მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ
აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ

მარტზე არა­ნაკ­ლე­ბი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გვე­ლო­დე­ბა აპ­რილ­ში. ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის, გა­ნახ­ლე­ბი­სა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თვე; გა­მო­ფხიზ­ლე­ბის, წარ­სუ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­დას­ვლის პე­რი­ო­დი. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ, 7-მდე მერ­კუ­რი, ხოლო ვე­ნე­რა 13 აპ­რი­ლამ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლე­ბია. ამ დრომ­დე რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, დიდი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი, ახა­ლი სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა და­ი­ვი­წყოთ. 20 აპ­რი­ლამ­დე კი მერ­კუ­რი ნეპ­ტუნ­თან კავ­შირ­შია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს ყუ­რა­დღე­ბა­ზე და შე­საძ­ლოა ჩვენ­მა ტვინ­მა ვერ იმუ­შა­ოს გა­მარ­თუ­ლად. მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

  • აპ­რი­ლის პირ­ველ კვი­რა­ში ზო­გად ფონს ქმნის აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის, სა­ტურ­ნის, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი­სა და რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას შე­ერ­თე­ბა თევ­ზებ­ში. ეს ღრმა კავ­ში­რი გვა­ი­ძუ­ლებს გავ­ჩერ­დეთ, გა­ვი­ხე­დოთ უკან და გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას. ას­პექ­ტი ააქ­ტი­უ­რებს კარ­მულ სი­ტუ­ა­ცი­ებს - წარ­სუ­ლის თე­მე­ბი ბრუნ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სიყ­ვა­რულ­ში, ფულ­ში, კა­რი­ე­რა­ში. ეს მო­ი­ტანს ღრმა რე­ა­ლი­ზა­ცი­ას - გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ თავს, თქვენს სა­ზღვრებს, ოც­ნე­ბებს და სურ­ვი­ლებს. თევ­ზე­ბი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ნი­შა­ნია. ამი­ტომ ლო­გი­კა სუს­ტდე­ბა აპ­რი­ლის პირ­ველ კვი­რა­ში და გრძნო­ბე­ბი, შეგ­რძნე­ბე­ბი და ბე­დის­წე­რის ნიშ­ნე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თე­მე­ბი დაბ­რუნ­დეს და მო­რა­ლის, სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და ნდო­ბის სა­კი­თხე­ბი კი­დევ უფრო გამ­წვავ­დეს.
  • 3 აპ­რილს სა­ტურ­ნი­სა და ურა­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი აერ­თი­ა­ნებს ტრა­დი­ცი­ა­სა და ინო­ვა­ცი­ებს, სტრუქ­ტუ­რა­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ენერ­გი­ებს. ეს ას­პექ­ტი წარ­მო­ად­გენს იშ­ვი­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ა­ბა­ლან­სოთ ძვე­ლი და ახა­ლი, შექ­მნათ პი­რო­ბე­ბი პროგ­რე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.
  • 4 აპ­რილს მარ­სის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი სა­ტურნ­თან ხელს უწყობს კონ­სტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს და ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნას ახა­ლი წა­მო­წყე­ბებ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას შო­რის. ამ დღი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის და­ნერგვა არ­სე­ბულ სტრუქ­ტუ­რებ­ში.
  • 5 აპ­რილს ყა­ლიბ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფი­გუ­რა­ცია სა­ტურნს, ურან­სა და მარსს შო­რის. მარ­სი არის ქმე­დე­ბა, ენერ­გია, ზოგ­ჯერ და­მან­გრე­ვე­ლიც. ურა­ნი წარ­მო­ად­გენს ინო­ვა­ცი­ებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას და უე­ცარ ცვლი­ლე­ბებს, ხოლო სა­ტურ­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ პრაქ­ტი­კულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.
  • 6 აპ­რილს მზი­სა და იუ­პი­ტე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ხელს შე­უ­წყობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, გა­ნათ­ლე­ბას, უცხო­ე­თის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, დიდი ხნის ნა­ნატ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ნე­ბარ­თვე­ბის მო­პო­ვე­ბას. ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექ­ტის გარ­და, სამ­ყა­რომ კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი მოგ­ვიმ­ზა­და: 6-12 აპ­რილს ზე­მოთ­ქმულ პლა­ნე­ტებს უერ­თდე­ბი­ან მერ­კუ­რი და რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა. ეს პლა­ნე­ტე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­ნერგვას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სის­ტე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის, ახა­ლი ბიზ­ნე­სის და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად.
  • 13 აპ­რილს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა სას­წორ­ში 04:21. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ბა­ლან­სი­სა და ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვას პი­რად და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს არის დრო, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პრო­მი­სე­ბის ძი­ე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა და კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. სას­წო­რის ენერ­გია ხელს უწყობს ში­ნა­გა­ნი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას და სი­ლა­მა­ზის შექ­მნას გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­რო­ში. ამას­თან, მთვა­რის და­ძა­ბუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია კირჩხიბ­ში მყოფ მარსთან და თევ­ზებ­ში სა­ტურნ­თან ერ­თად მყო­ფი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ვე­ნე­რა (სას­წო­რის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, სა­დაც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ხდე­ბა) წარ­მოქ­მნის იმ­პულ­სუ­რო­ბას, და­უ­ფიქ­რე­ბელ ქმე­დე­ბებს, მო­მა­ტე­ბულ მგრძნო­ბე­ლო­ბას და ემო­ცი­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვის უუ­ნა­რო­ბა­საც კი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ დღეს (პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­ა­წეს­რი­გოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და იყოთ მე­ტად ტო­ლე­რან­ტუ­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.
  • 16 აპ­რილს მერ­კუ­რი ვერ­ძში გა­და­ვა. აჩ­ქარ­დე­ბა აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სე­ბი, შეძ­ლებთ დიდი ხნის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს.
  • 18 აპ­რილს მარ­სი გა­და­ვა ლომ­ში და მა­შინ­ვე შექ­მნის ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექტს მერ­კუ­რის­თან - მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­აზ­რე­ბუ­ლია, გეგ­მე­ბი კი რე­ა­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბევ­რი რამ გახ­დე­ბა ნა­თე­ლი და გა­სა­გე­ბი, გა­მოჩ­ნდე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი აზ­რე­ბი.

