პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაა გამორიცხული საბედომ საკურთხეველთან მიგატოვოთ და ყოფილთან გაიქცეს, ანუ როდის დავგეგმოთ ქორწილი შემოდგომაზე
არაა გამორიცხული საბედომ საკურთხეველთან მიგატოვოთ და ყოფილთან გაიქცეს, ანუ როდის დავგეგმოთ ქორწილი შემოდგომაზე

შე­მოდ­გო­მა­ზე თუ ქორ­წი­ლი გაქვთ და­გეგ­მი­ლი, გირ­ჩევთ, სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი მო­ი­ნიშ­ნოთ. სხვა­თა შო­რის, ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნა­ში თა­რიღს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამი­ტომ, გა­ე­ცა­ნით სტა­ტი­ას და გა­ი­გეთ, რო­დის ჯო­ბია ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა.

სექ­ტემ­ბე­რი ქორ­წი­ნე­ბის­თვის მთლად ხელ­საყ­რე­ლი თვეა რაა, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან გინ­დათ, აირ­ჩი­ეთ პე­რი­ო­დი 17 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით.

18 სექ­ტემ­ბრი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით დაბ­ნე­ლე­ბა­თა შე­მოდ­გო­მის დე­რე­ფა­ნი გვე­ლო­დე­ბა, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს შე­მო­ი­ტანს. რა თქმა უნდა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა აირ­ჩი­ოთ ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი ამ პე­რი­ოდ­ში.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბი ნე­გა­ტი­უ­რო ფო­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, 20 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით პლუ­ტო­ნი ბრუნ­დე­ბა თხის რქის ნი­შანს და ქმნის ტრანსფორ­მა­ცი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. ალ­ბათ, ბევ­რი წყვი­ლი და­უს­ვამს წერ­ტი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვი­თარ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ესეც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ.

2 ოქ­ტომ­ბერს სას­წორ­ში - პარტნი­ო­რე­ბის ნი­შან­ში - მზის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რი პე­რი­ო­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, ქორ­წი­ნე­ბი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის. მაგ­რამ თუ შე­გიძ­ლი­ათ და­ე­ლო­დოთ 20 ნო­ემ­ბრამ­დე, მა­შინ ნუ აჩ­ქარ­დე­ბით.

23 სექ­ტემ­ბრი­დან 18 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში იქ­ნე­ბა, რაც ქმნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კრი­ზისს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ატ­მოს­ფე­როს. პარტნი­ო­რებ­ში მო­ი­მა­ტებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, დრა­მე­ბი, ინ­ტრი­გე­ბი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის არა­ჯან­საღ კლი­მატს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში.

18 ოქ­ტომ­ბრი­დან თვის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლია. ამ დროს ვე­ნე­რა უკვე მშვილ­დო­სან­შია და ქმნის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ატ­მოს­ფე­როს, აძ­ლი­ე­რებს ოპ­ტი­მიზმს და რწმე­ნას ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მი­მართ.

ნო­ემ­ბე­რი ქორ­წი­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი თვეა მთე­ლი შე­მოდ­გო­მის სე­ზონ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით თვის მე­სა­მე დე­კა­და. ვე­ნე­რას გა­დას­ვლა თხის რქა­ში 11 ნო­ემ­ბრი­დან ქმნის ზო­მი­ერ კლი­მატს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში. კარ­გი თვეა ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს და­ქორ­წი­ნე­ბა.

დე­კემ­ბე­რიც შე­სა­ფე­რი­სია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, მთა­ვა­რია, წარ­სუ­ლი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ჩე­ნილ­მა პი­როვ­ნე­ბამ არ გა­და­გა­წყვე­ტი­ნოთ დღე­სას­წა­უ­ლის ჩაშ­ლა. ამის თქმის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც 7 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი სა­ბე­დომ სა­კურ­თხე­ველ­თან მი­გა­ტო­ვოთ და ყო­ფილ­თან გა­იქ­ცეს.

