მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს
ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს

ლი­ლი­ტი, იგი­ვე შავი მთვა­რე არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე. ახლა ლი­ლი­ტი ქალ­წუ­ლის ნი­შან­შია, ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე, შემ­დეგ გა­და­ვა სას­წორ­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნა თქვენს ნი­შან­ზე, რათა და­იც­ვათ თავი ცდუ­ნე­ბის, ში­შე­ბი­სა და ზო­გა­დად მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან. გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი - 2014 წლის 29 ნო­ემ­ბრი­დან 2015 წლის 25 აგ­ვის­ტომ­დე - რა ხდე­ბო­და ამ დროს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ დროს იყო ლი­ლი­ტი ქალ­წულ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ვრცელ სტა­ტი­ას ლი­ლი­ტის სას­წორ­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნოზ­საც.

ვერ­ძი

1-ლ ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს სექ­ტორს. ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში თავს უა­რე­სად იგ­რძნობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გაქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. და ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრობ­ლე­მე­ბი სამ­სა­ხურ­ში (თუ და­ქი­რა­ვე­ბულ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობთ). თუ უფ­რო­სი ხართ ან გაქვთ ბიზ­ნე­სი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი იყოს სა­მუ­შაო გუნდში, ქურ­დო­ბა, ჩხუ­ბი, გა­ფიც­ვე­ბი და სამ­სა­ხუ­რი­დან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მუ­შაო აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ეცა­დეთ აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა, არ იშ­რო­მოთ ზედ­მე­ტი და და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

ივ­ლი­სი­დან ლი­ლი­ტი გა­და­დის თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა სამ­ხრეთ კვან­ძიც და ერ­თად და­ა­ზი­ა­ნე­ბენ ქორ­წი­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის სექ­ტორს. იყა­ვით ფრთხი­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი. აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ქცე­ვა და სი­ტყვე­ბი.

კურო

იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე, ლი­ლი­ტი გა­დის თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და შვი­ლე­ბის სახ­ლში, რაც ზი­ანს აყე­ნებს ცხოვ­რე­ბის ამ სფე­როს. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი და გა­უ­ცხო­ე­ბა ბავ­შვებ­თან, პრობ­ლე­მე­ბი მშო­ბი­ა­რო­ბის, ჩა­სახ­ვის და ორ­სუ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში. ლი­ლიტს ასე­ვე მო­აქვს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, ღა­ლა­ტი, ეჭვი, ჩხუ­ბი და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­დის თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს სახ­ლში და სამ­ხრეთ კვანძთან ერ­თად, რო­მე­ლიც იქ არის წლის და­სა­წყი­სი­დან, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სამ­სა­ხურ­ში და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მარ­თაც.

ტყუ­პი

ივ­ლი­სამ­დე შავი მთვა­რე გა­ივ­ლის თქვე­ნი მშობ­ლე­ბის, სამ­შობ­ლოს, სა­კუთ­რე­ბის სახ­ლს. შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩხუ­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მშობ­ლებ­თან. ან მათ ექ­ნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი და თქვენ მო­გი­წევთ მათი მოგ­ვა­რე­ბა. ამ დროს არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან მი­წის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ოპე­რა­ცი­ე­ბი. მაგ­რამ უკვე ივ­ლის­ში შავი მთვა­რე ტო­ვებს მე-4 სახ­ლს და აგ­ვის­ტო­ში იც­ვლე­ბა ვე­ნე­რას სა­სარ­გებ­ლო ტრან­ზი­ტით, რაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს ცხოვ­რე­ბის ამ სფე­რო­ზე. ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე შავი მთვა­რე გა­და­დის ბავ­შვე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მე-5 სახ­ლში და წლის და­სა­წყი­სი­დან იქ მყოფ სამ­ხრეთ კვანძთან ერ­თად ცხოვ­რე­ბის ამ სფე­რო­ში გა­ყე­ნებთ ზი­ანს. მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას შვი­ლებ­თან. არ გირ­ჩევთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბაშ ჩარ­თვას, ფუ­ლის მო­გე­ბის მიზ­ნით. ნუ გა­ა­ბამთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედს.

