მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ და უნდა იყოთ ენერ­გი­უ­ლი. შე­ი­ძი­ნეთ აუ­ზის ან სპორტდარ­ბა­ზის აბო­ნე­მენ­ტი, ვარ­ჯი­ში და გამ­კვრი­ვე­ბა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს თქვენს სხე­ულს. ია­რეთ უფრო ხში­რად ფე­ხით და გა­ა­კე­თეთ დი­ლის ვარ­ჯი­შე­ბი. თბილ და მზი­ან ამინ­დში გა­დით ბუ­ნე­ბა­ში, ქა­ლაქ­გა­რეთ. და­ის­ვე­ნეთ, და­ი­ცა­ვით დი­ე­ტა და გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვი­ტა­მი­ნე­ბით. ამას­თან. გირ­ჩევთ ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბი­სა და სიმ­შვი­დის დაც­ვას. ისა­უბ­რეთ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და მე­გობ­რუ­ლი არი­ან. მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს, რათა და­იც­ვათ თქვე­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა. გაფრ­თხილ­დით ამინ­დის ცვლი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს წნე­ვის ცვლი­ლე­ბა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი ან შა­კი­კი. თუ გრძნობთ, რომ თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და ხალ­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა შე­დეგს, მი­მარ­თეთ თე­რა­პევტს.

კურო

ჯან­მრთე­ლო­ბა მყი­ფეა და მას ფრთხი­ლად უნდა მო­ე­პყროთ. აპ­რილ­ში იმუ­ნი­ტე­ტი და­ბალ დო­ნე­ზეა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა დაღ­ლი­ლო­ბა, აპა­თია და ძი­ლი­ა­ნო­ბა. ნუ ჩა­ი­ტა­რებთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, უმ­ჯო­ბე­სია მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, აგ­ზნე­ბა­დო­ბის მო­მა­ტე­ბა ან, პი­რი­ქით, სევ­და. სა­ჭი­როა მეტი სი­ა­რუ­ლი, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და გა­ზა­ფხუ­ლის ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვა. გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი შეს­ვე­ნე­ბა სამ­სა­ხურ­ში, მი­ნი­მუმ 8-სა­ა­თი­ა­ნი ძილი და გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით ჭამა. უნდა გა­გა­ხა­როთ, თვის ბო­ლოს მზე თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

ტყუ­პი

სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი აპ­რილ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა. დი­ლით სირ­ბი­ლი, სა­ღა­მოს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, არც ერთ დღეს არ გა­ა­ტა­რებთ პა­სი­უ­რად, რაც სა­უ­კე­თე­სოდ აი­სა­ხე­ბა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. წო­ნის და­საკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა, ვიდ­რე მკაც­რი დი­ე­ტა. უფრო ხში­რად ია­რეთ ფე­ხით ბუ­ნე­ბა­ში. ეცა­დეთ, არ გა­და­იტ­ვირ­თოთ ან არ გა­ცივ­დეთ. გა­აძ­ლი­ე­რეთ თქვე­ნი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და იმუ­ნი­ტე­ტი. დი­ე­ტა, იოგა და მკურ­ნა­ლო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ. აპ­რი­ლის ბო­ლო­დან მე­ტად უნდა და­ის­ვე­ნოთ და შე­ამ­ცი­როთ სტრე­სი.

კირჩხი­ბი

აპ­რი­ლი სუ­ლაც არ არის შე­სა­ფე­რი­სი პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მის­თვის. გჭირ­დე­ბათ არა მხო­ლოდ ჯან­სა­ღი, არა­მედ სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის კურ­სი. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. და, რა თქმა უნდა, ეს და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს თქვენს ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუ გსურთ სპორ­ტით და­კა­ვე­ბა და სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი, ჯერ მწვრთნელს უნდა მი­ა­კი­თხოთ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლას­თვის, და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც ხერ­ხე­მალ­თან ან კი­დუ­რებ­თან გაქვთ პრობ­ლე­მე­ბი. კარ­გი თვეა მა­სა­ჟის, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, გამ­კვრი­ვე­ბი­სა და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის­თვის. ეწ­ვი­ეთ სტო­მა­ტო­ლოგს, თუნ­დაც პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით. არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი შიმ­ში­ლო­ბა თუ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა გსურთ. იმოძ­რა­ვეთ მეტი, და­კავ­დით იო­გათ, იკ­ვე­ბეთ მცი­რე ულუ­ფე­ბით დღე­ში მი­ნი­მუმ 5-ჯერ.

