პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

10 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დრო­ით, 2:59 სა­ათ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა. ამ კონ­კრე­ტულ ახალმთვა­რე­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს - აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, სწო­რედ 10 თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა დრა­კო­ნის წელი და მისი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა სრუ­ლად "ჩა­ირ­თვე­ბა".

10 თე­ბერ­ვლის ახალმთვა­რე­ო­ბას რო­გორც მზე, ისე მთვა­რე მერ­წყუ­ლის 21-ე გრა­დუს­ში გან­თავ­სდე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ეს კონ­კრე­ტუ­ლი გრა­დუ­სი მი­ა­ნიშ­ნებს აპა­თი­უ­რო­ბა­ზე, ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბობ­ზე, სუსტ მი­ზან­სწრაფ­ვა­ზე, დიდი ხნის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვე­ბულ და გა­მოვ­ლე­ნილ წი­ნა­ღო­ბებ­ზე, მათი გა­და­ლახ­ვა­სა და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ეს შე­საძ­ლოა იყოს მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ან ცუ­დად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც თან შე­იძ­ლე­ბა ახ­ლავ­დეს სა­რის­კო გა­რე­მო­ე­ბე­ბიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­უ­ლოდ­ნელ შეც­ვლას, ამოყი­რა­ვე­ბა­საც კი, რაც ბუ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს ნა­ხევ­რად დამ­დნა­რი აის­ბერ­გის სწრაფ ამოტ­რი­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას­თან ახ­ლოს მყო­ფი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს ერთ თვე­ში წინსვლა უნდა მოხ­დეს ნელა და გარ­კვე­უ­ლი და­ზღვე­ვე­ბით. არ არის სა­ჭი­რო გა­უ­აზ­რე­ბე­ლი რის­კი და რა­დი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი. სპარ­ტა­ნუ­ლი მე­თო­დი - "ფარ­ზე ან ფა­რით" გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და გა­მო­იწ­ვევს ბევრ და არა­სა­ჭი­რო და­ნა­კარ­გებს.

მით უმე­ტეს, რომ ახალ ახალმთვა­რე­ო­ბის ჰო­როს­კოპ­ში ასე­ვე ვხე­დავთ მზე-მთვა­რის კვად­რა­ტულ ას­პექტს ურან­თან. ეს არის ზე­ა­რა­ს­ტან­დარ­ტუ­ლი და ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი გა­და­წყვე­ტე­ბი, რაც შე­საძ­ლოა მი­ვი­დეს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი სცე­ნა­რე­ბის მო­უ­ლოდ­ნელ და რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბად გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ხა­ტავს ტა­როს ნუ­ლო­ვა­ნი არ­კა­ნი "სუ­ლე­ლი", ხოლო არ­ქე­ტი­პებ­ში კი - ეს არის ტრიქსტე­რი. ეს მი­ა­ნიშ­ნებს ცდუ­ნე­ბის ან მო­ტყუ­ე­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზე, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია კარ­გად გა­და­მოწ­მდეს, შე­მოწ­მდეს რე­ა­ლურ, პრაქ­ტი­კულ-პრაგ­მა­ტულ ჭრილ­ში და მერე მოხ­დეს მას­ზე დაყ­რდნო­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. გარ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი­სა, ასე­ვე ეს მი­ა­ნიშ­ნებს პრო­ტეს­ტი­სა და ამ­ბო­ხის პე­რი­ოდ­ზეც, რო­დე­საც ცუ­დად ან სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა მორ­ჩი­ლე­ბა ან სის­ტე­მუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ცალ­სა­ხად ნე­გა­ტი­უ­რი და და­მან­გრე­ვე­ლი პე­რი­ო­დია, თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იქ­ნე­ბა რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ერთი თვე, რო­დე­საც ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და რაც მთა­ვა­რია, მოვ­ლე­ნე­ბი სა­ერ­თოდ ულო­გი­კოდ და უსის­ტე­მო­დაც კი გან­ვი­თარ­დეს.

და­დე­ბი­თი კუ­თხით ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­დე­საც მო­იხ­სნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი იო­ლად აღიქ­ვა­მენ ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის გა­გე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა უჭირ­დათ. ეს შე­საძ­ლოა გა­მოდ­გეს ნო­ვა­ტო­რუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მო­ძი­ე­ბა და გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა. ის "გი­ჟუ­რი" იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე ადა­მი­ა­ნებს აფრ­თხობ­და, ამ პე­რი­ოდ­ში უფრო მეტ მხარ­დამ­ჭერს მო­ი­პო­ვებს. სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვა და სა­ერ­თოდ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა.

