­რძნოთ სიყ­ვა­რუ­ლი და შექ­მნათ ძლი­ე­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბის ენერ­გია ასე­ვე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. გა­გიჩ­ნდე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი მათ­თან ერ­თად, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ ოც­ნე­ბობთ ოჯახ­ში მა­ტე­ბა­ზე, ამ პე­რი­ოდ­ში მან­დი­ლოს­ნე­ბის და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი იზ­რდე­ბა. მეტ დროს და­უთ­მობთ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, მო­ი­ნა­ხუ­ლებთ მუ­ზე­უ­მებს და და­კავ­დე­ბით ჰო­ბით. ეცა­დეთ უფრო მე­ტად იფ­ლირ­ტა­ოთ, გა­ე­ცით კომ­პლი­მენ­ტე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6 ივლისს, 02:57-ზე ახალმთვარეობა გველოდება კირჩხიბის ზოდიაქოში, მე-15 გრადუსში. უნდა ითქვას, რომ 5-7 ივლისში ემოციური დღეები იქნება. ამიტომ ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების მართვა. ამ პერიოდში დასუსტდება კუჭი, ამიტომ არასასურველია ბევრი ალკოჰოლის ან საკვების მიღება. ეს კარგი დღეებია წარსულის ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევისთვის. გაეცანით ასტროლოგიური პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით, რათა შეძლოთ მომავლის უკეთ დაგეგმვა.

ვერძი

პირველ რიგში ოჯახური, სახლის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ემოციური უსაფრთხოების საკითხები დადგება. ზოგს ოჯახის ახალი წევრი გეყოლებათ, ზოგი საცხოვრებელ ადგილს შეიცვლით. უმეტესობა დაიწყებს საყოფაცხოვრებო საქმის კეთებას, სახლის რემონტს, ავეჯის განახლებას. გაგიჩნდებათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სურვილი. ხელსაყრელია ნათესავების სახლში მიღება და თავად სტუმრად წასვლა. რაც უფრო ხშირად დაუკავშირდებით თქვენს ოჯახს, მით უკეთესად იგრძნობთ თავს ემოციურად. განცდა, რომ გყავთ ვინმე, ვისაც შეიძლება დაეყრდნოთ და გაუზიაროთ რაიმე, მოგცემთ თავდაჯერებულობას და ენთუზიაზმს შემდგომი ქმედებებისთვის. შეეცადეთ მოაგვაროთ კონფლიქტები, იპოვოთ კომპრომისი, მაშინ სახლში ატმოსფერო უფრო მეგობრული და ჰარმონიული იქნება.

კურო

დაიწყებთ უფრო მეტ კომუნიკაციას თქვენს უახლოეს ნათესავებთან. ამ დროს ახლის სწავლა და საჭირო უნარების შეძენა გაგიადვილდებათ და გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაიღრმაოთ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. გექნებათ შანსი შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ზოგიერთი მოვლენის ან ადამიანების მიმართ, გაიუმჯობესოთ პირადი პოზიციები, დაამყაროთ მშვიდობა გარშემო მყოფებთან. თქვენი ემოციები იქნება პოზიტიური, სასიამოვნო, რაც ხდება გაგახარებთ და კარგ განწყობას მოგანიჭებთ. შესაძლოა, რთულ სიტუაციებში ახლობლების მხარდაჭერა, რჩევების მიცემა და მათი დამშვიდება მოგიწიოთ. შესანიშნავი დროა რაიმეზე შეთანხმებისთვის, მოლაპარაკებისთვის, ინტელექტუალური მუშაობისთვის, საქმიანი ვიზიტის დაგეგმვისთვის.

ტყუპი

აქტიურდება ფინანსური საკითხები. მოემზადეთ გარკვეული არასტაბილურობისთვის: შესაძლოა, მიიღოთ სიახლეები თქვენს შემოსავალთან დაკავშირებით, ან ახალი გარემოებები გამოჩნდება სამსახურში. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეამციროთ ხარჯები. თქვენი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. ამასთან, კარგი შესაძლებლობები, რომ გამოიმუშაოთ ფული და გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე გამოჩნდება. უნდა იფიქროთ თქვენს მიზნებზე და გადააფასოთ თქვენი ღირებულებები. შესაძლოა, ზოგიერთ გეგმას კორექტირება ან განახლება სჭირდება. უნდა აირჩიოთ განვითარების ახალი ვექტორი. უარი თქვით ძველ ნივთებსა თუ მისწრაფებებზე, ყველაფერზე, რაც აღარ გაინტერესებთ და უარყოფით ემოციებს იწვევს.