ლომი

გა­ზა­ფხულ­ზე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხში­რად მწვავ­დე­ბა, ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ თავს. სხე­უ­ლი არ მო­გა­ტყუ­ებთ, პი­რი­ქით, მი­გა­ნიშ­ნებთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. თუ თავს ცუ­დად გრძნობთ, შე­ამ­ცი­რეთ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. მაგ­რამ არა იმ­დე­ნად, რომ და­ი­ვი­წყოთ სპორ­ტი და სუფ­თა ჰა­ე­რი. უფრო ხში­რად იყა­ვით ბუ­ნე­ბა­ში. დი­ლით ვარ­ჯი­ში, კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი და ხა­ლი­სი­ა­ნი სა­უზ­მე, სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბა - აი, რა გჭირ­დე­ბათ მთე­ლი თვე. დი­ე­ტა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. მო­ე­რი­დეთ საკ­ვებს, რო­მე­ლიც არ არის სა­სარ­გებ­ლო. მა­შინ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით თქვე­ნი ფი­გუ­რით და გო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით. უარი უთხა­რით ალ­კოჰოლს. აკონ­ტრო­ლეთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა.

ქალ­წუ­ლი

თით­ქმის მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მხი­ა­რუ­ლად გრძნობთ. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის, შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ ენერ­გი­ის მა­ღალ დო­ნეს. კარ­გი იქ­ნე­ბა ექ­სკურ­სია და ქა­ლაქ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე სა­ცუ­რაო აუზ­ზე, საშ­ხა­პე­ე­ბის და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის გა­სახ­დე­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას. აპ­რილ­ში გირ­ჩევთ, თავი აა­რი­დოთ კუ­ლი­ნა­რი­ულ ექ­სცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თვის ბოლო დე­კა­და­ში. მო­ე­რი­დეთ ცხი­მი­ან და ცხა­რე საკ­ვებს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ კუ­ჭის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი.

სას­წო­რი

აპ­რილ­ში სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­თაც იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­თაც. ასეთ დატ­ვირ­თულ გრა­ფიკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დატ­ვირ­თვის თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მუ­დამ გახ­სოვ­დეთ დას­ვე­ნე­ბა და კარ­გი ძილი. არ და­ი­ვი­წყოთ სწო­რი კვე­ბა, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. გირ­ჩევთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ სხე­ულს. კარ­გია ეფექ­ტუ­რი დი­ე­ტის და­წყე­ბა, წო­ნის კო­რექ­ტი­რე­ბა და მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ რუ­ტი­ნა ან სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, გა­ა­კე­თოთ რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო თქვე­ნი სხე­უ­ლის­თვის. ხში­რად უნდა მო­უს­მი­ნოთ სა­კუ­თარ თავს და გრძნო­ბებს. გა­ზა­ფხულ­ზე შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ა­როთ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა, ჩა­ი­ტა­როთ ტეს­ტე­ბი და ანა­ლი­ზე­ბი, რათა არ ინერ­ვი­უ­ლოთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუ გრძნობთ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს, ნუ ჩა­ი­ტა­რებთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, მი­მარ­თეთ ექიმს.

მო­რი­ე­ლი

ფრთხი­ლად უნდა იყოთ და თავი აა­რი­დოთ ტრავ­მულ სპორ­ტს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს, ეცა­დეთ იკ­ვე­ბოთ ჯან­სა­ღად. სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა აღად­გენს ენერ­გი­ას და კარგ გან­წყო­ბას. მო­უს­მი­ნეთ თქვენს სხე­ულს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. თუმ­ცა, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო, დი­აგ­ნო­ზე­ბი, რომ­ლებ­საც ამ თვე­ში მი­ი­ღებთ, შე­საძ­ლოა არა­ზუს­ტი იყოს. მსუ­ბუ­ქი ბოსტნე­უ­ლის დი­ე­ტა, ასე­ვე ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის ზო­მი­ე­რი მოხ­მა­რე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ან ზა­ფხუ­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა­ში. კუ­ლი­ნა­რი­ულ­მა ექ­სცე­სებ­მა ან ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უ­ა­რე­სოთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი ენერ­გია მა­ღალ დო­ნე­ზეა და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, უნდა და­ის­ვე­ნოთ და მო­უს­მი­ნოთ თქვენს სხე­ულს. ვი­ტა­მი­ნე­ბის კურ­სი, მსუ­ბუ­ქი ბოსტნე­უ­ლის დი­ე­ტა და მავ­ნე ჩვე­ვე­ბის მო­ცი­ლე­ბა კარ­გია. გა­ცი­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის დროს მი­მარ­თეთ ექიმს და მო­ე­რი­დეთ სამ­სა­ხურ­ში გა­და­ჭარ­ბე­ბულ დატ­ვირ­თვას. მშვილ­დო­სან ქალ­ბა­ტო­ნებს გი­ნე­კო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი და ჰორ­მო­ნე­ბის ტეს­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ასე­ვე გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვას.