ახალმთვა­რე­ო­ბა და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი

* ეს ახალმთვა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრა­დუ­სებ­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა ან ჰო­როს­კო­პის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი (მმარ­თვე­ლი) იმ­ყო­ფე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყე­ბა ერ­თთვი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც მო­ი­ტანს გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ტალ­ღას, ახალ იმ­პულ­სებს და ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს;

* ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჰა­ე­რის სტი­ქი­ის და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბის­თვის - ტყუ­პი­სა და სას­წო­რე­ბის­თვის . მათ­თვის შე­საძ­ლოა და­ი­წყოს სა­სი­კე­თო ერთი თვე, რო­მე­ლიც მო­ი­ტანს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის ახალ შან­სებს. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ 21-29 თე­ბერ­ვა­ლი, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში სწო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მათი მო­მავ­ლის სა­სი­კე­თო ფორ­მი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

* მშვილ­დოს­ნებ­სა და ვერ­ძებს ასე­ვე გა­უჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, მათ მო­უ­წევს სა­კუ­თარ თავ­ზე და­ი­კის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­დამ­წყვეტ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დონ.

* რაც შე­ე­ხე­ბა ლო­მებს . ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის აღ­მო­ფხვრა. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კომ­პრო­მის­ზე წას­ვლაც. ტაქ­ტი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბევ­რად სა­სი­კე­თო შე­დე­გებს მო­ი­ტანს, ვიდ­რე ეგო­ის­ტუ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბი.

* სუს­ტად დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის - კირჩხი­ბე­ბის­თვის , მო­რი­ე­ლე­ბი­სა და თევ­ზე­ბის­თვის . მათ უნდა შეძ­ლონ სა­კუ­თარ ემო­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­ვა, ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და მიზ­ნე­ბის სწო­რად და­გეგ­მვა. ასე­თი მიდ­გო­მე­ბით არა მხო­ლოდ შე­საძ­ლო შეც­დო­მე­ბის­გან და­ი­ზღვე­ვენ თავს, არა­მედ წინსვლა­საც შეძ­ლე­ბენ.

* ეს პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის - კუ­რო­ე­ბის­თვის , ქალ­წუ­ლე­ბი­სა და თხის რქის­თვის . ამ ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წევთ მო­სა­წყე­ნი და რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი მათი გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით არ წა­რი­მარ­თოს. თუმ­ცა მოთ­მი­ნე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შრო­მის წყა­ლო­ბით დაძ­ლე­ვენ გა­მოწ­ვე­ვებს და შექ­მნილ წი­ნა­ღო­ბებ­საც გა­და­ლა­ხა­ვენ.

ყვე­ლას სა­სი­კე­თო პე­რი­ოდს, წინსვლას და სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს გი­სურ­ვებთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები

ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

10 თებერვალს, თბილისის დროით, 2:59 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ამ კონკრეტულ ახალმთვარეობას ჩვეულებრივზე მეტი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს - აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სწორედ 10 თებერვალს დადგება დრაკონის წელი და მისი ასტროლოგიური გავლენა სრულად "ჩაირთვება".

10 თებერვლის ახალმთვარეობას როგორც მზე, ისე მთვარე მერწყულის 21-ე გრადუსში განთავსდება. ზოდიაქოს ეს კონკრეტული გრადუსი მიანიშნებს აპათიურობაზე, ენერგიის ნაკლებობზე, სუსტ მიზანსწრაფვაზე, დიდი ხნის მანძილზე დაგროვებულ და გამოვლენილ წინაღობებზე, მათი გადალახვასა და პრობლემების მოგვარების მცდელობაზე. გარდა ამისა, ეს შესაძლოა იყოს მოუმზადებელი ან ცუდად მომზადებული ცვლილებების განხორციელება, რასაც თან შეიძლება ახლავდეს სარისკო გარემოებებიც. ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ სიტუაციის მოულოდნელ შეცვლას, ამოყირავებასაც კი, რაც ბუნებაში შეიძლება ჰგავდეს ნახევრად დამდნარი აისბერგის სწრაფ ამოტრიალებას, რომელიც მასთან ახლოს მყოფი ცოცხალი არსებებისთვის საკმაოდ სახიფათოა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უახლოეს ერთ თვეში წინსვლა უნდა მოხდეს ნელა და გარკვეული დაზღვევებით. არ არის საჭირო გაუაზრებელი რისკი და რადიკალური მიდგომები. სპარტანული მეთოდი - "ფარზე ან ფარით" გაუმართლებელი იქნება და გამოიწვევს ბევრ და არასაჭირო დანაკარგებს.

