ავტორი:

ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მორიელში: პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალმთვარეობა და მზის დაბნელება მორიელში: პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

25 ოქტომბერს, 15 საათზე ახალმთვარეობას და მზის დაბნელებას ველოდებით მორიელის ზოდიაქოში. ახალმთვარეობა არის ცხოვრების ახალი ციკლის დასაწყისი. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დასრულდება 8 ნოემბერს, სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გაეცანით ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების პროგნოზს თქვენი მზის, მთვარისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით. მინდა შეგახსენოთ, და ეს ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, ახალმთვარეობა არის ახლის დაწყების დრო და ნუ შეგეშინდებათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, თუ რაღაც პირველ ჯერზე არ გამოგივათ. ახლა დაწყებული საქმიანობა, შეიძლება მომდევნო 18-19 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. გარდა ამისა, ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ საქმიანობა, წერტილი დაუსვათ ქორწინებას. განსაკუთრებით 18-19 წლის წინ დაწყებულს. კურო-მორიელის ღერძი, სადაც ხდება მზის დაბნელება არის რესურსების სფერო, იყავით მომართული დაგროვებაზე, გაუმჯობესებაზე.

ვერძი

ფინანსური და საბანკო საკითხები დაკვირვებით და სწრაფად უნდა მოაგვაროთ. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. არავის ანდოთ თქვენი საბანკო ბარათი. მატერიალური მდგომარეობა შეეცვლება თქვენს მეუღლეს, საქმიან პარტნიორს, ვისზეც თქვენ ხართ დამოკიდებული. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, ალიმენტი, სწავლისთვის - დაფინანსება. გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი; გამორიცხული არაა, გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა.

კურო

გაიჩენთ ახალ საქმიან პარტნიორებს, გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს, რაც მომდევნო 18-19 წლის განმავლობაში მოგიტანთ შედეგს. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, ხანგრძლივი დროით გაიჩენთ ახალ კლიენტებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ; შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ, ეს მყარი და სტაბილური ქორწინება იქნება. ზოგიერთმა კი შეიძლება გაწყვიტოთ ქორწინება.

ტყუპი

მოგემატებათ ვალდებულებები, საქმეები. შეიძლება ან შეიცვალოთ სამსახური, ან დაიწყოთ მუშაობა, თუ გსურდათ. ზოგიერთმა შეიძლება პროფესიაც კი შეიცვალოთ; ან თქვენი ბიზნესი დაიწყოთ. ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურის სფეროში. მეტად უნდა იზრუნოთ ახლობლებზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე; დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოიცილეთ მავნე ჩვევები; გათავისუფლდით დამოკიდებულებებისგან. ზოგიერთი კი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.

კირჩხიბი

თავისუფალ ნიშნებს რომანტიკული ნაცნობა გელოდებათ, ფლირტი და პაემნები. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს უფრო მეტად შეიყვარებთ და გაანებივრებთ. ზოგიერთი კი შეიძლება დაშორდეს თავის შეყვარებულს ან ტრანსფორმაცია განიცადოს ურთიერთობამ - დაქორწინდეთ, ერთად დაიწყოთ ცხოვრება, გაიგებთ, რომ შვილი გეყოლებათ. სასიამოვნო სიახლეები ელოდებათ თქვენს შვილებსაც. ზოგიერთი საბავშვო წრეს, ბაღს გახსნით. დაიწყებთ ახალ შემოქმედებით საქმიანობას, რაც წარმატებას და პოპულარობას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ კონკურსებსა და შოუებში მიიღებთ მონაწილეობას.

ლომი

მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთანაც. მოგინდებათ უძრავი ქონების შეძენა, სახლის მშენებლობის დაწყება ან არსებულის განახლება, მოლამაზება. ოჯახში ახალი წევრი შემოგივათ. ზოგიერთმა შეიძლება მშობლიური სახლი დატოვოთ და ახალ ადგილას გადახვიდეთ საცხოვრებლად ან უცხოეთში გაემგზავროთ დასაფუძნებლად.