კირჩხიბი

გილოცავთ, ახალმთავრეობა თქვენს ნიშანში, დროა გააქტიურდეთ, დაგეგმოთ მომავლი და მხრებში გამართული მიუახლოვდეთ მიზანს. დროა იფიქროთ საკუთარ თავზე. კარგია გეგმების შედგენა და მათი განხორციელება. ეს არის გარე და შინაგანი ტრანსფორმაციის დრო. იგრძნობთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა გაიზარდა და შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, - ეს შეიძლება იყოს საზოგადოებაში პოზიციების განმტკიცება, პირადი ცხოვრების მოწყობა. იქნება ბევრი შესაძლებლობა თვითგამოხატვისთვის. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, ბევრი მოუსმენს თქვენს რჩევას. უბრალოდ უნდა იპოვოთ ბალანსი თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანების საჭიროებებს შორის. იქნება მეტი კონტაქტი, შეძლებთ ახალი მეგობრების, თანამშრომლების, პარტნიორების პოვნას. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, კლიენტთა ქსელი გაფართოვდება და მეტი შეკვეთა იქნება. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში, ქორწინებაში გადაიზარდოს.

ლომი

მოგინდებათ დაისვენოთ შემაწუხებელი სამუშაო პრობლემებისგან და შეიცვალოთ გარემო. კარგი იდეა იქნება დასვენება და ზღვაზე ან რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში წასვლა. ზოგიერთი მოინახულებს იმ ადგილებს, სადაც გაიზარდა, სადაც შეუძლია დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს. ოჯახთან ერთად აგარაკზე გატარებული შაბათ-კვირა აგიმაღლებთ განწყობას, შეგმატებთ ენერგიას. ფიზიკური აქტივობა სასარგებლო იქნება, მაგრამ სიცხეში ზედმეტ დატვირთვას არ გირჩევთ. შესაძლოა მოგიწიოთ ძველ პრობლემებთან დაბრუნება და წარსულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეიძლება გაიგოთ საიდუმლო.

ქალწული

მოგინდებათ თანამშრომლობა, საკითხების კოლექტიურად გადაჭრა ერთგული თანამოაზრეების დახმარებით. შეეცდებით მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, ადამიანებთან, ვინც მხარს გიჭერთ ან შთაგაგონებთ. ასევე შეეცდებით გააფართოოთ თქვენი სანაცნობო წრე, დაუკავშირდეთ საინტერესო ადამიანებს და დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. ეს პერიოდი შესაფერისია ძირითადი მიზნების გადახედვისა და მცირე ინტროსპექციისთვის. მოიშორეთ ყველაფერი არასაჭირო, შეიტანეთ ცვლილებები თქვენს სოციალურ ცხოვრებაში, დაასრულეთ ურთიერთობები, რომლებმაც საკუთარი თავი ამოწურა. ახლა მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. პროფესიულ სფეროში ახლა დასახული მიზნები უფრო სწრაფად განხორციელდება და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

სასწორი

სამსახურში ცვლილებები, სიახლეები გელოდებათ. გავლენიან ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შესაძლებელია დაწინაურება, სამუშაო ხელშეკრულების შეცვლა ან სამუშაო პირობები. კარგი დროა გეგმების განსახორციელებლად. ახალი პროექტის დასაწყებად. ზოგიერთი სიამოვნებით შეცვლით სამუშაო ადგილს და უფრო კომფორტულს გახდით სამუშაოს. ახალი მთვარის ენერგია დაგეხმარებათ შეხედოთ პრობლემებს სხვა კუთხით, მოაგვაროთ პრობლემები უფრო ეფექტურად და მიიღოთ მოწონება და მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რისკების. ვინმეს შეიძლება განიცადოს ცვლილებები პირად ცხოვრებაში, მაგალითად, ქორწინება, ბავშვის ჩასახვა ან დაბადება; შეიძლება იყოს განქორწინება და ახალი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი.

