ავტორი:

აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში

აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში

კო­რო­ნა­ვირუ­სი­სი გამო, გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე თვეს შინ­ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვხვდე­ბით. ცხადია, ეს ადამიანურ ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს... ფიზიკური სიახლოვე, თუ პირიქით, ზოგის შემთხვევაში დიდი დისტანცია პირად ცხოვრებას ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს. კიდევ უფრო აქტუალური გახდა ვირტუალური კომუნიკაცია... ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე აპრილში, ამას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გავარკვევთ:

  • ვერძი

ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ. აი­ყო­ლი­ეთ პარტნი­ო­რი და იზ­რუ­ნეთ კავ­ში­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე. თუ მოგ­ზა­უ­რო­ბას ვერ ახერ­ხებთ, შინ მო­ი­წყვეთ არ­და­დე­გე­ბი.

მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. თუ ვნე­ბის ალის მო­მენ­ტა­ლუ­რად არ აგენ­თე­ბათ, კავ­ში­რი მა­ინც არ გა­წყვი­ტოთ. მო­მა­ვალ­ში სი­ტუ­ა­ცია უკეთ გან­ვი­თარ­დე­ბა. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, თუ რა თქმა უნდა, ფი­ნან­სუ­რად მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხართ. მო­ე­რი­დეთ ნა­თე­სა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი მტყუ­ა­ნი რომც იყოს, მა­ინც შე­ი­კა­ვეთ თავი კა­მა­თის­გან. შე­საძ­ლოა, გა­ჭირ­ვე­ულ­დნენ ბავ­შვე­ბი, ამი­ტომ მო­ი­ფიქ­რეთ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­სარ­თო­ბი, გა­იხ­სე­ნეთ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის გაყ­ვა­ნა­შიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან და გო­ნებ­რი­ვა­დაც გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ მათ. უმ­ჯო­ბე­სია, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ სახ­ლში, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ში­ნი­დან იმუ­შა­ვეთ.

  • კურო

საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ტკბი­ლად და ბედ­ნი­ე­რად რომ გა­გახ­სენ­დეთ, ეცა­დეთ, მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყოთ მის მი­მართ. ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ გემ­რი­ე­ლო­ე­ბე­ბით, სი­ურპრი­ზე­ბი­თა და რო­მან­ტი­კით. ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გექ­ნე­ბათ, თუ რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებთ. ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბით ნა­თე­სა­ვებს. ეცა­დეტ ცივი გო­ნე­ბით მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დოთ სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას. აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტე­ე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას, რათა სწო­რედ მანდ არ მი­ი­ღოთ დარ­ტყმა.

ახალ­გაც­ნო­ბილ და ახალ შეყ­ვა­რე­ე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, ძა­ლი­ან გუ­ლახ­დი­ლი არ იყოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

  • ტყუპები

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუ მო­ინ­დო­მებთ და თუ იაქ­ტი­უ­რებთ. და­უ­ახ­ლოვ­დით იმ ადა­მი­ანს, ვინც დიდი ხა­ნია მოგ­წონთ. თუ ახლა და­ი­წყეთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, იყა­ვით ოპ­ტი­მიზ­მით აღ­სავ­სე, და­ეხ­მა­რეთ ერ­თმა­ნეთს სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ და რჩე­ვა ჰკი­თხეთ გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს.

მარ­ტო­ხე­ლებს და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. "შეხ­ვედ­რა" მო­სა­ლოდ­ნე­ლია ონ­ლა­ინ. ახლა, როცა საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი გაქვთ, ნუ და­გე­ნა­ნე­ბათ დრო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. მე­უღ­ლის მი­მართ მეტი რო­მან­ტი­კა და სი­ურპრი­ზე­ბი გმარ­თებთ. შე­გიძ­ლი­ათ ერ­თად და­კავ­დეთ ჰო­ბით. აკე­თოთ ის, რაც ადრე გა­ბედ­ნი­ე­რებ­დათ, თუნ­დაც, ფილ­მებს უყუ­როთ ერ­თად.