ამას­თან, 18 აპ­რი­ლი­დან ყა­ლიბ­დე­ბა მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა (ზუს­ტი ას­პექ­ტი იქ­ნე­ბა 26 აპ­რილს), რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა სა­ხი­ფა­თო და დესტრუქ­ცი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, მზარდ სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას. 18 აპ­რი­ლი­დან თვის ბო­ლომ­დე ფონი ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა, მარსსა და პლუ­ტონს შო­რის ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე იყო 2024 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს და გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­შე­მო, ზო­გა­დად სამ­ყა­რო­ში.

  • 20 აპ­რი­ლი­დან მზე ერთი თვით იქ­ნე­ბა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში. კურო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში გვექ­ნე­ბა კომ­ფორ­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სურ­ვი­ლი.
  • 21 აპ­რილს მერ­კუ­რი და პლუ­ტო­ნი ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტში არი­ან, ხოლო 21-დან 24 აპ­რი­ლამ­დე ვე­ნე­რა და სა­ტურ­ნი თევ­ზებ­ში შე­ერ­თდე­ბი­ან. დღე გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი ენერ­გი­ით, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ღრმა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ა­ზე. ხელ­საყ­რე­ლი დღეა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის, ღრმა ანა­ლი­ზი­სა და ფა­რუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პლა­ნე­ტე­ბის ენერ­გი­ე­ბი ხელს უწყობს რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის არსში ჩაწ­ვდო­მას და ინ­ტუ­ი­ცი­ის გამ­ძაფ­რე­ბას. იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და კვლე­ვის და­სა­გეგ­მა­ვად და ფა­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.
  • 27 აპ­რილს, ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა კუ­რო­ში 23:30 სა­ათ­ზე. იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში. ეს ახალმთვა­რე­ო­ბა ხელს შე­უ­წყობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ემო­ცი­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნას თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ებ­ში. დღე შე­სა­ფე­რი­სია კავ­ში­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ნდო­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­გეგ­მად.
  • 30 აპ­რილს ვე­ნე­რა ვერ­ძის ნი­შან­ში გა­და­ვა და გაგ­ვახ­სე­ნებს სა­კა­მა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სფე­რო­ში. ასე­თი ტრან­ზი­ტის დროს უფრო რთუ­ლია პრო­დუქ­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბა, რად­გან ყვე­ლა სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი; ეგო­იზ­მი მძლავ­რობს. მე­ო­რე მხრივ, ტრან­ზი­ტი შთაგ­ვა­გო­ნებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ბედ­ნი­ერ, მშვიდ და ჰარ­მო­ნი­ულ აპ­რილს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ

აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ

მარტზე არანაკლები ასტროლოგიური მოვლენები გველოდება აპრილში. ეს არის ცვლილებების, განახლებისა და ახალი შესაძლებლობების თვე; გამოფხიზლების, წარსულისგან გათავისუფლების და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლის პერიოდი. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ, 7-მდე მერკური, ხოლო ვენერა 13 აპრილამდე რეტროგრადულებია. ამ დრომდე რომანტიკული ნაცნობობა, დიდი ფინანსური ტრანზაქციები, ახალი სილამაზის პროცედურები უნდა დაივიწყოთ. 20 აპრილამდე კი მერკური ნეპტუნთან კავშირშია, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ყურადღებაზე და შესაძლოა ჩვენმა ტვინმა ვერ იმუშაოს გამართულად. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

  • აპრილის პირველ კვირაში ზოგად ფონს ქმნის აღმავალი კვანძის, სატურნის, რეტროგრადული მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება თევზებში. ეს ღრმა კავშირი გვაიძულებს გავჩერდეთ, გავიხედოთ უკან და გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას. ასპექტი ააქტიურებს კარმულ სიტუაციებს - წარსულის თემები ბრუნდება, განსაკუთრებით სიყვარულში, ფულში, კარიერაში. ეს მოიტანს ღრმა რეალიზაციას - გადახედეთ საკუთარ თავს, თქვენს საზღვრებს, ოცნებებს და სურვილებს. თევზები ინტუიციური ნიშანია. ამიტომ ლოგიკა სუსტდება აპრილის პირველ კვირაში და გრძნობები, შეგრძნებები და ბედისწერის ნიშნები უფრო მნიშვნელოვანი გახდება. გლობალურ დონეზე შესაძლებელია ძველი პოლიტიკური და ეკონომიკური თემები დაბრუნდეს და მორალის, სულიერებისა და ნდობის საკითხები კიდევ უფრო გამწვავდეს.
  • 3 აპრილს სატურნისა და ურანის ჰარმონიული ასპექტი აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციებს, სტრუქტურასა და ცვლილებების ენერგიებს. ეს ასპექტი წარმოადგენს იშვიათ შესაძლებლობას დააბალანსოთ ძველი და ახალი, შექმნათ პირობები პროგრესული ცვლილებებისთვის.
  • 4 აპრილს მარსის ჰარმონიული ასპექტი სატურნთან ხელს უწყობს კონსტრუქციულ ქმედებებს და ოქროს შუალედის პოვნას ახალი წამოწყებებსა და სტაბილურობას შორის. ამ დღიდან შესაძლებელია ახალი იდეებისა და რეფორმების დანერგვა არსებულ სტრუქტურებში.
  • 5 აპრილს ყალიბდება საინტერესო კონფიგურაცია სატურნს, ურანსა და მარსს შორის. მარსი არის ქმედება, ენერგია, ზოგჯერ დამანგრეველიც. ურანი წარმოადგენს ინოვაციებს, თავისუფლებას და უეცარ ცვლილებებს, ხოლო სატურნი უზრუნველყოფს მათ პრაქტიკულ განხორციელებას.
  • 6 აპრილს მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი ხელს შეუწყობს შესაძლებლობების გაფართოებას, განათლებას, უცხოეთის საკითხების მოგვარებას, დიდი ხნის ნანატრი დოკუმენტებისა და ნებართვების მოპოვებას. ამ სასიამოვნო ასპექტის გარდა, სამყარომ კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიმზადა: 6-12 აპრილს ზემოთქმულ პლანეტებს უერთდებიან მერკური და რეტროგრადული ვენერა. ეს პლანეტები ხელს შეუწყობენ სიახლეების შეუფერხებლად დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესანიშნავი დროა სისტემების განახლებისთვის, ახალი ბიზნესის და გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად.
  • 13 აპრილს სავსემთვარეობა გველოდება სასწორში 04:21. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევას პირად და საქმიან ურთიერთობებში. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია კომპრომისების ძიება, კონფლიქტების დასრულება და კავშირების გაძლიერება. სასწორის ენერგია ხელს უწყობს შინაგანი ბალანსის აღდგენას და სილამაზის შექმნას გარემომცველ სამყაროში. ამასთან, მთვარის დაძაბული კონფიგურაცია კირჩხიბში მყოფ მარსთან და თევზებში სატურნთან ერთად მყოფი სტაციონარული ვენერა (სასწორის მმართველი პლანეტა, სადაც სავსემთვარეობა ხდება) წარმოქმნის იმპულსურობას, დაუფიქრებელ ქმედებებს, მომატებულ მგრძნობელობას და ემოციების ადეკვატურად გამოხატვის უუნარობასაც კი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დღეს (პლუს/მინუს 2 დღე) მოაწესრიგოთ თქვენი შინაგანი სამყარო, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყოთ მეტად ტოლერანტული გარშემო მყოფების მიმართ.
  • 16 აპრილს მერკური ვერძში გადავა. აჩქარდება აზროვნების პროცესები, შეძლებთ დიდი ხნის პრობლემების გადაჭრას და გააუმჯობესებთ ურთიერთობებს.
  • 18 აპრილს მარსი გადავა ლომში და მაშინვე შექმნის ჰარმონიულ ასპექტს მერკურისთან - მოქმედებები გააზრებულია, გეგმები კი რეალობაში განხორციელდება. ბევრი რამ გახდება ნათელი და გასაგები, გამოჩნდება ჩამოყალიბდება კონკრეტული აზრები.