კირჩხი­ბი

იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის კონ­ტაქ­ტე­ბის, ახლო ნა­თე­სა­ვებს, ახლო მოგ­ზა­უ­რო­ბებს სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან. გზა­ზე ან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას იყოს ავა­რი­ე­ბი, უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვე­ბი, მგზავ­რებ­თან კონ­ფლიქ­ტი. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნდა იყი­დოთ ან გა­ყი­დოთ მან­ქა­ნა. მაგ­რამ უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს ამ სფე­როს და ამო­ი­სუნ­თქავთ.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­დის თქვე­ნი მშობ­ლე­ბის, სამ­შობ­ლო­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბის სახ­ლში და ზი­ანს მო­გა­ყე­ნებთ ცხოვ­რე­ბის ამ სფე­რო­ში. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას და კა­მათს მშობ­ლებ­თან. უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ. თუ კარ­გად გათ­ვლი­ლი და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი არ გაქვთ, ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში.

ლომი

იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის სახ­ლს. ამ დროს შე­საძ­ლოა გა­ჭირ­დეს ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა ან შე­მოგ­თა­ვა­ზონ სა­ეჭ­ვო, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც უსი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სექ­ტორ­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­საძ­ლოა გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუ­ბი, მო­ე­რი­დეთ მათ­ზე ჭო­რა­ო­ბას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

ქალ­წუ­ლი

ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვენს ნი­შანს. შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ჭო­რა­ო­ბა და ცი­ლის­წა­მე­ბა. ეს არა­ხელ­საყ­რე­ლი დროა იმი­ჯის შე­საც­ვლე­ლად და კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მაგ­რამ უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვენს ფი­ნან­სურ სახ­ლში და სამ­ხრეთ კვანძთან ერ­თად, რო­მე­ლიც იქ არის 2024 წლის და­სა­წყი­სი­დან, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს ცხოვ­რე­ბის ამ სფე­რო­ზე. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყა­ვით ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას, ფუ­ლის და­ბან­დე­ბი­სას, ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, ნუ ან­დობთ თქვენს სა­ბან­კო ბა­რათს უც­ნობს.

სას­წო­რი

ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი, იგი­ვე შავი მთვა­რე გა­ივ­ლის თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო მტრე­ბის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის, მარ­ტო­ო­ბის სახ­ლში. შე­საძ­ლოა გა­აქ­ტი­ურ­დნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი; შავი მთვა­რე იწ­ვევს ფა­რულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მელ­თა დი­აგ­ნოს­ტი­კა ძნე­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ჭო­რა­ო­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა და ბო­რო­ტი თვა­ლის გა­მოვ­ლე­ნა და ზი­ა­ნიც კი მათ­გან.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე შავი მთვა­რე გად­მო­ვა თქვენს პირ­ველ სახ­ლში, ამ დრო­ი­დან მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­გი­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია, არ გირ­ჩევთ გა­რეგ­ნო­ბის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას. მო­ე­რი­დეთ სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბა­ზე სა­უ­ბარს, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც კი გამ­ხე­ლას.

მო­რი­ე­ლი

იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა იჩხუ­ბოთ თქვენს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცი­ლის­წა­მე­ბა და ღა­ლა­ტი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც მე­გობ­რე­ბად თვლი­დით. ეს არ არის ხელ­საყ­რე­ლი დრო პარ­ტი­ა­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ჯგუ­ფი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს ამ სახ­ლს და გა­და­ვა თქვენს მე-12 სახ­ლში. იყა­ვით ფრთხი­ლი, არ გა­ა­ბათ ფა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბი. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო ქმე­დე­ბებს, ალ­კოჰო­ლი­სა და სხვა მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვას. გა­და­ი­ტა­ნეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