თხის რქა

აპ­რილ­ში ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ზე მო­გი­წევთ. ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სე­ბი უფრო ეკო­ნო­მი­უ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ, წვრილ­მა­ნებ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოთ. აპ­რილ­ში გირ­ჩევთ იზ­რუ­ნოთ თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფილ­ტვებ­სა და ბრონ­ქებს. ხერ­ხე­მალს და სახ­სრებს მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ. სა­სარ­გებ­ლოა დი­ლის ვარ­ჯი­შე­ბი. წო­ნის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად მი­მარ­თეთ დი­ე­ტო­ლოგს და გა­ნი­ხი­ლეთ თქვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სი დი­ე­ტა. გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა.

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი მხი­ა­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­აღ­წი­ოთ მიზ­ნებს და ისი­ა­მოვ­ნოთ ცხოვ­რე­ბით. ორ­გა­ნიზ­მი წარ­მა­ტე­ბით გა­უძ­ლებს სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ას, რაც ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი ყვე­ლა გეგ­მა და შე­თან­ხმე­ბა დრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ ბუ­ნე­ბა­ში ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. და­ი­წყეთ ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა თქვენს აგა­რაკ­ზე, ხოლო კარგ ამინ­დში იმუ­შა­ვეთ ბაღ­სა და ბოს­ტან­ში. ხში­რად მო­ა­წყვეთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად პიკ­ნი­კე­ბი, ისე­ირ­ნეთ პარ­კებ­ში ან და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებ­ში. თუმ­ცა, ფრთხი­ლად იყა­ვით და კან­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ ექიმს და ნუ ჩა­ი­ტა­რებთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას. გირ­ჩევთ ესა­უბ­როთ თე­რა­პევტს, თუ გრძნობთ ძლი­ერ შფოთ­ვას ან ემო­ცი­ურ დის­კომ­ფორ­ტს.

თევ­ზე­ბი

ენერ­გი­ის მა­ღა­ლი დონე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, იმუ­შა­ოთ აქ­ტი­უ­რად და დიდ­ხანს. მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა. მო­გინ­დე­ბათ და­ამ­ტკი­ცოთ, რომ მარ­თა­ლი ხართ, იყოთ სა­უ­კე­თე­სო ყვე­ლა სა­კი­თხსა და საქ­მე­ში. მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ბუ­ნე­ბა­ში. ეს ასე­ვე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს იმუ­ნი­ტეტ­ზე და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. თუ ამინ­დი არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ია­რეთ ენერ­გი­უ­ლად პარკში და­რე­გის­ტრირ­დით ცეკ­ვის, აე­რო­ბი­კის ან ფიტ­ნე­სის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ი­მე სიმპტო­მი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, მი­მარ­თეთ ექიმს. ასე­ვე ღირს ექიმ­თან ვი­ზი­ტი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მიზ­ნი­თაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

აპრილის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

შეგიძლიათ და უნდა იყოთ ენერგიული. შეიძინეთ აუზის ან სპორტდარბაზის აბონემენტი, ვარჯიში და გამკვრივება სარგებელს მოუტანს თქვენს სხეულს. იარეთ უფრო ხშირად ფეხით და გააკეთეთ დილის ვარჯიშები. თბილ და მზიან ამინდში გადით ბუნებაში, ქალაქგარეთ. დაისვენეთ, დაიცავით დიეტა და გაიძლიერეთ იმუნური სისტემა ვიტამინებით. ამასთან. გირჩევთ ყველაფერში ზომიერებისა და სიმშვიდის დაცვას. ისაუბრეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის სასიამოვნო და მეგობრული არიან. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, რათა დაიცვათ თქვენი ნერვული სისტემა. გაფრთხილდით ამინდის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის ცვლილება, სახსრების ტკივილი ან შაკიკი. თუ გრძნობთ, რომ თვითმკურნალობა და ხალხური საშუალებები არ იძლევა შედეგს, მიმართეთ თერაპევტს.