ქალწული

გახშირდება შეხვედრები, მიმოწერა, ზარები. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. დაკვირვებით გააფორმეთ საბუთები, დოკუმენტები. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ რამის შესწავლა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება. მეტი მზრუნველობა გმართებთ და-ძმების მიმართ. ზოგიერთი გადაწყვეტთ მანქანის შეძენას. გააქტიურდება მედიისა და კომერციის სფეროს წარმომადგენლების ცხოვრება. ზოგიერთმა კი შეიძლება ბლოგის წერა დაიწყოთ.

სასწორი

გახდებით მატერიალურად დამოუკიდებული; გაგიჩნდებათ ახალი ან შემოსავლის დამატებითი წყარო. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ პროფესია, მეტი ფულის გამომუშავების გამო. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გააძვირებთ თქვენს მომსახურებას. დაფიქრდებით ფულის დაბანდებაზე. ზოგიერთი გადაწყვეტთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის.

მორიელი

ახალმთვარეობა და მზის დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება. ცვლილებებს ყველა იგრძნობთ, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვისაც პირველ დეკადაში გაქვთ დაბადების დღე. ცვლილებები გეხებათ თქვენ, თქვენ როგორც გსურთ ისე იქნება. მთავარია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. გადაწყვეტთ პირადი ურთიერთობის, საცხოვრებელი მისამართის ან პროფესიის შეცვლას, ან ყველაფრის ერთად. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი პარტნიორი, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულებები. დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. მოულოდნელობებს ექნება ადგილი და იყავით დაკვირვებული, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რა სიტუაციაში მოხვდებით. გაიგებთ იმას, რასაც აქამდე გიმალავდნენ. ადამიანებს ჩამოხსნით ნიღაბს და მათ ნამდვილ სახეს დაინახავთ.

მშვილდოსანი

მოგინდებათ საკუთარ თავში გარკვევა, მოხდება ღირებულებების გადაფასება. გამორიცხული არაა, სადმე შორს გაემგზავროთ, ემიგრაციაში; გამოგიჩნდეთ სამუშაო სახლიდან შორს. ან სულაც გადაწყვიტოთ იზოლაციაში ყოფნა, მკურნალობის მიზნით სანატორიუმში გამგზავრება. გარდა ამისა, დაგაინტერესებთ ყველაფერი მისტიკური და საიდუმლოებებით მოცული და გამორიცხული არაა, გაგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან ფარული სიყვარული. თქვენთვის, მთვარის ამ თვეში, კარგი იქნება, ქველმოქმედება, წმინდა ადგილების მონახულება. ზოგიერთს მოგინდებათ რაღაცის დასრულება, საბოლოო წერტილის დასმა.

თხის რქა

სურვილების ასრულების დრო დაგიდგათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. მოგინდებათ ახალი ბიზნესის დაწყება ან შეიძლება ახალი ჯგუფის, საზოგადოების წევრი გახდეთ. კარგი იქნება, თუ თავად შექმნით ახალ კოლექტივს, ჯგუფს. მეტად ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ზოგიერთი გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას ან შვილები გაგახარებენ ახალი ამბით. შეიძლება მონათლოთ ბავშვი. ზოგიერთი გადახვალთ ონლაინ სამუშაოზე ან გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში.

მერწყული

მოგიდებათ კარიერული მწვერვალების დაპყრობა, წინსვლა. თქვენი საქმეებითა და მიღწევებით უნდა მიიპყროთ ყველას ყურადღება, მაგრამ ამავე დროს, გაფრთხილდით, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახურის ადგილმდებარეობა, უფრო პრესტიჟულში გადახვიდეთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან. ან საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. ეს შეიძლება იყოს დაქორწინება, შვილის დაბადება, პენსიაზე გასვლა, ძვირად ღირებული ბინაში გადასვლა.

თევზები

მოგინდებათ მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, შეიძლება გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება სწავლის, სამსახურის ან სიყვარულის გამო; ზოგმა კი ბედი დაუკავშიროთ კულტურით, რელიგიით უცხო ადამიანს. ზოგადად, გახშირდება კავშირები უცხოელებთან. მიიღებთ ფინანსებს უცხოეთიდან. მოგინდებათ უცხო ენის შესწავლა ან დაფიქრდებით დამატებითი დიპლომის აღებაზე. ზოგიერთი კი თავად დაიწყებთ ლექციების ჩატარებას. ყურადღებით გააფორმეთ იურიდიული საბუთები. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.