მშვილ­დო­სა­ნი

ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი კა­რი­ე­რი­სა და მუ­შა­ო­ბის სახ­ლს. ამ დროს არ უნდა და­ი­ვი­წყოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, და­წი­ნა­უ­რე­ბის იმე­დი. სა­ი­დუმ­ლო მტრებ­მა შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­შა­ლონ, გუნდში შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩხუ­ბი, კონ­ფლიქ­ტი, ჭო­რა­ო­ბა და ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის სახ­ლში გაფრ­თხილ­დით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. ყვე­ლას მე­გობ­რად ნუ მი­იჩ­ნევთ. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში (ან თუ გაქვთ ონ­ლა­ი­მა­ღა­ზია, ონ­ლა­ინ­ბიზ­ნე­სი), შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი. ნუ გა­წევ­რდე­ბით სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

თხის რქა

ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით, გირ­ჩევთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბი­სას, სხვა­დას­ხვა რწმე­ნი­სა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას. შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვას უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლი­სას, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას. თუმ­ცა, უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს უცხო­ე­თის სექ­ტორს და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქავთ.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი კა­რი­ე­რი­სა და მუ­შა­ო­ბის სექ­ტორ­ში. გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­ზა­რალ­დეს თქვე­ნი კა­რი­ე­რის სფე­რო, არ შე­გე­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია.

მერ­წყუ­ლი

ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვენს მე-8 სახ­ლში. ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სახ­სრე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, სეს­ხე­ბის გა­და­სახ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვა­ლე­ბი და ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში არ უნდა აი­ღოთ სეს­ხი, იპო­თე­კა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ ქორ­წი­ნე­ბას ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მაბ­ნე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი პენ­სი­ე­ბის და ალი­მენ­ტის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე უფრთხილ­დით სა­ხი­ფა­თო სპორ­ტს, არ ჩა­ერ­თოთ მოვ­ლე­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას თქვენს სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას.

ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სახ­ლში. ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უცხო­ეთ­თან (სა­ბუ­თე­ბი, ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა). ნუ გახ­დე­ბით ცრუ გუ­რუ­ე­ბის მსხვერ­პლი.

თევ­ზე­ბი

ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ლი­ლი­ტი გა­ივ­ლის თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უთან­ხმო­ე­ბა მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, ჭო­რე­ბი, ცი­ლის­წა­მე­ბა, ღა­ლა­ტი. შე­იძ­ლე­ბა იყოს უთან­ხმო­ე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა. მაგ­რამ უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს თქვენს მე-7 სახ­ლს და გა­და­ვა თქვენს მე-8 სახ­ლში. იყა­ვით ფრთხი­ლად პარტნი­ო­რის ფუ­ლებ­თან. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას, თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ შე­მო­სა­ვა­ლი, მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ფრთხი­ლად შე­არ­ჩი­ეთ სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს

ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს

ლილიტი, იგივე შავი მთვარე არის ფიქტიური წერტილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ახლა ლილიტი ქალწულის ნიშანშია, ივნისის ბოლომდე, შემდეგ გადავა სასწორში. გაითვალისწინეთ ლილიტის გავლენა თქვენს ნიშანზე, რათა დაიცვათ თავი ცდუნების, შიშებისა და ზოგადად მცირე უსიამოვნებისგან. გაიხსენეთ პერიოდი - 2014 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე - რა ხდებოდა ამ დროს თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს იყო ლილიტი ქალწულში. მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას ლილიტის სასწორში გადასვლასთან დაკავშირებით და ასტროლოგიური პროგნოზსაც.

ვერძი

1-ლ ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი ჯანმრთელობისა და დაქირავებული სამუშაოს სექტორს. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ამ პერიოდში თავს უარესად იგრძნობთ, განსაკუთრებით თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები. და ასევე მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში (თუ დაქირავებულ სამსახურში მუშაობთ). თუ უფროსი ხართ ან გაქვთ ბიზნესი, მაშინ შეიძლება პრობლემები იყოს სამუშაო გუნდში, ქურდობა, ჩხუბი, გაფიცვები და სამსახურიდან კარგი სპეციალისტების წასვლა. შეიძლება იყოს სამუშაო აპარატურის დაზიანების შემთხვევები. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, არ იშრომოთ ზედმეტი და დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

ივლისიდან ლილიტი გადადის თქვენი პარტნიორობის სახლში, სადაც იმყოფება სამხრეთ კვანძიც და ერთად დააზიანებენ ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სექტორს. იყავით ფრთხილი, წინდახედული. აკონტროლეთ თქვენი ქცევა და სიტყვები.

