ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - როგორი იქნება თქვენთვის გაზაფხულის მეორე თვე

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - როგორი იქნება თქვენთვის გაზაფხულის მეორე თვე

თვის უმეტესი ნაწილი და-ძმების საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ყურადღებით მოაგვარეთ დოკუმენტები, შეადგინეთ საბუთები. გახშირდება მიმოსვლა ახლო მანძილზე. არ გაგიჭირდებათ ახალ საქმეებში ადაპტირება; მარტივად შეძლებთ ახალ კოლექტივში ადგილის დამკვიდრებას. მოგინდებათ განსხვავებულ ადამიანებთან სხვადასხვა თემაზე საუბრები. არ გაგიკვირდეთ, უცხო ადამიანებიც კი გამოგიწვდიან დახმარების ხელს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

აპრილის პირველ ნახევარში დაკვირვება გმართებთ ფინანსებთან, პირად ქონებასთან დაკავშირებით. გადაიფორმეთ თუ რამე უძრავ ან მოძრავ ქონებას ფლობთ და, რა თქმა უნდა, დაკვირვებით. დაკვირვებულმა წარმართეთ საქმიანი შეხვედრები. თვის ბოლოს კი მოგიწევთ საოჯახო საქმეების მოგვარება. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახური ბიზნესი წამოიწყოთ ან სახლიდან დაიწყოთ მუშაობა.

ფული და სიყვარული

ახალ სიყვარულს შეიძლება სამეგობრო წრეში შეხვდეთ. ან ძველ მეგობართან გააბათ ფლირტი. 14 აპრილამდე მნიშვნელოვანი რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი და ნუ მოუწყობთ საღამოობით საეჭვო დაკითხვებს. ფული შეიძლება მეგობრებისგან მიიღოთ. 14 აპრილის შემდეგ კი - ნათესავებისგან, მშობლებისგან. თვის ბოლოსკენ მეტი დრო გაატარეთ შინ, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები, შეკრიბეთ ნათესავები.

ჯანმრთელობა

ენერგიული და რომანტიკული ხართ. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, სახლში ავეჯის გადაადგილება ან ინტერიერის გახალისება. სერიოზული დაავადება არ გელით, მაგრამ გირჩევთ, ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავი შეიკაოთ. აგრეთვე მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას.

12 აპრილის შემდეგ მეტად ორიენტირებული უნდა იყოთ საბუთების გაფორმებაზე. საქმიანი შეხვედრების დროს ყურადღებით იყავით. აგრეთვე, საჭესთან, ახლო მანძილზე მგზავრობისას. გახშირდება მიმოწერები (საფოსტო), ზარები. ეს პერიოდი გამოიყენეთ ახლის შესასწავლად, სასწავლო კურსებზე ჩასაწერად.

27 აპრილის შემდეგ სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება დაასრულოთ ადრე დაწყებული პროექტები. კარიერა პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაამტკიცეთ თქვენი კომპეტენტურობა. შეიძლება თანამდებობა ან სამსახურში ადგილი მიიღოთ პროტექციით.

"შესაძლოა სწორედ ახლა მოისმინოთ პარტნიორისაგან თქვენთვის ყველაზე სასურველი სიტყვები" - რას წერს ასტროლოგი ვენერასა და მზის შეერთებაზე

"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ელით ზაოდიაქოს ნიშნებს