კურო

ჯანმრთელობა მყიფეა და მას ფრთხილად უნდა მოეპყროთ. აპრილში იმუნიტეტი დაბალ დონეზეა, ამის მტკიცებულებაა დაღლილობა, აპათია და ძილიანობა. ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს. არ არის გამორიცხული განწყობის ცვალებადობა, აგზნებადობის მომატება ან, პირიქით, სევდა. საჭიროა მეტი სიარული, ფიზიკური ვარჯიშების შესრულება და გაზაფხულის ჰაერის ჩასუნთქვა. გესაჭიროებათ სრულფასოვანი შესვენება სამსახურში, მინიმუმ 8-საათიანი ძილი და გრაფიკის მიხედვით ჭამა. უნდა გაგახაროთ, თვის ბოლოს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, რაც დადებითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე.

ტყუპი

სპორტული აქტივობები აპრილში პირველ ადგილზე იქნება. დილით სირბილი, საღამოს სპორტული დარბაზი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთ დღეს არ გაატარებთ პასიურად, რაც საუკეთესოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. წონის დასაკლებად გამოიყენეთ ვარჯიში და ცურვა, ვიდრე მკაცრი დიეტა. უფრო ხშირად იარეთ ფეხით ბუნებაში. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ ან არ გაცივდეთ. გააძლიერეთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა და იმუნიტეტი. დიეტა, იოგა და მკურნალობის ტრადიციული მეთოდები გამოგადგებათ. აპრილის ბოლოდან მეტად უნდა დაისვენოთ და შეამციროთ სტრესი.

კირჩხიბი

აპრილი სულაც არ არის შესაფერისი პასიური დასვენებისა და კომპიუტერთან ჯდომისთვის. გჭირდებათ არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ სპორტული ცხოვრების წესის კურსი. ყველა მიმართულებით აქტიურობა სასარგებლო იქნება. და, რა თქმა უნდა, ეს დადებითად მოქმედებს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ გსურთ სპორტით დაკავება და სპორტდარბაზში სიარული, ჯერ მწვრთნელს უნდა მიაკითხოთ. ეს აუცილებელია ყველასთვის, და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხერხემალთან ან კიდურებთან გაქვთ პრობლემები. კარგი თვეა მასაჟის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, გამკვრივებისა და ფიზიოთერაპიისთვის. ეწვიეთ სტომატოლოგს, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით. არ არის მიზანშეწონილი შიმშილობა თუ წონაში დაკლება გსურთ. იმოძრავეთ მეტი, დაკავდით იოგათ, იკვებეთ მცირე ულუფებით დღეში მინიმუმ 5-ჯერ.

ლომი

გაზაფხულზე ქრონიკული დაავადებები ხშირად მწვავდება, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავს. სხეული არ მოგატყუებთ, პირიქით, მიგანიშნებთ დაავადებებზე. თუ თავს ცუდად გრძნობთ, შეამცირეთ ფიზიკური აქტივობა. მაგრამ არა იმდენად, რომ დაივიწყოთ სპორტი და სუფთა ჰაერი. უფრო ხშირად იყავით ბუნებაში. დილით ვარჯიში, კონტრასტული შხაპი და ხალისიანი საუზმე, საღამოს გასეირნება - აი, რა გჭირდებათ მთელი თვე. დიეტა პრიორიტეტულია. მოერიდეთ საკვებს, რომელიც არ არის სასარგებლო. მაშინ კმაყოფილი დარჩებით თქვენი ფიგურით და გონებრივი მდგომარეობით. უარი უთხარით ალკოჰოლს. აკონტროლეთ არტერიული წნევა.

ქალწული

თითქმის მთელი თვის განმავლობაში თავს მხიარულად გრძნობთ. მიუხედავად მრავალი მოგზაურობის, შეხვედრებისა და ნაყოფიერი მუშაობისა, შეინარჩუნებთ ენერგიის მაღალ დონეს. კარგი იქნება ექსკურსია და ქალაქგარეთ დასვენება მეგობრებთან ერთად. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. გამოიჩინეთ სიფრთხილე საცურაო აუზზე, საშხაპეების და სპორტული დარბაზების გასახდელების მონახულებისას. აპრილში გირჩევთ, თავი აარიდოთ კულინარიულ ექსცესებს, განსაკუთრებით თვის ბოლო დეკადაში. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის გაღიზიანება და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