კურო

იანვრიდან ივლისამდე, ლილიტი გადის თქვენი სიყვარულისა და შვილების სახლში, რაც ზიანს აყენებს ცხოვრების ამ სფეროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და გაუცხოება ბავშვებთან, პრობლემები მშობიარობის, ჩასახვის და ორსულობის საკითხებში. ლილიტს ასევე მოაქვს ეჭვიანობა, ღალატი, ეჭვი, ჩხუბი და უსაფუძვლო ბრალდებები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადადის თქვენი ჯანმრთელობისა და დაქირავებული სამუშაოს სახლში და სამხრეთ კვანძთან ერთად, რომელიც იქ არის წლის დასაწყისიდან, იყავით დაკვირვებული სამსახურში და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართაც.

ტყუპი

ივლისამდე შავი მთვარე გაივლის თქვენი მშობლების, სამშობლოს, საკუთრების სახლს. შეიძლება იყოს ჩხუბი ოჯახის წევრებთან და მშობლებთან. ან მათ ექნებათ პრობლემები და თქვენ მოგიწევთ მათი მოგვარება. ამ დროს არ უნდა განახორციელოთ უძრავი ქონების ან მიწის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგრამ უკვე ივლისში შავი მთვარე ტოვებს მე-4 სახლს და აგვისტოში იცვლება ვენერას სასარგებლო ტრანზიტით, რაც დადებითად იმოქმედებს ცხოვრების ამ სფეროზე. ივლისიდან წლის ბოლომდე შავი მთვარე გადადის ბავშვებისა და სიყვარულის მე-5 სახლში და წლის დასაწყისიდან იქ მყოფ სამხრეთ კვანძთან ერთად ცხოვრების ამ სფეროში გაყენებთ ზიანს. მოერიდეთ უსიამოვნებას შვილებთან. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაშ ჩართვას, ფულის მოგების მიზნით. ნუ გააბამთ სასიყვარულო სამკუთხედს.

კირჩხიბი

იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის კონტაქტების, ახლო ნათესავებს, ახლო მოგზაურობებს სახლში. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ ახლო ნათესავებთან. გზაზე ან მოგზაურობისას იყოს ავარიები, უსიამოვნო შემთხვევები, მგზავრებთან კონფლიქტი. ამ პერიოდის განმავლობაში არ უნდა იყიდოთ ან გაყიდოთ მანქანა. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს ამ სფეროს და ამოისუნთქავთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადადის თქვენი მშობლების, სამშობლოში, უძრავ ქონების სახლში და ზიანს მოგაყენებთ ცხოვრების ამ სფეროში. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ დაპირისპირებას და კამათს მშობლებთან. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. თუ კარგად გათვლილი და მოფიქრებული არ გაქვთ, ნუ გაემგზავრებით ემიგრაციაში.

ლომი

იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი შემოსავლებისა და ფინანსების სახლს. ამ დროს შესაძლოა გაჭირდეს ფინანსების შემოდინება ან შემოგთავაზონ საეჭვო, არაკეთილსინდისიერი შემოსავალი, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კონტაქტების, კომუნიკაციის, ახლო ნათესავებთან ურთიერთობის სექტორში. მოგზაურობისას შესაძლოა გაურკვეველი სიტუაციები, ახლობელ ადამიანებთან ჩხუბი, მოერიდეთ მათზე ჭორაობას. იყავით დაკვირვებული დოკუმენტების გაფორმებისას.

ქალწული

ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენს ნიშანს. შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ჭორაობა და ცილისწამება. ეს არახელსაყრელი დროა იმიჯის შესაცვლელად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი გადავა თქვენს ფინანსურ სახლში და სამხრეთ კვანძთან ერთად, რომელიც იქ არის 2024 წლის დასაწყისიდან, უარყოფითად იმოქმედებს ცხოვრების ამ სფეროზე. ამიტომ, მაქსიმალურად იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ფულის დაბანდებისას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ ანდობთ თქვენს საბანკო ბარათს უცნობს.