და­ბო­ლოს, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ლი­ლი­ტი (შავი მთვა­რე) პარტნი­ო­რო­ბის ნი­შან­ში - სას­წორ­შია და ბა­დებს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კარ­მულ თე­მებს. ამას­თან, 2024 წელი ნა­კი­ა­ნია და მა­ინ­ცდა­მა­ინც არა­ხელ­საყ­რე­ლია და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად, ასე ამ­ბობ­დნენ ძვე­ლად, უბ­რა­ლოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც ნუ გა­ა­ფორ­მებთ ქორ­წი­ნე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

არაა გამორიცხული საბედომ საკურთხეველთან მიგატოვოთ და ყოფილთან გაიქცეს, ანუ როდის დავგეგმოთ ქორწილი შემოდგომაზე

არაა გამორიცხული საბედომ საკურთხეველთან მიგატოვოთ და ყოფილთან გაიქცეს, ანუ როდის დავგეგმოთ ქორწილი შემოდგომაზე

შემოდგომაზე თუ ქორწილი გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ, საუკეთესო დღეები მოინიშნოთ. სხვათა შორის, ახალი ოჯახის შექმნაში თარიღს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ, გაეცანით სტატიას და გაიგეთ, როდის ჯობია ქორწინების ოფიციალურად გაფორმება.

სექტემბერი ქორწინებისთვის მთლად ხელსაყრელი თვეა რაა, მაგრამ თუ ძალიან გინდათ, აირჩიეთ პერიოდი 17 სექტემბრის ჩათვლით.

18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით დაბნელებათა შემოდგომის დერეფანი გველოდება, რომელიც ურთიერთობების სფეროში უსიამოვნო მოვლენებს შემოიტანს. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიოთ ქორწინების თარიღი ამ პერიოდში.

დაბნელებები ნეგატიურო ფონის პარალელურად, 20 ნოემბრის ჩათვლით პლუტონი ბრუნდება თხის რქის ნიშანს და ქმნის ტრანსფორმაციულ სიტუაციებს ცხოვრების ყველა სფეროში. ალბათ, ბევრი წყვილი დაუსვამს წერტილი ურთიერთობას, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ვითარდებოდა. ამიტომ, ესეც გაითვალისწინეთ.

2 ოქტომბერს სასწორში - პარტნიორების ნიშანში - მზის დაბნელების შემდეგ იწყება ნეიტრალური პერიოდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, ქორწინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. მაგრამ თუ შეგიძლიათ დაელოდოთ 20 ნოემბრამდე, მაშინ ნუ აჩქარდებით.

23 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე ვენერა მორიელში იქნება, რაც ქმნის ურთიერთობებში კრიზისს, უკმაყოფილების ატმოსფეროს. პარტნიორებში მოიმატებს პრეტენზიები, დრამები, ინტრიგები, ეჭვიანობა - ეს ყველაფერი ქმნის არაჯანსაღ კლიმატს ურთიერთობების სფეროში.

18 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე პერიოდი შედარებით ხელსაყრელია. ამ დროს ვენერა უკვე მშვილდოსანშია და ქმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს, აძლიერებს ოპტიმიზმს და რწმენას ნათელი მომავლის მიმართ.

ნოემბერი ქორწინებისთვის ყველაზე შესაფერისი თვეა მთელი შემოდგომის სეზონზე, განსაკუთრებით თვის მესამე დეკადა. ვენერას გადასვლა თხის რქაში 11 ნოემბრიდან ქმნის ზომიერ კლიმატს პირადი ურთიერთობების სფეროში. კარგი თვეა ხანდაზმული წყვილებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დაქორწინება.

დეკემბერიც შესაფერისია ქორწინებისთვის, მთავარია, წარსულიდან მოულოდნელად გამოჩენილმა პიროვნებამ არ გადაგაწყვეტინოთ დღესასწაულის ჩაშლა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს მარსის რეტროგრადული მოძრაობა, რომელიც 7 დეკემბერს დაიწყება. არაა გამორიცხული საბედომ საკურთხეველთან მიგატოვოთ და ყოფილთან გაიქცეს.

დაბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2025 წლის გაზაფხულამდე ლილიტი (შავი მთვარე) პარტნიორობის ნიშანში - სასწორშია და ბადებს ურთიერთობების კარმულ თემებს. ამასთან, 2024 წელი ნაკიანია და მაინცდამაინც არახელსაყრელია დასაქორწინებლად, ასე ამბობდნენ ძველად, უბრალოდ, ოფიციალურად მაინც ნუ გააფორმებთ ქორწინებას.