  • კირჩხიბი

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნდა მო­ა­გავ­როთ, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ოფი­სი შინ გახ­სნას, დი­ა­სახ­ლი­სებ­მა კი სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ი­ტა­ნონ. არა­ფე­რი გიშ­ლით ხელს, რომ გა­ამ­ყა­როთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კირჩხი­ბე­ბი მო­უთ­მენ­ლე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ თე­ატ­რა­ლუ­რო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­თო­კოთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და აგ­რე­სია. მე­გობ­რებს გუ­ლის ნა­დებს ნუ გა­უ­ზი­ა­რებთ, არა­ვინ იცის ჭო­რებს ვინ გა­ავ­რცე­ლებს პირ­ვე­ლი.

და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა კირჩხი­ბებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც შინ ბავ­შვე­ბი გყავთ, გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი. და­ეხ­მა­რეთ პა­ტა­რებს, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბაღ­სა და ბოს­ტანს მი­ა­შუ­როს და მათი გა­ნახ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს.

  • ლომი

შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლონ­დე­ლად და უგო­ნოდ შე­გიყ­ვარ­დეთ და... და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. თუ დიდი ხა­ნია მარ­ტო­ხე­ლა ხართ, დროა, და­წყვილ­დეთ. თუმ­ცა, გახ­სოვ­დეთ, რომ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­გიმ­ძარ­დე­ბათ. მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტი ვა­ლე­ბის აღე­ბას.

აპ­რი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თულ პე­რი­ოდს გპირ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უცხო­ელ­თან გა­ა­ბას ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რო­მა­ნი.

შუა თვე­ში და­ფიქ­რდით ბი­ნის რე­მონტზე, აგა­რა­კის გა­და­ხა­ლი­სე­ბა­ზე. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­გეგ­მეთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო თვე­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. პრე­მი­ის წყა­ლო­ბით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებთ ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. მო­ე­რი­დეთ ნა­თე­სა­ვებ­თან კონ­ფლიქტს, მო­თო­კეთ ემო­ცი­ე­ბი.

  • ქალწული

ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ცივი გო­ნე­ბით უნდა მო­აგ­ვა­როთ. არა­ვი­თა­რი წა­მი­ე­რი ვნე­ბა და აფეთ­ქე­ბა არ გე­პა­ტი­ე­ბათ. რაც უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მით ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ პარტნი­ორ­თან. თუ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი თქვენ უნდა გა­დად­გათ.

მარ­ტო­ხე­ლა ქალ­წუ­ლებ­მა მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ მე­წყვი­ლეს ძი­ე­ბას, თუნ­დაც ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, თვის ბო­ლოს და­წყვილ­დეთ არა­ვის უთხრათ გაც­ნო­ბა­ზე უარი.

და­ქორ­წი­ნე­ბულ ქალ­წუ­ლებს შინ ყოფ­ნის დრო სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით გექ­ნე­ბათ აღ­სავ­სე. მშვი­დად მო­აგ­ვა­რეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი. ნუ იქ­ნე­ბით ქა­რაფ­შუ­ტა, როცა საქ­მე უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს ეხე­ბა. ზო­გი­ერ­თი ბი­ნის შე­ძე­ნას ან სახ­ლის (აგა­რა­კის) აშე­ნე­ბას გა­და­წყვეტს.

  • სასწორი

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ვირ­თხის წლის და­სა­წყის­ში გეწ­ვი­ათ, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას მო­ი­თხოვს. მი­ე­ცით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მე­ო­რე შან­სი. სიბ­რძნე და მოთ­მი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხოთ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად შინ ყოფ­ნა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რებს რო­მან­ტი­კუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა ელით, რო­მე­ლიც ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. ზო­გი­ერ­თი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბას გა­და­წყვეტს. სა­სი­ა­მოვ­ნო ფუს­ფუ­სი გე­ლით ქორ­წი­ნე­ბის­თვის თუ ემ­ზა­დე­ბით. ზო­გი­ერ­თმა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად შეძ­ლე­ბა კრე­დი­ტის აღე­ბაც კი გა­და­წყვი­ტოს.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა არ აეჭ­ვი­ა­ნოთ თქვე­ნი მე­უღ­ლე. მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო, შე­დე­გი კი - მე­ტად უსი­ა­მოვ­ნო. დახ­მა­რე­ბის­თვის მე­გობ­რე­ბის შე­წუ­ხე­ბა ნუ მო­გე­რი­დე­ბათ. ზო­გი­ერთ წყვილს კი შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლი­გის კონ­სულ­ტა­ცი­აც კი დას­ჭირ­დეს.