სასწორი

ივლისამდე ლილიტი, იგივე შავი მთვარე გაივლის თქვენი საიდუმლო მტრების, საიდუმლოებების, მარტოობის სახლში. შესაძლოა გააქტიურდნენ ფარული მტრები; შავი მთვარე იწვევს ფარულ დაავადებებს, რომელთა დიაგნოსტიკა ძნელია. შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ჭორაობა, ცილისწამება და ბოროტი თვალის გამოვლენა და ზიანიც კი მათგან.

ივლისიდან წლის ბოლომდე შავი მთვარე გადმოვა თქვენს პირველ სახლში, ამ დროიდან მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, რამაც შეიძლება შეგილახოთ რეპუტაცია, არ გირჩევთ გარეგნობის მკვეთრ ცვლილებას. მოერიდეთ საკუთარ წარმატებაზე საუბარს, სამომავლო გეგმების ახლობლებისთვისაც კი გამხელას.

მორიელი

იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ლილიტი გაივლის თქვენი მეგობრებისა და პარტნიორების სახლში. შეიძლება იჩხუბოთ თქვენს საუკეთესო მეგობართან. შესაძლებელია ცილისწამება და ღალატი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მეგობრებად თვლიდით. ეს არ არის ხელსაყრელი დრო პარტიაში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ჯგუფი გაწევრიანებისთვის. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს ამ სახლს და გადავა თქვენს მე-12 სახლში. იყავით ფრთხილი, არ გააბათ ფარული საქმიანი და სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ საეჭვო ქმედებებს, ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ თავზე ზრუნვას. გადაიტანეთ თქვენი ემოციები შემოქმედებაში.

მშვილდოსანი

ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი კარიერისა და მუშაობის სახლს. ამ დროს არ უნდა დაივიწყოთ დაწყებული პროექტები, დაწინაურების იმედი. საიდუმლო მტრებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ, გუნდში შესაძლებელია ჩხუბი, კონფლიქტი, ჭორაობა და ნეგატიური დამოკიდებულება.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი მეგობრებისა და სოციალური აქტიურობის სახლში გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან. ყველას მეგობრად ნუ მიიჩნევთ. ყურადღებით იყავით სოციალურ ქსელებში (ან თუ გაქვთ ონლაიმაღაზია, ონლაინბიზნესი), შეიძლება გამოგიჩნდნენ ფარული მტრები. ნუ გაწევრდებით საეჭვო ორგანიზაციებში.

თხის რქა

ივლისამდე ლილიტის გავლენით, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინოთ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ადამიანებთან კონტაქტისას. შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას. თუმცა, უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს უცხოეთის სექტორს და შვებით ამოისუნთქავთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კარიერისა და მუშაობის სექტორში. გაფრთხილდით, რომ არ დაზარალდეს თქვენი კარიერის სფერო, არ შეგელახოთ რეპუტაცია.

მერწყული

ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენს მე-8 სახლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ნაკლებობა, სესხების გადასახდა, შესაძლებელია ვალები და ფინანსური ტრანზაქციებისას წარუმატებლობა. ამ პერიოდში არ უნდა აიღოთ სესხი, იპოთეკა. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ქორწინებას ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით. შეიძლება იყოს დამაბნეველი სიტუაციები პენსიების და ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით. ასევე უფრთხილდით სახიფათო სპორტს, არ ჩაერთოთ მოვლენებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი შორეული ქვეყნების სახლში. ყურადღებას საჭიროებს უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხების მოგვარება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უცხოეთთან (საბუთები, ფინანსები, მოგზაურობა). ნუ გახდებით ცრუ გურუების მსხვერპლი.

თევზები

ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენი ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სახლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება მეუღლესთან ურთიერთობაში. შეიძლება იყოს ეჭვიანობა, ჭორები, ცილისწამება, ღალატი. შეიძლება იყოს უთანხმოება საქმიან პარტნიორებთან, ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხელშეკრულებების დარღვევა. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს თქვენს მე-7 სახლს და გადავა თქვენს მე-8 სახლში. იყავით ფრთხილად პარტნიორის ფულებთან. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, თანაბრად გადაანაწილეთ შემოსავალი, მემკვიდრეობა. ფრთხილად შეარჩიეთ სექსუალური პარტნიორები.