სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპრილის ბოლოდან კორონავირუსი შესუსტდება..." - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი
"აპრილის ბოლოდან კორონავირუსი შესუსტდება..." - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი

მსოფ­ლიო ახლა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ზა­რა­ლა ჩი­ნე­თი, ირა­ნი და იტა­ლია. ვირუ­სი თე­ბერ­ვალ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ უჰან­ში გავ­რცელ­და და უკვე თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზეც, თუმ­ცა ამას დიდი დრო სჭირ­დე­ბა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად მი­ნი­მუმ 1 წე­ლია სა­ჭი­რო.

მა­ნამ­დე აშშ-ში, ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ. კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის გა­მოც­და Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მომ­დევ­ნო თვე­ში, აპ­რილ­ში, უკვე უნდა იყოს სუ­რა­თი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრე­პა­რა­ტი.

"რე­ი­ტინ­გი" მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ უდი­დეს პრობ­ლე­მა­ზე ცნო­ბილ, ქარ­თველ ას­ტრო­ლოგს მი­ხე­ილ ცა­გა­რელს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, მსოფ­ლიო უდი­დე­სი გან­საც­დე­ლი წი­ნა­შე დგას, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას მოჰ­ყვა. რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი აზ­რით ეს პრობ­ლე­მა?

- ნამ­დვი­ლად გან­საც­დე­ლის წი­ნა­შეა მსოფ­ლიო, ის­პან­კა, ებო­ლა, შიდსი და უამ­რა­ვი ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ი­ტა­ნა მსოფ­ლი­ომ, ბევ­რი და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ ასე­თი გან­საც­დე­ლი არ ყო­ფი­ლა. მე პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ქი­მი­კო­სი ვარ და ვსწავ­ლობ­დი, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მა­შინ, თუ ესა თუ ის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა შე­იც­ვლე­ბა, მინ­და გი­თხრათ, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი და­ი­ხა­ტა მა­შინ. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ჰქო­ნო­და ადოლფ ჰიტ­ლერს, მთელ მსოფ­ლი­ოს და­ი­პყრობ­და.

რა ხდე­ბა დღეს? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ანთ მო­ნო­პო­ლი­ა­ში მო­აქ­ცი­ონ სხვა ქვეყ­ნე­ბი, აქ არ შე­დის მხო­ლოდ ია­რა­ღი, ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს. ბი­ო­ლო­გი­უ­რი ომი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სტა­დი­ა­ზე გა­და­ვი­და, ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი და ბი­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ასეთ ომში. ჩი­ნეთ­ში ეს გა­კეთ­და შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ვერ გე­ტყვით. ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნა ჩი­ნე­ლებ­საც კი არ აქვთ. უნდა იპო­ვონ 50 გრი­პის შტა­მი, მათი ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა შე­ის­წავ­ლონ და შე­უ­სა­ბა­მონ შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნა. ადრე თუ გვი­ან ამ ვაქ­ცი­ნას იპო­ვი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ის კუ­თხით კო­რო­ნა­ვირუსს, ეს მოხ­და იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში, სწო­რედ ამ დროს შე­მო­ვი­და ვირ­თხის წე­ლი­წა­დი. ჩი­ნე­ლე­ბი უდი­დეს პა­ტივს სცე­მენ ას­ტრო­ლო­გი­ის ყვე­ლა ნი­შანს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად პა­ტი­ვის­ცე­მა და­არ­ღვი­ეს და ღა­მუ­რა­ზე ჩა­ა­ტა­რეს ექ­სპე­რი­მენ­ტი. მათ კი ერთი ღა­მუ­რა გა­ექ­ცათ და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­თვის, ვირ­თხამ სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­და მთელ მსოფ­ლი­ოს, პირ­ველ რიგ­ში ჩი­ნეთს.

რა­ტომ მხო­ლოდ ინ­ფექ­ცი­ის სა­ხით.. ამ დროს შავი მთვა­რე გა­დი­ო­და ინ­ფექ­ცი­ურ ნი­შანს, რო­გო­რი­ცაა თევ­ზე­ბი, თევ­ზე­ბი და მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი მარ­თა­ვენ ინ­ფექ­ცი­ებს. როცა შავი მთვა­რე გა­დის თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს, იწყე­ბა ვირ­თხის წე­ლი­წა­დი და ასეთ პრო­ცე­დუ­რებს ას­რუ­ლებს ადა­მი­ა­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ჩა­ირ­თვე­ბა დას­ჯის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ოს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს.

თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ამით მათ ეკო­ნო­მი­კუ­რად ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღეს, აქამ­დე თუ ჩი­ნეთს ჰყავ­და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რო­დე­საც გავ­რცელ­და ვირუ­სი, უცხო­ე­ლებ­მა აქ­ცი­ე­ბი მი­ყი­დეს ჩი­ნე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ყვე­ლა აქ­ცია ჩი­ნე­ლე­ბის ხელ­შია, წელს ამას ვერ შე­ვამ­ჩნევთ, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი წლი­დან მსოფ­ლიო და­ი­ნა­ხავს რო­გორ გა­იზ­რდე­ბა ჩი­ნე­ლე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვი ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად მოხ­და თუ შემ­თხვე­ვით, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პა­რა­ლე­ლუ­რად ასე­თი ცვლი­ლე­ბა მოხ­და.