თვის ბო­ლოს ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რეთ, და­ის­ვე­ნებთ კი­დეც და სა­ა­გა­რა­კო სა­კი­თხებ­საც მო­აგ­ვა­რებთ.

  • მორიელი

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლო იდე­ე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. დახმრე­ბის­თვის ხში­რად და მო­უ­რი­დებ­ლად მი­მარ­თეთ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს.

ემო­ცი­უ­რო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. რო­მან­ტი­კუ­ლიც უნდა იყოთ და მზრუნ­ვე­ლიც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. და­ა­ფა­სეთ ისი­ნი, ვი­საც უყ­ვარ­ხართ და გა­ფა­სე­ბენ. მარ­ტო­ხე­ლა მო­რი­ე­ლებ­მა ამ­ბი­ცი­ე­ბი უნდა და­ი­ო­კოთ, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გა­გი­მარ­თლოთ.

და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­ზე ზრუნ­ვა­ში. მე­უღ­ლის მი­მართ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ უნდა და­ი­ვი­წყოთ კონ­ტრო­ლი. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ და­ნა­ხარჯს მო­ი­თხოვს და ნა­თე­სა­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­გი­წო­დონ.

  • მშვილდოსანი

ეს თვე უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. შვი­ლებ­თან მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის უმეტ­სო­ბა თქვენ მო­გი­წევთ. იყა­ვით გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი თა­მა­შე­ბი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ერ­თეთ.

მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ეკონ­ტაქ­ტეთ ერ­თმა­ნეთს. შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თულ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ მე­გო­ბარ­თან, ვინც საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­გაც­ნოთ. ზო­გი­ერ­თი ვირ­ტუ­ა­ლურ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბას გა­ა­ბამს უცხო­ელ­თან.

  • თხის რქა

მო­უ­ლო­დენ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე აპ­რი­ლი გე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ცივი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ, ში­ნა­გა­ნი ვნე­ბა და ემო­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს და სა­სურ­ვე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად გახ­სნი­ლი იყოთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ადრე ყუ­რა­დღე­ბას არც კი აქ­ცევ­დით და გა­ირ­კვე­ვი­ოთ, რომ მას ფა­რუ­ლად უყ­ვარ­დით.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში არი­ან. ნუ და­ი­შუ­რებთ ნურც დროს და ნურც ენერ­გი­ა­სა და ფან­ტა­ზი­ას, რომ მათ გვერ­დით დრო ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­ა­ტა­როთ.

  • მერწყული

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­წყე­ბუ­ლი გყავ­დათ და ახლა გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ნუ იქ­ნე­ბით ძუნ­წი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თეთ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­სას, ეცა­დეთ, გული არ ატ­კი­ნოთ ახ­ლობ­ლებს. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­აგ­ვა­რეთ, მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ხარ­ჯვას არა­სა­ჭი­რო ნივ­თებ­ზე.

  • თევზები

თუ სა­კუ­თარ თავს გარ­დაქ­მნით, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან. იყა­ვით გუ­ლახ­დი­ლი იმ ადა­მი­ან­თან, ვის მი­მარ­თაც ნამ­დვი­ლი გრძნო­ბა გა­კავ­ში­რებთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს, სახ­ლში ერ­თად ყოფ­ნის დროს, კარ­გი შან­სი გაქვთ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. იყა­ვით მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, გა­იხ­სე­ნეთ რო­გო­რე­ბი იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის და­სა­წყის­ში და ეცა­დეთ, მეტი რო­მან­ტი­კა შე­ი­ტა­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუ სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლას ვერ ახერ­ხებთ, ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზის გამო, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი კომ­პლი­მენ­ტე­ბით მა­ინც გა­ა­ნე­ბივ­რეთ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­იხ­სე­ნებთ, რო­გო­რი კარ­გი კუ­ლი­ნა­რი იყა­ვით და მე­უღ­ლეს გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებთ. აი, მავ­ნე ემო­ცი­ე­ბი კი უნდა მო­თო­კოთ.

7 ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც აპრილში ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს - "გრანდიოზული ცვლილებები გველის"

აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის გამოუჩნდება შემოსავლის ახალი წყარო, ვის ელის პრემია და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ემუქრებათ პრობლემები

აპრილის ჯანმრთელობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რას უნდა მიაქიოთ ყურადღება მომავალ თვეში