მორიელი

თქვენი ენერგია მაღალ დონეზე იქნება: გაგიჩნდებათ საინტერესო შესაძლებლობები, ზოგიერთი შორეულ მოგზაურობაში წახვალთ. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. განიხილება ან შეიცვლება წარსული გეგმები. ზოგიერთი იფიქრებთ ტრენინგზე დასწრებაზე ან სწავლაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერას, ასევე კარგი იქნება თქვენი ცოდნის სოციალურ ქსელებში გაზიარება, კონფერენციაზე საუბარი, ვებინარის ორგანიზება.

მშვილდოსანი

აქტუალური გახდება ოჯახის ფინანსების, ზოგადი ხარჯებისა თუ სესხების საკითხები. თქვენი ბიუჯეტის გადახედვით და დიდი ხარჯების გამორიცხვით, თავს უფრო თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად იგრძნობთ. ფინანსურმა საკითხებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს პირად ურთიერთობებზე. შეიძლება მოგინდეთ ფინანსური პასუხისმგებლობის თანაბრად გაზიარება პარტნიორთან. მოუსმინეთ ოჯახის წევრების რჩევებს: ამგვარად შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომები ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში. შესაძლოა შეყვარებულმა წყვილებმა გადაწყვიტოთ თანაცხოვრება და საერთო ბიუჯეტის შენარჩუნება. ასევე, მშვილდოსანთა ნაწილს გაუჩნდება სურვილი დაკავდეს ექსტრემალური სპორტით.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა მეტი ყურადღება მოითხოვს. დაფიქრდით, იქნებ თქვენს კავშირს განახლება სჭირდება? საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე გაემგზავრეთ, საინტერესო ადგილები მოინახულეთ. ზოგიერთი მიხვდება, რომ ახალ დონეზე უნდა მიაღწიოს და შესთავაზებს პარტნიორს დაქორწინებას, თანაცხოვრებას. აქცენტი საქმიან ურთიერთობებშიც იქნება. ზოგიერთს შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი პარტნიორები და მეტი კლიენტი. ზოგს იურიდიულ საკითხებთან მოგიწვევთ გამკლავება. მარტოხელებს გაქვთ შანსი, ღირსეულ ადამიანთან შესახვედრად, რომელთანაც შეგიძლიათ რომანი დაიწყოთ. ურთიერთობები შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს საიმედო, მუდმივ, სერიოზულ ურთიერთობებში.

მერწყული

შეიცვლება თქვენი ჩვეული მიდგომა საგნებისადმი, თქვენი სტანდარტული რეაქცია რაღაცის მიმართ უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს. ასევე მოგიწევთ სხვაგვარად შეხედოთ თქვენს პასუხისმგებლობებს და შეცვალოთ თქვენი გრაფიკი. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი ამბები თქვენს დამსაქმებელზე და ცვლილებები სამსახურში. ეს პერიოდი შესაფერისია პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის, სწორი კვების დასაწყებად და ცუდი ჩვევებისგან თავის დასაღწევად. გაგიადვილდებათ ყოველდღიური რუტინის შეცვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება.

თევზები

ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც შემოქმედებით ნიჭშიც გამოვლინდება. გსურთ რომანტიკა და სიყვარული, ახალი და ნათელი ემოციები. კარგი დროა მათთვის, ვინც ეძებს თავის სულისკვეთებას. დიდია ალბათობა იმისა, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულს, იგრძნოთ სიყვარული და შექმნათ ძლიერი გრძელვადიანი ურთიერთობა. ახალმთვარეობის ენერგია ასევე დადებითად აისახება შვილებთან ურთიერთობაზე. გაგიჩნდებათ მეტი დროის გატარების სურვილი მათთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა. თუ ოცნებობთ ოჯახში მატებაზე, ამ პერიოდში მანდილოსნების დაორსულების შანსი იზრდება. მეტ დროს დაუთმობთ შემოქმედებით საქმიანობას, მოინახულებთ მუზეუმებს და დაკავდებით ჰობით. ეცადეთ უფრო მეტად იფლირტაოთ, გაეცით კომპლიმენტები.