- რო­დის გა­და­ივ­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სი? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
1

ნეტაი შენ

კულტურული ქართველი
0

ამ კაცმა ხომ ტვინის ნეირონები ღერა-ღერა დამაცალა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აპრილის ბოლოდან კორონავირუსი შესუსტდება..." - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი

"აპრილის ბოლოდან კორონავირუსი შესუსტდება..." - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი

მსოფლიო ახლა კორონავირუსს ებრძვის, რომელმაც განსაკუთრებით დააზარალა ჩინეთი, ირანი და იტალია. ვირუსი თებერვალში თავდაპირველად ჩინეთში, კერძოდ უჰანში გავრცელდა და უკვე თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზეც, თუმ­ცა ამას დიდი დრო სჭირ­დე­ბა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად მი­ნი­მუმ 1 წე­ლია სა­ჭი­რო.

მანამდე აშშ-ში, ამე­რი­კუ­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით, იმე­დის­მომ­ცე­მი სუ­რა­თი აქვთ. კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი ვერ­სი­ის გა­მოც­და Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მომ­დევ­ნო თვე­ში, აპ­რილ­ში, უკვე უნდა იყოს სუ­რა­თი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია პრე­პა­რა­ტი.

"რეიტინგი" მსოფლიოში შექმნილ უდიდეს პრობლემაზე ცნობილ, ქართველ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, მსოფლიო უდიდესი განსაცდელი წინაშე დგას, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა. რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს პრობლემა?

- ნამდვილად განსაცდელის წინაშეა მსოფლიო, ისპანკა, ებოლა, შიდსი და უამრავი ასეთი დაავადება გადაიტანა მსოფლიომ, ბევრი დაიღუპა, მაგრამ ასეთი განსაცდელი არ ყოფილა. მე პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ და ვსწავლობდი, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ესა თუ ის ფიზიოლოგიური მოვლენა შეიცვლება, მინდა გითხრათ, საშინელი სურათი დაიხატა მაშინ. ეს შესაძლებლობები, რომ ჰქონოდა ადოლფ ჰიტლერს, მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა.

რა ხდება დღეს? რასაკვირველია, წამყვანი ქვეყნები ცდილობენ თავიანთ მონოპოლიაში მოაქციონ სხვა ქვეყნები, აქ არ შედის მხოლოდ იარაღი, ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ბიოლოგიურ იარაღს. ბიოლოგიური ომი განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა, ბიოქიმიკოსები და ბიოფიზიკოსები მონაწილეობენ ასეთ ომში. ჩინეთში ეს გაკეთდა შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვერ გეტყვით. ჯერჯერობით ვაქცინა ჩინელებსაც კი არ აქვთ. უნდა იპოვონ 50 გრიპის შტამი, მათი ერთობლივი მოქმედება შეისწავლონ და შეუსაბამონ შესაბამისი ვაქცინა. ადრე თუ გვიან ამ ვაქცინას იპოვიან.

რაც შეეხება ასტროლოგიის კუთხით კორონავირუსს, ეს მოხდა იანვარ-თებერვალში, სწორედ ამ დროს შემოვიდა ვირთხის წელიწადი. ჩინელები უდიდეს პატივს სცემენ ასტროლოგიის ყველა ნიშანს, მაგრამ ამჯერად პატივისცემა დაარღვიეს და ღამურაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ კი ერთი ღამურა გაექცათ და უპატივცემულობისთვის, ვირთხამ სამაგიერო გადაუხადა მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში ჩინეთს.

რატომ მხოლოდ ინფექციის სახით.. ამ დროს შავი მთვარე გადიოდა ინფექციურ ნიშანს, როგორიცაა თევზები, თევზები და მისი მმართველი პლანეტა ნეპტუნი მართავენ ინფექციებს. როცა შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს, იწყება ვირთხის წელიწადი და ასეთ პროცედურებს ასრულებს ადამიანი, რასაკვირველია ჩაირთვება დასჯის მექანიზმი, რომელიც მთელ მსოფლიოს საფრთხის წინაშე აყენებს.

თუ ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, მომავალი წლიდან ჩინეთის ეკონომიკა უფრო გაძლიერდება. ამით მათ ეკონომიკურად ბევრი სარგებელი მიიღეს, აქამდე თუ ჩინეთს ჰყავდა უცხოელი ინვესტორები, როდესაც გავრცელდა ვირუსი, უცხოელებმა აქციები მიყიდეს ჩინელებს. შესაბამისად, ახლა ყველა აქცია ჩინელების ხელშია, წელს ამას ვერ შევამჩნევთ, მაგრამ მომავალი წლიდან მსოფლიო დაინახავს როგორ გაიზრდება ჩინელების შემოსავლები. ზუსტად ვერ ვიტყვი ეს სპეციალურად მოხდა თუ შემთხვევით, მაგრამ კორონავირუსის პარალელურად ასეთი ცვლილება მოხდა.

- როდის გადაივლის კორონავირუსი? წაიკითხეთ სრულად

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ: 15-22 იანვარი, 15-22 აპრილი, 17-24 ივლისი და 18-25 ოქტომბერი, მაშინ ეს მოვლენა აუცილებლად შეგეხებათ