თვის ზოგადი ტენდენციები
აპრილში გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, პოზიტიური ცვლილებები და მხიარული მოვლენები. შეიძლება იყოს სიტუაციები, როცა ძალისხმევის გარეშე მიიღებთ იმას, რაც გსურთ და საქმეები თქვენს სასარგებლოდ იქნება. პროექტები, რომლებზეც ადრე მუშაობდით, ახლა წარმატებით დასრულდება. უფროსი შეამჩნევს თქვენს შესანიშნავ საქმიან თვისებებს, მონდომებას და დაჟინებას. არის შანსი იპოვოთ ახალი ბიზნესპარტნიორები, სპონსორები ან გადადგათ წინ ნაბიჯი კარიერულ კიბეზე.
დაოჯახებულებისთვის შესაძლოა კვლავ გაღვივდეს ნათელი გრძნობები და გაიზრდება თქვენი სექსუალური ცხოვრების ინტენსივობა.
სამუშაო და ბიზნესი
16 აპრილამდე მერკური თქვენი ფინანსების სახლშია. როდესაც მერკური მოძრაობს რეტროგრადულად, ის ამცირებს ყურადღებას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს; შეიძლება იყოს შეცდომები სამუშაოში და დოკუმენტების არასწორი მომზადება. აგრეთვე სიფრთხილ გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას.
თვის დასაწყისში უმჯობესია რუტინული სამუშაოების შესრულება და მომავალი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მომზადება. სასარგებლოა ზოგიერთი საკითხის გამოსწორება ან ოპტიმიზაცია და რესურსების დაგროვება.
7 აპრილიდან მერკური პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს და გაძლიერდება თქვენი პრაქტიკული მიდგომა ბიზნესის მიმართ, მეტ ყურადღებას მიაქცევთ ფინანსურ სფეროს, უპირატესობას მიანიჭებთ იმას, რაც მეტ სარგებელს მოგიტანთ.
კარგი დროა მნიშვნელოვანი შესყიდვების დაგეგმვისთვის. სავარაუდოა მოკლე მივლინებები. ბევრი დაიწყებს ძვირად ღირებულ მკურნალობას ან ინტელექტუალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი სახსრების ჩადებას. ახლა დადებული ხელშეკრულებები თუ კონტრაქტები წარმატებული და მომგებიანი იქნება.
ცუდი არ იქნება რჩევის მიღება გამოცდილი უფროსი კოლეგებისგან ან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან. ფულთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ამ სფეროს პროფესიონალებთან.
16 აპრილიდან მერკური თქვენი კომუნიკაციის სახლშია. წინა პლანზე წამოვა კომუნიკაცია, სიახლეები და ახალი მასალების შესწავლა. სანამ თქვენს სამუშაოსა თუ დისკუსიაში საჭირო ფაქტებს გამოიყენებთ, დრო დაუთმეთ მათ ორჯერ გადამოწმებას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. მოგიწევთ ბევრი გადაადგილება, სწრაფად მოაგვაროთ მრავალი საკითხი, მონაწილეობა მიიღოთ მოლაპარაკებებში, შეხვედრებსა თუ კონფერენციებში. საბუთების რეგისტრაცია ან ხელმოწერა, უმაღლესი ორგანოების მონახულება ასევე დიდ დროს წაიღებს.
თვის ბოლოს ახალი შესაძლებლობები გაიხსნება და შეძლებთ დაასრულოთ ადრე გადადებული ამოცანები და მოაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც თქვენს ძალებს აღემატებოდა. შეიძლება მოულოდნელი იდეები მოგივიდეთ თავში და პერსპექტიული ბიზნესწინადადებები გამოჩნდეს, რომელთა განხილვაც ღირს.
სიყვარული და ფლირტი
მერწყულების უმეტესობა ამ თვეში სიამოვნებას ეძებთ. ლამაზი ნივთები, გემრიელი საჭმელი, ძვირად ღირებული აქსესუარები და თავის მოვლა მიგიზიდავთ. დაიწყებთ ძვირად ღირებულ რესტორნებში შესვლას და მოდური ტანსაცმლის შეძენას.
მარტოხელები შეიძლება გავლენიან მდიდარ ადამიანს შეხვდეთ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. როგორც წესი, ასეთ გაერთიანებაში არის შანსები ახალ, უფრო მაღალ სოციალურ დონეზე ასვლის, სხვა სოციალურ წრეში შესვლის.
სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად უფრო შესაფერისია აპრილის მეორე ნახევარი, როდესაც ვენერა დაამთავრებს თავის რეტროგრადულ მოძრაობას. მანამდე შეიძლება მოგინდეთ წინა პარტნიორთან დაბრუნება და გაწყვეტილი კავშირების განახლება. სანამ იმოქმედებთ, რამდენჯერმე დაფიქრდით, არ გაიმეოროთ წარსული შეცდომები.
დაოჯახებულები ამ თვეში იგრძნობთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას და ზრუნვას. თქვენი სექსუალური ცხოვრება გააქტიურდება, მოგინდებათ მეტი დრო გაატაროთ ერთად. აასრულოთ მეორე ნახევრის სურვილები, გაუკეთოთ საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები. მცირე პრობლემები საოჯახო მოვალეობებთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოიშვას აპრილის პირველ ნახევარში, როდესაც ვენერა რეტროგრადულია. თვის ბოლოს ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში დაძაბულ მომენტებს წარმატებით გადალახავთ. შეძლებთ იპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები ყველა სადავო საკითხზე და გააძლიეროთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თქვენი ენერგიის დონე საკმაოდ მაღალი იქნება, ამიტომ აპრილში აქტიური და ენერგიით სავსე იქნებით. კარგი იმუნიტეტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებები. გაატარეთ თავისუფალი დრო ღია ცის ქვეშ, დაკავდით სპორტით და უფრო ხშირად იარეთ ფეხით. ბაღში ან თქვენს აგარაკზე მუშაობა დაგეხმარებათ იყოთ კარგ ფორმაში და აიმაღლოთ ენერგია.
აპრილის ბოლოს არის ალერგიული რეაქციების რისკი. თან იქონიეთ საჭირო მედიკამენტები და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თუ გრძნობთ გაზრდილ შფოთვას, შეიძლება სასარგებლო იყოს თერაპევტთან საუბარი.
ხელსაყრელი დღეები აპრილში მერწყულებისთვის: 2, 6, 11, 22 და 30.
არახელსაყრელი დღეები მერწყულისთვის: 4, 9, 20, 24 და 28 აპრილი.