სასწორი

აპრილში სამუშაო მოვალეობებითაც იქნებით დაკავებული და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტითაც. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მნიშვნელოვანია დატვირთვის თანაბრად გადანაწილება. მუდამ გახსოვდეთ დასვენება და კარგი ძილი. არ დაივიწყოთ სწორი კვება, იმუნური სისტემის გაძლიერება და ფიზიკური დატვირთვა. გირჩევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ სხეულს. კარგია ეფექტური დიეტის დაწყება, წონის კორექტირება და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა. შეგიძლიათ შეცვალოთ რუტინა ან სამუშაო გრაფიკი, გააკეთოთ რაიმე სასარგებლო თქვენი სხეულისთვის. ხშირად უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და გრძნობებს. გაზაფხულზე შეგიძლიათ გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, ჩაიტაროთ ტესტები და ანალიზები, რათა არ ინერვიულოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ გრძნობთ დაავადების სიმპტომებს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ ექიმს.

მორიელი

ფრთხილად უნდა იყოთ და თავი აარიდოთ ტრავმულ სპორტს. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად. სუფთა ჰაერზე სეირნობა აღადგენს ენერგიას და კარგ განწყობას. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. თუმცა, მერკურის რეტროგრადული მოძრაობის გამო, დიაგნოზები, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ, შესაძლოა არაზუსტი იყოს. მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა, ასევე ცხიმიანი საკვების ზომიერი მოხმარება დაგეხმარებათ ნორმალური წონის შენარჩუნებაში ან ზაფხულისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში. კულინარიულმა ექსცესებმა ან ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გაგიუარესოთ ქრონიკული დაავადებები.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი, უნდა დაისვენოთ და მოუსმინოთ თქვენს სხეულს. ვიტამინების კურსი, მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა და მავნე ჩვევების მოცილება კარგია. გაცივების პირველივე ნიშნების დროს მიმართეთ ექიმს და მოერიდეთ სამსახურში გადაჭარბებულ დატვირთვას. მშვილდოსან ქალბატონებს გინეკოლოგთან ვიზიტი და ჰორმონების ტესტირება სჭირდებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფარისებრი ჯირკვლის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევას.

თხის რქა

აპრილში ძალისა და ენერგიის დახარჯვა საყოფაცხოვრებო და საოჯახო საკითხების გადაჭრაზე მოგიწევთ. შინაგანი რესურსები უფრო ეკონომიურად უნდა გამოიყენოთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. აპრილში გირჩევთ იზრუნოთ თქვენს კეთილდღეობაზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფილტვებსა და ბრონქებს. ხერხემალს და სახსრებს მოვლა სჭირდებათ. სასარგებლოა დილის ვარჯიშები. წონის დასარეგულირებლად მიმართეთ დიეტოლოგს და განიხილეთ თქვენთვის შესაფერისი დიეტა. გაიძლიერეთ იმუნური სისტემა.

მერწყული

თქვენი მხიარული დამოკიდებულება და მაღალი აქტივობა საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მიზნებს და ისიამოვნოთ ცხოვრებით. ორგანიზმი წარმატებით გაუძლებს სხვადასხვა ინფექციას, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ყველა გეგმა და შეთანხმება დროულად განხორციელდება. მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში ფიზიკურ აქტივობას. დაიწყეთ ნივთების მოწესრიგება თქვენს აგარაკზე, ხოლო კარგ ამინდში იმუშავეთ ბაღსა და ბოსტანში. ხშირად მოაწყვეთ მეგობრებთან ერთად პიკნიკები, ისეირნეთ პარკებში ან დასასვენებელ ადგილებში. თუმცა, ფრთხილად იყავით და კანზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. გირჩევთ ესაუბროთ თერაპევტს, თუ გრძნობთ ძლიერ შფოთვას ან ემოციურ დისკომფორტს.

თევზები

ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, იმუშაოთ აქტიურად და დიდხანს. მოიმატებს კონკურენციის სულისკვეთება. მოგინდებათ დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ, იყოთ საუკეთესო ყველა საკითხსა და საქმეში. მეტი დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, გაატარეთ მეტი დრო ბუნებაში. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნიტეტზე და კეთილდღეობაზე. თუ ამინდი არ იძლევა საშუალებას, იარეთ ენერგიულად პარკში დარეგისტრირდით ცეკვის, აერობიკის ან ფიტნესის გაკვეთილებზე. თუ მოულოდნელად რაიმე სიმპტომი გამოგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს. ასევე ღირს ექიმთან ვიზიტი პროფილაქტიკური მიზნითაც.