ამასთან, 18 აპრილიდან ყალიბდება მარსისა და პლუტონის დაპირისპირება (ზუსტი ასპექტი იქნება 26 აპრილს), რომელიც იძლევა სახიფათო და დესტრუქციულ სიტუაციებს, მზარდ სამხედრო და პოლიტიკურ დაპირისპირებას. 18 აპრილიდან თვის ბოლომდე ფონი ძალიან საგანგაშოა, მარსსა და პლუტონს შორის ასეთი დაპირისპირება უკვე იყო 2024 წლის დეკემბრის ბოლოს და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, გარშემო, ზოგადად სამყაროში.

  • 20 აპრილიდან მზე ერთი თვით იქნება კუროს ზოდიაქოში. კურო ფოკუსირებულია სტაბილურობასა და პრაქტიკულობაზე. ამ პერიოდში გვექნება კომფორტის, უსაფრთხოებისა და ცხოვრებით ტკბობის სურვილი.
  • 21 აპრილს მერკური და პლუტონი ჰარმონიულ ასპექტში არიან, ხოლო 21-დან 24 აპრილამდე ვენერა და სატურნი თევზებში შეერთდებიან. დღე გამოირჩევა ძლიერი ენერგიით, რომელიც ორიენტირებულია ღრმა ცნობიერებაზე, პასუხისმგებლობასა და ჰარმონიაზე. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური მუშაობისთვის, ღრმა ანალიზისა და ფარული ჭეშმარიტების საპოვნელად. საერთაშორისო დონეზე არის სტრატეგიული კომუნიკაციის დამყარების დიდი შესაძლებლობა. პლანეტების ენერგიები ხელს უწყობს რთული საკითხების არსში ჩაწვდომას და ინტუიციის გამძაფრებას. იდეალური პერიოდია რთული მოლაპარაკებებისა და კვლევის დასაგეგმავად და ფარული შესაძლებლობების გამოსავლენად.
  • 27 აპრილს, ახალმთვარეობა გველოდება კუროში 23:30 საათზე. იქნება სერიოზულობა და სტაბილურობა ურთიერთობების, შემოქმედებისა და ფინანსების სფეროში. ეს ახალმთვარეობა ხელს შეუწყობს ვალდებულებების გაძლიერებას, ემოციების დამუშავებას და ჰარმონიის შექმნას თქვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში. დღე შესაფერისია კავშირების გასაძლიერებლად, ნდობის გასამყარებლად და გრძელვადიანი პროექტების დასაგეგმად.
  • 30 აპრილს ვენერა ვერძის ნიშანში გადავა და გაგვახსენებს საკამათო სიტუაციებს ურთიერთობებისა და მატერიალური ფასეულობების სფეროში. ასეთი ტრანზიტის დროს უფრო რთულია პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარება, რადგან ყველა საკუთარ სურვილებზეა ორიენტირებული; ეგოიზმი მძლავრობს. მეორე მხრივ, ტრანზიტი შთაგვაგონებს თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმას ფინანსური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად.

ბედნიერ, მშვიდ და ჰარმონიულ აპრილს გისურვებთ!