მით უმეტეს, რომ ახალ ახალმთვარეობის ჰოროსკოპში ასევე ვხედავთ მზე-მთვარის კვადრატულ ასპექტს ურანთან. ეს არის ზეარასტანდარტული და ექსტრავაგანტური გადაწყვეტები, რაც შესაძლოა მივიდეს ზემოთ ხსენებული სცენარების მოულოდნელ და რთულად პროგნოზირებად განვითარებასთან.

ზემოთ ხსენებულ ტენდენციას ძალიან კარგად გამოხატავს ტაროს ნულოვანი არკანი „სულელი“, ხოლო არქეტიპებში კი - ეს არის ტრიქსტერი. ეს მიანიშნებს ცდუნების ან მოტყუების მაღალ ალბათობაზე, ამიტომ სასურველია ყველა ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს, შემოწმდეს რეალურ, პრაქტიკულ-პრაგმატულ ჭრილში და მერე მოხდეს მასზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ზემოთ ხსენებულისა, ასევე ეს მიანიშნებს პროტესტისა და ამბოხის პერიოდზეც, როდესაც ცუდად ან საერთოდ არ ხდება მორჩილება ან სისტემური განვითარება.

მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ ეს ცალსახად ნეგატიური და დამანგრეველი პერიოდია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება რთულად პროგნოზირებადი ერთი თვე, როდესაც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და რაც მთავარია, მოვლენები საერთოდ ულოგიკოდ და უსისტემოდაც კი განვითარდეს.

დადებითი კუთხით ეს შეიძლება იყოს, ამ პერიოდში ახალი, შემოქმედებითი იდეების გამოვლენა, როდესაც მოიხსნება გარკვეული ჩარჩოები და ადამიანები იოლად აღიქვამენ ისეთ ინფორმაციას, რომლის გაგება და გაცნობიერება უჭირდათ. ეს შესაძლოა გამოდგეს ნოვატორული პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია განხორციელდეს ახალი მოკავშირეების მოძიება და გარკვეული სიახლეების დანერგვა. ის "გიჟური" იდეები, რომლებიც ადრე ადამიანებს აფრთხობდა, ამ პერიოდში უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს. სასიკეთო იქნება ინოვაციების დანერგვა და საერთოდ ინოვაციური პროექტების დაწყება.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

* ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერწყულის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი საინტერესო პერიოდი, რომელიც მოიტანს განვითარების ახალ ტალღას, ახალ იმპულსებს და ახალ შესაძლებლობებს;

* ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჰაერის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ტყუპისა და სასწორებისთვის . მათთვის შესაძლოა დაიწყოს სასიკეთო ერთი თვე, რომელიც მოიტანს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების ახალ შანსებს. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ 21-29 თებერვალი, რადგან ამ პერიოდში სწორად გადადგმული ნაბიჯები მათი მომავლის სასიკეთო ფორმირებას შეუწყობს ხელს.

* მშვილდოსნებსა და ვერძებს ასევე გაუჩნდებათ ახალი შემოთავაზებები, წინსვლის შესაძლებლობები, თუმცა ამ ყველაფრის გამოყენებისთვის, მათ მოუწევს საკუთარ თავზე დაიკისრონ პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ სიტუაციებში გაბედულად იმოქმედონ.

* რაც შეეხება ლომებს . ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შინაგანი დაპირისპირებების აღმოფხვრა. რთულ სიტუაციებში აუცილებელი იქნება კომპრომისზე წასვლაც. ტაქტისა და დიპლომატიურობის გამოყენება ბევრად სასიკეთო შედეგებს მოიტანს, ვიდრე ეგოისტური გამოხტომები.

* სუსტად დისჰარმონიული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - კირჩხიბებისთვის , მორიელებისა და თევზებისთვის . მათ უნდა შეძლონ საკუთარ ემოციურ სამყაროში გარკვევა, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება და მიზნების სწორად დაგეგმვა. ასეთი მიდგომებით არა მხოლოდ შესაძლო შეცდომებისგან დაიზღვევენ თავს, არამედ წინსვლასაც შეძლებენ.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - კუროებისთვის , ქალწულებისა და თხის რქისთვის . ამ ადამიანებს მოუწევთ მოსაწყენი და რუტინული საქმეების კეთება. ამასთანავე, შესაძლოა ყველაფერი მათი გეგმების მიხედვით არ წარიმართოს. თუმცა მოთმინებისა და ორგანიზებული შრომის წყალობით დაძლევენ გამოწვევებს და შექმნილ წინაღობებსაც გადალახავენ.

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!